სანიოლი: რატომ წავაგეთ? კოსოვო უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა

AutoSharing Option
ფოტო: nakrebi.ge

კოსოვოსთან ნამატჩევს (0:1) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"მოგეხსენებათ, რთულ ჯგუფში ვართ. გვსურს აუტსაიდერები არ ვიყოთ და ისე არ ვითამაშოთ, როგორც დღეს.

ნახევარდაცვაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა ეს თავის გასამართლებელი არაა. პირველი 20 წუთის განმავლობაში ძალიან ინერტულად ვმოქმედებდით, ასე კი წარმატებას ვერ მიაღწევ.

მარცხის მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ კოსოვოს ნაკრები უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა.

ოქრიაშვილს ბევრი გაუცდა, შენგელიამ მხოლოდ ახლა დაიწყო თამაში. უთამაშებელ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთება სწორი არ იქნებოდა.

მე ყველა უნდა
შევაფასო და საუკეთესოები ავარჩიო. იმედია, მომდევნო მატჩებს ნაკრების ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ჩვენთან ერთად არ იყვნენ, უკეთეს ფორმაში შეხვდებიან.

დღეს ძალიან შემოქმედებითი მოთამაშეები, როგორებიც კვარაცხელია და ლობჟანიძე არიან, დაგვაკლდნენ. ამის გამო შეტევაში ბევრი ვერაფერი შევქმენით. ვეცდებით, ესპანეთში ეს გამოვასწოროთ.

ფლანგის იმ მცველებს ვენდე, რომელთაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აქვთ".

მკითხველის კომენტარები / 93 /
ძალიან გთხოვთ, გულშემატკივრების სახელით კითხეთ სანიოლს, მართლა ის არის მთავარი მწვრტთნელი თუ ხიზანიშვილი?
11
03 სექტემბერი 2021 10:59
0
კიდევ ერთხელ გამოჩნდა იაშვილი კობიაშვილის გაყიდული ნაკრები ფულს რო აიღებ ნაკრებში ფეხბურთელის მიყვანაზე მანდ სროკია საჭირო აზრზე მოსასვლელად
კობახა
03 სექტემბერი 2021 09:38
1
გიას როცა მიხიჩას ლატვისთან წავაგეთ სად თამაშობდენ ისინი ლატვიაში და ერთიორი რუსეთში შენ ნიუკასლი მილანი სიტი აიაქსი.და ოთხი ქულა წაიღეს დაზედ საბეძნეთი და ნორვეგიაც მოგვაყოლეს.თან გასვლაზე მოუგეს ორივეს.
Zaza
03 სექტემბერი 2021 00:27
1
ზაზა ეგეთი ფაქტები ხდება ხოლმე,მასე საბერძნეთმა 2004 ში ევროპა მოიგო ვაბშე,ჩვენც ბულგარეთს,მსოფლიოს მესამე გუნდს დავახიეთ ბურთი თავზე,მაგრამ ახლა თამაში ყველამ ისწავლა და ჩვენ საერთო დონე ძალიან დაგვივარდა,ანდორასაც ვეღარ ვუგებთ თავისუფლად.
ზაზას
03 სექტემბერი 2021 01:03
0
ეს თამაში მწვრთნელმა წააგო და მწვრთნელმა მოიგო, ჩემდა უაღრესად სამწუხაროდ. ტაქტიკურად თუ ასე აშკარად აჯობებდა ვილის კოსოვოს მწვრთნელი, ამას ნაღდად არ ველოდი.
03 სექტემბერი 2021 11:05
0
იმათი ნებისმიერი მოგერიებული
ბურთი იყო თუ ჩაწოდებული ბურთი
თავისიანთან მიდიოდა თითქმის ასი
პროცენტით
ყველა იმათ ჩაწოდებულზე თავით
იმათმა თავდამსხმელმა ითმაშა
ჩვენს ვერც ერთ ჩაწოდებულზე ვერ
ითამაშა ჩვენიანმა
საერთოდ გადაღლილები ჩანდნენ
ან არ უნდოდათ თითქოს თამაში
მარტო წიტაიშვილმა იფაფხურა
აბსოლუტური მკვდარი იყო გუნდი
საგოლე დარტყმულს მამარდაშვილი
აუცილებლად მოიგერიებდა,
მაგრამ პირისპირ გასულებს რომ აუღო
ლორიამ მაგაზე ვერაფერს ვიტყვი.?
გუნდს სულის ჩადგმა ჭირდება
ამას მხოლოდ ქართველი თანაშემწე
მწვრთნელი უნდა აკეთებდეს.
გაშვებული გოლის მერე ასე ჩასვრა ,
მერამდენედ?
თენგო
03 სექტემბერი 2021 10:43
0
ვინმე ტვინიანი ადამიანი არ ყავთ გუნდში
ესე სწორხაზოვნად უბანში ბავშვები აღარ თამაშობენ
სათამაშო ინტელექტი 0
გულით თამაში 0
გადაცემები 0
ფიზიკურ მომზადებას არაუშავს
დაცვაშიც ასე თუ ისე ვთამაშობთ.
მაგრამ თამაში თუ არ გინდა ნუ თამაშობ
ეგებ სხვა საქმე უკეთესად გამოგივიდეს
:)
03 სექტემბერი 2021 12:18
0
სამწუხაროდ მე მოედანზე გუნდი ვერ ვიხილე.
ჟორა გაბრიჭიძე
03 სექტემბერი 2021 10:24
0
ნატურალიზაციის მომხრე მაინცდამაინც არ ვარ იქნება სანამ თავდამსხმელი გვეყოლება გვეფირა ამაზე, რომელ შედეგზე საუბარი როცა გვყავს ქვილითაია და მისი შემცვლელი არის კაჭარავა !!!!! მიქაუტაძე კარგი ბიჭია მარა ჯერ ბევრი აქვს სასწავლი, უთავდამსხმელოდ გვინდა რომ რამე სმივაღწიოთ? მაშინ ნახევარდაცვა უნდა ფრინავდეს და არც მანდ გვაქვს საქმე კარგად

გუშინ ითამაშა მხოლოდ წიტაიშვილმა, დანარჩენები აშკარად ოჯახის წვერების სანახავად იყვნე ჩამოსულები
მიშა
03 სექტემბერი 2021 10:22
1
100 % მწვრთნელის დამსახურებაა ეს წაგება და შევეცდები ავხსნა რატომ; ტაქტიკური განლაგება ჩვენი ნაკრების იყო აბსოლუტურად შეუსაბამო, 4-2-3-1 როდესაც თამაშობ 2 საყრდენით და ერთი ცენტრ ფორვარდით, ფაქტიურად 11 კაცს ეთამაშები 9 კაცით, თუ 1 ცენტრ ფორვარდით გინდა თამაში, მაშინ უნდა გყავდეს მაღალი დონის შემსრულებელი, სუარესის, ლევანდოვსკი ან თუნდაც ჯეკოს დონის ცხოველი რომ მცველებს აჯობოს ხანდახან მაინც ( მათაც გაუჭირდებოდათ ), როცა გყავს ქვილითაი აუცილებლად ინდა ყავდეს მეწყვილე რომ ხანდახან ერთმანეთში მაინც გაითამაშონ ბურთი,მარტო ქვილითაიამ რა უნდა გააკეთოს, ან როცა აყენებ 2 საყრდენს, ეს საყრდენბი მაშინ ბოლომდე უნდა დატვირთო, მუდმივად უნდა ჩადიოდნენ მცველებთან და ეხმრებოდნენ ბურთის ამოტანაში, რაც არ იყო,ანუ გუშინ ჩვენი გუნდის თამაშიდა გამოთიშული იყო 2 მოთამაშე ცენტრ ფორვარდი და ერთი საყრდენი, რომლებიც ფაქტიურად უფუნქციოდ დარჩნენ. Ჩვენი ტაქტიკა უნდა ყოფილიყო 4-4-2 ან 4-3-3 ბურთი უნდა გვეკონტროლებინა მაქსიმალურად და მომენტებსაც შევქმნიდით, ესაა ჩემი კომენტარი. Პ.ს არ ვამბობ, რომ სანიოლის ტაქტიკა გამოუსადეგარია, მაგრამ ამას სჭირდება მაღალი დონის შემსრულებლები.
Ჯიო
03 სექტემბერი 2021 10:21
3
სანამ ნაკრებს საკუთარი ინტერესების გამო იყენებენ მანამდე არაფერი გვეშველება, ვისაც მაგრად ჭირდება თავის გამოჩენა სწორედ ის თამაშობს მონდომებით დანარჩენები კი თავს არ იკლავენ. თამაშს რომ თავი დავანებოთ სირბილი მაინც ხომ შეუძლიათ...
zmo
03 სექტემბერი 2021 08:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული