ოპერაცია 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა - როგორია ავარიის შედეგად დაშავებული ბულგარელი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

AutoSharing Option
თბილისში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრები ავტოავარიაში მოჰყვა. ბულგარული მედიის ცნობით, მათი ეროვნული გუნდი აეროპორტიდან სასტუმროში უეფას მოთხოვნის შესაბამისად ორი ავტობუსით მიდიოდა, ერთ-ერთის მძღოლმა გვირაბში მკვეთრად დაამუხრუჭა და შეჯახება მოხდა, რომელიც იმდენად ძლიერი იყო, რომ ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი დაშავდა.

დღეს დილით ბულგარულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მას თავის ქალა აქვს გატეხილი და თავში მინის ნატეხი ჰქონდა.

ის წინ მიმავალი ავტობუსის უკანა სავარძელზე იჯდა, სადაც შეჯახება ყველაზე ძლიერი იყო. ნედელევი თბილისში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ
ერთი კვირა დარჩება.

ის კონტაქტშია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, კიდევ არაერთი კვლევა ელოდება. მასთან ერთად საავადმყოფოში იმყოფება ეროვნული ნაკრების ექიმი ბისერ ბოჩევი, რომელიც აკონტროლებს მის მდგომარეობას.

საბედნიეროდ, ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბსა და დელეგაციის წევრებს არანაირი დაზიანება არ მიუღიათ ისინი ჯანმრთელად არიან.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე მატჩის გადადება არ იგეგმება. შეხვედრა ხვალ "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.

altბულგარეთის ნაკრები თბილისში ავტოავარიაში მოჰყვა - ერთი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
საინტერესოა ბენე ექსკლუზივის ავტობუსები ხომარ იყოო.... შემთხვევიით.
კაკო
14:54 11-06-2022
0
ჩვენს პრესას და მასმედიას(რომელიც რეალურად არც გვყავს) სძინავს სამაგიეროდ,შეგნებულად თანაც.იმიტომ რომ პოლიტიკური ამბები უფრო პრივილეგირებულია და მაგის პროპაგანდას ეწევიან დღე და ღამე.
ეჰჰ
13:39 11-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული