ჩაკვეტაძე: ნავსი გატყდა და გავიტანე - იმედია, ნორვეგიასთან გავიმარჯვებთ

AutoSharing Option
მონღოლეთთან ბათუმში მოგებულ ამხანაგურ მატჩში (6:1) საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა დუბლი შეასრულა და შეხვედრის დასრულების შემდეგ სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა:

"პირველ რიგში ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ. კარგად ვითამაშეთ. რაც შეეხება ჩემს გოლებს, დიდი ხანი არ მქონდა გატანილი და კარგია, რომ ეს მოვახერხე. ნავსი გატყდა და იმედია, მომავალში უფრო მეტს და მეტს გავიტან.

წინ ნორვეგიასთან უფრო მნიშვნელოვანი თამაში გველის და იმედი მაქვს, რომ გამარჯვების მოპოვებას გულშემატკივრებთან ერთად შევძლებთ, რომლებიც მუდამ გვერდში გვიდგანან და გვეხმარებიან".

მკითხველის კომენტარები / 14 /
წარმატებები გიორგის!!!! კარგია რომ ნავსი გატყდა, მაგრად ვგულშემატკივრობდი განსაკუთრებით პენალტის შემდეგ
Gogi
25 მარტი 2023 23:15
1
ჩაკვე დიდი ტალანტი ხარ , დიდი ფეხბურთის თამაში შეგიძლია და დარწმუნებული ვარ ითამაშებ კიდევაც. შენს ადგილზე ფიზმომზადების პერსონალურ მწვრთნელს ავიყვანდი - გამძლეობის გარდა, ფიზიკურ ბრძოლაშიც მომატება შეგიძლია, კორპუსით მუშაიბას ვგულისხმობ. და ფსიქოლოგიც აუცილებლად -თავდაჯერება გინდა და ჟილკა. წარმატებები!
არტ
26 მარტი 2023 10:33
0
ჩაკვეს თამაში რაც მინახავს ყველაზე ეფექტური არის მაშინ როდესაც გუნდი კოტრშეტევაში გარბის მაგ დროს კარგად შეუძლია გაქცევა კაცის მოტყუება კარგი პასის გაკეთებაა მაგრამ როდესაც მოწინაღმდეგე დაცვაში დგას მაგ დროს ჩაკვე ნამდვილად ვერ არის პოზიციური შეტევების დროს ისეთი ეფექტური როგორც კონტრშეტევაში გაქცევის დროს ჩემი აზრით ნორვეგიასთან რომელიც რათქმაუნდა პირველ ნომრად ითამაშებს ჩვენთან და მოსაგებად ჩამოვა ამ წაგების მერე ჩაკვე ძალიან ეფექტური იქნება კონტრშეტევაში გაქცევის დროს მას ნამდვილად შეუძლია სწრაფად ბურთის მიღება გაქცევა კაცის მოტყუება და კარგი პასის გაკეთება და ვფიქრობ სანიოლი იფქრებს მის ძირითადში დაყენებაზე.
zaza
26 მარტი 2023 02:25
1
სისხლი დეინახა? აბა შეჭამს :))
grisha
25 მარტი 2023 23:21
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული