რუსული მედია: არც თამაში, არც დისციპლინა, ყბედი გულშემატკივრები, ხვიჩას რეალები და ბარსელონები ელიან...

AutoSharing Option
რუსულმა ინტერნეტგამოცემა Кавказский Узел-მა საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი მიმოიხილა, ბევრი მწარე სიმართლე აღნიშნა, თუმცა, რბილად, ძალიან რბილად რომ ვთქვათ - ნიშნის მოგებით.

საქართველო - ფეხბურთი. ისევ ორიანი. არც თამაში, არც ნებელობა

მატჩის წინ მე დავწერე მასალა: საქართველო-საბერძნეთი: ანონსი. ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე, თამაშის შემდეგ კი მოკლე რეზიუმე გავაკეთე:

არ მინდა ცხელ კვალზე... ბათუმში საქართველოს ნაკრების ბერძნებთან თამაშზე... 0:2. საქმე ანგარიშში საერთოდ არ არის!!!

საქმე ყველასთან წაგების ჩვევის საკითხია... და ბრძოლისა და ჟინის ნაცვლად, თითქმის მუდამ გრძელი, „წებოვანი
ენის“ გამოყენება!
==
უკეთესია გავჩუმდე და ხვალ უფრო მშვიდად დავწერ...
==
ერთ-ერთი არაშორეული მასალა იმავე თემაზე 3 სექტემბრიდან: საქართველო-კოსოვო 0:1. სამწუხარო - კანონზომიერი წაგება. რათა ზედმეტად არ განვავრცო აზრი... ძალიან მოკლედ, რამდენიმე კითხვას დავსვამ.
==
თუ საქართველოს ნაკრები ან ნებისმიერი სხვა გამუდმებით მარცხდება ამჟამინდელ ციკლში - მყარად უკავია უკანასკნელი ადგილი, აქვს კი აზრი ჯიუტად შეინარჩუნონ მთავარ მწვრთნელად ფრანგი სანიოლი, რომელიც თვეში, როგორც მინიმუმ, რამდენიმე ათეულ ათას დოლარს გამოიმუშავებს?
განა საქართველოს საშუალო სკოლის ფიზკულტურის ჩვეულებრივი მასწავლებელი, რომლის ხელფასი, ვთქვათ, 600-800 ლარია (დაახლოებით 200 დოლარი), ან ჩვეულებრივი მწვრთნელი საქართველოს ჩემპიონატიდან, რომლის გასამრჯელო, ვთქვათ, მაქსიმუმ 2-3 ათასი დოლარია, შეძლებდა შედეგით ნაკლებად „წარმატებული“ ყოფილიყო მწვრთნელზე, რომლის ანაზღაურება, მინიმუმ ათჯერ მეტია?
მე ქართული ფეხბურთისა და ნაკრების სავალალო მდგომარეობაში სანიოლს არ ვადანაშაულებ, უბრალოდ კითხვას ვსვამ - რა აზრი აქვს ამ პოსტზე ასეთი საშინელი შედეგის შემდეგ მის დატოვებას?

გავიმეორებ, საქართველოს ნაკრები მყარად იმყოფება ჯგუფში ბოლო პოზიციაზე. ის ყველასთან მარცხდება და მხოლოდ ერთი ფრე აქვს.
ნაკრებს არ აქვს თამაშის სურათი, არ აქვს დისციპლინა, საერთოდ არ აქვს მოედანზე მოქმედების რამდენადმე გასაგები აზრი... კვლავ ვსვამ კითხვას... რა უნდა გაკეთდეს, რომ ნაკრებმა უარესად ითამაშოს? რა ძალისხმევაა ამისათვის სჭირო?
==
"ბუნებრივი ჯუჯების" ჩათვლით, ნებისმიერი ევროპული ნაკრები ერთ ან ორ წელიწადში გაისვრის. თამაში ყველამ ისწავლა. თვით ფოსტალიონებით, მეთევზეებით და კლერკებით დაკომპლექტებული ნაკრებები, რომელთა მოთამაშეები თავისუფალ დროს არიან ფეხბურთით დაკავებულნი - დროდადრო უფრო ძლიერი მეტოქეების დამარცხებით გვაკვირვებენ...
საქართველოს ნაკრებს რომ ქართველი წვრთნიდეს - მას უკვე შეჭამდნენ, ის სიძულვილისა და დაცინვის ენაში ჩაიძირებოდა ...
შენ ვინ ხარ -ტრენდში იქნებოდა!
აქ კი ფეხბურთის გულშემატკივრები საკმაოდ გაუბედავად კითხულობენ... ეს რა იყო და... ეს სანიოლის ბრალი არ არის, უბრალოდ ჩვენებმა თამაში არ იციან.
ОК. მაგრამ, თუ თამაში არ ეხერხებათ, მაშინ რატომ უხდიან თვეში, პირობითად რომ ვთქვათ, 40-50 ათას დოლარს ან მეტს?

ფეხბურთი - როგორც პოლიტიკა და რა თქმა უნდა, ვაი-დამარცხებულს!
როდესაც შენ უიმედოდ მარცხდები და საქმე იმდენად წაგებაში არაა, რამდენადაც თამაშში, ვის მოეთხოვება პასუხი?
და კიდევ ერთი პრობლემა: საქართველოში დღემდე ბევრი ფარშავანგი-ყბედი იმის მაგივრად, რომ ელემენტარულად ხმა ჩაიკმინდონ და საკუთარ თავს სარკეში შეხედონ, თავიანთი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასონ, იპრანჭებიან და შერცხვენილები და აშკარად სამარცხვინო მდგომარეობაში მყოფები, დაკავებულნი არიან სიცხადის ტყუილით შეცვლით და სხვებზე ხითხითებენ.
არა, ახლა მე პოლიტიკაზე არ ვამბობ... თუმცა, სურვილის შემთხვევაში, თავისი შეხედულების მიხედვით ყველას შეუძლია ანალოგის გავლება.
საქართველოში საერთოდ არ არიან არათუ საშუალო კლასის, არამედ საშუალო ევროპული დონის მსგავსი მოთამაშეები...

გასულ სეზონში ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელია ათამაშდა... ყაზანის „რუბინში“ საშუალო რუსული განზომილებით... და დაიწყო...
რაში გჭირდება შენ „ეს ქვეყანა“, სასწრაფოდ გაემგზავრე, ხვიჩას რეალები და ბარსელონები ელიან... ის კი „ამ ქვეყანაში“ ითოშება...
როგორც შედეგი, ხვიჩა უარესად თამაშობს „რუბინში“ და ხანდახან ძირითად შემადგენლობაშიც კი ვერ ხვდება. საბერძნეთთან ყურადღებით ვუყურებდი მას... რატომ უნდა მოიტყუო თავი? ნიჭიერი ბიჭია, ცრუმოძრაობა ეხერხება, გამწვავება, დარტყმაც მეტ-ნაკლებად ნორმალური აქვს და... მეტი რა?
უამრავი ჩაჭრა, ბურთის დაკარგვა თვით, რბილად რომ ვთქვათ, ისეთ საშუალო კლასის ნაკრებთან, როგორიც საბერძნეთია...
„რუბინში“ მას მკაცრად უთხრეს, შენ ნავის ნიჩბები არ გადაყარო... ნიჩბების მოსმაა საჭირო. ჩვენთან კი? ხვიჩას სერიოზულად, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს და ქართული ფეხბურთის იმედს - არ აკრიტიკებენ. მხოლოდ აქებენ.
საქართველოს ნაკრებში არ არის თავდამსხმელი... სიტყვიდან - საერთოდ! ე.ი. საქართველოს არ ჰყავს გაბარიტული, ბურთის დამჭერი და მოწინააღმდეგის საჯარიმოში მიმწოლი ფორვარდი. ყველა ხაზში... უწყვეტი ხვრელები და იმედგაცრუებაა. პლუს, თამაშის არავითარი სურათი, თუნდაც მოკალი და არ ჩანს.
==
დიახ, ყველანი, ცუდი ბიჭები არ არიან, დარბიან ხანდახან, რა თქმა უნდა, მოიგებენ... მაგრამ ეს თავის მოტყუებაა - ასეთად მიჩნევა - გუნდთან ერთად და მსგავსი რამისთვის მოხსნა - მთავარი მწვრთნელის პოსტიდან!
ხანდახან, ცუდად თამაშითაც კი, ბევრ გუნდს ეხერხება კბილებით გამარჯვების გამოგლეჯა და შედეგის მიღწევა...საქართველოს ნაკრებმა კბილებით როდის გამოგლიჯა გამარჯვება??? შემახსენეთ!
მკაცრად არ მინდა ქართველი ფეხბურთელები განვსაჯო... ძალიან მაქვს იმედი, რომ ამჟამინდელი უღრმესი კრიზისი ნაწილობრივ დაძლეული იქნება... თუმცა, მსურს შეგახსენოთ, რომ თვით 90-იანებში, როდესაც საქართველოში ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელთა მთელი პლეადა იყო, შედეგი ნულოვანი გახლდათ... საქართველოს ნაკრები... როგორც წესი, შესარჩევ ჯგუფებში ბოლოსწინა ადგილზე გადიოდა. ხასიათის გასაგებად ძალიან მნიშვნელოვანი თემაა... და მრავალ კითხვაზე პასუხის მისაღებად.
რატომ? მიზეზი ფსიქოლოგიასა და მენტალიტეტშია?
საუბარი მხოლოდ ფეხბურთზე არ არის, ჩემი მოკრძალებული აზრით.

