რა დაგვაკლდა გამარჯვებისთვის და რა შეიცვლება მომავალში? - მადლობა ნაკრებს

AutoSharing Option
როცა ივნისის შეხვედრების წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თქვა, რომ ოთხივე შეხვედრის მოგებას აპირებდა, რთული სათქმელია, რამდენად ბოლომდე გულწრფელი იყო ამაში და რამდენად სჯეროდათ გულშემატკივრებს. არადა, თითქმის გამოვიდა...

4 ტურის შემდეგ 10 ქულა და პირველი ადგილი მართლაც მშვენიერი შედეგია, თუმცა გასვლითმა გამარჯვებებმა თამასა აგვიწია და ბულგარეთთან საშინაო (0:0) ფრით ფეხბურთელებიცა და გულშემატკივრებიც გულდაწყვეტილნი არიან.

რა შეიცვალა წინა მატჩის შემდეგ?

ბულგარეთის ნაკრების დროებითი მთავარი მწვრთნელისთვის ცხადი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათო გუნდია და თბილისში გამართულ შეხვედრაში მეტოქეს
ამის საშუალება არ მისცა. ბულგარეთში დიდი ანგარიშით (5:2) მოგების შემდეგ ამაზე ვწერდით კიდეც: "მეტია სამუშაო პოზიციური შეტევების ორგანიზების კუთხით. კარგია, რომ ჩვენი ნიშა ვიპოვეთ და სწრაფი ფეხბურთელების ძალისხმევით მეტოქეებს კონტრშეტევებზე ბევრ საფრთხეს ვუქმნით, თუმცა რამდენიმე დღეში, იმავე ბულგარეთთან თბილისში, ინიციატივის უფრო მეტად აღება დაგვჭირდება."

Sportall.Ge

12 ივნისის შეხვედრაში, სადაც მოწინააღმდეგე მხოლოდ თავის დაცვას ცდილობდა, სრულ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ პოზიციური შეტევებისთვის საჭირო სიმწვავე და მრავალფეროვნება გვაკლდა, რეალური საგოლე მომენტების შექმნა კი მაინც გვიჭირდა.

როცა ხვიჩას ვერ გააქვს...

განვლილ მატჩებში გატანილი 12 გოლი 7 ფეხბურთელის ანგარიშზეა (აზაროვის დარტყმა ავტოგოლად ჩაითვალა), თუმცა გარდამტეხი ყველგან ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი იყო. გავიხსენოთ - გიბრალტარს სწრაფი გოლი გაუტანა და შემდეგ კაშიას გაატანინა. ბულგარეთში, უკვე მე-4 წუთზე, დავითაშვილი მშვენიერი პასით მოამარაგა და მონაწილეობა მეორე გოლშიც მიიღო. ჩრდ. მაკედონიაში კი მე-2 და საბოლოო შედეგის მნიშვნელოვნად განმსაზღვრელი გოლი გაიტანა. ბულგარეთთან თბილისურ მატჩში პირველი (მით უმეტეს, სწრაფი)  გოლი ძალიან დიდი ფუნქციის მატარებელი იქნებოდა და თამაშს გაგვიმარტივებდა. კვარაცხელია ყოველთვის ვერ გაიტანს, არადა, გუშინაც მატჩის საუკეთესო იყო, მეტოქის ფეხბურთელებს თავბრუს ახვევდა, საგოლე შანსიც ჰქონდა და შეხვედრის სტარტზე აშკარად რომ დაეჯახნენ, ჩვენ სასარგებლოდ პენალტის დანიშვნა  შეიძლებოდა.

ხვიჩამ ვერ გაიტანა, მაგრამ ასეთ დროს შეხვედრის "გამხსნელი" სხვა უნდა ყოფილიყო, რაც ვერ მოხერხდა. ამაზეც გვისაუბრია - არ შეიძლება ნებისმიერ ლიდერს ყველა მატჩის ბედის გადაწყვეტა მოვთხოვოთ, თანაც ასეთ გრაფიკში. 

მთავარი პრობლემა

მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა მთავარ პრობლემაზე, ნაკლებ ენერგიაზე ისაუბრა. ბურთი აშკარად ნელა მოძრაობდა.

გასაგებია, ჩვენი ფეხბურთელები გადაღლილები იყვნენ და როცა მეტოქე მხოლოდ თავის დაცვითაა დაკავებული, ასეთ დროს მასირებული შეტევები იოლი არაა, მაგრამ საქართველოს ნაკრების შუა ხაზში პრესინგის დაძლევისა და სისწრაფის დეფიციტზე წინა მატჩებშიც აღგვინიშნავს. გასაგებია, რომ ოთარ კიტეიშვილი 90 წუთი სათამაშოდ მზად არ იყო, თუმცა მას სასტარტოში მაინც ველოდით. მით უმეტეს, როცა გიორგი აბურჯანიას დასვენების საშუალება მიეცა.

Sportall.Ge

კარგად გამოჩნდა, რომ ზურიკო დავითაშვილი ამ ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რომელმაც გასვლით მატჩებში ბევრი გაიღო და მთავარმა მწვრთნელმა ახლა მის როტაციას რომ მიმართა, არ გაგვკვირვებია. ბათუმის "დინამოელის" მოედანზე შემოსვლის შემდეგ კარგად დავინახეთ, ის რამდენ სამუშაოს ასრულებს - დავითაშვილი მეტოქეებს ავიწროებს, ბურთის მოსაპოვებლად მოედნის სიღრმეში ჩადის და ამავდროულად, თანაგუნდელებს სივრცეებს უთავისუფლებს.

ბულგარელები მთელ საფრთხეს ჩვენი ფლანგებიდან ელოდნენ და ყურადღება მაქსიმალურად გაძლიერებული ჰქონდათ, აზაროვმა და ლობჟანიძემ კი საუკეთესო შეხვედრები ვერ ჩაატარეს. თუკი გასვლით მატჩებში კვარაცხელიას ირგვლივ შექმნილ თავისუფალ სივრცეებს იდეალურად ვიყენებდით, ახლა ეს გაგვიჭირდა. გიორგი მიქაუტაძეს ორი კარგი საგოლე შანსი ჰქონდა, თუმცა ფლანგურ გადაცემებს ბუდუ ზივზივაძის შემოსვლის შემდეგ უკეთ ვეხმაურებოდით...

Sportall.Ge

რა იქნება სექტემბერში?

ჩრდ. მაკედონიის ნაკრები ჯერ ბრძოლაში რჩება და სექტემბერში საკუთარ მოედანზე მათთან სერიოზული დაპირისპირება გველის. ბულგარეთის მაგალითზე ისინიც ისწავლიდნენ, საქართველოს ნაკრებს სტუმრად როგორ შეიძლება ეთამაშო. თანაც, კონტრშეტევების გაკეთება, რაც ბულგარელებს საერთოდ არ გამოუვიდათ, მათ უკეთ შეუძლიათ; ამავდროულად კი, ბევრად მეტ სივრცეებს დატოვებენ, ვიდრე უკანასკნელმა მეტოქემ შეძლო. ვილი სანიოლიც მნიშვნელოვან დასკვნებს გამოიტანდა და შემოდგომაზე გეგმების ბოლომდე წარმატებით მიყვანას ველით. B დივიზიონთან ძალიან ახლოს ვართ - უკანასკნელ ტურში გიბრალტარში გავდივართ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ C ლიგაში სიძლიერით რომელი ნაკრები ვიქნებით და პლეი-ოფში ვის სად შევხვდებით, ევროპირველობისკენ მიმავალი გზა რომ გავიმარტივოთ. ახლა კი მართლაც მადლობა ამ მოულოდნელი 10 ქულის, ბევრი გოლისა და სიხარულისთვის, რაც გულშემატკივრებმა მთელი მატჩის განმავლობაში ღირსეულად დააფასეს და შეხვედრის დასრულების შემდეგაც გააგრძელეს.

altდიდი უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 33 /
გასულები ვართ მაკედონია სახლში 3 ით ნოლს ვერ მოგვიგებს
aleko
13 ივნისი 2022 15:28
0
მაგ არითმეტიკაში მართალი ხარ მაგრამ უნდა მოვიგოთ, თუ არადა ერთი და იგივე ადგილზე ტკეპნა გამოგვივა. მაშინ, ვაისის სანიოლზე შეცვლას რა აზრი ჰქონდა?
გიორგი
13 ივნისი 2022 17:15
3
ცოტა წინაც გავიხედოთ, ხალხო... აქ საქმე იმაშია არაა, რომ მაკედონია დიდი ანგარიშით დაგვამარცხებს თბილისში, არამედ იმაში, რომ ამ კოტრიალა ფრით საუკეთესო პირველი ადგილი თურქებს გადავულოცეთ, რომელიც არათუ დროშის გაშლის, უბრალოდ გულშემატკივრობის უფლებასაც არ მოგცემს საკუთარ ქვეყანაში და მათი პოლიცია პირდაპირ გეუბნება, თუ სტადიონზე არ გაისუსები, ჩემი იმედი ნუ გექნებაო...
ვოოტ
13 ივნისი 2022 17:01
12
ფორტუნამ, იმაში მაინც გაგვიღიმა რომ მაკედონიას სახლში ვხვდებით.
მე როგორც მახსოვს, წინა გათამაშებაზე, ჯგუფებიდან პირველ ადგილზე გასული გუნდები ასე ნაწილდებოდნენ, საუკეთესო ქულების მაჩვენებელი ხვდებოდა უარესის მაჩვენებელს. ამიტომაც გვერგო ბელორუსია სახლში, ხოლო მაკედონიასთან (სახლში!) თამაში წილისყრით გვერგო.
ალბათ ახლაც ასეა და რატომ "გვაშინებენ" ამ თურქეთით ვერ ვხვდები, შანსი არაა თურქეთმა"უარესი" შდეგი დადოს. უფრო ალბათ საბერძნეთს დავეტაკებით და ამის მერე გამარჯვებული შეხვდება თურქეთს. (ნუ, თუქრეთმა თუ გაიმარჯვა 1/2-ში :დდ)
თუ ვცდები, მითხარით
₾ადო
14 ივნისი 2022 09:54
0
დიდი მნიშვნელობა და პლუსი აქვს ამ ფრეს ჩვენი ნაკრების სამომავლოდ განვითარებისთვის, რასაკვირველია გვინდოდა მოგვეგო, მაგრამ რომ გაგვამრთლებოდა და შეგვეგდო 1 გოლი და მოგვეგო, ყველა კმაყოფილი დავრჩებოდით და იქნებოდა ეიფორიის საშიშროება, არც ჯანსაღი კრიტიკა გაისმებოდა, რადგან გამარჯვებულს არ ასამართლებენ. საქართველოს ნაკრებს ბევრი აქვს სასწავლი და გასაუმჯობესებელი. ასე რომ ფრე ახლა ზედგანოჭეილი იყო, ეს ის ფრეა, რომელიც აშკარად ჯობდა 1-0 ს, ნაკრების განვითარებისთვის.
სიმართლე
14 ივნისი 2022 08:50
0
ეს მატჩი იყო გათვლილი ტოტალიზატორზე,დაფიქრდით რა ზომის ქულა იქნებოდა ფრეზე,გაგახსენებთ "საბურთალომ"რომ მოიგო ერევანში 2:1 და თბილისში რომ წააგო 0:2.
დათიკო48
14 ივნისი 2022 09:44
5
გამოტოტალიზატორებულო სეხნიავ. ასე ჭკვიანი თუ ხარ დაგედო ფსონი ფრეზე. სანამ ბოლო კაპიკს არ წააგებთ, ვერ უნდა გაიგოთ, რომ არ უნდა ითამაშოთ. თუ ვინმე რამეს მამაძაღლობს, თქვენ მაინც არ გეტყვით ჩაწყობებს. მატჩი ბულგარეთთან გამორიცხულია რამე წინასწარი შედეგი ცნობილი ყოფილიყო.
დავით 67
14 ივნისი 2022 14:01
0
დაკარგულ ორ ქულას და წაგებულ 500 ლარს ვტირივარ.თუ ფრე იქნებოდა მეორე ტაიმში მაინც გაგეტანათ და მერე მორჩენილიყო ფრე 1:1.ძალიან ბევრმა იზარალა და გამდიდრდნენ ტოტალიზატორები.
დათო
13 ივნისი 2022 18:20
10
რატომ მეტი არ წააგე უფრო გამიხარდებოდა!!!
ახალი ამბავი ტოტალიზატორი გამდიდრებულა
14 ივნისი 2022 14:13
0
ვინმე კომპეტენტურმა მიპასუხეთ რა. ამ ჯგუფში მეორე ადგილზე რომ გავიდეთ მერე რახდება? გადის მეორე ადგილოსანი თუ ჯგუფში რჩება?
თეორიულად შესაძლებელია რომ გიბრალტართან ფრე ვითამაშოთ და მაკედონიამ მოგვიგოს. ამ დროს ჯგუფში ჩავრჩებით? ((
მადლობა!
!!
13 ივნისი 2022 14:07
27
მხოლოდ პირველ ადგილზე გასული აგრძელებს ბრძოლას ევროპის ჩემპიონატის ერთი საგზურისთვის.
გიორგიპირველი
13 ივნისი 2022 14:47
0
მადლობა პასუხისთვის. პესიმისტი არ ვარ, უბრალოდ ძალიან ვნერვიულობ და ყველაზე ცუდ ვარიანტზე ვფიქრობ ყოველთვის, მერე სულ კარგად მიხდება :)))
თან ერთი მაკედონელი ნაცნობი ძალიან მიშლის ნერვებს და ჰგონია რომ მოგვიგებენ და შანსი აქვთ.
:(
!!
13 ივნისი 2022 14:42
0
ყველა გამოხმაურება
მეხუთე წუთზე საჯარიმოში პენალტი იყო, ვიდეოში კარფად ჩანს , ხელით მოცელა წაცწულმა მცველმა კვარაცხელია , მსაააააჯი იქვე იყო, მაგრამ ჩანს რომ ამას ვერ დაინახავდა ისე ოსტატურად ქნა მცველმა ეს , მაგრამ ვიდეოს ნახვით ეს აშკარად ჩანს , ხელის გამოკვრის მოძრაობა, არა ხელის პარტონის წაქცევის ინერციით , არამნედ გააზრებული ჰუიჯიცსუს ილეთის ჩატარებაა , აი სტივენ სიგალი ასეთ რამეებს იყენებს ! მეორე ტაიმის ბოლოს კონსტანდინოვმა მაისურით უხეშად დაიჭირა და წააქცია ხვიოჩა , მსაჯაი აქაც მის ზურგსუკან ამ ილეთს ვერ ხედავდადა პირიქით კვატაცხელია დააჯარიმა, ამ დროს წამქცევი გასაგდები იყო , ყვითელ ბარათზე ხომ ზედმეტია პროტესტი ! ისე რომ კაცმა რომ თქვას , ჩვენებმა მოიგეს, ოღონდ ანგარიშით ნულით ნული ! ისე უნდა ყოფიილიყო სამით ნული , მაგრამ ეს ბულაგარელები კი არიან ველუღთა შთამომავლები , მაგრამ ახლა მართლმადიდებლებია და უფალმა თავსლაფისდასხმისგან დიფარა, ავარიით კი გააფრთხილა, რაღაცა აქვთ მიქარული, როგორც ჩანს !
ალექს
14 ივნისი 2022 09:20
4
რა გინდა თქვა, მსოფლიოს ყველაზე მაღალი დონის( ცხოვრების დონეს ვგულისხმობ)წარმომადგენელმა მსაჯმა შეგნებულად დაგვჩაგვრა? საიდან ასეთი ფანტაზიები, რომ ვითომ ავარიით აფრთხილებს ვინმეს? კაიფობ თუ სერიოზულად წერ?
დავით 67
14 ივნისი 2022 14:10
0
გადახედეთ მაგ ორ ეპიზოდს თავიდან, ორივე შემთხვევაში რაც ობიექტივმა "დაინახა", მსაჯს მისი დანახვა არ შეეძლო, ფარავადა მას მოთამაშეთა სხეულები , მაგრამ ორივე შემთხვევაში ბულგარელი მოთამაშე ამას ხედავდა , რომ მსაჯი ვერ ხედავდა , არ შეეძლო დანახვა და ის ქნეს რაც ვთქვი, და რაც ქნეს , აქვე სხვა კომენტრებშიცაა ამაზე საუბარი, შეამჩნიეს სხვებმაც, მე მსაჯი არ დამიდანაშაულებია , ვინც ვერ დაინახა იმათ ვახსენებ , ნახეთ თავიდან !
ალექს
14 ივნისი 2022 16:42
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული