საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ და უარყოფითი ბალანსის მქონე მეტოქე - 2004 წლის ევროპის ჩემპიონ საბერძნეთთან სათამაშოდ ემზადება. ოთარ კიტეიშვილის გარდა, საბედნიეროდ, სხვა დანაკლისს ავცდით და "ჯვაროსნებში" კონკურენციის ნიშნებიცაა.

ვილი სანიოლს შემადგენლობის შერჩევისას გარკვეულ პოზიციებზე მეტი ფიქრი დასჭირდება. მთავარია, ფრანგმა სპეციალისტმა ერთი თვის წინანდელის მსგავს ექსპერიმენტებზე უარი თქვას.

გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ჩვენებურ შემადგენლობას:

გიორგი ლორია - მეკარის პოზიციაზე ისევ საქართველოს ნაკრებისა და "ანორთოსისის" პირველი ნომერი უნდა ვიხილოთ.

ოთარ კაკაბაძე - გრიგოლ ჩაბრაძის დისკვალიფიკაცია მარჯვენა მცველის პოზიციაზე როტაციას გ
ამორიცხავს. "კრაკოვიას" მცველმა ამ ნაკრებთა ბერძნულ დაპირისპირებაში ავტოგოლი გაიტანა და ხსენებულმა ფაქტმა ახლა უფრო მოტივირებული უნდა გახადოს.

Sportall.Ge

დავით ხოჭოლავა - "კოპენჰაგენის" ფეხბურთელი კლუბში მშვენივრად გამოიყურება და იმედი გვაქვს, სანაკრებო შეხვედრებსაც შესაბამის დონეზე ჩაატარებს.

ლუკა ლოჩოშვილი - გურამ კაშიას დისკვალიფიკაცია, ლაშა დვალის დიდხნიანი უთამაშებლობა, საბა ხვადაგიანის გამოუცდელობა - ამ ფაქტორების გათვალისწინებით, "ვოლფსბერგერის" მცველს, დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.

ირაკლი აზაროვი - ბათუმის "დინამოს" მოთამაშე სანიოლის სათამაშო სქემებს კარგად ერგება. ის ნახევარმცველის პოზიციაზეც გამოიცადა. დაცვით ფაზაში ირაკლი შეცდომებს უშვებს, თითქოს ამ პოზიციაზე დამკვიდრებული გურამ გიორბელიძის სათამაშო პრაქტიკა კი ისევ პრობლემურია.

Sportall.Ge

ნიკა კვეკვესკირი - "ლეხის" 29 წლის ნახევარმცველს ფრანგი მთავარი მწვრთნელი გასულ შეხვედრებში არ დაეყრდნო და ამის გარკვეული ობიექტური საფუძველიც ჰქონდა, თუმცა ჩვენს ნახევარდაცვას ძალიან გაუჭირდა.

კვეკვესკირი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ცდილობს, დაცვასა და ნახევარდაცვას შორის კავშირი არ გაწყდეს. ის ჭკვიანი, მშვიდი მოთამაშეა და გრძელი პასით გამოირჩევა. იმედია, კარგ შეხვედრას ჩაატარებს.

სამწვრთნელო შტაბს გიორგი აბურჯანიას ალტერნატივის განხილვა შეეძლება, რომელსაც გოლის გატანის მიუხედავად, "ჟილ ვისენტეში" მაინც ცოტა დრო ეძლევა.

ჯაბა კანკავა - ნაკრების კაპიტანი "სლოვანში" ძველებურად მებრძოლია, თუმცა ვლადიმირ ვაისი როტაციას საკმაოდ ხშირად იყენებს და "ჯვაროსნების" ვეტერან კაპიტანს დასვენების საშუალებას აძლევს. ბერძნებს კარლოს ზაკა აკლიათ და მინდვრის ცენტრში ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ.

საბა ლობჟანიძე - "ჰათაისპორის" ნახევარმცველი ნაკრებსა და გუნდში სხვადასხვა ასპექტში გამოირჩევა - თუკი "ჯვაროსნებში" ფლანგზე როგორც შეტევით, ასევე დაცვით ფაზაში ძალიან ბევრ სამუშაოს ასრულებს, თურქეთის ჩემპიონატში გოლები და შედეგიანი პასები აქვს. შესაძლოა, გარკვეული ფსიქოლოგიური ფაქტორიცაა, რომლის გადალახვის შემდეგ ის ნაკრების მაისურითაც სხვანაირად ათამაშდება.

ზემოხსენებული კონკურენცია კი სწორედ აქაა - მშვენიერი სანაკრებო დებიუტის მიუხედავად, სავარაუდოდ, გიორგი წიტაიშვილი შეტევის მარჯვენა ფლანგს სათადარიგოთა სკამიდან გააძლიერებს.

Sportall.Ge

გიორგი ჩაკვეტაძე - ისე ჩანს, გიორგის "გენტის" ძირითად შემადგენლობაში გამოჩენისა და ოთარ კიტეიშვილის ტრავმის შემდეგ სანიოლს ბევრი ფიქრის შესაძლებლობა იმაზე -  ჩაკვეტაძე არის თუ არა ბოლომდე მზად, 90 წუთი ითამაშოს, აღარ ექნება.

ბერძნებს აუცილებლად უნდა შევუტიოთ და გამარჯვებაზე ვიფიქროთ, ამისთვის კი მოედანზე მაქსიმალურად ბევრი შემოქმედებითი მოთამაშეა საჭირო.

სათადარიგოთა სკამზე თამაშის გაძლიერების რესურსი არის - ვაკო გვილია, თორნიკე ოქრიაშვილი... აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ზურიკო დავითაშვილი წინა მატჩებში ენერგიულად გამოიყურებოდა და გოლის გატანაც მოახერხა.

ხვიჩა კვარაცხელია - კვარაცხელია ბრუნდება! ეს კი საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და პირველ რიგში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მასთან ერთად "ჯვაროსნებს" უფრო მეტად სჯერათ, რომ შეუძლიათ. ვილი სანიოლის სადებიუტო მატჩები ხვიჩამ აშკარად გაალამაზა.

Sportall.Ge

გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს ნაკრებს ჰყავს ფორვარდი, რომელსაც საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატში გააქვს, მუდმივად უტევს, შემართულია და თანამედროვე ფეხბურთს ალღოს უღებს.

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, სანიოლი "სერენის" შემტევს თავიდანვე უნდა დაეყრდნოს. პირვანდელ სიაში მისი ალტერნატივაც არც კი გამოუძახებია, თუმცა შემდეგ გუნდს გიორგი ქვილითაია შეუერთდა.

altშემტევები კარგ ფორმაში - ნაკრების ფეხბურთელები მოახლოებული მატჩების წინ

alt"ჩაკვეტაძეს 2 წლამდე გაუცდა, კვარაცხელიას უამრავი სირთულე აქვს..." - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

altკვარაცხელიასთან ერთად, ცვლილებებითა და ტრავმებით - სანიოლის არჩევანი

altსაქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 29 /
კიტეიშვილს როგორ ჩაარტყა ან სად ამოარჩია იმ მახინჯმა როგორ გაალამაზებდა ნახევარ დაცვას თავისი სყარტი გონებით და ტექნიკური ბურთის დაჭერიით
beqa
07 ოქტომბერი 2021 12:16
0
დადებითი ბალანსი ჩვენ ნაკრებს არაერთ გუნდთან აქვს ….გიბრალტართან და სან მარინოსთან ( უკვე არაერთია…ოღონდ იმ შემთხვევაში თუ სან მარინოსთან საერთოდ თუ გვითამაშია…) სამაგიეროდ საპრემიორო ქულები ბურთები და ასე შემდეგ ბევრმა ქვეყანამ ჩვენგან დაიწყეს…!!! ჩვენსას თუ ვერა სხვის წარმატებულ ისტორიებს მშვენივრად ვწერთ…!!!
აბა რაა
07 ოქტომბერი 2021 13:44
0
აზაროვი ზედმეტად ცალფეხაა და იმედია გამოასწორებს. წინა თამაშში მარჯვენა ფეხი თითქმის არასდროს შეუხია ბურთზე. კიდევ ერთი რამე, ფეხბურთი ითამაშეთ, ლაღად ითამაშეთ, შიშით ნუ თამაშობთ. მოწინააღმდეგეც ცოცხალი არსებაა, ადამიანია ჩვეულებრივი და არ შეგჭამთ, ცოტა მეტი იმოძრავეთ, ნუ გძინავთ მოედანზე.
გიორგი
07 ოქტომბერი 2021 12:37
1
კაკაბაძე სუსტი მგონია ნაკრებისთვის,ძალიან ბევრს იღებს საკუთარ თავზე.ხოჭოლავა კლუბში ბრწყინვალეა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ნაკრებზე.აბურჯანიაც სუსტია.განვლილმა მატჩებმა ცხადყო, რომ კვეკვესკირი მნიშვნელოვანი ფიგურაა ნაკრებისათვის.კიტეიშვილის გარდა ყველა ადგილზეა და მწყობრშია, რაც აქამდე მგონი არ მომხდარა.ვნახოთ აბა რა შეგვიძლია.
თომა
07 ოქტომბერი 2021 18:00
1
წიტაიშვილი რა პრინციპითაა სათადარიგო?!... ამ ბიჭს უკრაინული ფიზმომზადების სკოლა აქვს გავლილი და უკვე დაამტკიცა, რომ თუ მობერებულ კანკავას არ ჩავთვლით, ერთადერთია, ვინც 90 წუთს თავდაუზოგავად ქაჩავს (ნუ, ჩვენი ნაკრების დონეს ალალად ქაჩავს)... ხომ ვიცით, რომ მინიმუმ ბოლო 15-20 წუთი მთელი ნაკრები ენაგადმოგდებული იქნება და 11-ივე ფეხბურთელს ხომ არ შეგვაცვლევინებენ?!... რაღაც რუსული დედოვშინის მყრალი სუნი უდის ამ ბიჭის მონდომების დაჩრდილვის უნიჭო მცდელობებს...
ვოოტ
07 ოქტომბერი 2021 15:21
6
ქ-ნი ვერიკო ანჯაფარიძე "მატჯანიშვილის" თეატრის მსახიობი იყო... დაიმახსოვრე.
tngh
07 ოქტომბერი 2021 18:35
0
არა მარტო მაგასთან. დედოვშჩინა აშკარაა. როგორც ვერიკო ანჯაფარიძემ დაიბარა რუსთ.თეატრის სცენაზე უნდა მოვკვდეო, კარგად ამყოფოს ყველა, მარა იგივე მეორდება, ოღონდ მოედანზე. ჯ
ანრი
07 ოქტომბერი 2021 16:59
1
ყველა გამოხმაურება
როგორც ჩანს იმ ფსკერის მიუხედავად, სადაც ეხლა ჩვენი ქვეყნის საამაყო ნაკრები სრულიად დამსახურებულად იმყოფება, ხალხს მაინც არ ეზარება ამ გარდაცვლილ სპორტზე კომენტარების წერა.

წარმატებებს გისურვებთ მოახლოვებულ მატჩებში, თუმცა მე საერთოდ არ მჯერა რომ რაიმე წარმატებას მიაღწევთ ამ ვითარებაში.
gio
07 ოქტომბერი 2021 16:46
21
მერე რას დაეტრევი ამ სტატიებზე გაბუტული ბავშვივით, მარა ვერ ისვენებ მაინც, მაინც გაქვს შენც იმედი)))
ttt
07 ოქტომბერი 2021 17:13
1
შევარდნაძე და კიტოვანი ისევ რ გამოიძახა. სასტარტოში კობოა და ყაველა იქნებიან?
აბო
07 ოქტომბერი 2021 11:59
9
თითქმის ყველაფერი ლოგიკურია.ნაგრამ გამორიცხულია კვეკვესკირი ძირითადში დააყენოს.მეტიც შეცვლაზეც ნაკლები შანსია ათამაშოს.არ მოსწონს ეს ფეხბურთელი ვილის.დიდად არც ჯაბა მოსწონს.გვილიას და აბურჯანიას უფრო ათამაშებს.
Master
07 ოქტომბერი 2021 12:05
3
ეხლა გამოჩნდება ბიჭებო რა შეგიძლიათ!
წარმატებები!
თემო
07 ოქტომბერი 2021 13:08
1
კანკავა კვეკვესკირის ცენტრი ეყოფა დაცვაში ამ შემტევი ოთხეულის დაბალანსებას რომლიდანაც ჰა და ჰა ლობჟანიძე თუ ჩამოვა უკან? =) მეტი არ არის ჩვენი მტერი.

მაშინ თუ მარტო შეტევაზეა საქმე ჯანი გავარდეს და ყველას ერთად დავაწყებინოთ. გული რომ არ დაწყდეს არავის =)

ლორია
დავითაშვილი-ხოჭოლავა-ლოჩოშვილი-წიტაიშვილი
კანკავა-გვილია
ლობჟანიძე-ჩაკვეტაძე-კვარაცხელია
მიქაუტაძე

წავაგებთ მარა ხო შევუტევთ =)
ხვედელიძე
07 ოქტომბერი 2021 22:49
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული