ავტოგოლი, ხვიჩას მაგარი გოლი და პირველი მოპოვებული ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან ინიციატივას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ
გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. აშკარად ჩვენი გუნდი უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც გიორბელიძე და კვარაცხელია აქტიურობდნენ.

თამაშის სურათი მეორე ტაიმის დასაწყისში არ შეიცვალა, ტემპი საშუალო გახლდათ, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: 68-ე წუთზე საჯარიმოსთან კიტეიშვილი პაპადოპულოსმა წააქცია, აბურჯანიას დარტყმული ბურთი კი მეკარემ მოიგერია და 75-ე წუთზე ალოგიკური გოლი, უფრო სწორად, ავტოგოლი მივიღეთ, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე კი კვარაცხელიამ მავრიასი გააბითურა და ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კანკავას შორიდან გასროლილი მეკარემ მოიგერია. ბოლოს "ჯვაროსნები" იერიშზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ფრეს დავჯერდით.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გატანა ძალიან უჭირს - ბოლო 6 მატჩში თამაშიდან გოლებს მხოლოდ ხვიჩა იტანს და ეს სერიოზული პრობლემაა.

სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კაკაბაძე (75, საკ. კარში), 1:1 კვარაცხელია (78)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმაკისი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87), ციოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (გვილია 74) , ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 63)

მკითხველის კომენტარები / 146 /
აიღო ბურთი და წამოიღო, მაიკა კი არ შემოიხია და გადაიხია თავზე. მადლობა ბიჭებს ბრძოლისათვის, ვაგრძელებთ ბრძოლას, ყველაფერი შესაძლებელია!!!
ემიგრანტი
01 აპრილი 2021 07:53
0
ერთი თამაში მგონი ხციჩა ცენტრში უნდა მოისინჯოს
???????????????
01 აპრილი 2021 04:15
4
საბერძნეთან გასვლაზე ფრეე კარგი შედეგია კარგია რომ შემდეგი თამაშები ასეთი გადატვირთული გრაფიკით აღარ იქნება და საკმარისი დროც არის შემდეგ შეკრებამდე რომ ტრავირებული ფეხბურთელები გამოჯართელდნენ და ვისაც ახლა სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ მიიღონ ეს პრაქტიკა 5 თვეა შემდეგ სანაკრებო თამაშებამდე და იმედი მაქვს შემდეგ შეკრებას ოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშებთ წარმატებები ნაკრებს.
ჯონი
01 აპრილი 2021 03:05
3
3 თამაშია ვუყურებ ამ ორივე ცენტრალურ თავდამსხმელს არცერთი არაა სანაკრებო დონის არც ბუდუ და არც ქვილითაია მთელი თამაშის მანძილზე ცენტრფორვარდი ბურთს რომ ვერ მიიღებს კაცს რომ ვერ მოატყუებს და კარში რომ ვერ დარტყამს ვერც ფეხით ვერც თავით იმას რა უნდა ნაკრებში??? კაჭარავას ის პლიუსი მაინც ქონდა რომ მაღალ ბურთებს იგებდა და ფიზიკურ ორთაბრძოლაში კარგად შედიოდა თუმცა ისიც ვერ ბრწინავდა ნაკრებში ფორვარდი გვჭირდება სასწრაფოდ ნაკრებში მე პირადად მიქაუტაძის მეიმედება ნიჭიერი ბიჭია და კიდევ ძალიან მომწონს სიჭინავა უკრაინის ჩემპიონატში თამაშობს და უკვე 5 გოლი აქვს გატანილი იმედი მაქვს შემდეგ სეზონში უკეთეს კლუბში გადავა
ჯონი
01 აპრილი 2021 02:47
5
თავდამსხმელების გარეშე რომელიმე ნაკრები ივარგებს ????????? რა თქმა უნდა არა. საქართველომ სამი თამაში ჩაატარა მასე, თან მწვრთნელი არავის არ იცნობდა. აქედან გამომდინარე მაგარი იმედი მაქვს და აუცილებლად მეორე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ. სანიოლს მადლობა
???????????????
01 აპრილი 2021 02:39
1
წარმატებები დუნდის ყველა წევრს!ყველა ფეხბურთელს თანაბრად
თეოფა
01 აპრილი 2021 02:38
1
სამი თამაში ჩავატარეთ ათმა კაცმა, აი ეს არის პირველ რიგში დასაფასებელი. ათ ნომერზე ვინმე მაღალი კალათბურთელი დაგვეყენებინა აჯობებდა
?
01 აპრილი 2021 02:23
1
ღმერთი ვთხოვ რომ ტრავმები აგვარიდოს თავიდან და დანარჩენი ყველაფერი კარგადიქნება მჯერა. ხოშეიძლება რომ ჩვენც გავიხაროთ
ქილერა
01 აპრილი 2021 02:19
2
ხვიჩას მადლობა და ბიჭებსაც, არ იგულისხმება ზივზივაძე და ქვილითაია. მთავარი იყო ეს ეტაპი გაგვევლო, აწი ძალიან დიდი იმედი მაქვს სანიოლი მოიძიებს ფეხბურთელებს, ვაკანსიები იცოცხლე არის, უპირობოდ გასვლისთვის უნდა ვიბრძოლოთ, უ პ ი რ ო ბ ო დ
საბურთალო
01 აპრილი 2021 02:15
3
ჩაკვე ლობჟანიძეს ნაცლად კვირკვე კაშიას და მიქაუტაძე კი წინ ამათ ქვილითაია-ზივზივაძეს ნაცვლად ...ამათ გარდა ორი კარგი შემტევიც შეცვლაზე ალბათ ხარაიშვილი დავითაშვილი და კოხრეიძეც კარგები იქნობოდნენ და თუ ძაან მაგარი ნაკრები ვერა მშვენიერი გუნდი იქნება ...ანუ მცველებში კარგი კონკურენცია არის საყრდენებშიც აი შემტევებში ეს ( ზემოთჩამოთვლილი სამიც მიამატოს) აი თავდახსმაში კიიიი ...ამ აყლაყუდებს( ბუდუ, ქვილითაია და კაჭარავას ესენი შეცვლაზე ბოლო წუთებისთვის) მგონი ისევ სხარტი თავდახსმელები სჯობს მიქაუტაძეს რომ მიუმატებდეს ვინმეს კარგი იქნებოდა თუნდაც ქავთარაძეს თუ ათამაშდა მიქალთეძეც შეიძლება ან ახალგაზრდებში იპოვნონ კიდევ ვინმე ....შენგელია -არველაძეს ტიპისა გვინდა რა ეგ სტოლბებით თამაში არასდროს ყოფილა ქართული ეგ იტალიაში ვიერი და ასე შემდეგოო...)))
ეხაა
01 აპრილი 2021 02:14
7
ლობჟანიძეს რას ერჩი, ეგეც მაგარია
E
01 აპრილი 2021 04:23
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული