"პროვოკაცია, ორგანიზაციული კოლაფსი თუ სოფლის კოოპერატივი თბილისში" - მაკედონიელები სტადიონზე დაგვიანებით მიყვანის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ

AutoSharing Option
23 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, მეტოქე გუნდი კი თბილისში საცობების გამო "დინამო არენაზე" სავარჯიშოდ 45 წუთის დაგვიანებით მივიდა. ეს უკვე პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სტუმართა ნაკრების დანიშნულების ადგილზე დროულად და უხიფათოდ მიყვანა ვერ ხერხდება. 11 ივნისს ჩამოსული ბულგარეთის ეროვნული გუნდი ავტოავარიაში მოყვა, მათი ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი სერიოზულად დაშავდა და ოპერაცია გაუკეთეს. შეგახსენებთ, საცობების გამო ევრობასკეტისას "თბილისი არენაზე" დაგვიანებით მისვლაზე ჩიოდა თურქეთის კალათბურთელთა ნაკრებიც.

ამასთან დაკავშირებით ჩრდილომაკედონიურმა sportmedia.mk-მ წერილი გამოაქვეყნა სათაურით - "პროვოკაცია თუ ორგანიზაციული კოლაფსი"

"ეს
მასპინძელთა მხრიდან პროვოკაციაა თუ უბრალოდ ორგანიზაციული მხარე არ უვარგათ - ეს იმის გათვალისწინებით, რომ მილიონიან ქალაქში გზებზე უზარმაზარი საცობებია და გუნდის სტადიონზე მისვლა პრობლემა გახდა. ეს ჩვენთვის გამოცანაა.

ჩვენს ავტობუსს თან არ ახლდა პოლიციის კორტეჟი, რომელიც გზას გაუთავისუფლებდა, რაც სოფლის კოოპერატივს მოგვაგონებს", - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 54 /
ამათმა არ იციან რომ მთელი ქალაქი საცობადაა გადაქცეული? იცხოვრეთ ბიძია თბილისში და ცოტა ხანში კი იმხვდებით რატომაც მიხვედით ასე დაგვიანებით :DDD
გეგი
23 სექტემბერი 2022 16:37
2
დიდი ხანიაა? მაკედონელები, მაკდონალდები გახდიტტ?
dddd...
23 სექტემბერი 2022 14:37
7
არავითარი მაკედონიელები ეგენი არ არიან. ბერძნებს მოპარეს ქვეყნის სახელი. სასაცილოა გულშემატკივრები ალექსანდრეს მეომრებივით, რომ იცვამენ.
mvx
23 სექტემბერი 2022 16:19
2
სულ რამდენიმე წელია დაირქვეს ეს სახელი. ნამდვილი მაკედონია საბერძნეთისაა, რომლის ნაწილია სალონიკი!
ლაშა
23 სექტემბერი 2022 15:37
1
რით ვერ მოაგვარეს ეგ პტობლემა? გადაკეტონ გზები ბოლო ბოლო
ზურა
23 სექტემბერი 2022 13:02
6
სირცხვილია ორგანიზების ესეთი დაბალი დონე!ვისაც ეგ ეხება უნდა გააპანღურონ სამსახურიდან!
BOSS
23 სექტემბერი 2022 16:33
3
არველაძემ ზუსტად მანდ წასვლის წინ უთხრა რუსეთზე შეყვარებული როა ჯანაშია,რომ ნიგერიაში ძალიან ცივა,ციმბირივითააო და შუბით გამოვიდა თვითმფრინავიდან ჯანაშია ))))))))
ზურა
23 სექტემბერი 2022 13:01
3
ბანკოკი არა კორივაბადი კიდე.. ჩვენ დაძმობილებასთან დაკავშირებით; ჯაკარტაში, ეს მოთხრობა სკოლის პროგრამაშია შეტანილი; თბილისი და ჯაკარტა დაძმობილდნენ და გაუდგნენ კუდიგორის გზას, გაუდგნენ და ეგრევე დაერხათ.. იმათ კუდიგორის გზა ბრაზილიაში გონიათ.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
23 სექტემბერი 2022 12:51
8
ადრე არველაძე ყვებოდა ნიგერიაში ჩასულ საქართველოს ნაკრების ავტობუსს თუ როგორ მიუყვებოდა წინ პოლიციელთა ესკორტი, რომელიც ავტობუსისათვის გზის განთავისუფლებია მიზნით როგორ ურტუავდა შოლტს ხალხს. მალე აქაც ასე იქნება. ჩველებრივ ბანკოკად იქცა ქალაქი.
იბერია
23 სექტემბერი 2022 11:41
5
აი ეხლა ამათი მე !!!! მოუგეთ ბიჭებო ისე რომ მათ საყვარელ მაკედონიაში რომ ჩავლენ თავისიანებმა აგინონ
თაზო
23 სექტემბერი 2022 11:31
6
სოფლის კოოპერატივი
პასუხი
23 სექტემბერი 2022 11:27
6
ეგენი ისეთი პროვოკატორები არიან მინდორზეც დაიწქყებენ ათასნაირ მაიმუნობას
მიხო
23 სექტემბერი 2022 11:10
5
სოფლის კოოპერატივის დონის ორგანიზება
დავითი
23 სექტემბერი 2022 11:06
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული