საქართველოს ეროვნული ნაკრები 9 ნოემბერს ბათუმში გაემგზავრა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩის მასპინძელ ქალაქში ჩასვლამდე ქართველმა ფეხბურთელებმა თბილისში ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშეს.
ვილი სანიოლის გუნდი შვედეთის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრაში გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი ყვითელი ბარათების გამო მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
10 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ოფიციალურ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.
10
18:00 - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
18:30 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)
20:15 - შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
21:00 - შვედეთის ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)
საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 11 ნოემბერს ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე" შედგება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.
nakrebi.ge