ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
2022 წლის მარტში ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა. ვილი სანიოლის გუნდი 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს სტუმრად გამართავს. 25 მარტს საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, 29 მარტს საქართველო ალბანეთში ითამაშებს.

ბოსნია-ჰერცეგოვინა-საქართველოსა და ალბანეთი-საქართველოს მატჩების მასპინძელი ქალაქები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მარტში დაგეგმილი ორივე ამხანაგური შეხვედრა უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია. ვილი სანიოლის გუნდი უეფას ერთა ლიგის C4 ჯგუფში მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი):

"მნიშვნელოვანი იყო ისეთი მეტოქეების შერჩევა,
რომლებიც დაახლოებით იმ სიძლიერის იქნებოდნენ, რომლებსაც ერთა ლიგაზე შევხვდებით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ბოსნია-ჰერცეგოვინასთან თამაში. ამ გუნდის წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებს არასდროს უთამაშია.

მიმაჩნია, რომ ორივე ძლიერი ნაკრებია და თამაშის სტილით ახლოს არიან ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ასევე გავითვალისწინეთ ერთა ლიგის კალენდარიც, ივნისში სწორედ ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გველოდება გასვლითი თამაშები. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ამხანაგური თამაშები სტუმრად გვეთამაშა. მოგეხსენებათ, გასულ წელს ნოემბერში ორივე თამაში, როგორც ოფიციალური, ისე ამხანაგური, საკუთარ მოედანზე ვითამაშეთ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ სტუმრად ჩაგვეტარებინა ამხანაგური თამაშები, რათა უკეთ მოვემზადოთ ივნისის ოფიციალური მატჩებისთვის“.

2022 წლის ამხანაგური მატჩების კალენდარი

25 მარტი

ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო

29 მარტი


ალბანეთი - საქართველო

Nakrebi ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
პატივცემულო ამხანაგებო სკოლის მოსწავლეებო!არ გესმით არაფერი შეუსაბამო სტილის შესახებ. არსებიბს შეუთავსებელი და მოუხერხებელი სტილის მქონე არასასიამოვნო მოწინააღმდეგე.შეიძლება ძლიერ გუნდთან უფრო კარგად გამოგდიოდეს თამაში, ვიდრე შედარებით სუსტ გუნდებთან. მაგალითად, ჩვენ კარგად ვთამაშობთ ინგლისის, უელსის და ზოგადად ბრიტანული გუნდების წინააღმდეგ.
ქ. გ.
10:05 12-01-2022
2
მეც ვფიქრობ რომ სწორად შერჩეული სპარინგებია, ვინაიდან ბოსნიაც და ალბანეთიც დაახლოებით იმ სიძლიერისანი არიან, როგორებიც ბულგარეთი და ჩრდ.მაკედონიაა. აბა ის მიდგომა რომ ისეთს ვეთამაშოთ, ვისაც აუცილებლად მოვუგებთ,მაშინ ვეთამაშოთ სან მარინოს ან კიდევ ლიხტენშტეინს და გამოვიკეთოთ ხასიანი, ეს ხომ მხოლოდ თავის მოტყუება იქნება და მეტი არაფერი.
თომა
04:20 12-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული