სანიოლი: რატომ წავაგეთ? კოსოვო უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა

AutoSharing Option
ფოტო: nakrebi.ge

კოსოვოსთან ნამატჩევს (0:1) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"მოგეხსენებათ, რთულ ჯგუფში ვართ. გვსურს აუტსაიდერები არ ვიყოთ და ისე არ ვითამაშოთ, როგორც დღეს.

ნახევარდაცვაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა ეს თავის გასამართლებელი არაა. პირველი 20 წუთის განმავლობაში ძალიან ინერტულად ვმოქმედებდით, ასე კი წარმატებას ვერ მიაღწევ.

მარცხის მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ კოსოვოს ნაკრები უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა.

ოქრიაშვილს ბევრი გაუცდა, შენგელიამ მხოლოდ ახლა დაიწყო თამაში. უთამაშებელ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთება სწორი არ იქნებოდა.

მე ყველა უნდა
შევაფასო და საუკეთესოები ავარჩიო. იმედია, მომდევნო მატჩებს ნაკრების ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ჩვენთან ერთად არ იყვნენ, უკეთეს ფორმაში შეხვდებიან.

დღეს ძალიან შემოქმედებითი მოთამაშეები, როგორებიც კვარაცხელია და ლობჟანიძე არიან, დაგვაკლდნენ. ამის გამო შეტევაში ბევრი ვერაფერი შევქმენით. ვეცდებით, ესპანეთში ეს გამოვასწოროთ.

ფლანგის იმ მცველებს ვენდე, რომელთაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აქვთ".

მკითხველის კომენტარები / 93 /
ჩვენ როგორც ჩანს ფეხბურთის თამაში აღარ შეგვიძლია. ძლიერებს ხელს ვუშლით და ღირსეულად ვაგებთ. პირველ ნომრად ვერ ვთამაშობთ, შეტევას ვერ ვახერხებთ და უღირსად ვაგებთ.
ჯუჯი
03 სექტემბერი 2021 07:58
0
ანუ ვილიც ვაისის გზას გავუყენეთ, ვინაიდან ახლა, სავარაუდოდ, ჯგუფში მესამე ადგილსაც ვერ დავიკავებთ?!
N
02 სექტემბერი 2021 23:26
7
მეოთხეს იკავებ რო?!...
ახწ
02 სექტემბერი 2021 23:57
0
არ შეუძლიათ მეტი და რა უნდა ქნან?სომხეთის ნაკრებიო რომ ამბობთ მისი ფეხბურთელი გერმანიაშიც თამაშობს და იტალიაშიც და ესენი სად თამაშობენ ოღობდ გადაიკითხეთ რა რისი იმედი უნდა გქონდეს ქვილითაიასი?რომელმაც თამაშიდან როდის გაიტანა გოლი თვითონაც არ ახსოვს ყაზაიშვილი ფულს აგროვებს.კიტე დაიტრამვა კვარა არ იყო ჯორჯი არ დააყენა თავიდან უთამაშებელიაო ერთხელ ქონდა შანსი დარტყმის და დაარტყა ვინ შეგიშვებს კარებში დაარტი ან შორიდან ან ფლანგიდან ჩააწოდე რა უბედურებაა თუ გეზარება საქართველო ნუ ჩამოხვალ სათამაშოდ.და საერთოდ გოლის მომენტში იყო კონცენტრაციიის დაკარგვა რას დაეძებ წაიქცა ფეხბურთელი არ დგება არ აჩერებს მისიანი თამაშს ეთამაშე ბოლომდე რა.მომავალი მომავალიო და ამათს შეთამაშება უნდათ წიტაიშვილი მომეწონო მარტო კარგი გუნდი გამოვა ჯორჯი წიტა კვარა ჩაკვე კიტე ესენი ერთად ფორმაში რა მაგარი ნაკრები გვეყოლება ოღონდ ვილი ქვილითაიას შეეშვი მაგას ჯობია ოქრი გამოიძახო კაცს მაინც ატყვილებს
თემური
03 სექტემბერი 2021 10:10
0
არც სანიოლის გამოუვა რაიმე საქართველოს ნაკრები მწვრთნელების სასაფლაოა. გავიხსენოთ რამდენი უცხოელი მეტნაკლებად ცნობილი მწვრთნელი ყავდა ნაკრებს ბოსკამპი, კურერი ჟირესი,ტოპმიოლერი,ვაისი შედეგი დადო რომელიმემ ვერა მხოლოდ შუშაკმა მოაგებინა გუნდს ერთ თამაში რუსეთთან და მერე გაგრძელებაზე უარი განაცხადა მიხვდა ვისთანაც ქონდა საქმე. არ უნდა ამ ხალხს სირბილი და ოფლის გამოდენა გსიამოვნებთ თქვენ რომ ოფლიანდებით? ესეა ისინიც. მაგათ მწვრთნელი კი არა ნიშადური ჭირდებათ თან ყოველ 10 წუთში. თუ რელურად გვინდა საქმის კეთება 20 წელზე ზემოთ ვინც არის ყველა უნდა გაყარო ნაკრებიდან და დაიწყოს ახალი ნაკრების შენება.
w
03 სექტემბერი 2021 07:51
0
კი შეაფასე ყველა როცა დავრჩებით ბოლოდან პირველები
გია
02 სექტემბერი 2021 23:12
3
კაპაროსს აქებენ აქ და იცით, რატომ დადო შედეგი? იმიტომ რომ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ სრული თავისუფლება მიანიჭა და ხიზანიშვილი არ მიუსვა გვერდით საკუთარ რეზიდენტად. ყველაფრისთვის მადლობა ლორიას, მაგრამ დავიჯერო, რომ სილესენს ჯობია? ან რა ამბავია ამდენი ბათუმის „დინამოელი“? ვინმე დარჩა ბათუმში ქართველთაგან, ნაკრებში რომ არ უხმეს? ეროვნული ნაკრებია, თუ ბათუმის „დინამო“-ს სარეკლამო სააგენტო? კარგია აზაროვი თავისი ასაკისთვის, მაგრამ ვერ ჯობია თუნდაც უთამაშებელ გიორბელიძეს. ან რისთვის მოგყავდათ მიქაუტაძე, თუ დონდლო ქვილითაიას ათამაშებდით მაინც? მერე ჩვენ რას შემოგვტირით, სისწრაფეში გვაჯობესო. ამ ციკლში ხომ მაინც არას მაქნისები ხართ და მომავლის გუნდზე გეფიქრათ, ანუ როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს ჩაკვეტაძე, მაინც მისთვის მიგეცათ მეტი დრო და არა ყაზაიშვილისთვის, რომელიც 5 წელია უკვე პროფესიულ კი არა, კომერციულ ლიგებში თამაშობს. როგორ დავიჯერო, რომ აბურჯანია ვარჯიშებზე დაფრინავს და მხოლოდ ოფიციალურ მატჩებზე იწყებს ფორთხვას. ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემთვის წიტაიშვილის საკმაოდ კარგი დებიუტი იყო. წიტა, ჩაკვე, კვარა, კიტე, ჟორჟი, მამარდა - ბიჭები, რომლებიც თანამედროვე, სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ და არა აქვთ პარტნიორის მუდმივად უკან მოძიების მანია - აი, ესაა ჩვენი ფეხბურთის მომავალი და ერთადერთი, რაც მათი წარმატებისთვის ფედერაციამ უნდა მოიმოქმედოს - ხელი არ შეუშალოს მათ შეთამაშებასა და განვითარებას აშკარად მიკერძოებული სელექციით. ამ შემთხვევაში, დრო მოვა და ბიჭები აუცილებლად დადებენ შედეგს, რომელიც მთელ საქართველოს გაახარებს.
რა გვეშველება?
03 სექტემბერი 2021 14:33
0
ხიზანიანი?
Artem
04 სექტემბერი 2021 12:39
1
რატომ მოვიგეთ? - თუ მოვიგებთ როდესმე, ეს უნდა ვიკითხოთ, თორემ რატომ წავაგეთ არ გვიკვირს.
ლუკა
03 სექტემბერი 2021 11:35
0
მაღალი ტემპი? შემადგენლობას რას აყენებ იმას მიიღებ. დაცვითი ფლანგები მოშლილი თხებივით დარბიან,მეკარე არა სტაბილური,თავდასხმა ნული. თოვლზე მიფსუმულებს გვანან 15 წუთშიი
Alex
03 სექტემბერი 2021 10:24
2
მეკარესთან რა პრეტენზიები გაქვს ვერ გავიგე?! რაღაც ობიექტურობა ხომ უნდა გქონდეს?!
aburjga
03 სექტემბერი 2021 11:35
0
ზოგიერთების გამკვირვებია,მწვრთნელს რომ ადანაშაულებენ.სულ მწვრთნელი როგორაა დამნაშავე,მოკლედ ამათი მოსაწონი ვერა და ვერ იქნა,ფეხბურთელები არა გვყავს,ფეხბურთელები
კახა ქ.
03 სექტემბერი 2021 05:34
2
იმიტომ, რომ ყველაზე უარესი შემადგგენლობა დააყენა, რის ჩედეგადაც დაცვის ფრთები მთლიანად მოაშიშვლა, შუა ხაზი კანკავას, ხოლო თავდასხმა - წიტაიშვილის ამარა დატოვა. დაცვის ფლანგებზე კაკაბაძეზე და გიორბელიძეზე უკეთესი (სულ რომ უთამაშებლებიც იყვნენ), ამ ეტაპზე არავინ გვყავს. იგივე ითქმის ჩაკვეტაძეზე და მიქაუტაძეზე. მარტო ეს ოთხი Fეხბურთელი რომ დაეყენებინა სასტარტოში ჩაბრაძის, აზაროვის, ყაზაიშვილის და ქვიითაიას ნაცვლად, თამაშის სულ სხვა დონე გვექნებოდა, იძულებით, თუ ტაქტიკურ შეცვლებსაც უკეთესი შედეგი ექნებოდა. შემადგენლობა რომ გამოცხადდა, გასკდა გული. მანამდე სოციალურ ქსელებში ქვეყნდებოდა სასტავის გულშემატკივართა ვარიანტები. არცერთ მათგანს არ დამთხვა მწვრთნელის მიერ დაყენებული შემადგენლობა. თამაში, შემადგენლობის გამოცხადების თანავე, წაგებული იყო. ამის შემდეგ რაც გინდათ, ის გიქნიათ ხიზანიშვილო და სანიოლ. მსომფლოს მუნდიალზე ჩვენი გუნდის ნახვის იმედი 2026 წლამდე გადაიდო.
ამი
03 სექტემბერი 2021 10:22
0
კიტაიშვილი დარბოდა მარტო, დანარჩენრები არც გაოფლიანებულან
kaxa
03 სექტემბერი 2021 13:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული