"მალე ბარსას რადარზე აღმოჩნდება" - ჩაკვემ სლოვანის ფანები აღაფრთოვანა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ბრატისლავის "სლოვანი" ევროპა ლიგაზე ასპარეზობას განაგრძობს. "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:1) გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანზე 92 წუთი გაატარა და რამდენიმე ეფექტური მომენტიც შემოგვთავაზა.

ბრატისლავურმა გუნდმა "ჩაკვეს" მომენტები სოციალურ ქსელში განათავსა, გულშემატკივრებმა კი ქართველის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალეს. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს.

"რასაც ჩაკვეტაძე "ოლიმპიაკოსთან" მატჩში ბურთით აკეთებდა, ფეხბურთი ეს არის!"

"ჩაკვეტაძე ექსტრა კლასის ფეხბურთელია. ყოჩაღ ვლადკო (ვაისი), ასეთი მოთამაშის "სლოვანში" ნახვა არ წარმომედგინა!"

"ჩაკვეტაძე სხვა სამყაროდანაა. დაუჯერებელია, რასაც ეს ბიჭი აკეთებს."

"
ჩაკვეტაძე გუნდის ყველა ფეხბურთელზე 1 თავით მაღლა დგას!"

"ყველა ვხედავთ, ჩაკვე სხვა საფეხბურთო ლიგიდანაა. მიხარია, რომ ცოტა ხნით მაინც ითამაშებს ჩვენთან!"

"ჩაკვეტაძის დონის ფეხბურთელის "სლოვანის" მაისურით ყურება, რაღაც წარმოუდგენელი ჩანს. არ გამიკვირდება, მალე "ბარსას" რადარზე თუ აღმოჩნდა"

"მოუთმენლად ველოდები მის შემდეგ მატჩებს, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, ქართველო ბიჭებო დიდი მადლობა ასეთი თამაშისთვის!"

"საბოლოოდ გვყავს ფეხბურთელი, რომელსაც ერთი ერთზე მეტოქის მოტყუების არ ეშინია. ვაისიც დიდ ტექნიკას ფლობს, თუმცა "ჩაკვე" განსხვავებულია".

"გიორგი, ჯაბა და გურამი არამხოლოდ გამორჩეული ფეხბურთელები, არამედ ადამიანური კუთხითაც დიდი პიროვნებები არიან, გმადლობთ ბრწყინვალე თამაშისთვის".

"ჩაკვე" მომენტებში წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს."

შეგახსენებთ, "ოლიმპიაკოსსა" და "სლოვანს" შორის განმეორებითი შეხვედრა 11 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

altვაისმა ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა - კანკავამ საგოლე პასი გააკეთა

altკაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 30 /
დრო სჭირდება და აუცილებლად დაბრუნდება იმაზე კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე მანამდე იყო. სამწუხაროდ, ვიღაც ვიღაც უმაქნისებმა ნაადრევად ჩამოწერეს გიო
შაკო
15:12 06-08-2022
2
ვაისი ძალიან კარგია ადამიანი და კარგი მწვრთნელია. წარმატებები. ვაისი ივო შუშაკს მაგონებს
გიო
15:04 06-08-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული