პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ნორვეგიასთან 0:1 მარცხდება.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ
უწია მიზანს, შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - ნორვეგია
გოლი: 0:1 სიორლოტი (15)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე, კაკაბაძე, დავითაშვილი, კვეკვესკირი, აბურჯანია, აზაროვი, კვარაცხელია, მიქაუტაძე

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი, ეურსენსი, ბერგი, ედეგორი, სოლბაკენი, ელიუნუსი, სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 43 /
ელემენტარული პასის კულტურა არ ააქვთ.პრესინგს ვერ თამაშობენ, მეტოქეს რიტმში ვერ ყვებიან.ბურთის გარეშე მოძრაობები ნულია.მარტო კვარა ომს ვერ მოიგებს.
KOSTAKURTA
28 მარტი 2023 21:00
1
კიდე კაი ჰალანდი არ ყავთ..დაცვას ძაან უჭირს
კაკა
28 მარტი 2023 21:00
0
ჩვენები დადიან, ისინი დარბიან, შედეგიც სახეზეა!
vaaaah
28 მარტი 2023 20:58
0
აბურჯანია კვეკვესკირი კვირკველია ნაკრების სირცხვილია!!!!!!
ალექსი
28 მარტი 2023 21:39
6
კვეკვესკირი და აბურჯანია ვერ ანაწილებენ და ვერ ბლოკავენ ბურთებს, ძალიან უსუსურად გამოიყურენა ეს ორი კაცი მაინც.
Რერო
28 მარტი 2023 21:05
1
მოაშორეთ აბურჯანია ,კვეკვესკირი ,კაკაბადზე, კვირკველია ნაკრებს, ნახეთ როგორ შემოვიდა გოჩოლეიშვილი,ათამაშეთ გაგნიდზე,დალაგდეგა გუნდი
alexsis
28 მარტი 2023 21:37
3
მე ასე ვიტყოდი, მაგრად გაუმართლათ ჩვენს ნაკრებს, რომ ჰალანდი არ არის.
დავით 67
28 მარტი 2023 20:59
0
ზედმეტ მოლოდინებს ნუ შევიქმნით, ბულგარეტს ყველამ მოუგო ვისაც არ დაეზარა, აბურჯანია და ა.შ.რომ გეყოლება ნაკრებში რაზე უნდა იოცნებო?
გუსანი
28 მარტი 2023 21:08
2
სანამ ნაკრები გასაყიდი ფეხბურთელების დახლია, შედეგი არ გვექნება. 30 წელია ამ წრეზე ვტრიალებთ.
ქომაგი
28 მარტი 2023 20:57
1
ნახევარდაცვა ნოლია. არა პასის კულტურა, არა საფეხბურთო აზროვნება, არა თამაშის კითხვა. სეირნობა მოედანზე
Stranger
28 მარტი 2023 21:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული