ნიდერლანდებთან 0:3 წაგებული ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა.
"ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე ვთქვით, რომ ეს შეხვედრები არის ახალი მოთამაშეებისა და ახალი ტაქტიკის გამოსაცდელად. არასდროს იცი, რა მოხდება ოფიციალური თამაშების დროს. შესაძლოა, ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გყავდეს და ამისთვის მზად უნდა იყო.
ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენზე ბევრად ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით. რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, რომ მინიმუმ ერთი გოლის გატანას ვიმსახურებდით. ნიდერლანდებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ჰყავს, ჩვენზე გაცილებით ძლიერ მეტოქესთან
დავმარცხდით.
ორი ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ, ერთი მოვიგეთ და ერთი წავაგეთ. ვფიქრობ, რომ ეს მატჩები ჩვენი შესაძლებლობების შეჯამების კარგი საშუალება იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ, თუმცა გარკვეული მომენტებით უკმაყოფილო ვარ.
ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა დაგვანახა, რომ წარმატების მისაღწევად და კარგი რეზულტატის საჩვენებლად გვჭირდებიან ფეხბურთელები, რომლებიც ახალ პროექტში 100 პროცენტით იქნებიან ჩართულები და მზად იქნებიან, რომ ბოლომდე დაიხარჯონ. დღევანდელ შეხვედრაში ბოლომდე ასე არ იყო და სწორედ ამიტომ, ცოტა უკმაყოფილი ვარ. ასევე მესმის, რომ ივნისი ფეხბურთში რთული პერიოდია. ამ დროს შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც ეს სექტემბერში იქნება. კოსოვოს წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრაში მჯერა, რომ საკუთარ თავს ბევრად უკეთესად წარმოვაჩენთ და მეტი ამბიციით ვითამაშებთ.
სანაკრებო ფეხბურთში ყოველთვის ასე ხდება, რომ სხვადასხვა საწვრთნელ შეკრებაზე სხვადასხვა მოთამაშე უკეთესად წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს. სექტემბერში გასამართ ოფიციალურ მატჩებამდე დაახლოებით სამი თვე გვაქვს. ამ პერიოდში შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს, ზოგი მოთამაშე გუნდს შეიცვლის, ზოგი ითამაშებს, ზოგი - ვერა. განვლილი ორი შეხვედრა კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ კარგად და რა ცუდად. აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ განვითარება გავაგრძელოთ და უკეთესები გავხდეთ", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

- მო ა შ ო რ ე თ დაფრთხალის ფსოქოლოგია ქართულ ფეხბურთში.
ხვიჩა-ბუნებრივი ტალანტია,კიდე უფრო უკეთესი ხასიათით.მაგას ჩვენი ფეხბურგის სისტემას ვერ მივაწერ..ჩვენი ფეხბურთის სისტემას მიეწერება:ზარ-ზეიმით გახსნილი ხელოვნური სტადიონები და ფეხბურთელების ტრავმიანობა.
მაგ ხელოვნურ საფარს კარგ ქვეყნებში მარტო თოვლის და ყინვის დროს იყენებენ.წელიწადის სამი დრო ბვშვთა თუ სამოყვარულო გუნდები ყველა ბუნებრივ ბალახზე ვარჯიშობს.
ამას გარდა კიდე ბევრი კომპლექსური თემაა.თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ რომ,მართალია კუს ნაბიჯებით,მაგრამ წინ მივდივართ..2-3ე და მეოთხე ლიგამ დოღლიგაში კონკურენცია შექმნა და ყველა დარბის-სულაც არაა ცუდი საყურებელი. უბრალოდ 3-4 სტადიონის დამატება გვინდა რო რაღაცას დაემგვანოს.საგურამოს ბაზა,სანტრედიის და ქობულეთის სტადიონები კრიტიკული ზღვარია
ჰოლანდიის ნაკრებს ვედრებით?
თოთო ბავშვებიც არ ვართ ჯერ ფესხბურთში. ახლა ვსწავლობთ ფეხბურთის სწორად თამაშს...
ძალიან ჩამოვრჩებით საფეხბურთო სამყაროს და ნუ გავიწყდებათ ძმებო ეგ.