მკითხველის კომენტარები / 49 /
ძინავს ქართულ ფეხბურთს ლეთარგიული ძილით
ლეთარგიული ძილი - ანუ საღათას ძილი არის ფენომენი, რომლის დროსაც ადამიანს(ქართულ ფეხბურთს) სძინავს ისე, რომ გარემო ფაქტორები არ მოქმედებენ მასზე. ძნელია ამ მდგომარეობის სიკვდილისგან გამიჯვნა.
სიმართლე
12 ოქტომბერი 2021 14:36
1
ფეხბურთი მკვდარია... ძინავს საქართველოს..
კახა
12 ოქტომბერი 2021 15:35
1
სად გვაქვს ჩემპიონატი? უკვე რამდენი წელია ფეხბურთი ჩააგდეს, თუ ვინმემ ერთი ფეხი გაჰკრა ბურთს ხეირიანად, ეგრევე ჰყიდიან, გუნდში ერთ წელსაც კი ვერ ასწრებს ფეხბურთელი თამაშს, მიაკერებენ ბრწყინვალე მოთამაშის სახელს და...წავა სადღაც და იქვე მთავრდება მისი კარიერა. ვერც ერთმა ფეხბურთელმა ვერც ერთ ევროპულ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა, თუ წავიდა ეგრევე მოიცილებენ, გაანათხოვრებენ ან კიდევ სათადარიგოზე სკამებზე უზით, თუ მოხდა და ბურთი გაიტანა ვინმემ, ატყდება ერთი აურზაური, ქება-დიდება და შემდეგ...ბრუნწ, მოედანზეც კი აღარ სჩანს ხოლმე, ყველა პოსტსაბჭოს ნაკრებებმა და გუნდებმა რაღაც წარმატებებს და ზოგმაც დიდი წარმატებებს მიაღწიეს, ( განსაკუთრებით აღსანიშნავია სასაცილო თანხით დაფინანსებული "შერიფი"), მხოლოდ ჩვენ, ყველაზე ნიჭიერები, ტალანტით სავსენი ვართ გამონაკლისები. არც თავმოყვარეობა, არც სიამაყე და პატრიოტიზმის ნატამალიც კი არ იგრძნობა მათ "თამაშში", მხოლოდ ღოღიალი, არასაკმარისი ფიზ-მომზადება, არა საკმარის ტექნიკა, უთამაშებლობა, არავითარი ფანტაზია და არანაირი მონდომება, მხოლოდ გამუდმებით ყბედობა, ამას ვიზავთ, იმას ვიზავთ, ტრაბახი და უსაფუძვლო ქედმაღლობა. მოკლედ ყველაფერში ნაღდი ქართველი და ჭეშმარიტი "მართლმადიანები, პირჯვრის გადაწერაში კი მართლაც მაგრები, ჩემპიონები ვართ, "ერთგულები და "პატრიოტები"ბრუნწ.......ზაზა
ypourcel@free.fr
12 ოქტომბერი 2021 14:35
1
ჯიგარი ხარ სეხნი.
ზაზა.
12 ოქტომბერი 2021 16:02
1
ამ კაცმა ქართველ ფეხბურთელებზე და არა მარტო მათზე უფრო მეტი იცის ვიდრე ჩვენ ქართველებმა, ჩვენი ხასიათი, მენტალობა და " სიცხადის ტყუილით შეცვლით" გამოწვეული სხვებზე ხითხითი , არამარტო ფეხბურთში არამედ მთლიანად ქვეყანაში, აი ჩვენი "აზროვნებიდან გამოზრდილი ფენომენები " : გვატყუებენ მერე რა ? , ყველა მთავრობა იტყუება, ნათესავებს ასაქმებენ ? - მერე რა ? ჩვენც ხომ ასე მოვიქცევით მათ ადგილზე , იპარავენ ჭამენ ბიუჯეტს ? ესეც არაფერი კორუფცია ხომ ყველგანაა ,, უცოდინრობაა ,არაკომპეტენტურობა , უპასუხისმგებლობა ?? ეეეე ! რა გააჭირე საქმე , შენ შეფარული თუ შეუფარავი ნაცი ხარ ნაღდი , აბა რა გინდა მიშა მობრუნდეს ხომ ?! ხელისუფლებას ჩაფრენილა ფედერაცია , მერია და მთავრობა ცოცხალი თავით არ უნდათ წასვლა და ხოდა თუ არ გინდა რაიმეს შეცვლა მაშინ რაღას ვწუწუნებთ ? გშია , გცივა - სხვას მეტად შია და ცივა , უფულოდ ხარ ან თუნდაც შეუძლოდ გაუძელი სხვას უფრო მეტად უჭირს , პანღურით გაგიმასპინძლდენ ? არა უშავს საჯდომი რბილია და მეორე დუნდულა მიუშვირე დაე ივარჯიშონ, გააგრძელე ასე ცხოვრება, შიშს ხომ დიდი თვალები აქვს მიშა მ ო დ ი ს !!!(არადა ის კი არ მოდის არამედ დრო მიდის და უკან აღარ დაბრუნდება)
ბაბაია
12 ოქტომბერი 2021 14:30
1
ვინც წაიკითხა ალბათ ახსოვს, გენტის მწვრთნელის ჰეინ ვანჰეზებრუკის შეფასება ჩაკვეტაძეზე, სადაც მან თქვა რომ გიორგი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მან თანამედროვე ევროპული ფეხბურთის თამაში უნდა ისწავლოსო. ეს თქვა თუ არა ეგრევე ატყდა "ვაი გულშემატკივართა" აგრესიული შეტევები მწვრთნელზე, აქაოდა გიორგი უნიჭიერესი ტალანტია და რას ქვია თამაში არ იცისო. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო იტყვიან, იმ კაცმა სათქმელი ლამაზად თქვა, ხოლო იგულისხმა ის, რომ დღევანდელი თუნდაც შემტევი სტილის ფეხბურთელი უნდა იყვეს ფიზიკურად ძლიერი, არ ერიდებოდეს ორთაბრძოლებს, ეხმარებოდეს დაცვას და 90 წუთი უნდა შეეძლოს მოედანზე სწრაფი გადაადგილებები. თანამედროვე ფეხბურთში არ არი საკმარისი ის რაც მე-20 საუკუნის ფეხბურთში იყო საკმარისი, მაგალითად მიშა მესხივით მთელი თამაში ჩრდილში იდგე და მერე უცებ ერთი-ორი ლამაზი ფინტი შეასრულო და თამაში გააკეთო, დამთავრდა ეგ დრო, დღეს ფეხბურთელი 90 წუთი უნდა იყვეს მობილიზებული და დარბოდეს უნდა წინ და უკან, თუ ეგ არ შეგიძლია მაშინ მორჩა ყველაფერი. ეგეთი ფეხბურთელები რომ გვყავს, ზანტები, უნიათოები და ძლივს რომ დალასლასებენ მიტომაა კარგად ჩვენი საქმე.
დათო
12 ოქტომბერი 2021 12:43
1
აბსოლუტურად სწორი მსჯელობაა,რაც ხდება ქვეყანაში,ის ხდება ფეხბურთშიც და ფედერაციაშიც,დილეტანტიზმი,კორუფცია,ჯიბეების გასქელება,ნეპოტიზმი,ქართული ჯიგრული პონტი.არაფერი არ გვიშველის სანამ ქართველების მენტალობა არ შეიცვლება,20 წლის წინ თქვა ერთმა უცხოელმა მწვრთნელმა,ჯორჯიან მენტალიტეტ დებილო.ამაშია საქმე.არავითარი ქვეყნისა და საქმის სიყვარული,პასუხისმგებლობა ნული.მხოლოდ საკუთარ ვიწრო ინტერესებზე ზრუნვა,საერთო საქმე ვის აინტერესებს,მხოლოდ საკუთარი შვილები ყავდეთ კარგად,სხვისი არავის აინტერესებს.ასეა ეს.თავის გასაკეთებელს არავინ აკეთებს კეთილსინდისიერად და პატიოსნად,სამაგიეროდ სხვის საქმეში ყველა ბრძენია.შემჯავრდა ფეხბურთი,აღარც ვუყურებ.არანაირი მენეჯმენტი და მატკეტინგული გათვლა,არადა ფეხბურთს უზარმაზარი შემოსავლები მოაქვს ქვეყნებისთვის.აქ ბიუჯეტის ფული ვიღაც ვიღაცეების ჯიბეებში ილექება,არც აინტერესებთ ამ თანხების ეფექტურად განკარგვა.
gio
12 ოქტომბერი 2021 11:51
2
საქმის მცოდნე გვჭირდება ნაკრების მწვრთნელად! უცბად შედეგს ვერ მივიღებთ,მაგრამ ხომ დავინახავთ რომ რაღაც კეთდება,მომავლის იმედით! ბათუმში საერთაშორისო მატჩი ნეტავ როდის უნდა მოვიგოთ???
....
12 ოქტომბერი 2021 11:48
5
ხომ უწყინარ რღაცას წერ თანაც სიმართლეს "ვითომ", მარა შენ თუ ქოცი არ იყო მე ვიყო ქოციშვილი
ტრეი
12 ოქტომბერი 2021 12:37
9
ფეხბურთი უმრავლე ქვეყნებში, ეროვნული იდენტობისა და ნაციონალური სიამაყის სიმბოლოს წარმოადგენს, არის ქვეყნები სადაც რელიგიის დონეზეც კია აყვანილი. დამარცხებულის ფსიქიკა და უიმედობის აღმოფხვრა თაობებისთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩება. სოფლის გამგებლის არჩევა, პრიორიტეტულია, ეროვნ.ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე, წინა არჩევნებზე არც კი მიიღო ვინმემ მონაწილეობა. არაფერი აუცილებელი არაა, ფედერაციის მენეჯმენტს სახლში ლურსმანზე ბუცი ეკიდოს, იქნებ წიგნი აჯობებდა თაროზე, ცოდნა! განათლება მართვასა და ადმინისტრირებაში, სრული დეპოლიტიზირება და პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. ამ დარგის მართვას, მხოლოდ ოფლიანი მაისური როდი ჭირდება,სპეც.განათლება, ისევე როგორც ბანკირს, არქიტექტორს და სხვა სპეციალისტს, ამის გარდა აუცილებლად მიმაჩნია ბორდი, ე.წ. სათათბირო ორგანო, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში იღვაწებს საქმის გასაკეთებლად, უპირველეს ყოვლისა ნაც.ხასიათის გათვალისწინებით შეარჩევს სამწვრთნელო შტაბს, რომელიც მხოლოდ გუნდის ობიექტურ დაკომპლექტებაში და მათ მომზადებაზე იქნება კონცენტრირებული. მოკლედ ძველებისთვის გასაგებად, თანამედროვე, ოფისში გადატანილი "კიროვის ბაღი". ნეტა იმ დროს, თავისი ბეთანიაში ნაყურები თამაშებით.
dodo
12 ოქტომბერი 2021 11:25
1
არჩევნების სისტემაა შესაცვლელი, ის დელეგატები, კლუბები რომლებიც ხმის უფლებითაა, რა თქმა უნდა მომქმედი ფედერაციის ძუძუთი საზრდოობენ და მათი ხმა ლოგიკურად მიკერძოებულია, აუცილებელია ფორმატის ცვლილება, საზოგადოების, სპეციალისტთა, ჯურნალისტთა და მაქს.კომპეტენციის ხალხის ჩართვა, უნდა გავიაზროთ რომ ეს ფეხბურთი ყველასია, ნაკრები ქვეყნის და ღირსება უზენაესია.
ლადო
12 ოქტომბერი 2021 14:02
0
ჩვენთან ხომ არჩევნები, არჩევნები არ არის. ამიტომაც არცერთ ნორმალურ ადამიანს არ უნდა მონაწილეობა
არაგველი
12 ოქტომბერი 2021 11:46
0
რევოლუციური გადაწყვეტილებებია საჭირო, გადაწყვეტილების მიმღები ,,ниету'
ალბერტი
12 ოქტომბერი 2021 11:15
1
სამწუხაროდ 95% სიმართლეა. ასე კრიტიკულად, რომ შევხედოთ ჩვენც ქვეყანაში და სპორტში არსებულ სიტუაციას ბევრედ უკეთესი იქნება.
mmm
12 ოქტომბერი 2021 10:51
1
ნებისმიერი დაბალი დონის მწვრთნელის მოყვანა, არის ჰაერში გადაყრილი მილიონები, რომელსაც ჩვენ მოსახლეობა ვაფინანსებთ. როცა კარგ შედეგს ხედავ, მაშინ მართლა არ დაგენანება ის მილიონები, მაგრამ რა გამოდის? შედეგი 0-ი. ამიტომ ფედერაციამ რაღაც ძალინ რადიკალურ ქმედებას უნდა მიმართოს! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! დრო აღარ ითმენს! ჩვენი გულშემატკივრების მოთმენასაც აქვს ზღვარი!!!!!!!!!!!!
fani
12 ოქტომბერი 2021 10:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული