საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ამხანაგურ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 15 ივნისს,, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, კვიპროსს უმასპინძლებს და ამხანაგურ მატჩს გამართავს. მატჩის შესახებ სხვა დამატებითი სახის ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოლო შეხვედრა მარტში, თურქეთის ქალაქ ბელეკში, ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქეს გიორგი გულიაშვილის გოლით - 1:0 სძლია.

გასულ კვირას 21-წლამდელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე საბოლოო 23-კაციანი განაცხადის წარდგენამდე, გაფაროთებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 35 ფეხბურთელისგან შედგება.

Საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 10 ივნისიდან დაიწყებს. ტურნირის ჯგუფურ ეტაპს
კი 21 ივნისს, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული