იქნებ ზოგჯერ თავს ვიტყუებთ?! - საქართველოს ნაკრები არ გატყდა, ზოგიერთი პრობლემა კი თავს არ გვანებებს...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ნორვეგიასთან ფრით (1:1) დაიწყო. თამაშიდან გამომდინარე, ეს მაინც ლოგიკური შედეგია, მაგრამ ბოლო წუთებზე მარცხს გადავურჩით, საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე კი - Var-ის მეშვეობით დანიშნულ პენალტს.

გამოცხადებული შემადგენლობა

ვილი სანიოლის ბოლო მატჩებისწინა კომენტარებითა და მონღოლეთის ნაკრებთან დასახელებული თერთმეტეულის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ამხანაგურ მატჩში მთავარმა მწვრთნელმა ის შემადგენლობა გამოიყვანა, რომელსაც ნორვეგიასთან დაპირისპირებაში პირველივე წუთებიდან არ განიხილავდა. ისიც ჩანდა, რომ გამონაკლისი მხოლოდ გიორგი აბურჯანია შეიძლებოდა ყოფილიყო. ყველაფერი ასეც მოხდა.

Sportall.Ge

როცა პირველი ტაიმი კატასტროფულად ცუდად ჩავატარეთ, ასეთ
დროს შემადგენლობაზე შეკითხვები ყოველთვის იარსებებს. გამოიკვეთა, რომ ნორვეგიასთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე, მინიმუმ, 4 დღით ადრე ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ ირაკლი აზაროვს, რომელიც რეალურად, ამპლუით ერთადერთი მარცხენა მცველი იყო, შესარჩევის პირველ ტურში ათამაშებდა. მანამდე სანიოლმა თქვა და ჩვენც ვიცით, რომ მას "ცრვენა ზვეზდაში" იდეალური სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. შესაბამისად, მის ფორმაში შესასვლელად დამატებითი შეხვედრა ცუდი არ უნდა ყოფილიყო, უფრო პირიქით.

ამასობაში, გიორგი გოჩოლეიშვილმა მონღოლთა წინააღმდეგ თავი შესანიშნავრად წარმოაჩინა. ამის მიუხედავად, ვილი "პირველ ჩვენებაზე" დარჩა და მარცხენა ფლანგი აზაროვს ჩააბარა. მხოლოდ ერთს ვიტყვით, გოჩოლეიშვილის შემოსვლა ნაკრების თამაშს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ძალიან დაეტყო. დროულ და ზუსტად გამოცნობილ ცვლილებასთან ერთად, არასწორად შერჩეულ სასტარტო შემადგენლობაზეც უნდა ვისაუბროთ.

Sportall.Ge

სანიოლი საკუთარი თავის წინააღმდეგ?

"ჯვაროსნების" დამრიგებელმა ერთ-ერთ მთავარ მიზნად ის გამოაცხადა, გიორგი მიქაუტაძეს თავისი შედეგიანი სერია ეროვნულ ნაკრებშიც გაეგრძელებინა. სანიოლმა ალბათობის დონეზე დაუშვა, რომ "მეცის" შემტევი ორფორვარდიან ტაქტიკაში უფრო სასარგებლო იქნებოდა. მეორე 45 წუთში, როცა შეხვედრა გადასარჩენი იყო, ვილი ამ ნაბიჯზე წავიდა, ბუდუ ზივზივაძე შემოიყვანა, რამაც შედეგი ძალიან მალე მოიტანა. არსებული რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. შეკრების დასაწყისში მივუთითებდით, რომ ჩვენი ამჟამინდელი შემადგენლობიდან, მოთამაშეების ფორმიდან თუ მეტოქიდან გამომდინარე, 3-მცველიან ტაქტიკაზე უარის თქმა იქნებ გამართლებული ყოფილიყო. ფაქტია, ასეც მოხდა, თამაშის გარდატეხა 4 უკანახაზელის პირობებში შევძლით. მენტალურად მზად აღმოვჩნდით, საწყის ტაიმში ასეთი კრახის შემდეგ მობილიზება მოვახერხეთ და ეს იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანია...

Sportall.Ge

რა ვუყოთ ნახევარდაცვას?

მატჩამდე ვიცოდით, რომ ბურთის ფლობა ჩვენი ძლიერი მხარე არაა და შანსები უფრო კონტრშეტევაზე უნდა გვეცადა. ასეთ თამაშს ბურთის ჩაჭრა, მოპოვება და სწრაფი ფეხბურთელის, პირველ რიგში, ხვიჩა კვარაცხელიას, დროული "შემჩნევა" სჭირდება. ამის გარდა, როცა შენი მეტოქე მარტინ ოდეგორია, იქ ბევრი მოძრაობაა საჭირო. წინა დღეებში დავწერეთ, რომ ნიკა კვეკვესკირი მონღოლეთთან მატჩში ძალიან კარგად ჩაერთო და მაშინვე მივუთითეთ, რომ ჩვენი ნახევარმცველის ასეთივე თამაში ნორვეგიის დონის გუნდთან გვჭირდება, სადაც გადაწყვეტილების მიღება და მისი შესრულება უფრო მეტ სისწრაფესთან და სირთულესთანაა დაკავშირებული. ზოგჯერ იქნებ თავს ვიტყუებთ, როცა "ერთა ლიგაზე" მეტოქეების ჯობნით უფრო დიდ მიზნებს იოლად ვსახავთ, თუმცა ამბიცია აუცილებელია, ნორვეგიასთან ფრით ხომ აღფრთოვანება არ შეინიშნება.

ნეიტრალური გულშემატკივარი რომ იყო, ნორვეგიელთა და ლონდონის "არსენალის" კაპიტნის, მარტინ ოდეგორის თამაშით, მისი ორივე ფეხის აქტიურად გამოყენებით, ტანის მოძრაობით, მთელი მოედნის ხედვით თუ სიტუაციის კონტროლით ისიამოვნებდი, მაგრამ ახლა ის ჩვენი მეტოქე იყო, საქართველოს ნაკრების შუა ხაზი კი ძალიან იჩაგრებოდა. მათ მცდელობა არ დაუკლიათ, თუნდაც გიორგი აბურჯანიას - ბურთი რამდენჯერმე ჩაჭრა, თუმცა სათანადო მოძრაობის, შემოქმედებისა და ტემპის გარეშე თამაშს ვერ გაამწვავებ და შეტევაში სივრცეებს ვერ იპოვი. ყველაფერს ისიც დაერთო, რომ ზურიკო დავითაშვილი შუა ხაზში ძჳელებურად პროდუქტიული არ ყოფილა.

როცა ნახევარდაცვაში ნაპრალებია, დაცვის ცენტრზე დატვირთვა იზრდება და ისინი შეცდომებს უმატებენ. თანაც, ჩვენს უკანახაზელებს მუდმივად უჭირთ, პასებით საკუთარი გუნდი შეტევაში ამოიყვანონ. წინა შეხვედრის შემდეგ აღვიშნეთ, რომ ამ კომპონენტში საბა საზონოვი მოგვეწონა. გიორგი მამარდაშვილმა ორჯერ აშკარა გოლს გადაგვარჩინა, ფეხით თამაშისას კი შეცდომები აქვს, რაც გაშვებული გოლის საწყის ეპიზოდში კარგად ჩანდა.

Sportall.Ge

ლუკა გაგნიძისთვის შანსის მიცემა კარგი სიგნალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მან ამ მატჩში საკმაოდ მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, თუმცა ალტერნატივების მეტი მუშაობაა საჭირო. სანიოლი მარცხენა ფრთაზე რამდენიმე მოთამაშის მოსინჯვის გამო თუ შევაქეთ, საყრდენ ზონაში ასე არ თუ ვერ მოხდა. გიორგი ჩაკვეტაძისთვის რამდენიმე წუთით დროის გამოყოფა რამენაირად შესალებელი უნდა იყოს. სანიოლს იმაში ვეთანხმებით, რომ ის დაცვასა და შეტევაში თანაბარი თამაშისთვის ამ ეტაპზე მზად არაა, თუმცა მისი უნარების ფეხბურთელი ბევრი არ გვყავს, ესეც ვიცით.

კვარაცხელიას ფაქტორი

"ნაპოლის" თამაშებით ამხელა სიამოვნების მიღების ფონზე იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას იდეალური შეხვედრა არ ჰქონია, თუმცა ეს აბსოლუტურად სხვაგვარადაა. "კვარა" რამდენიმე მეთვალყურის მიუხედავად ახერხებდა, თანაგუნდელები კარგი პასებით მოემარაგებინა. ნეაპოლურ კლუბში ყველაფერი ეს სხვაგვარად "ხურდავდება", ნაკრებში კი მათი გოლად ქცევა გაჭირდა. კვარაცხელიას გატანა თავადაც შეეძლო. გარდა ამისა, ის დაცვით ფაზაში ძალიან ბევრს მუშაობდა და რამდენიმე ნორვეგიელის მუდმივად საკუთარ ნახევარზე "მიჯაჭვით" საქართველოს ნაკრებს მასიურ იერიშებს არიდებდა.

წინ ივნისის გასვლითი მატჩებია, სადაც დღეს არსებული პრობლემები მაქსიმალურად უნდა აღმოვფხვრათ!..

P.S. Sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას, რომელთა ხელშეწყობით ჟურნალისტებმა ბათუმში შეხვედრაზე დასწრება შევძელით.

altსაქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

alt"გაგვიჭირდა - შედეგი ნორმალურია" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თამაში შეაფასეს

altსანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ

მკითხველის კომენტარები / 45 /
არანაირი 3-5-2 სქემიტ არ გვითამაშია თავიდან !! რეალურად იყო 5-3-2 ხაზე თამაშობდა 5 მცველი მშვენეივრად ჩანდა ტელევიზორში, 3 ჩვენი ნახევარმცველი ცენტრში იყო შემჭიდროვებული და ფლანგები გაიხა, იმიტომ დაგვახიეს თავზე ბურთი პირველ ტაიმში. ნახევარდაცვაში გვაკლდა ხალხი. მერე მიხვდა სანიოლი და მოხსნატაბიძე, ხვიჩამ მარცხენა მხარე დაიკავა ნახევარდაცვის და არაფრის გამკეთებელი დავითაშვილის ნაცვლად ლობჯანიძე დადგა მარჯვენა ფლანგზე. რამაც ნახევარდაცვაში ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა. ბუდუს მაგივრად მე თუ მკითხავ ჩაკვეტაძის შემოყვანა აჯობებდა უფრო დაალაგებდა თამაშს და პასებს დაარიგებდა. მეორე ტაიმში 4-4-2 ის მაგივრად 4-5-1 სქემით უნდა გვეთამაშა ...
დათო
29 მარტი 2023 14:49
2
ეგ ტელევიზორში რაც შეამჩნიე და ტრიბუნიდან გაჩერებულ ცხვრებს გავდნენ ჩვენები .კვარამ ლიდერის ფუნქციები თუ არ აიღო და გაექცა მეურვეებს ყაზახეთიც დაგვამხობს .
zurabi
29 მარტი 2023 18:34
1
ჩემი აზრით, გუნდში არის 2-3 ხანდაზმული(მაგრამ პატივსაცემი) ფეხბურთელი.... მათ მეტსახელად ჰქვიათ: კუ. თუ ისევ დარჩებიან გუნდში, ჩვენ თანამედროვე ფეხბურთს, რომელიც აგრესიულ პრესინგზეც არის დაფუძნებული, ვერ ვითამაშებთ... რაც გამოჩნდა კიდეც ნორვეგიასთან, როცა 6-7 ფეხბურთელი დარბოდა ართმევაზე და 3-4 კი უყურებდა... მაგიტომაც ამოდიოდნენ ადვილად და უპრობლემოდ ათამასებდნენ ბურთს ჩვენს ნახევარზე... გამგები გაიგეებს... წარმატებები ნაკრებს..
გიორგი 50
29 მარტი 2023 13:48
1
ნახევარდაცვაში ჩაკვეს ადგილი რო არ გამოიძებნა თუნდაც მეორე ტაიმში და აბურჯანიას და კვეკვესკირის ადგილი იყო, ეს სანიოლის ხედვის პრობლემებზე მიუთითებს და კიდევ იმაზეც მიუთითებს რო სანიოლი მთლად დამოუკიდებელი არაა ნაკრების დაკომპლექტებაში. სხვა როგორ გავიგოთ როცა გყავს ტალანტი, თუნდაც ტრამვების გამო პრობლემებით, მაგრამ ერთი პასით შეუძლია მოჭრას მოწინააღმდეგის მთელი დაცვა და საგოლე მომენტად აქციოს, როგორ არ უნდა გამოიყვანო თუნდაც მეორე ტაიმის დასაწყისში როცა გოლი გაქვს გასატანი. კვეკვესკირმა პირველივე შეხება შეცდომით დაიწყო, აბურჯანია ბალახისმჭამელი დინოზავრივით დაიზლაზნებოდა მოედანზე, დავითაშვილმა ნეტა საერთოდ თუ იცის რა უნდა ამ ცხოვრებისგან, რატო ყოყლოჩინობს და თავისი უნარების წარმოჩენა მარტოდმარტო სირბილით რატო უნდა, საერთოდ რას გავდა ეს თამაში, კომენტატორებიც კი გულისამრევები არიან, რას ბოდიალობენ თუ წარმოდგენა ქონდეთ მე ვიყო ჭიჭვეიშვილი. ჯერ მიქაუტაძე აკრიტიკეს და მერე თურმე სასწაული სეზონი აქვს მეცში. ნორვეგიელები თურმე კარგ კლუბებში გამოდიან და მოგვიგებე. აბა რა იქნებაო, ვინ აუკრძალა ჩვენებს კარგ კლუბებში გადასვლა? ვისაც მაგის შნო და შეძლება აქვს ის თამაშობს კიდეც კარგ კლუბში. აბურჯანიას და კვეკვესკირს ნამდვილად არ წაიყვანს არა თუ მეორე არამედ მესამე და მეტი დაბალი დონის გუნდიც. ლეხს და პლოცკს ვერ გაცდებიან ეგენი. იმდენი ტვინიც არ აქვთ რო თვითონ გააკეთონ განცხადება ნაკრებიდან წასვლაზე რო ახალგაზრდებს დაუთმონ ადგილი, ოქროს თაობას რომლებმაც უნდა ირბინონ და ისწავლონ...
გიორგი
29 მარტი 2023 17:11
1
Წინა კომენტარშიც დავწერე და ახლაც ვწერ, რომ ნახევარდაცვა და დაცვა პრობლემური გვყავს, სათამაშო პრაქტიკის და ფიზიკური კონდიციის დონე დაბალია, ჩაკვეტაძე იმის აჩრდილია რაც იყო და თან ნორვეგიასთან მისი გამოყვანა იქნებოდა მინიმუმ ერთი ფეხბურთელით ნაკლები დაცვაზე ორიენტირებული, მე მის შესაძლებლობებს არ ვაკნინებ ძალიან ნიჭიერი და ტექნიკურია მაგრამ ის სითამამე აქ დაკარგული რაც ტრამვმადე ქონდა აშკარად ერიდება ბრძოლებში შესვლას ეს სლოვანის თამაშებზეც ჩანდა, მემგონი აჯობებდა გაგნიძესთვის მეტი დრო მიეცა ვიდრე აბურჯანიასთვის, ჰოლანდის ყოლის შემთხვევაში ამ თამაშით მემგონი შანსი არ გვექნება სამწუხაროდ.
მათე
29 მარტი 2023 14:30
1
რა არის ეს სტატია სანიოლამ დაწერა ხიზანამ თუ იაშკა? რა კვეკვე იყო კარგი რა აბურჯანია? ჟურნალისტები ხართ თუ რა ხართ? ფეხბურთს არ უყურებთ? სად ნახავ აბურჯანიას და კვეკვეს ნაირ კუ ნახევარდაცვას? სერია ც საც კიარ ეყოლება ალბათ..... მაგათ ხელში რისი მიღწევა გვინდა? თვითონ შეგნება არ აქვთ სანიოლს თვალები არ აქვს... არანაირი 3-5-2 ჩვენ არც კარლოსი გვყავს ფლანგებზე და არც კაფუ რო მაგ ტაქტიკით ვითამაშოთ!
Roni
29 მარტი 2023 19:56
6
ათი წლის წინ ასეთ თამაშს აუცილებლად წავაგებდით 0-2-ს.აშკარად გაზრდილია საქართველოს ნაკრები და საშუალო ევროპულ დონეს უახლოვდება.რა თქმა უნდა შეცდომები არის და ბევრი მუშაობაა საჭირო.მამარდამ ორჯერ გვიხსნა,მაგრამ გოლი მის სინდისზეცაა,საჯარიმოს გარედან საშუალო სიმაღლის დარტყმულის გაშვება მეკარის ბრალია.კაშიას გარეშე რას დაემსგავსება ჩვენი დაცვა წარმოდგენაც არ მინდა.სასწრაფოდაა საჭირო მისი შემცვლელის მოძიება.ლოჩოშვილს რას ერჩიან ვერ ვხვდები,არ მჯერა რომ კობახიძეზე და ტაბიძეზე უკეთესი არაა.აგერ ოსტიგაარდი საერთოდ არ თამაშობს ნაპოლში,მაგრამ ნაკრებში ორი 90 წუთი ათამაშეს.გჯერათ რომ ტაბიძე უკეთ ითამაშებდა ვიდრე ლოჩოშვილი?საყრდენ ზონაშიც ბევრი პრობლემაა,რატომ ერთხელ მაინც არ ვცადეთ ამ პოზიციაზე(ნუ ოდნავ წინ) ჩაკვეს გამოცდა?მოისრაფიშვილიც იმსახურებს შანსს ნაკრებში.ჯგუფი კი ძალიან ძლიერია.მაგალითად შოტლანდიამ თავისუფლად მოუგო ესპანეთს და ნორვეგიაზე უკეთესი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.ესპანეთი ესპანეთად და შოტლანდიაში და ნორვეგიაშიც ძალიან გაგვიჭირდება.ნაკლებია შანსი ამ ჯგუფიდან გასვლის,მაგრამ ბოლომდე ბრძოლაა საჭირო,კიდევ უნდა გავიზარდოთ რომ უფრო ძლიერები ვიყოთ ერთა ლიგის ფლეი-ოფისთვის.სანიოლის კი ვერ ვუსაყვედურებთ.მისმა გუნდმა მეორე ტაიმი კარგად ითამაშა და ავად თუ კარგად ტაიმი მოიგო.როგორც ნათქვამია მეორე ტაიმი მწვრთნელისაა.წარმატება საქართველოს...
Master
29 მარტი 2023 13:41
3
მადლობა ბატონო ღვთისავარ კონკრეტულად რომ დაწერეთ შეცდომებზე და კონკრეტულად გოჩელეიშვილზე, ამ ბიჭმა დაიმსახურა. მე თან მიხაროდა თან ბრაზი მახჩობდა ისე თამაშობდა, როგორ შეიძლებოდა გოჩოლეიშვილის სკამზე დასმა? ბიჭმა აიკლო თავის ფრთაზე მთელი ნორვეგია წინ და უკან ყველაფერში, ასართმევი აართვა, მოსატყუებელი მოატყუა და პასები აკეთა, ძალიან მომეწონა და ჩვენ ხმას ვინ გაიგებს თუ თქვენ არ იტყვით? ეს მისი 2,5 თამაშია თუ არ ვცდები ნაკრებში და პირველი ოფიციალური იყო მგონი, მე ასეთი დებიუტი არ მაგონდება არავისგან. შემადგენლობა მთლიანი არასწორედ იყო შერჩეული ესეც ფაქტია. ჩდება კითხვები ვინ აყენებს შემადგენლობას. სანიოლზე შეიძლება გარემოცვის ზეგავლენა მოქმედებს ასე დავალებით არ მგონია, მაგრამ ფაქტია ნაკრები ბალასტს ვერ ელევა და გაუმართლებელი ტაქტიკაც გაურკვევლობაში გვაგდებს. რა იხარშება ნაკრებში ფედერაციისგან ზუსტად ძნელია ამოცნობა, მაგრამ ძალიან წუმპეში ვართ უკვე აშკარაა. რაც ხდებოდა ნაკრებში ადრე ფედერაციიდან იგივე გრძელდება და საშველი არ ჩანს. თუ ევროპაზე ვერ გავალთ ჯგუფიდან ან პლეი ოფიდან მოგვიწევს ფედერაციასთან წყლის ჭავლებზე დროშების ფრიალი. კი ისევ პოლიტიკაა რადგან მენტალობა ამ ფედერაციის არის რუსლუი. რუსულია ყველაფერი რაც კეთდება ისე ვიღაცის რაღაცა ინტერესებით. ყველაფერი თუ არ ვიცით ბევრი ვიცით და ბევრიც გვსმენია, აღარ მთავრდება ეს. მახსოვ ყაზაიშვილის ვიღაც ნაძირალა კრიმინალი რატომღაც ერთ ერთ ნაკრების ფუნქციონერს რომ ურეკავდა და ნაკრებში თამაშს აგვარებდა მასთან. გააძევეთ ეგ ტიპი მაქედან, მეც ვიცი ეგ ვინც არის თქვენც მშვენივრად იცით. ასეთი ბრილიანტის ბიჭი არ გვყოლია და წყალში არ გადაგვიყარო ეს დიდი ძღვენი ქართველებისათვის განგების მოძღვნილი. ხვიჩას გვერდით ბალასტები მორჩეს კობიაშვილო.
G.LA
29 მარტი 2023 13:29
6
საცოდაობაა, კომენტარი კი არა პოლიტიკური განცხადებაა. ასეთი მენტალიტეტით კიდევ კარგად ვართ, სად ერეკლეო რა...
კახა
29 მარტი 2023 20:05
0
ნახევარდაცვა ძალიან სუსტი გვყავს კანკავა და კიტეიშვლილი ძალიან გვაკლია
გიორგა
29 მარტი 2023 18:47
0
ზედმეტ დრამატიზირებას ვუკეთებთ სიტუაციას!
- ნორვეგია ძალიან ძლიერი გუნდია და არავინ მოატყუოს ესპანეთთან მატჩის ანგარიშმა (0:3). ამაში დავრწმუნდებით ჯგუფში დარჩენილი მატჩების შემდეგ.
- ქართველ ადამიანს და მათ შორის სპორტსმენებს, პრინციპული (თუნდაც არაპრინციპული) თამაშების დროს, განსაკუთრებით დამამთავრებელ ფაზაში, სჭირდებათ ერთგვარი გამაღიზიანებელი ფაქტორი. აიღეთ რაგბისტები, კალათბურთელები, ფეხბურთელები, რომლებიც თამაშს იწყებენ ერთგვარი მარწუხებით და ამ მარწუხებიდან თავისუფლდებიან მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე გუნდი დაწინაურდება.
ჩემი აზრით ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი სპორტსმენების მენტალობა და ფსიქოლოგიური მომზადებაა.
ძველი გულშემატკივარი
29 მარტი 2023 13:38
2
ჯინი კიარა მაქვს ვინმეს,დავიᲗაᲨვილმა 3 კაცი მოატყუა არ მისცა პასი მიქაუტაᲫეს და ბოლოს რა ექნა ბურᲗისაᲗვის არ იცოდა,1980 იანი სისწრაფიᲗ ᲗამაᲨობდა აბურჯანია,ფიზიკურად Თუ არ იყო მზად აბურჯანია არ იყო მზად,კაᲨიამ Ძალიან სუსტად იᲗამაᲨა,მოედნის ცენტრი არის ყველაზე დიდი პრობლემა,კაკაბაᲫის დარტყმა კარᲨი მეორე ტაიმᲨი როდესაც ხვიᲩა Თავისუფალი იყო ბოლოს ორივე ხელები ასწია,გინდაᲗ სიმარᲗლე ყველაზე კარგად მაინც ხვიᲩამ იᲗამაᲨა,დავიᲗაᲨვილი საერᲗოდ ᲗავმოᲭრილი ქაᲗამივიᲗ დარბოდა,Ჩაკვე უნდა დააყენოს,საზონოვიც და გოᲩოლეიᲨვილიც,გაგნიᲫემ კი დაუᲨვა Შეცდომა,როდესაც Შეტევა Ჩვენი უნდა ყოფილიყო,მაგრამ აბურჯანიას სიარულს მინდორზე ჯობდა ამას ერბინა,მამარდაᲨვილი კარგი იყო,მიქაუტაᲫეს მისცეს ნორმალური პასი და ქარივიᲗ Ჩაურბინა ორ მცველს და Შეაგდო,გოლზე დაგეᲨილია,მაგრამ ბურᲗი Თუ არ მისცეს უბურᲗოᲗ გოლს ვერ გაიტანს,ზოგადად აქვს გუნდს პოტენციალი,ბოლო ბოლო ვᲗხოვოᲗ ჯაბა კანკავას და დაბრუნდეს ამ ᲨესარᲩევისაᲗვის მაინც,არადა მაᲨინ ახალგაზრდები დააყენონ,პირველი ტაიმი იყო კატასტროფა მაგრამ ხვიᲩას ჰქონდა მომენტი,მიეცა დავიᲗაᲨვილს პასი მიქაუტაᲫესᲗვის და ᲨეიᲫლება გაეტანა კიდეც,კაცმა სამ კაცს გვერდი აუარა და მიეცი პასი Შე კარგო ადამიანო,ზურიკომ ვერ იᲗამაᲨა,მაგრამ რომ ვაკრიტიკებ იმას კიარ ნიᲨნავს პოტენციალი არ აქვს,პირიქიᲗ,Ძალიან მაგარი ფეხბურᲗი ᲨეუᲫლია იᲗამაᲨოს,მოუმატებს აუცილებლად,ისევ სისწრაფეების პრობლემა,ტაქტიკა სწორად Შეცვალა სანიოლმა,უფრო მეტი სისწრაფე და პასები დროულად,მოუმატებს Ჩვენი ნაკრები არაუᲨავს წინ გველოდება ბევრი გამარჯვებები.
გოჩა
29 მარტი 2023 16:39
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული