სანიოლი: ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ

AutoSharing Option
ნიდერლანდებთან 0:3 წაგებული ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა.

"ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე ვთქვით, რომ ეს შეხვედრები არის ახალი მოთამაშეებისა და ახალი ტაქტიკის გამოსაცდელად. არასდროს იცი, რა მოხდება ოფიციალური თამაშების დროს. შესაძლოა, ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გყავდეს და ამისთვის მზად უნდა იყო.

ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენზე ბევრად ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით. რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, რომ მინიმუმ ერთი გოლის გატანას ვიმსახურებდით. ნიდერლანდებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ჰყავს, ჩვენზე გაცილებით ძლიერ მეტოქესთან
დავმარცხდით.

​ორი ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ, ერთი მოვიგეთ და ერთი წავაგეთ. ვფიქრობ, რომ ეს მატჩები ჩვენი შესაძლებლობების შეჯამების კარგი საშუალება იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ, თუმცა გარკვეული მომენტებით უკმაყოფილო ვარ.

​ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა დაგვანახა, რომ წარმატების მისაღწევად და კარგი რეზულტატის საჩვენებლად გვჭირდებიან ფეხბურთელები, რომლებიც ახალ პროექტში 100 პროცენტით იქნებიან ჩართულები და მზად იქნებიან, რომ ბოლომდე დაიხარჯონ. დღევანდელ შეხვედრაში ბოლომდე ასე არ იყო და სწორედ ამიტომ, ცოტა უკმაყოფილი ვარ. ასევე მესმის, რომ ივნისი ფეხბურთში რთული პერიოდია. ამ დროს შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც ეს სექტემბერში იქნება. კოსოვოს წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრაში მჯერა, რომ საკუთარ თავს ბევრად უკეთესად წარმოვაჩენთ და მეტი ამბიციით ვითამაშებთ.

სანაკრებო ფეხბურთში ყოველთვის ასე ხდება, რომ სხვადასხვა საწვრთნელ შეკრებაზე სხვადასხვა მოთამაშე უკეთესად წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს. სექტემბერში გასამართ ოფიციალურ მატჩებამდე დაახლოებით სამი თვე გვაქვს. ამ პერიოდში შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს, ზოგი მოთამაშე გუნდს შეიცვლის, ზოგი ითამაშებს, ზოგი - ვერა. განვლილი ორი შეხვედრა კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ კარგად და რა ცუდად. აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ განვითარება გავაგრძელოთ და უკეთესები გავხდეთ", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 38 /
არცერთი ოდნავ დადებითის აღმნიშვნელი კომენტარი არ წამიკითხია და კარგი თამაში ყოფილა თურმე რუნინეთტან მოგება ასევე მისი სიტყვებით ყელაზე ცუდი ჰოდა ღმერთთან მექნება კითხვა იქნებ გვითხრას ქართველებს ასეთი რა ცოდვა გვაქ რომ მოვინანიოთ
ნოდო
07 ივნისი 2021 07:34
17
ნოდო, ფეხბურთის ცოდნაა საჭირო, რომ მოითმინო.
.
07 ივნისი 2021 15:37
1
დაკარგული და ქუჩაში გაყრილი ტალანტი ბიჭების ცოდვა ადევს ქართულ ფეხბურთს, უპატრონო და უფულო ოჯახის შვილები მაქვს მხედველობაში, რომლებიც მოყოლებული კომუნისტების დროიდან დღემდე,მწვრთნელთა კორუფციის და ჩვენი მენტალიტეტის გამო (ჩემიანი, ნათესავი, ძმაკაცის შვილი, ფულიანი მამიკოს შვილები და ას შ) აი იმ ბიჭების ცოდვა ადევს კისერზე ქართულ ფეხბურთს, რომლებიც დატოვეს ქუჩაში, გული აუცრუეს ფეხბურთზე და ზოგი განარკომანდა, ზოგი გალოთდა, ზოგიც ციხეში წავიდა და ასე იკარგებოდა და იკარგება ჩვენი ნიჭიერი თაობები. საქართველოში კვარას და ჩაკვესნაირებს რა გამოლევს მარა, რად გინდა, არაპროფესიონალიზმი და კორუფცია ყვავის დღემდე....მიხვდით ალბათ რაც დავწერე....
გია
07 ივნისი 2021 10:51
1
მშვენიერი თამაშები იყო დასაკვირვებლად თუ ვისზე უნდა გაკეთდეს აქცენტი შესარჩევ მატჩებზე, ლორია უალტერნატივოა,დაცვას რაც შეეხება დიდი რჩევანი არც არის და ალბათ კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე, გიორხელიძე საუკეთესო ვარიანტი იქნება, ყველაზე პრობლემური ნახევარდაცვაა, კანკავას გარეშე მაგრად გვიჭირს, გვილია და დაუშვილი ერთი მეორეზე წყალწაღებულები არიან და ალბათ სანიოლმა ამათზე აქცენტი არ უნდა გააკეთოს, კიტეიშვილი კარგი იყო,შენგელიასაც აქვს პოტენციალი, თავდასხმაში უფრო მარტივად გვაქვს საქმე, ჩაკვეტაძე როცა გამოჯანმრთელდება, კვარასთან და მიქაუტაძესთან ერთად მშვენიერ ტრიოს შექმნიან.არაფერი არ არის დაკარგული, მთავარია ჯანმრთელად იყვნენ ბიჭები და შეიძლება ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრი
მამუკა
07 ივნისი 2021 04:43
1
რატომღაც მგონია რომ ფედერაცია უხეშად ერევა მწვრთნელების საქმეში და მოთხოვნა აქვთ რამოდენიმე ფეხბურთელზე რომ უნდა ათამაშონ, წინააღმდეგ შემთხვევაში 4-5 ფეხურთელი სამწუხაროდ საერთოდ არაა ნაკრების დონის, ეგ კიარა და ეროვნულიდან შეილება ორჯერ უკეთესების ამორჩევა.
ემიგრანტი
07 ივნისი 2021 02:44
8
დავბრუნდით ისევ დამსახურებულ ჩასვრილის პოზიციაზე, მაგას მაინც არ გვეცილებიან და ვერ წაგვართმევენ
?
07 ივნისი 2021 02:43
19
მკვდრებს გასინჯვა აღარ უნდა თუ ძმა ხარ. ისეთებს ნუ ათამაშებ, თავად რომ არ ელიან
სტალინი
07 ივნისი 2021 02:25
1
ბოლოს გიჟი გაიქცევა აქედან
gori
07 ივნისი 2021 02:22
0
რას უზავს ამ რახიტებს , არ იციან, ეზარებათ, უტყდებათ სირბილი, ათ აზიდვას ვერ გააკეთებენ, ფიზიკა ნული...........................................
?
07 ივნისი 2021 02:19
0
სამაგიეროდ საზღვარგარეთ თამაშობენ, ბიჭუნები. მაგრამ რა გასაკვირია, მეტი არავინა გვყავს.
სიმართლე.
07 ივნისი 2021 16:06
0
როგორ უნდა თქვას კაცმა კულტურულად, უვარგისები არიანო. თვითონ გავიდეს მოედანზე ნახევარ გუნდს აჯობებს, ისევ უნდა გააგრძელოს ძიება, ბოლოს გააგიჟებენ ადამიან ეს მძორები
???????????????
07 ივნისი 2021 02:16
1
ვილი ჭკვიანი კაცი ხარ და მჯერა ამ ხარახურა ნაკრების მუწუკ ხალხს მოაშორებ გუნდიდან რომლებსაც ვერ გაუგიათ ნაკრებში თამაში რატომ უნდათ... ტრამპლინად გინდა?გინდოდეს მაგრამ მოუმზადებელი რატო მოდიხარ? არხარ ფორმაში ვერ დარბიხარ და რაგინდა ნაკრებში??? ლორია-კაკაბაძე(ჩაბრაძე) კაშია-ხოჭოლავა(ტაბიძე) გიორბელიძე. კანკავა-კიტე. კვარა- ჩაკვე - წიტა. წინ ჟორჟიკა. აი ეს ნაკრები ასე არ ჩაისვრის
ნიკა
07 ივნისი 2021 01:34
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული