სანიოლი: რატომ წავაგეთ? კოსოვო უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა

AutoSharing Option
ფოტო: nakrebi.ge

კოსოვოსთან ნამატჩევს (0:1) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"მოგეხსენებათ, რთულ ჯგუფში ვართ. გვსურს აუტსაიდერები არ ვიყოთ და ისე არ ვითამაშოთ, როგორც დღეს.

ნახევარდაცვაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა ეს თავის გასამართლებელი არაა. პირველი 20 წუთის განმავლობაში ძალიან ინერტულად ვმოქმედებდით, ასე კი წარმატებას ვერ მიაღწევ.

მარცხის მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ კოსოვოს ნაკრები უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა.

ოქრიაშვილს ბევრი გაუცდა, შენგელიამ მხოლოდ ახლა დაიწყო თამაში. უთამაშებელ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთება სწორი არ იქნებოდა.

მე ყველა უნდა
შევაფასო და საუკეთესოები ავარჩიო. იმედია, მომდევნო მატჩებს ნაკრების ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ჩვენთან ერთად არ იყვნენ, უკეთეს ფორმაში შეხვდებიან.

დღეს ძალიან შემოქმედებითი მოთამაშეები, როგორებიც კვარაცხელია და ლობჟანიძე არიან, დაგვაკლდნენ. ამის გამო შეტევაში ბევრი ვერაფერი შევქმენით. ვეცდებით, ესპანეთში ეს გამოვასწოროთ.

ფლანგის იმ მცველებს ვენდე, რომელთაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აქვთ".

მკითხველის კომენტარები / 93 /
ესპანელებს დაუმალა თამაში
ვანჩოპე
03 სექტემბერი 2021 00:13
2
ჩვენი ფეხბურთელების უემოციო სახეები თამაშის დროს მაკვირვებს ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ამას ვერ ამჩნევთ ხალხო? ეს ყაზაიშვილი დასეირნობს სტადიონზე თითქოს ბულვარში იყოს. სანამ 100% არ დაიხარჯებიან არაფერი გამოვა
geo
03 სექტემბერი 2021 08:40
0
კოსოვო მაღალ ტემპში თამაშობდაო. შენ დაგიშალა ვინმემ?
გელა
03 სექტემბერი 2021 02:46
0
არასწორი საწყისი სტრატეგია თამაშზე, არასწორი შემადგენლობა, არასწორი ტაქტიკა, თამაშის მიმდინარეობისას არასწორი სამწვრთნელო გადაადგილებები, დაგვიანებული ცვლილებები. ძალიან გული მწყდება რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ერთ თამაშში მწვრთნელს ამდენი შეცდომა დაეშვას იშვიათად მინახავს. დაწვრილებით შეიძლება ამის განხილვა , მაგრამ ისეთი გულდაწყვეტილი ვარ, ახლა თავი არ მაქვს. ერთი კითხვა მაქვს - ყაზაიშვილს ვინ ყავს ასეთი პატრონი ფედერაციაში, იქნებ იცოდეთ ვინმემ?
არტ
03 სექტემბერი 2021 01:18
6
მარტო მაგას კი არა ქვილითაიას ვინ ყავს ასეთი პატრონი რო ყველა მწვრთნელს ვისაც ნიშნავენ აბეზალოვკად უსვავენ სასტავში სათამაშოდ,ბოდიშით საბორიალოდ მინდორზე.არ გრცხვენია ვიღაცა კრიშავ შე ქართული ფეხბურთია მტერო?რა გაუკეთებია ერთი ხეირიანი მაინც მთელი ის წლები რაც ნაკრებშია?უთამაშებელი მიქაუტაძე და დავითაშვილი ჯობია კიდე ათასჯერ მაგ ქვილითაიას.ეგ რომ სასტარტოშია ვთვლი რო 10 კაცით ვთამაშობთ.ამოიღეთ რა ხმა სპორტულმა ჟურნალისტებმა და გამოაშკარავეთ ეს ქართული ფეხბურთია მტერი რომელიც კრიშავს არაფრის მაკეთებლებს ნაკრებში.სომხეთში მწვრთნელს სასტავს არ უწერენ ეს და ეს უნდა ათამაშოო.აქ კი ცდილობენ თავისი კაცს სტატისტიკა დაუგროვონ ნაკრებში ფაფხურის .სანამ ეს არ მოისპობა არაფერი ეშველება ქართულ ფეხბურთს.
მიხეილი
03 სექტემბერი 2021 08:59
0
კაპაროსს აქებენ აქ და იცით, რატომ დადო შედეგი? იმიტომ რომ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ სრული თავისუფლება მიანიჭა და ხიზანიშვილი არ მიუსვა გვერდით საკუთარ რეზიდენტად. ყველაფრისთვის მადლობა ლორიას, მაგრამ დავიჯერო, რომ სილესენს ჯობია? ან რა ამბავია ამდენი ბათუმის „დინამოელი“? ვინმე დარჩა ბათუმში ქართველთაგან, ნაკრებში რომ არ უხმეს? ეროვნული ნაკრენია, თუ ბათუმის „დინამო“-ს სარეკლამო სააგენტო? კარგია აზაროვი თავისი ასაკისთვის, მაგრამ ვერ ჯობია თუნდაც უთამაშებელ გიორბელიძეს. ან რისთვის მოგყავდათ მიქაუტაძე, თუ დონდლო ქვილითაიას ათამაშებდით მაინც? მერე ჩვენ რას შემოგვტირით, სისწრაფეში გვაჯობესო. ამ ციკლში ხომ მაინც არას მაქნისები ხართ და მომავლის გუნდზე გეფიქრათ, ანუ როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს ჩაკვეტაძე, მაინც მისთვის მიგეცათ მეტი დრო და არა ყაზაიშვილისთვის, რომელიც 5 წელია უკვე პროფესიულ კი არა, კომერციულ ლიგებში თამაშობს. როგორ დავიჯერო, რომ აბურჯანია ვარჯიშებზე დაფრინავს და მხოლოდ ოფიციალურ მატჩებზე იწყებს ფორთხვას. ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემთვის წიტაიშვილის საკმაოდ კარგი დებიუტი იყო. წიტა, ჩაკვე, კვარა, კიტე, ჟორჟი, მამარდა - ბიჭები, რომლებიც თანამედროვე, სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ და არა აქვთ პარტნიორის მუდმივად უკან მოძიების მანია - აი, ესაა ჩვენი ფეხბურთის მომავალი და ერთადერთი, რაც მათი წარმატებისთვის ფედერაციამ უნდა მოიმოქმედოს - ხელი არ შეუშალოს მათ შეთამაშებასა და განვითარებას აშკარად მიკერძოებული სელექციით. ამ შემთხვევაში, დრო მოვა და ბიჭები აუცილებლად დადებენ შედეგს, რომელიც მთელ საქართველოს გაახარებს.
რა გვეშველება?
03 სექტემბერი 2021 08:09
1
რას შეეცება ბავშვთა ფეხბურთს ერთ 10 კომენტარი წავიკითხე რომ მისახედია ამაზე საუბარია 20 წელია უკვე ყველა გადაცემაში ყველა სტატიაში თითქმის ყველა ამას ლაპრაკობს ჟურნალისთიც ექსპერტიც და გულშემატკივარცი და ყველა ფედერაცია გვპრიდება რომ მიხედავ მარა რეალურად საქმეს არავინ აკეთებს ვინც უნდა გააკეთოს წყლის ნაყვაა ამაზე საუბარი და მეტი არაფერი რამდენიც არ უნდა ვწეროთ ჩვენ ეს ამას ყურადღებას არავინ აქცევს ფაქტია ჩვენ გყავს სამარცხვინო ნაკრები რომელიც 1-2 კაცზეა დამოკიდებული და აგერ სომხეთმაც კი გვაჯობა ყველანაირი თვალსაზრისით.
gio
03 სექტემბერი 2021 03:21
0
სამწუხაროდ ჩვენი ნაკრები არის ისეთი ნაკრები რომელიც 10 წელიწადში ერთხელ 2 თამასში გამოანათებს ხოლმე და მორჩა დანარჩენი მუდმივად ეს სურათია რაც დღეს ვნახეთ 2012 წლის შემდეგ მსოფლიოს შესარჩევზე თამაში აღარ მოგვიგია და ესეც დიაგნოზია ამის და გამოსწორების და პროგრესის ნიშნებიც არ ჩანს სამწუხაროდ((
გიო
03 სექტემბერი 2021 00:19
2
წაი ბიძია სახლში - ვაისის გზას დასდგომიხარ შენც...
ესეც
02 სექტემბერი 2021 23:24
23
პოლიტიკურ საკითხებს თავი, რომ გავანებოთ (იმ ქვეყანასთან რომ წავაგეთ რომელსაც არ ვაღიარებთ)შევხედოთ სიტუაციას რეალურად და პრაგმატულად ჩვენი უშუალო მეტოქები არიან საბერძნეთი და კოსოვო არანაირად არ შეიძლებოდა კოსოვოს ნაკრებთან წაგება და ასე სუსტად თამაში ჩვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მაღალი პოზიცია დავიკავოთ ჯგუფში გუნდი შეიკრას შეთამაშდეს და თავისი თამაში იპოვოს, ზუსტად კოსოვოსთან უნდა იბრძოლო გამრჯვებისთვის და საბერძნეთან ,რომ რაღაცა პოზიტივიც იყოს ელემტარულად გულშემატკივარი გაახარო ,რომ 2012 წლის მერე თამაში აღარ მოგიგია მსოფლიოს ჩემპიონატის ეგიდით 9 წელია ეს გადატეხო დღეს მოიგოო და მცირე იმედის სხვიცი მაინც, რომ დანახო ქომაგს და ქვეყანას მაგრამ არაა :(( რეალურად ესპანეთად და შვედეთან მოგებას არავინთ გთხოვს აგერ დღეს ესპანეთს მოუგო შვედეთმა, კი ყველასთან მოგებაზე უნდა ითამაშო, მაგრამ არის ლოგიკა ობიექტურობა პრაგმატიზმი და სასწაულები ფეხბურთში ხდება, მაგრამ არ ხდება ყოველდღე პრაგმატულად უნდა გათვალო თუმცა ჩვენ ხო სხვა პრობლემებიც გვაქვს როცა უმნიშვნელოვანესი თამაშია მაშინ გვაკლდებიან ლიდრები მაშინ აქვს ნახევარ გუნდს სათამაშო პრაქტიკის პრობლემა და ტრამვები მაშინ არის რეგულაციები მაყურებლის არ დაშვება ტრიბუნებზე მაშინ იწყება წვიმაა მაშინ იღებს მე-12 წუთზე ტრამვას გუნდის ლიდერი (ერთადერთ დარჩენილი ლიდერი შეტევაში) ეს უიღბლობაც თან გვდევს. შეიძლება ესპანეთს მოუგო 10 წელიწადში ერთხელ მაგრამ ის ესპანეთა და გავა მსოფლიოზეც ევროპაზეც და თასებსაც მოიგებს და ჩვენ ამ ე.წ ჩვენი დონის ნაკრებებთან წაგებებით და ფრეებით ვერასდროს ვერაფერს ვერ მივახწევთ.
აგერ ისლანდის ნაკრებმა მსოფლიოც ითამაშა და ევროპაც და ჩვენ იმაზე უარეს დღეში ვართ ვიდრე 90 იანებში ვიყავით მაშინდელი საქართველოს ნაკრები 90 იანი წლების დარწმუნებული ვარ ამ საქართველოს ნაკრებს ერთი 5-0 მოუგებდა უშანსოთ და ამ კოსოვოსაც დაყოლებდა ზემოდან პროგრესის მაგივარად რეგრესი გვაქვს.
ზურა
03 სექტემბერი 2021 02:58
0
ყოფილა თუ არა ქეცბაია მართალი? ყველას ძინავს და მიყუჟებულნი არიან კომფორტულად, ძველი ვეტერანები და ახალი ვეტერანები ხო საერთოდ მოითბეს ხელი
სიმართლე
03 სექტემბერი 2021 01:59
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული