რატომ არ იქნება ხვიჩა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების განაცხადში არ იქნება და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ამაზე განცხადება თავად ფეხბურთელმა გაავრცელა:

altხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

მოგვიანებით, იმავე შინაარსის მიმართვა გიორგი მიქაუტაძესაც ჰქონდა. ჩვენ ამ თემაზე წერილი რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ და ახლის თქმა გაგვიჭირდება. ვხედავთ, ბევრი გულშემატკივარი გულდაწყვეტილია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ "კვარას" განვლილი სეზონი, უახლოესი გეგმები, ის, რომ კლუბებს ყოველთვის უჭირთ, მოთამაშეები ახალგაზრდულ ფორუმებზე გაუშვან, რადგან ივლისიდან ისინი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებენ...


კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც ამ პერიოდს მიეძღვნა...

მოახლოვდა კვიპროსსა და შოტლანდიაში გასამართი მატჩები. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში სანაკრებო პაუზას უფრო იმედიანად ვხვდებით, ვიდრე მანამდე იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სახით, ტოპ-ფეხბურთელი გვყავს, რომელიც ევროპის ერთ-ერთ მთავარ ლიგაში საუკეთესოდ აღიარეს. შეცვლილია მოწინააღმდეგეების დამოკიდებულებაც. ყველაფერ ამას მეორე უკიდურესობაც აქვს, გაზრდილი ამბიციები გულისწყვეტას უფრო მარტივად იწვევს.

ყველას სურს, ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრების რიგებშიც გაიტანოს ისეთი გოლი, როგორითაც "ატალანტას" კარი აიღო; გააკეთოს ისეთი პასი, როგორითაც ოსიმენს "რომასთან" გაატანინა, მაგრამ ჯერ უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება, ფეხბურთი გუნდური თამაშია და ამავდროულად, სხვა უამრავი კომპონენტი არსებობს, ვიდრე შედეგიანი მოქმედებაა.

Sportall.Ge

წარმოვიდგინოთ, რა სეზონი განვლო ხვიჩამ, რომელიც უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ზოგადად იწყება. "ნაპოლიმ" მაქსიმალურად გამოიყენა ის დრო, როცა გუნდს თამაში მისდიოდა, ბოლომდე დაიხარჯა, ქულების მაქსიმუმი მოიპოვა, საჩემპიონო დუელში კომფორტულად დაწინაურდა და ბოლო თვეებში გუნდს გადაღლილობა აშკარად დაეტყო. ნუ ვიტყვით, რომ "22 წლის ბიჭი რამ უნდა დაღალოს" (რაც გვსმენია ხოლმე). რა თქმა უნდა, არსებობს აღდგენითი პროცედურები, თუმცა დილით და სამუშაო დღის ბოლოს ერთნაირად ვერ იქნები, არათუ დატვირთული სეზონის დასაწყისში და მიწურულს. ზოგჯერ იქნებ ხვიჩასგან იმაზე მეტს ვითხოვთ, ვიდრე ადამიანურ შესაძლებლობებსაც კი აღემატება.

არ გვინდა, ის იფიქროთ, რომ "კვარას" თამაშს წინასწარ ვუწევთ ადვოკატირებას, ის მას არ სჭირდება. უგოლო სერიის "ჯვაროსნების" ფორმით დასრულებასაც ველით, თუმცა გვინდა, მოვლენებს ობიექტური შეფასება მივცეთ. ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება ხვიჩას მიმართ მოლოდინი, როცა ის 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შეუერთდება, რადგან ჩავთვლით, რომ ეს უფრო "დაბალი ლიგაა", ვიდრე კვარაცხელიას შეეფერება. აბა, წარმოვიდგინოთ - ეროვნულ გუნდში ატარებ ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს, შემდეგ დასვენების გარეშე გადაერთვები ტურნირზე, სადაც შენ წინააღმდეგ განსაკუთრებული მოტივირებით ითამაშებენ, თანაც საკმაოდ მაღალი დონის მეტოქეები და ამ დროს "დუბლების ვალდებულება" გქონდეს - რთული მიზანია, თუმცა "კვარადონა" რომ ბოლომდე დაიხარჯება და მიზნისთვის ყველაფერს გადადებს, ვიცით.

ბევრს იქნებ გაუკვირდა, ნორვეგიასთან (1:1) დაპირისპირების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება რომ დავუწერეთ, რადგან მას შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია და იქნებ ჩათვალეს კიდეც, რომ მისი ავტორიტეტი მოქმედებდა. არადა, ხვიჩა გამორჩეული იყო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რა დავწერეთ მაშინ:

Sportall.Ge

"კვარა", წინა სანაკრებო მატჩებთან შედარებით, ძალიან გაზრდილია. ხვიჩა გუნდური მოთამაშეა, რომელიც ცდილობს, ნაკრებს დაცვით ფაზაში დაეხმაროს, თანაგუნდელები გაამხნევოს, ართმევაზე ითამაშოს. კვარაცხელია რამდენიმე მეურვის წინააღმდეგ თამაშს შეჩვეულია. ამის მიუხედავად, თავის გათავისუფლებასა და დარტყმასაც ახერხებდა და რამდენჯერმე კარგი პასიც გააკეთა. ნორვეგიელებს კონტრშეტევის სიკვდილივით ეშინოდათ, რადგან მათ კართან ახლოს ყოველთვის ხვიჩა ეგულებოდათ. ამის გამო მასიურ იერიშებზე უარს ამბობდნენ. "ნაპოლის" გარემარბს ცენტრშიც ხშირად ვხედავდით."

კვიპროსსა და შოტლანდიაში კვარაცხელიას მისია კიდევ უფრო დიდი იქნება. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მაქსიმალურად ცდილობს, ხვიჩას სისწრაფეები გამოიყენოს და სტუმრად ჩატარებულ მატჩებს უფრო კონტრშეტევებზე აგებს. ნეაპოლელთა ვარსკვლავის მიმართ ამხელა ყურადღების პირობებში, მისთვის სივრცეების გამოძებნა რთული იქნება. ამისთვის გუნდურად უფრო სწრაფად მოქმედება, მეტი ართმევა და ჩაჭრაა საჭირო.

"კვარას" საქართველოს ნაკრებში შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს და შორს არაა ის დრო, როცა მის შედეგებთან მიღწევა ყველასთვის ძალიან რთული იქნება. ამავდროულად, ხვიჩას მოქმედებები უფრო მეტია, ვიდრე გოლი, საგოლე პასი ან მოპოვებული პენალტი. პირველ რიგში, ის გუნდზე დადებით ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს, ჭეშმარიტი რწმენა და ჭეშმარიტი შეგრძნება ერთად მუშაობენ!..

alt"კვარაცხელიას დატვირთული სეზონი ჰქონდა... ივნისში ფორმის განსაზღვრა რთულია" - ვილი სანიოლი

altსანიოლის არჩევანი - იქნება რადიკალური ცვლილებები დაცვაში? მეტი დრო გაგნიძეს და მსჯელობა ორ ფორვარდზე...

altსანამ ხვიჩა და სხვები მოვლენ... - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობის განხილვა - პორტუგალიით ვიწყებთ!..

altქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი თვე, რომელიც ისტორიულად უნდა ვაქციოთ - ფსიქოლოგიური ბარიერები მოხსნილია!..

მკითხველის კომენტარები / 88 /
სად მოასწრო ბმვ-ს ყიდვა, იმედია 2023 წლის მოდელია
ზვიადი
15 ივნისი 2023 21:16
9
კი არ გადაიღალა პირად ცხოვრებას ბევრ დროს უთმობს განსაკუთრებით რაც ის გოგო მოსვენებას არ აძლევს და წარამარა იტალიაში აკითხავს.ზუსტად იმ პერიოდს ემთხვევა ხვიჩას შედარებით სუსტი თამაში.რა ქვია ქალს რომელიც მთელი ქვეყნის თვალწინ ეხვევა და კოცნის ბიჭს რომელთანაც ჯვარი არა აქვს დაწერილი თან საქართველოს ხუთ ჯვრიანი დროშა უკანალზე შემოუხვევია.
ჩემი აზრით
13 ივნისი 2023 13:12
33
შეყვარებული.
აი თქვენ და თქვენისთანებს რაც ქვიათ იმის დაწერას ცენზურა არ მომცემს.
თქვენი აზროვნება ვერცერთ ჩარჩოში ვერ ჯდება. 15 საუკუნის წინაც კი თქვენზე უკეთ აზროვნებდენ.
თქვენ და თქვენისთანები ხართ ამ ქვეყნის ტორმუზი.
ჩემი აზრით-ს
13 ივნისი 2023 13:42
10
ორღობის ჭორიკანა კაცზე უარესი არაფერი არ არის. აი ვიღაცის მრუშობაზე, ტანსაცმელზე და მანერებზე რომ საუბრობ და სხვის საცვალში ხელებს აფათურებ, ამაზე დიდი სიმდაბლე არაფერია ეგ იცოდე.
ღმერთი ყველაზე მეტად იმათ სჯის, ვინც სხვას განიკითხავს.
ვინ გეკითხებათ ახალგაზრდების პირად ცხოვრებაზე რომ საუბრობთ? ოჯახში არ გასწავლეს, რომ სხვისი პირადის გაქექვაზე უარესი ცოდვა არარსებობს?
არც მამაომ გითხრა სხვისუ განკითხვა ცოდვააო? მამაოსგან მარტო შენ რაც გინდოდა ის ისწავლე? სხვის საცვალში რა ხდება იმას უნდა სდიოო??? თავად წმინდანი ხარ, სხვისი ცოდვები ითვალეო?

თავს ნუ ირცხვენთ ასეთი კომენტარებით.
ხვიჩას თამაში თუ არ მოგწონთ, რათქმაუნდა შეგიძლიათ არგუმენტირებულად განიხილოთ და მოგისმენთ მცოდნე ხალხი.
სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი ორღობის დონე ხართ!
!!
15 ივნისი 2023 17:36
0
ყველა გამოხმაურება
ის ვინც ლაპარაკობს რო სიტი ძაან ბევრს ხარჯავს მერე რა ? ვინ ხარჯავს დხეს ნაკლებს ? რეალი ფულის ტომარა არ იყო რამოსი და ალონსო რო იყიდა ლივერპულიდან. მაშინ ყველაზე დიდი ფული ტომარა რეალი იყო. მაგრამ ბარსელონასგან მაინც იხებდა გარანტირებულ 5-0-ს . საქმე ფულში არაა. ფული აგერ პსჯ კიდე აქ და იმაზე მეტი აქ ჩაყრილი ვიდრე სიტის მაგრამ ლიგას ვერასდროს მოიგებენ იმიტომ რომ წვრთნელი არაა ნორმალური. და კაცი რო საშუალო დონის გაპიარებულ ფეხბურთელს 150 მილიონს აძლევ იმიტომ რომ კონტრაკტი გაუგრძელო მანდ გასაგებია რო მაგ გუნდს არანაირი მომავალი არ აქ. სიტის წარმატების საიდუმლო არის წვრთნელი. აკანჯი ბორუსიაში კაპიკად არ ვარგოდა და გვარდიოლასთან რა მაგრა ათამაშდა. საქმეც ამაშია რო გვარდიოლას დალაგებული გუნდი ყავს და დისციპლინა მაგარ დონეზე. თორე ფულს მანჩესტერ იუნაიტედი ორმაგად ბევრს ხარჯავს ვიდრე სიტი. აი შედარება ვისაც უნდა. 85 ხოლანდი/ და 100 მილიონი ანტონიში. ახლა შეადარეთ ორივეს თამაში და მოკვდებით სიცილით. მანჩესტერ სიტიში ვისაც მოყავს ფეხბურთელები ისიც მაგარია და არანაკლები წვილი აქ შეტანილი წარმატებაში. ასე რომ ვინც ლაპარაკობს მარტო ფულით მოიგესო მასე რეალზე შეიძლება თქვა რო ლიგები მსაჯებით მოიგო რაც ვერავის ენაც ვერ შემოუტრიალდება რო თქვას რო მასე არაა. მარტო ბავარიას რა უქნეს მსაჯებმა ლიგის ნახევარფინალში. პენალდუს 2 მეტრიან თამაშგარეებს რო თვლიდნენ უკვე დამატებულ დროში. ასე რომ რეალის ქომაგი სანამ რამეს სიტიზე იტყვის ენა კარგად უნდა გამოიბანოს საპნით
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
13 ივნისი 2023 10:13
7
გოჩოლა,აზარა,მიქაუტაძე,დავითაშვილი მაინც კაი გუნდი გვეყოლება
giorgi 12
15 ივნისი 2023 16:49
4
უეფა-ს ვებგვერდმა გიორგი ჩაკვეტაძეს VIDEO მიუძღვნა (იხ: http://lelo.ge/article/%E1%83%A3%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%90-%E1%83%A1-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1-video-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%90-42345)
ლაშა
13 ივნისი 2023 10:49
1
ჩემი აზით კვიპროსთან სასტარტო არუნდა იყოს.სიტუაციიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს მწვრთნელმა არმგონია კვიპროსი ისეთი გუნდი ხვიჩას გარეშეც გაგვიჭირდეს, რეალურად საფრთხეს ვუქმნით ტრავმის! თუ ნამდვილად U21 აპირებს შემდეგ თამაშს!!
beqa
08 ივნისი 2023 12:34
18
პირველ ყოვლისა ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კვარაცხელია 21-ში არ უნდა გამოეძახათ, არ იყო მიზანშეწონილი, ვიღაც ხუმრობით წერდა საკალათბურთო ნაკრების განაცხადშიც შევიყვანოთ მსოფლიოზე სამქულიანებს კარგად ისვრისო...რატომ არ უნდა გამოაძახათ კვარაცხელია და მიქაუტაძე? 1. ჩატარებული სეზონი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური გადაღლა 2. არსებული კონტრაქტის პირობები, სადაც მკაცრად იქნება გაწერილი ყველაფერი, რაც სავარაუდოდ არის კიდეც მიზეზი თავშეკავების და 3. არსებობს ადამიანური მიჯნა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, როდესაც პირად ცხოვრებას ეხება, მაშინ რაციონალური მოქმედება ჭირს. სწორედ ამიტომ ფედერაციას უნდა გაეთვალისწინებინა, საფუძვლიანი ანალიზის შემდგომ ბატონ სვანაძეს არ უნდა გამოეძახა ხვიჩა. ეს ფსიქოლოგიური წნეხი მასზეც მოქმედებს სანაკრებო მატჩების წინ. პლუს ის საშინელი ჭორიკანა კომენტარები პირად ცხოვრებაზე, რომლებიც ჩვენი გულშემატკივრების ერთმანეთთან დასაპირისპირებლად და ნეგატიური ფონის შესაქმნელად იწერება.... მაგრამ რადგან გამოგიძახეს, რადგან არ იფიქრეს შენზე, ჩვენზე, საერთო საქმეზე, მომავალ ურთიერთობებზე ალბათ უპრიანი იქნებოდა ნაკრების შემადგენლობაში ყოფილიყავი ხვიჩა, თუნდაც 15 წუთი გეთამაშა...ნაკრების კვართი უდიდესი პასუხისმგებლობაა, რაც ყველაზე მეტად შენ იცი...მართლა ბავშვები ელოდებოდნენ მას შემდეგ რაც გაფართოებული შემადგენლობა დასახელდა...ისე დარწმუნებული ვარ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ნათამაშევი კვარაცხელია დაღლილობის გამო ნაკრებს არ გამოაკლდებოდა...მიზეზების ძებნის დროს სანაკრებო თამაშებამდე ტალახის სროლა მგონი არაა მართებული..
Segestrya
16 ივნისი 2023 05:27
1
Segestrya -ს ,, მაგრამ რადგან გამოგიძახეს, რადგან არ იფიქრეს შენზე, ჩვენზე, საერთო საქმეზე, მომავალ ურთიერთობებზე ალბათ უპრიანი იქნებოდა ნაკრების შემადგენლობაში ყოფილიყავი ხვიჩა, თუნდაც 15 წუთი გეთამაშა...ნაკრების კვართი უდიდესი პასუხისმგებლობაა, რაც ყველაზე მეტად შენ იცი...მართლა ბავშვები ელოდებოდნენ მას შემდეგ რაც გაფართოებული შემადგენლობა დასახელდა...ისე დარწმუნებული ვარ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ნათამაშევი კვარაცხელია დაღლილობის გამო ნაკრებს არ გამოაკლდებოდა" - ამაზე გეთანხმები, დანარჩენი საპოლემიკოა.
mvx
16 ივნისი 2023 10:09
0
არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ არიან ეროვნული ნაკრებების ვარსკვლავები
არც გერმანიაში, არც ინგლისში, არც ფრანგებში და ა.შ.
ქომაგი
15 ივნისი 2023 19:44
10
საფრანგეთში და გერმანიაში ფეხბურთი სახელმწიფო ბიუჯეტით არ ფინანსდება და ანგარიშვალდებულებაც ნაკლები აქვთ ფეხბურთელებს.
უვიცი
16 ივნისი 2023 00:24
0
ძაან არასწორი ნაბიჯია და საერთოდ არასერიოზული დამოკიდებულებაა, როდესაც ეხლა არკვევენ ვინ ითამაშებს და ვინ არა.
შაკო
15 ივნისი 2023 17:08
3
ისეთი გონორით წერთ კომენტარებში ხვიჩაზე უნდა ითამაშოს ყველგან და თავი შეაკლასო, თითქოს თქვენი დამსახურებაა რამე მის წარმატებაში, ან რა უფლებით ითხოვთ, ან ვინ ხართ რა ვალი აქ თქვენი ვიმმეს ასეთი, რომ ასე ბრიყვულად ითხოვთ რამეს. ხვიჩას ადგილზე თქვენისთანა უმაქნისების გამო ნაკრებში არ ვითამაშებდი. ასე გადატვირყული გრაფიკის გამო რომ სერიოზული ტრამვა მიიღოს თქვენ აუნაზღაურებთ მკურნალობას? თუ ვალდებულია ვინმე კარიერა თქვენ პაკაზუხობას შეწიროს? რა ოცდაერთწლამდელები ხალხო თავი ხომ არ მიგირტყავთ რამეზე?
Semi
14 ივნისი 2023 14:19
11
სპორტალი გლიჯამს :) ორი იდენტური პოსტი-ერთს 5/11 აქვს ლაიქ/დისლაიქი, მეორეს, პირიქით 28/11-ზე. მასე გააგრძელეთ მანიპულირება :)
ციციკორე
16 ივნისი 2023 10:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული