ამავე წყაროს ინფორმაციით, ბულგარელები ამ შეთავაზებას არ მიიღებენ და "დინამო არენაზე" მატჩი ხვალ დიდი ალბათობით, შედგება. ნაკრების მწვრთნელი გეორგი ივანოვი და ყველა მოთამაშე ფიქრობს, რომ შეხვედრა აუცილებლად უნდა ჩატარდეს.
როგორც იცით, გუშინ სასტუმროსკენ მიმავალი ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც 1 ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი დაშავდა, რომელსაც მოგვიანებით ოპერაცია ჩაუტარდა.
საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრების დაპირისპირება 12 ივნისს 20:00 საათზეა ჩანიშნული. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.
ბულგარეთის ნაკრები ქაშუეთის ეკლესიაში წირვას დაესწრო [VIDEO]
ბულგარეთის ნაკრები თბილისში ავტოავარიაში მოჰყვა - ერთი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]