0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ
გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ მაროკოელთა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელები ჰაკიმი და ენ-ნესირი შეცვალა. თამაში გათანაბრდა, მაგრამ სანიოლის შეგირდები სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 72-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში დარტყმული ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა და ბუფალმა პენალტით ანგარიში გაზარდა. ცხადი შეიქნა, რომ მოედანზე არ გვყავდა ლიდერი, რომელიც თამაშს დაალაგებდა და გაამწვავებდა, ჩვენი შეტევები ერთფეროვანი და უხიფათო იყო. მხოლოდ ერთხელ მიეცათ გატანის შესაძლებლობა და ბერიძის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ბუნუ ადვილად დაეუფლა.

მოკლედ, ვაღიაროთ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა, თან ძალებიც დაზოგა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა.

ამით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია და სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ კვარაცხელიასთან ერთად სხვა გუნდია და მის გარეშე - სულ სხვა.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30), 3:0 ბუფალი (72, პენ)

მაროკო: ბუნუ, საისი (ელ იამიგი 63), აგერდი, ჰაკიმი (მაზრაუი 46), ატიატ-ალა, ზიეში (ზაროური 69), ამალა (ჩაირი 63), ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი (ჰამდალა 46)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (ბერიძე 78), აბურჯანია (მექვაბიშვილი 78), წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62), კიტეიშვილი, ვოლკოვი (ქვილითაია 62)

მკითხველის კომენტარები / 164 /
არაფერი ტრაგიკული მშვენივრად დაინახა სანიოლმა ვის უნდა ენდოს ამ გუნდიდან თუ გახსოვთ წინა წაგებიდან დასკვნები იქნა გამოტანილი იქაც ლიდერები არ გვყავდა
ანტა
17 ნოემბერი 2022 22:11
3
ცოტაოდენ შორიდან ხომ არ მოვუაროთ საკითხს?
ეგრეთწოდებულ ეროვნულ ჩემპიონატს რომ გადავავლოთ თვალი და "დილა"-"დინამო" 2:3 მაიმუნობა, ან "საბურთალო 2"-ის ფინალისტობა, ან ქუთაისი "ტორპედოს"-თვის უკვე ფაქტიურად მიცემული თასი და ამით ევროტურნირზე მონაწილეობა (ისიც მხოლოდ იმისთვის რომ უეფასგან პრემიალური მიიღონ გარანტირებულად და მეორე წრეს ვერც უწიონ), ჩემპიონატის ბოლო ტურებში ლიდერების მიერ სინქრონში ქულების დაკარგვა, დაბალ ლიგებში მსაჯების სრული განუკითხაობა, ასაკობრივ ნაკრებებში გამეფებული ნეპოტიზმი და არაპროფესიონალიზმი, ფეხბურთის ფედერაციაში კობიაშვილი, მუჯირი, იაშვილი (არ გაიშვა მაგათი მენეჯერობა), ეროვნულში მთავარი მწვრთნელის თანაშემწეები ხიზანშვილი და დვალიშვილი (არ გაიშვა მაგათი მწვრთნელობა).
ეხლა ამიხსენით, რა ჯადოსნობის (კვარა, ჩაკვე) ხარჯზე უნდა მიაღწიოს ქართულმა ფეხბურთმა წარმატებას? სისტემურად რამეს ვაკეთებთ სწორად, ან ვინმეს თუ აინტერესებს საქმის სწორად კეთება? არა, აქ მხოლოდ ფულის კეთება და თანამდებობაზე ყოფნაა მიზანი. ქართული საფეხბურთო სამყარო მექსიკურ/კოლუმბიური ნარკოკარტელივით ჩაკეტილი მოჯადოებული წრეა და ამ წრის გარღვევა უახლოეს მომავალში შეუძლებელი ჩანს სამწუხაროდ.
ირაკლი
18 ნოემბერი 2022 18:06
1
ისე ჩანდა,რომ დინოზავრები ცდილობდნენ,ღობემძვრალების დაჭერას.ასეთ გუნდებთან,ერთი ცენტრალური მცველი მაინც აუცილებლად ძალიან მოქნილი და სწრაფი უნდა იყოს.კაკაბაძე რომ გვყოლოდა,მესამე ცენტრად,შესაძლოა ცოტა ის დაგვხმარებოდა,მაგრამ ასეთი პრობლემა მუდამ გვაქვს ხოლმე.მაროკო თითქმის საუკეთესო ფორმაშია,მსოფლიოს რეიტინგში 22 ნომერი და ცხადი იყო,რომ შემქმნელების არ ყოფნაში,ისედაც ამ მატჩის აუტსაიდერი ჩვენი ნაკრები,მათთან სათამაშო უპირატესობას ვერ მოიპოვებდა,მათი სწრაფი და ძალიან ტექნიკური შემტევების შეჩერებაც რომ ჩვენს ნელ დაცვას ძალიან გაუჭირდებოდა,ესეც ცხადზე უცხადესი იყო,მაგრამ მაინც არ მესმის,ზოგიერთი გულშემატკივრის,წინასწარ რომ აუგეს წესი და დამარხეს ჩვენი ნაკრები.მატჩის რეპორტაჟისას,მთელი თამაში,კომენტატორებმა,მამარდაშვილისათვის მეორე გოლის გაარაფრებას შეალიეს,რომ ასეთი შეცდომა უნდა სწრაფად დაივიწყოს,მაგრამ რა შუაში იყო მამარდაშვილი,როცა შეცდომა გურამ კაშიამ დაუშვა,ვერ გავიგე.თავის გუნდშიც და ნაკრებშიც,გიორგი,უკანა,თავისუფალი მცველის ფუნქციასაც ასრულებს(ამაზე გაძლიერებით ავარჯიშებდა,ბორდალასი) და როცა ნაკრები მაღლა ადის,ისიც წინ გამოდის,რომ ბურთის გათამაშებაში დაეხმაროს,მცველებს.გურამსაც რა სურდა იმ პასით,ვერ გავიგე.უბრალოდ დასაკარგად განწირული პასი იყო,თუმცა ეს ამხანაგური მატჩი იყო და ასეთ დროს,შესაძლოა გარისკო კიდეც.მან მართლაც უნდა დაივიწყოს ეს შეცდომა და აღარც სხვა დროს გაიმეოროს,სადმე.ამ მატჩმა ჩვენი სისუსტეები კარგად გამოაჩინა და თუ წაგებაა,ისევ ამხანაგურ მატჩში სჯობია წააგო.ეს წაუგებელი სერია,ცოტათი ფსიქოლოგიურ წნეხადაც შეიძლებოდა გვქცეოდა.ასეთი მაგალითებიც გვახსოვს.
სოსო
18 ნოემბერი 2022 12:42
0
ძალიან სუსტების ჩემპიონატში რო იგებდენ ზოგს მაგარი ნაკრები ეგონა და კვარა რიცხობრივ უპირატესობას რო შექმნის ძალიან სუსტებს ისევ მოუგებენ
1.2.3.4.5.6.
18 ნოემბერი 2022 08:42
1
მადლობა კაშიას მამარდა აწი სულ დაძაბული იქნება როცა კაშოს ექნება ბურთი და ასეთ გოლა აღარასდროს გაუშვებს
1.2.3.4.5.6.
18 ნოემბერი 2022 08:22
3
მარტის ოფიციალურ თამაშებში საქართველო საქართველოს ნაცვლად კვარაცხელია კვარაცხელია ვიძახოთ
King
18 ნოემბერი 2022 01:25
4
სანიოლს გაუმართლა კვარა რომ არ იყო!
ამ თამაშის მერე გამოჩნდება რა შეუძლია მას როგორც მწვრთნელს!
არაუშავდა შენგელიას, თუმცა...
წიტაიშვილი ყოველთვის თამაშობს ისე რისი იმედიც მისგან უნდა გქონდეს!
საზონოვი მე მგონი გაამართლებს.
არავინ ელოდა მაროკოს ასეთ თამაშს.
ისე ვოლკოვს ის ბურთი რომ გაეტანა კაცმა არ იცის როგორ დამთავრდებოდა თამაში.
თემური
17 ნოემბერი 2022 22:43
1
მართალია მაგრამ კვეკვესკირს მაგ გოლი შეცვლიდა? მეეჭვება
გია
17 ნოემბერი 2022 22:53
0
გასაკვირი არაფერი იყო
ACHI
17 ნოემბერი 2022 22:12
0
მეორე გოლი თამაშგარე იყო. თუ ქვეყანაში ეკონომიკა დუღს და ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ესეც დავიჯეროთ, ხომ შეიძლება.
დიმა
18 ნოემბერი 2022 09:03
24
დღეს ნაღდად მომეწონა ჩვენი ნაკრები. მაგარი კრეატიული გუნდია კვარას გარეშე.
მეგრელი
17 ნოემბერი 2022 22:57
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული