ავტოგოლი, ხვიჩას მაგარი გოლი და პირველი მოპოვებული ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან ინიციატივას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ
გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. აშკარად ჩვენი გუნდი უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც გიორბელიძე და კვარაცხელია აქტიურობდნენ.

თამაშის სურათი მეორე ტაიმის დასაწყისში არ შეიცვალა, ტემპი საშუალო გახლდათ, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: 68-ე წუთზე საჯარიმოსთან კიტეიშვილი პაპადოპულოსმა წააქცია, აბურჯანიას დარტყმული ბურთი კი მეკარემ მოიგერია და 75-ე წუთზე ალოგიკური გოლი, უფრო სწორად, ავტოგოლი მივიღეთ, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე კი კვარაცხელიამ მავრიასი გააბითურა და ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კანკავას შორიდან გასროლილი მეკარემ მოიგერია. ბოლოს "ჯვაროსნები" იერიშზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ფრეს დავჯერდით.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გატანა ძალიან უჭირს - ბოლო 6 მატჩში თამაშიდან გოლებს მხოლოდ ხვიჩა იტანს და ეს სერიოზული პრობლემაა.

სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კაკაბაძე (75, საკ. კარში), 1:1 კვარაცხელია (78)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმაკისი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87), ციოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (გვილია 74) , ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 63)

მკითხველის კომენტარები / 146 /
ხვიჩა და ციოლისი როგორ შეადარეს? :D :D ციოლისი არა "მზე"
შაკო
01 აპრილი 2021 01:03
1
kvilitaia,zivzivadze,aburjania,kvekveskiri,gvilia,jigauri nakrebshi dasazaxebeli xalxia arzeti araa, me visurvebdi nakrebshi kazaishvils,avto ebralizes,sanaias,sxirtlazes!
qomagi
01 აპრილი 2021 01:02
12
კვარაზე აბა რა გითხრათ, ამ კვირეულის უეფას სიმბოლურ ნაკრებში დამკვიდრდა კაცი! თუ თავს არ დაზოგავს, მომდევნო 10 წელი მუდმივად იქნება ევროპის საუკეთესოებში.
სხვებისაც მეიმედება. აგერ, გიორბელიძემ უდიდესი ნაპრალი ამოავსო ნაკრებში. მუდმივი პრაქტიკა და ცოტა დაღვინება სჭირდება და ძალიან კარგი კარიერა შეუძლია ჰქონდეს. იმედია, წიტაიშვილი და მიქაუტაძეც მოხსნიან ხარისხიანი თავდამსხმელისა და მარჯვენა გარემარბის პრობლემას და ძველი ჩაკვეც თუ დაგვიბრუნდა, მადა ჭამაში მოუვა ვილის.
მატადორ777
01 აპრილი 2021 01:02
1
ზივზივაძე და ქვილითაია კიდევ რომ დავინახო, შიმშილობას ვაცხადებ
mmm
01 აპრილი 2021 01:01
3
მომწონს ეს ნაკრები და მიდგომა,ტაქტიკა მაგრამ,არის ორი რამ.ქვილითაიას და ზივზივაძის მსგავსი ცენტრალური თავდამსხმელი არაფერში გვადგება ჩანს.გვჭირდება სხვა სტილის.მებრძოლი და უფრო ბურთის ტარებია უნარის მქონე.ორივეს კაჭარავა ჯობს ამ სტილის თავდამსხმელი თუ გვეყოლება.და მეორე.კვარაცხელია მომწონს მაგრამ ძალიან ბევრს ათრევს ბურთს და ეს ჩანს აშკარად.ამას იმედია მწვრთნელი მიუთითებს და გამოასწორებს.ველოდები ჩაკვეტაძეს მოუთმნელად.მადლობა სანიოლს და მთელს ნაკრებს
Georgian
01 აპრილი 2021 01:01
28
ბურთსაც ათრევს და ნაკრებსაც! მარტომ მიიტანა კარამდე მოატყუა ორი კაცი და გაიტანა!
გიორგი კაჭკაჭიშვილი
01 აპრილი 2021 01:13
1
ჩაკვეტაძე ძალიან გვაკლია, ქვილითაიას ყოფნის აზრს ვერ ვხვდები.
7
01 აპრილი 2021 01:01
2
კაკაბა ხოარავწიოთ ცენტრალურ ფორვარდათ ისეთი შეგვიგდო ბუდუს და ქვილითას აჯობებს)))) ეს ხუნრობით კაი ბიჭია კაკაბა არ გალანძღოთ ვისარმოსვლია
ოფქორს
01 აპრილი 2021 01:00
1
ძალიან მაგრად გაიხსნა ერთი ორჯერ კვარა და რო შეეყოლებინათ ბურთი დაიძაბებოდა მომენტი..მაგრამ აბუჯანია სანამ რამეს მოიფიქრებს ვირი ხეზე ავა. ერთი კიტე უწყობს ფეხს კვარას და ცოდოები არიან საბას ვაბშე რა ავალია აზრზე ვერ მოვდივარ ამოვარდნილია ძაან. შემოდგომამდე ჩაკვე აკრიფავს ფორმას და წიტაც შეუერთდება..ხოჭოლავა უფრო სოლიდურს გახდის დაცვას.. პლიუს ლოჩოშვილი.. კვერკველიას დავიწყებაც არ შეიძლება..კარში მაკარიძე. და თავდასხმა ყველაზე სუსტი წერტილი. მიქაუტაძემ უნდა გაამართლოს სხვა გზა არჩანს
ვატო
01 აპრილი 2021 00:59
2
კვარაცხელიაზე უნდა ვილოცოთ . რომ ტრამვებს გადაურჩეს და ეს საქართველოს თავიდან გააცნობს მსოფლიოს!!! ჩაკვე გვინდა. მიქაუტაძის იმედი მაქვს. ჩაკვე ,კიტე ,მიქაუტაძე ,კვარა და ზამენაზე წიტაიშვილი . ზურიკომაც თუ მოუმატა პოტენციალი სასწაული აქვს.
ბოკინიო
01 აპრილი 2021 00:59
1
ამ ზივზივაძით და ქვილითაიათი რომ შეგვჭამეთ ვაი გულშემატკივრებო, ფაქტიურად ათი კაცი ვთამაშობდით სამივე თამაშს
???????????????
01 აპრილი 2021 00:59
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული