საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.
თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან ინიციატივას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. აშკარად ჩვენი გუნდი უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც გიორბელიძე და კვარაცხელია აქტიურობდნენ.
თამაშის სურათი მეორე ტაიმის დასაწყისში არ შეიცვალა, ტემპი საშუალო გახლდათ, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: 68-ე წუთზე საჯარიმოსთან კიტეიშვილი პაპადოპულოსმა წააქცია, აბურჯანიას დარტყმული ბურთი კი მეკარემ მოიგერია და 75-ე წუთზე ალოგიკური გოლი, უფრო სწორად, ავტოგოლი მივიღეთ, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე კი კვარაცხელიამ მავრიასი გააბითურა და ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კანკავას შორიდან გასროლილი მეკარემ მოიგერია. ბოლოს "ჯვაროსნები" იერიშზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ფრეს დავჯერდით.
საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გატანა ძალიან უჭირს - ბოლო 6 მატჩში თამაშიდან გოლებს მხოლოდ ხვიჩა იტანს და ეს სერიოზული პრობლემაა.
სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კაკაბაძე (75, საკ. კარში), 1:1 კვარაცხელია (78)
საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმაკისი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87), ციოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (გვილია 74) , ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 63)
დისლაიქზე ხელი მომიხვდა
გოლი შეაგდე, იმიტომ რო ბურთი წამოიღე და მოგების გარდა სხვა შედეგი გკიდია! საოცარი კაცი ხარ, ერის საამაყო შვილი! მადლობა შენს მშობლებს ასეთი ადამიანი რომ გაგზარდეს, მამაშენს კიდე უთხარი არგაჩერდეს მოაყაროს პატარა კვარაცხელიები))