ამხანაგურ შეხვედრებს თავისი დატვირთვა აქვს. ფრანგი სპეციალისტის მთავარი მიზანი მაინც საშემოდგომო, ოფიციალური მატჩებისთვის გუნდისთვის საბოლოო სახის მიცემა უნდა იყოს. ამ რანგის შეხვედრები გარკვეულ ექსპერიმენტებსაც უნდა შეიცავდეს, მაგრამ გამოცხადებული შემადგენლობით თუ ვიმსჯელებთ, როტაცია დიდი არ იქნება.
მეკარე - ვილი სანიოლმა უკვე დააანონსა, რომ კარს ბათუმის "დინამოს" კიპერი ლაზარე კუპატაძე დაიცავს.
ცენტრალური მცველები - ჯაბა კანკავას
ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ლაშა დვალის შესაძლებლობები კარგად შეაფასა - მან ხომ მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული სამივე შეხვედრა სრულად ჩაატარა. ახლა გუნდთან ერთად ორი გამოცდილი ცენტრალური მცველია - საბა კვირკველია და დავით ხოჭოლავა. მომავალ ორ შეხვედრაში, სავარაუდოდ, შანსს ორივე მიიღებს.
მარცხენა მცველი - გურამ გიორბელიძე გუნდს ყველაზე გვიან, თითქმის თამაშის წინ უერთდება. ამის გამო მის რუმინეთში ძირითადში გამწესებას გამოვრიცხავთ. ვინაა ალტერნატივა?!
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა დაგვანახა, რომ ის ფლანგის მცველად სხვა ამპლუის მოთამაშის მოსინჯვას ნაკლებად აპირებს. აქედან გამომდინარე, დიდია იმის ალბათობა, სასტარტო თერთმეტეულში ბათუმის "დინამოს" წევრი ირაკლი აზაროვი ვიხილოთ. ეროვნული გუნდის რიგებში პოზიციით მარცხენა მცველი სხვა არავინაა.
მარჯვენა მცველი - ამ ეტაპზე ისე ჩანს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ოთარ კაკაბაძის კონკურენტი შეარჩია და თუკი რაიმე მნიშვნელოვნად არ შეიცვალა, გრიგოლ ჩაბრაძე ნაკრებთან ერთად შემოდგომაზეც იქნება.
დიდი შანსია, სანიოლმა ისე გადაწყვიტოს, როგორც მარტის შეხვედრებზე (შვედეთში ჩაბრაძე დააყენა, ესპანეთთან - კაკაბაძე) - რუმინეთში ბათუმის "დინამოს" მცველმა ითამაშოს, ნიდერლანდების ნაკრებთან კი - კაკაბაძემ.
დიდი შანსია, სანიოლმა ისე გადაწყვიტოს, როგორც მარტის შეხვედრებზე (შვედეთში ჩაბრაძე დააყენა, ესპანეთთან - კაკაბაძე) - რუმინეთში ბათუმის "დინამოს" მცველმა ითამაშოს, ნიდერლანდების ნაკრებთან კი - კაკაბაძემ.
ნახევარმცველები - ჯაბა კანკავას არყოფნა ვაკო გვილიას შანსებს ზრდის და ამჟამად უკლუბოდ მყოფი ნახევარმცველის სასტარტოში მოაზრება ლოგიკური ჩანს.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მოთამაშეებმა სეზონი გვიან დაასრულეს და ძალების აღდგენის შედარებით ნაკლები დრო ჰქონდათ, მაგრამ აბურჯანიას სეზონის დასკვნითი ნაწილი მშვენიერი გამოუვიდა. სწორედ ამიტომ, დიდი შანსია, "აბუ" სასტარტოში ვიხილოთ.
საინტერესოა, ზუსტად სად ხედავს აბურჯანიას სანიოლი? ის მაინც კარგი "ექვსიანია" და ნაკლებად პროდუქტიულია იმ პოზიციაზე, სადაც შვედეთში იასპარეზა.
სანაკრებო შეხვედრებმა კარგად დაგვანახა, რომ ოთარ კიტეიშვილი გუნდში დიდ ფუნქციებს ასრულებს - ის "ჯვაროსნებში" ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და შემქმნელი მოთამაშეა, რომელიც ნებისმიერი ტაქტიკისას მინდვრის ცენტრში დიდ საქმეს გააკეთებს.
შეტევის ფლანგები - ვილი სანიოლმა თქვა, რომ მას ზურიკო დავითაშვილის თამაშის ხილვა აინტერესებს. კვარაცხელიას არყოფნისას ზურიკოს ძირითად შემადგენლობაში ხილვის რეალური საფუძველია.
ვლადიმირ ვაისისგან გვესმოდა, რონ ნაკრების შემტევების უმრავლესობას მარცხენა ფლანგიდან თამაში ურჩევნია და გამონაკლისი მხოლოდ ლევან შენგელია იყო. "ქონიასპორიდან" წამოსულ შემტევს, სავარაუდოდ, შანსი მიეცემა.
სანიოლი ოფიციალურ შეხვედრებში საბა ლობჟანიძეს დაეყრდნო, ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ თორნიკე ოქრიაშვილს კი დატვირთული სეზონის შემდეგ, შესაძლოა, დასვენების საშუალება მიეცეს, ეს გარემოებები კი შენგელიას შანსს უნდა ზრდიდეს.
ფორვარდი - მარტში დავინახეთ, რომ სანიოლს გამოკვეთილი, ტანმაღალი ფორვარდით თამაში მოსწონს.
თუმცა გიორგი მიქაუტაძე გასნსხვავებული სტილის ფორვარდია, ვიდრე ბუდუ ზივზივაძე და ნაკრებში ამჟამად არმყოფი გიორგი ქვილითაია. 20 წლის თავდამსხმელი უფრო სწრაფი და მოძრავია.
გასაკვირი არ იქნება, თუკი სანიოლი, რომელიც დებიუტანტებს თამამად ენდობა, გარკვეულ დროს "სამგურალის" ფორვარდ სერგო კუხიანიძესაც მისცემს და ეს რუმინეთთან უფროა მოსალოდნელი, ვიდრე ნიდერლანდების ნაკრებთან.
რა დაგვანახა შვედეთთან გამართულმა მატჩმა?! - სანიოლის დებიუტის შეფასება
Ოქრი რომ იყოს კაპიტანი რამეს გააფუჭებს თუ რა? ანდა კიტეიშვილი