საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ქვეყნის ეროვნული გუნდები ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.
6 ივნისს, ქალაქ ენსხედეში, საფეხბურთო კლუბ "ტვენტეს" სტადიონზე ნიდერლანდებსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი შედგება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ორი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს შორის ეს იქნება ისტორიაში პირველი დაპირისპირება.
ვილი სანიოლის გუნდი ნიდერლანდებთან მატჩამდე კიდევ ერთ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 2 ივნისს საქართველოს ნაკრები სტუმრად რუმინეთს შეხვდება. ფიფას
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს საკუთარ მოედანზე, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.