ამხანაგურ მატჩში რუმინელთა საკუთარ მოედანზე საქართველოს ნაკრებთან დამარცხებას (1:2) sport.ro-მ დამამცირებელი უწოდა და ეროვნული გუნდის მწვრთნელის, მირელ რადოის კომენტარი გამოაქვეყნა:
"არაფერი მაქვს სათქმელი, მაგრამ უნდა შევიგნოთ, რომ 4-5 მომენტი როდესაც შევქმენით, არ უნდა წაგვეგო. მე მოგება მჭირდებოდა. დაუმსახურებლად დავმარცხდით, მაგრამ მეტოქეს დიდი სივრცეები დავუთმეთ და მარცხი ვიწვნიეთ. ქართველებმა ერთი-ერთზე თამაშისას გაგვაკვირვეს.
ბევრ მომენტს ვქმნით, ჩემი ფილოსოფია ბევრი გოლის გატანაა. შეგვეძლო 3:2 მოგვეგო. თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც მე წამოვიწყე. თუ ამან არ იმუშავა, ნოემბერში ვიღაც სხვა მოვა და უკეთესი შედეგის
მიღწევას შეეცდება. შემტევი ფეხბურთის თამაშს ვცდილობთ. დღეს არ გამოგვივიდა, მაგრამ არ დავნებდებით.
ირონიის გარეშე, არ ვიცი, ბოლო წლებში რამდენჯერ დავმარცხდით, ისევე, როგორც უკანასკნელ ორ შეხვედრაში სომხეთთან და საქართველოსთან და ახლა ყველას ჰგონია, ინგლისი გაგვანადგურებს".
თბილისის დინამომ არა მარეტო რუმინეთის კლუბები,არამედ 1980 წელს თვით რუმინეთის ნაკრები დაამარცხა 2:0-ლი,ასე რომ რუმინულ მედიას უთხარით საქართველოს ნაკრების ამ გამარჯვებით რუმინეთის ნაკრებთან ნუ გაოცდებიან და შუბლს ნუ შეიჭმუხნიან,თორემ შუბლზე ნაოჭები დაემჩნევათ.