"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა გახლდათ, რომელმაც საქართველოს ნაკრებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"ძალიან დამწყდა გული, როდესაც ესპანეთმა ბოლო წუთზე გაგვიტანა გოლი, რადგან მინიმუმ ქულას ვიმსახურებდით.
ახალ მწვრთნელს ნაკრების მოსამზადებლად ძალიან მცირე დრო ჰქონდა. სამწუხაროდ, ეს ტრადიციული შეცდომა დავუშვით და ბოლო წუთზე გოლი გავუშვით.
ძალიან მომეწონა ახალი ბიჭები - ჩაბრაძე და გიორბელიძე. კი დაუშვეს შეცდომები, მაგრამ დებიუტი ჰქონდათ და ეს ნორმალურიც კი არის.
უფრო მომწონდა, როდესაც ნაკრები კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდა. მაგალითად, კახა ცხადაძის გუნდი უფრო მომწონდა იმიტომ,
რომ მაშინ 3 ცენტრალური მცველით ვთამაშობდით.
ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს და ვფიქრობ, რომ კარგი გუნდის გაკეთება შეგვიძლია. ახლა შედეგია მნიშვნელოვანი, რადგან დავიღალეთ კარგად თამაშით და წაგებით.
ხვიჩა ჩვენი იმედია და ძალიან მიყვარს. მაშინვე გავიცანი, როდესაც მოსკოვში ჩამოვიდა და თავისი პროფესიონალიზმი ეგრევე ეტყობოდა.
ეგეთი ქართველი ფეხბურთელი მე არ მინახავს. ბაზაზე კი არა, მინდორზე ცხოვრობს. ძალიან მორწმუნე და თავმდაბალი ადამიანია.
კვარაცხელია ძალიან მაგრად ურტყამს ჯარიმებს და საბერძნეთთან ჯარიმა აბურჯანიამ რომ დაარტყა, ძალიან მინდოდა, ეს ხვიჩას გაეკეთებინა.
პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ კვარაცხელიამ ჯერ არ უნდა იჩქაროს, ჯერჯერობით რუსეთში დარჩეს და გეტყვით, რატომაც...
ის უფრო უნდა გაიზარდოს. რუსეთში სულ სხვა დისციპლინაა და სხვა მოთხოვნებია, წამყვან ჩემპიონატებში კი - სხვა.
რუსეთში უფრო მეტად აკონტროლებენ მოთამაშეებს და დისციპლინის მოყვარულს გხდიან, რადგან საბჭოთა კავშირის სისტემაა დარჩენილი.
ევროპის სხვა ქვეყნებში კი გეუბნებიან, რომ მიდი, შეგიძლია "იგულაო", მაგრამ მოედანზე მანახე, რომ ძალიან მაგარი ხარ", - ამბობს ფირცხალავა.
რუსული ჩემპიონატი ხისთავიანების და ხისფეხიანების ჩემპიონატია და კვარა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს რათა სერიოზული ტრამვა არ აიკიდოს.