გიორგი ლორია (6.5) - საქართველოს ნაკრების კიპერს სულ 2 სეივი ჰქონდა, თუმცა მურაქის მძლავრ თავურს გაუმკლავდა. ამ შეხვედრაშიც იყო ეპიზოდი, როცა საკმაოდ დიდი ხანი არკვევდნენ, ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა თუ არა.
ოთარ კაკაბაძე (6.0) - ახალ ტაქტიკურ განლაგებას პირველ ნახევარში მხარი ვერ აუბა, მეორე ტაიმში კი საჯარიმოდან ბურთი არაერთხელ გამოიტანა.
გურამ კაშია (7.0) - საქართველოს ნაკრებს ამ შეხვედრაში ნამდვილი კაპიტანი ჰყავდა, რომელიც უშუალო მოვალეობას თავს ენერგიულად ართმევდა, "ლაციოს" ფორვარდ
ლაშა დვალი (6.5) - წინა მატჩისგან განსხვავებით, ნაკლებად შესამჩნევი იყო. ისე ჩანს, მისი და კაშიას წყვილი ამ ეტაპზე ყველაზე დამაჯერებელია.
გურამ გიორბელიძე (7.0) - დრეზდენის "დინამოს" მცველს მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა და ერთხელ ბურთი საკუთარი კარიდან გამოიტანა. ამის გარდა, ფლანგზე აქტიურობდა და გოლის გატანაც შეეძლო.
ნიკა კვეკვესკირი (6.5) - ნიკამ ჩვენს ცენტრალურ ზონას თავდაჯერება დაუბრუნა, მეორე გოლი კი მისი მშვენიერი გადაცემით დაიწყო. კვეკვესკირი პასების სიზუსტით ისევ გამოირჩეოდა.
ვაკო გვილია (6.0) - მოტივირებული და ენერგიული იყო. არაზუსტი პასები მის პრობლემად რჩება, თუმცა ყოველთვის თამაშის გამწვავებას ცდილობს.
საბა ლობჟანიძე (7.0) - დაცვით ფაზაში მშვენივრად გამოიყურებოდა, შეტევას კი მეტი შეუძლია. ერთ ეპიზოდში მისი ფლანგური იერიში გიორბელიძემ გოლით ვერ დაასრულა, კარში დარტყმული კი მცველმა გამოიტანა.
ხვიჩა კვარაცხელია (6.0) - ბევრ სამუშაოს ასრულებდა. ხვიჩას კარგად შეუძლია უკანა ხაზს დაეხმაროს, ართმევებითა და ორთაბრძოლებით მუდმივად გამოირჩევა. მას რომ შეტევაში მეტი შეუძლია, კარგად ვიცით, კოსოვოსთან დაპირისპირებაში კი დრიბლინგი არ შემოუთავაზებია. საქართველოს ნაკრების კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა სწორედ კვარაცხელიას დარღვევის გამო დაინიშნა.
გიორგი წიტაიშვილი (6.5) ისევ აქტიური იყო, 5 დრიბლინგი ჰქონდა, იხსნებოდა და თავისუფალ სივრცეებს ითვისებდა. ისევ იმის თქმა გვიწევს, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტი ნაკლები აქვს, მის საგოლე პასებსა და გოლებს ველით.
თორნიკე ოქრიაშვილი (7.0) - საქართველოს ნაკრების რიგებში მე-13 გოლი გაიტანა, ისევ ბოლომდე იხარჯებოდა და ცდილობდა, გუნდი აეყოლიებინა. მთავარია, ტრავმებმა არ შეაწუხოს და შეტევის სქემები მომავალშიც მასზე უნდა აეწყოს.
ზურიკო დავითაშვილი (6.5) - უკვე მესამე თამაშია, დავითაშვილი შემოდის, ბოლომდე იხარჯება და ამ პერიოდში 2 გოლიც გაიტანა. მალე ამბიცია ძირითად შემადგენლობაზეც ექნება.
ირაკლი აზაროვი (6.0) - აქტიურად შემოვიდა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.
გრიგოლ ჩაბრაძე (5.5) - მეტოქე მარცხენა ფრთიდან აქტიურობდა. კიდევ ერთი მცველის შემოყვანით სანიოლმა ეს საფრთხე მაქსიმალურად აღკვეთა.
გიორგი ქვილითაია (6.0) - შეხვედრაში კარგად ჩაერთო, მის მიერ მოგებული ორთაბრძოლების მერე ბურთი ჩვენ გვრჩებოდა და შეტევაში ზეწოლას ვაძლიერებდით.
ლადო მამუჩაშვილი - ცოტა დრო მიეცა.
ვილი სანიოლი (7.0) - მთავარ მწვრთნელს "ჯვაროსნების" თავკაცის რანგში საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა - სწორად შეარჩია შემადგენლობა და სათამაშო განლაგება. დაგვანახა, რომ მისი ტაქტიკური არსენალი ერთფეროვანი არ ყოფილა, შეცვლები დროულად და ზუსტად განახორციელა. ახლა მთავარია, ყველაფერს ასეთივე გაგრძელება ჰქონდეს.
საქართველოსთან წაგების შემდეგ კოსოვოელთა მწვრთნელი გადააყენეს
სად ათამაშებენ ოქრიაშვილს? - თორნიკეს გოლს კვიპროსში აქტიურად განიხილავენ
თურმე, მეტი შეგვძლებია - სანიოლს მონდომებაზე საუბარი აღარ უნდა დასჭირდეს!
იმიტომ, ეომ ნაჩალიჩარ თამაშს გავდა, არც ჩვენ და არც იმათ არაფერს არ უწყვიტავდა ეს თამაში, ჩვენ კიდევ ხო, დროებით გინება შეწყდა, მარა როდემდის? ხომ ხედავთ რომ გუნდი არა გვყავს, არა!!!
ვახ რა მაგრად მოვიგეთ! ეგრე ბიჭებო! ტქვენ გენაცვალეთ ჯიგრებში, აკი არა აქვთო? ხო ქონიათ სერბებს, ამ მოგებით, ხომ ფაქტიურად კობი მისი კამანდა და სანიოლი გადარჩა,, ბალეშიკებს კი, ფურცელზე დახატული მწვადი,
მო ვი გეთ!..... მო ვი გეთ! უხ რა მაგრად ....ხურააააავსს!!!!!!
კარგათ ითამაშეს და წააგესო, ხომ წააგესო და
ახლა ცუდად ითამაშეს, ან შემთხვევით მოიგესო, ხომ მოიგეს?!
ასეთები მოიგონ ჯერ და თავდაჯერებულები რომ გახდებიან მერე ლამაზ ფეხბურთსაც ითამაშებენ
ვერავინ გვასწავლის ქართველებს ფეხბურთს.
მიდით ბიჭებო ამაზე ნაკლებად თამაშის უფლება უკვე აღარ გაქვთ!
5 თამაში რომელშიც ათამაშა ასე თუ ისე: შვეცია-1-0, ესპანეთი 1-2, საბერძნეთი 1-1, რუმინეთი 1-2, კოსოვო 1-2!
5 თამაში რომელიც ჩააგდო: ნიდერლანდები 3-0, კოსოვო 0-1, ესპანეთი 4-0, ბულგარეთი, 4-1, საბერძნეთი 0-2!
ანალიზის გამოსატანად და ბირთვის შესაკვრელად საკმარისია!
ოქრიაშვილი -10.
დარწმუნებული ვარ ოქრიაშვილს ის ბურთი რომ არ შეეგდო მორიგი წაგება გვექნებოდა გრაფაში!
არის ოქრიაშვილი, არის თამაში!