მორიგი დანაკლისი - საქართველოს ნაკრებს კოსოვოსთან მატჩში ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს კოსოვოსთან საგარეო დაპირისპირებაში "გენტის" შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება.

22 წლის ფეხბურთელმა პრიშტინაში გამგზავრება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნების გამო ვერ შეძლო.

უკვე ცნობილია, რომ კოსოვოსთან მატჩში "ჯვაროსნებს" გიორგი მიქაუტაძე, ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანიაც ვერ დაეხმარებიან.

აღნიშნული შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ველოდები ფაღარათის გამოვლინებას კიდევ რამდენიმე ფეხბურთელში, ხო, ბოტკინიც შეიძლება მოვიფიქროთ და ხიზანა და კობიაშვილის ადგილიც გამონთავისუფლდება ძირითადში. ვაი თქვენს პატრონს უბედურს!
ანდუყაფარი
11 ოქტომბერი 2021 22:20
4
რთული დასაჯერებელია,ძალიან რთული.ერთი თამაში ითამაშეს და წავიდნენ.არავის უნდა თამაში.წინასწარ შეგუებულები არიან მარცხს.არ აინტერესებთ ამ ბიჭებს ნაკრები და არ ადარდებთ ქვეყნის პრესტიჟი.
Master
11 ოქტომბერი 2021 22:42
3
აი ესაა მიზეზი რატომაც ვართ ამ დღეში ერთი და იგივე შემადგენლობა ზედიზედ ორ თამაშშიც არ გვყოლია არასოდეს.რა არის სპორტსმენები არიან თუ სათბურის ჩითილები
გიორგი
12 ოქტომბერი 2021 00:13
1
ახალი ნაირსახეობის ტრავმები ყველა ამ ბიჭს როგორ უნდა დაემართოს...
Mose
11 ოქტომბერი 2021 22:06
2
დავიჯეროთ?...თუ გვატყუებთ და დაგვცინით,ღმერთმა დაგსაჯოთ!
მერაბი
11 ოქტომბერი 2021 22:18
0
კარგი ბიჭია ამ მწვრთნელის ხელში არაფელი გამოვა!!მსოფლიოში ყველგაან თამაშის შემდეეგ მწვრთნელს იწვევენ გადაცემებში და ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს! აქ რატო არაა ესე? ავტორიტარიზმია? არავის არ გიჩნდებაათ ეს კითხვა არ გინდათ ახლოდან რო გაიცნოთ ვინაააა?! 5წელი იყო ვაისი
beqa
11 ოქტომბერი 2021 21:59
5
იწვევდნენ ქეცბაიას და ყველაფერს მას ტენიდნენ, მაგრამ ის კაცი რასაც იძახდა 100 პროცენტით ვეთანხმები მართალი კაცი იყო და არ გვჯეროდა. შევტენოთ ყველაფერი სანიოლს, ამათ საქმის გაკეთება არ უნდათ რა მწვრთნელის ბრალია, დიდი ტაქტიკოსი სანიოლი ნამდივლად არ არის და თავიდანვე კრიტიკული თვალით ვუყურებდი მას. მაგრამ ესეთი წარუმატებელი თუ იქნებოდა 1 მოგება ისიც ამხანაგურში ისიც გაცუდებული პენალის ხარჯზე. მწვრთნელი გვინდა ისეთი რომ სიმართლე უთხრას ბიჭებს, მორალი აუმაღლოს, მებრძოლი სული გამოუვლინონ, მაგრამ ეს ფეხბურთიც ისეთი სპორტია სიმულიანტობა რო კარგია, რა უნდა მოთხოვო ასეთ ბიჭებს რომელიც ერთ მიდებაზე იქცევიან და ტირიან. ითამაშე რა, და იფიქრე როგორ გაანადგურო შენი მოწინააღმდეგე როგორ მიწასთან გაასწორო და ათრიო და მერე ხელი ჩამოართვა პატივისცემის პონტში მაგრამ აი კომენტატორმა თქვა უჯიგრო ფეხბურთს თამაშობენ. კაშია და კანკავა არიან მარტო რო აკლავენ თავს და აი ზოგავენ თავს, არა რა მწვრთნელი კარგი გვყავდა ჩვენ ქეცბაია და გავუშვით, ვაისსაც ქონდა თავის პლუსები უფრო შეკრული გუნდი იყო, ეხა დომხალია სუფთა, მაგრამ რა გინდა მოთხოვო ამათ სანამ მებრძოლი ჟინი არ გაუჩნდებათ რო უფრო მეტი ირბინონ უფრო მეტი იმუშავონ საკუთარ თავზე მეტი ივარჯიშონ. მთელი ცხოვრება კარტოფილს და მაკდონალდებს რო უბაყუნებენ იმას შეეშინდება ტრამვის მიღების, ძვალი მაგას არ უვარგა და ჯანმრთელობა. მოკლედ რა მწვრთნელებს ნუ დააბრალებთ ყველაფერს, არ ვამართლებ სანიოლს, გასაშვებია უკვე, წელიწადია უკვე გუნდშია და რაც თავიდან ითამაშეს ის იყო ვაისის გუნდი, რომელიც უფრო სტაბილური იყო ახლა ის ინერციაც დაიკარგა და ეს კაცი კიდე ვერ ალაგებს ტაქტიკას.
ABCABC
12 ოქტომბერი 2021 00:15
0
საქმეს ისეთი პირი უჩანს, ვაისი სანატრელი უნდა გაგვიხდეს.
თომა
11 ოქტომბერი 2021 22:58
1
საქართველოში მარტო სიძულვილია, ასე როგორ გძულთ ეს ბიჭები, არ მესმის უბრალოდ. ეს დამოკიდებულება ხო აღწევს მათ ყურამდე, რასაც გასცემთ იგივეს იღებთ უკან. თამაშის წაგება რომ განაღვლებდეთ მარტო, ადგებოდით და გააკრიტიკებდით, აქ კი სიძულვილის მეტს ვერაფერს ვხედავ. შეურაცხყოფის მიყენება, დაცინვა, ფურთხება, წყევლა, აი ამას რა კავშირი აქვს თამაშის წაგების ემოციასთან? ინფორმაცია დაიდო, დღეს უამინდობის გამო კინაღამ ჩამოვარდა ნაკრების თვითმფრინავი კოსოვოში და რეებს წერენ უბრალოდ ნახეთ. სამარცხვინო გულშეატკივარი ჰქვია ამას. ფეხბურთელები რომც არ იყვნენ და უბრალო რიგითი ადამიანები იყვნენ (ან ცხოველები) მგონი ის სურვილები ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანს არ უნდა გაუჩნდეს არავის მიმართ,რაც იქ იწერება.
ტრაგედიები გვაკლია?
მაგრამ საქმე ისაა, რომ მაზოხისტურად ყველას უხარია და უნდა ეს ტრაგედიები. მარტო დამარცხებულის მენტალიტეტი კი არ აქვს ამ ქვეყანას, მგლოვიარეს მენტალიტეტიც აქვს.
მერე ხომ აავსებდით ყალბი ცრემლებით სოც.ქსელებს რამე რომ მომხდარიყო. შიგნით იხრჩობა ქვეყანა სიძულვილში, რაის ფეხბურთი გაიხარებს აქ.
იმედია ბიჭებმა ის კომენტარები არ ნახეს,ნახევარი საქართველო თვითმფრინავის ჩამოვარდნას რომ უსურვებდათ.
ესენი ადგებიან მერე და ვინმე გოლს რომ გაიტანს ტაშს დაუკრავენ იმას.
გული მერევა უკვე.
ალბათ ამას არ გამოაქვეყნებთ
Skeleton
12 ოქტომბერი 2021 01:22
9
შენ რაღაც ნამეტანი გაუტიე.ვინ გამოხატა სიხარული თვითმფრუნავის ჩამოვარდნის საფრთხეზე.
რაც შეეხება ფეხბურთელებს იმსახურებენ იმდენს რამდენსაც გასცემენ.აქ მოგება წაგებაზე არაა საქმე. აქ თავდადებაზეა ლაპარაკი. უჯიგროები და უნამუსოები რომ არიან
დავით67
12 ოქტომბერი 2021 19:55
0
ორი უმაქნისი,ერთი ბელგიაში ბარიდან ვერ გამოყავთ,მეორე გმის გასწორების მეტს არაფერს არ აკეთებს…
lado
11 ოქტომბერი 2021 23:12
20
მემგონი ვაისი ჯობდა
gio
12 ოქტომბერი 2021 09:54
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული