"ძალიან მიყვარხარ, გული მწყდება, რომ...!" - ნედელევის მეგობარი გოგონა თბილისში მომხდარ ავარიას ეხმაურება

AutoSharing Option
როგორც იცით, გუშინ სასტუმროსკენ მიმავალი ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც 1 ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი დაშავდა, რომელსაც მოგვიანებით ოპერაცია ჩაუტარდა.

ამ უსიამოვნო ინციდენტს სოციალური ქსელის მეშვეობით ნედელევის მეგობარი გოგონა ანიტა ტერზისკა ეხმაურება, რომელიც წერს:

"ძალიან მიყვარხარ, ჩემო ძვირფასო ბიჭო... გული მწყდება, რომ შენს გვერდით ვერ ვიქნები. შენ ძლიერი ხარ და ვიცი, რომ გაუმკლავდები ამას... მე შენთან ვარ! მიყვარხარ და სამუდამოდ ასე იქნება", - წერს ტერზისკა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს 2 დღე კომენტარების ფონზე სრული მარაზმია. კონკრეტულმა მძღოლმა მოახდინა ავარია, დაშავდა ფეხბურთელი - რატომ აყენებთ შეურაცხყოფას ქვეყანას, გარკვეული ნაწილი სოც. ქსელებს შეესია და ჩვენს უნიათობას უსვავს ხაზს...შეიძლება არ გეხატებოდეს გულზე ხელისფულება (ჩემი არ იყოს) ან ფეხბურთის ფედერაცია, მაგრამ შენს ქვეყანას არ უნდა აგინებდე, განსაკუთრებით უცხოელების წინაშე. ყველაფერი ხდება, ავარია, ავიაკატასტროფა, მაგრამ ამ შემთხვევაში მშვიდობით დასრულდა. გამოჯანმრთელება ვუსურვოთ და ვისურვოთ რომ ასეთი რამე აღარ განმერორედეს - ასეთი ძნელია???
ბექა
17:51 11-06-2022
1
კარგით ნუ გამოიტირეთ ცოცხალი ბიჭი. 1 კვირა გააჩერებენ ჰოსპიტალში და გაწერენ. 3 თვეში ითამაშებს ისევო. მშვიდობით მორჩა მადლობა ღმერთს.
ქართველი
15:50 11-06-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული