რატომ არ იქნება ხვიჩა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების განაცხადში არ იქნება და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ამაზე განცხადება თავად ფეხბურთელმა გაავრცელა:

altხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

მოგვიანებით, იმავე შინაარსის მიმართვა გიორგი მიქაუტაძესაც ჰქონდა. ჩვენ ამ თემაზე წერილი რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ და ახლის თქმა გაგვიჭირდება. ვხედავთ, ბევრი გულშემატკივარი გულდაწყვეტილია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ "კვარას" განვლილი სეზონი, უახლოესი გეგმები, ის, რომ კლუბებს ყოველთვის უჭირთ, მოთამაშეები ახალგაზრდულ ფორუმებზე გაუშვან, რადგან ივლისიდან ისინი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებენ...


კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც ამ პერიოდს მიეძღვნა...

მოახლოვდა კვიპროსსა და შოტლანდიაში გასამართი მატჩები. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში სანაკრებო პაუზას უფრო იმედიანად ვხვდებით, ვიდრე მანამდე იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სახით, ტოპ-ფეხბურთელი გვყავს, რომელიც ევროპის ერთ-ერთ მთავარ ლიგაში საუკეთესოდ აღიარეს. შეცვლილია მოწინააღმდეგეების დამოკიდებულებაც. ყველაფერ ამას მეორე უკიდურესობაც აქვს, გაზრდილი ამბიციები გულისწყვეტას უფრო მარტივად იწვევს.

ყველას სურს, ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრების რიგებშიც გაიტანოს ისეთი გოლი, როგორითაც "ატალანტას" კარი აიღო; გააკეთოს ისეთი პასი, როგორითაც ოსიმენს "რომასთან" გაატანინა, მაგრამ ჯერ უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება, ფეხბურთი გუნდური თამაშია და ამავდროულად, სხვა უამრავი კომპონენტი არსებობს, ვიდრე შედეგიანი მოქმედებაა.

Sportall.Ge

წარმოვიდგინოთ, რა სეზონი განვლო ხვიჩამ, რომელიც უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ზოგადად იწყება. "ნაპოლიმ" მაქსიმალურად გამოიყენა ის დრო, როცა გუნდს თამაში მისდიოდა, ბოლომდე დაიხარჯა, ქულების მაქსიმუმი მოიპოვა, საჩემპიონო დუელში კომფორტულად დაწინაურდა და ბოლო თვეებში გუნდს გადაღლილობა აშკარად დაეტყო. ნუ ვიტყვით, რომ "22 წლის ბიჭი რამ უნდა დაღალოს" (რაც გვსმენია ხოლმე). რა თქმა უნდა, არსებობს აღდგენითი პროცედურები, თუმცა დილით და სამუშაო დღის ბოლოს ერთნაირად ვერ იქნები, არათუ დატვირთული სეზონის დასაწყისში და მიწურულს. ზოგჯერ იქნებ ხვიჩასგან იმაზე მეტს ვითხოვთ, ვიდრე ადამიანურ შესაძლებლობებსაც კი აღემატება.

არ გვინდა, ის იფიქროთ, რომ "კვარას" თამაშს წინასწარ ვუწევთ ადვოკატირებას, ის მას არ სჭირდება. უგოლო სერიის "ჯვაროსნების" ფორმით დასრულებასაც ველით, თუმცა გვინდა, მოვლენებს ობიექტური შეფასება მივცეთ. ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება ხვიჩას მიმართ მოლოდინი, როცა ის 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შეუერთდება, რადგან ჩავთვლით, რომ ეს უფრო "დაბალი ლიგაა", ვიდრე კვარაცხელიას შეეფერება. აბა, წარმოვიდგინოთ - ეროვნულ გუნდში ატარებ ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს, შემდეგ დასვენების გარეშე გადაერთვები ტურნირზე, სადაც შენ წინააღმდეგ განსაკუთრებული მოტივირებით ითამაშებენ, თანაც საკმაოდ მაღალი დონის მეტოქეები და ამ დროს "დუბლების ვალდებულება" გქონდეს - რთული მიზანია, თუმცა "კვარადონა" რომ ბოლომდე დაიხარჯება და მიზნისთვის ყველაფერს გადადებს, ვიცით.

ბევრს იქნებ გაუკვირდა, ნორვეგიასთან (1:1) დაპირისპირების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება რომ დავუწერეთ, რადგან მას შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია და იქნებ ჩათვალეს კიდეც, რომ მისი ავტორიტეტი მოქმედებდა. არადა, ხვიჩა გამორჩეული იყო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რა დავწერეთ მაშინ:

Sportall.Ge

"კვარა", წინა სანაკრებო მატჩებთან შედარებით, ძალიან გაზრდილია. ხვიჩა გუნდური მოთამაშეა, რომელიც ცდილობს, ნაკრებს დაცვით ფაზაში დაეხმაროს, თანაგუნდელები გაამხნევოს, ართმევაზე ითამაშოს. კვარაცხელია რამდენიმე მეურვის წინააღმდეგ თამაშს შეჩვეულია. ამის მიუხედავად, თავის გათავისუფლებასა და დარტყმასაც ახერხებდა და რამდენჯერმე კარგი პასიც გააკეთა. ნორვეგიელებს კონტრშეტევის სიკვდილივით ეშინოდათ, რადგან მათ კართან ახლოს ყოველთვის ხვიჩა ეგულებოდათ. ამის გამო მასიურ იერიშებზე უარს ამბობდნენ. "ნაპოლის" გარემარბს ცენტრშიც ხშირად ვხედავდით."

კვიპროსსა და შოტლანდიაში კვარაცხელიას მისია კიდევ უფრო დიდი იქნება. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მაქსიმალურად ცდილობს, ხვიჩას სისწრაფეები გამოიყენოს და სტუმრად ჩატარებულ მატჩებს უფრო კონტრშეტევებზე აგებს. ნეაპოლელთა ვარსკვლავის მიმართ ამხელა ყურადღების პირობებში, მისთვის სივრცეების გამოძებნა რთული იქნება. ამისთვის გუნდურად უფრო სწრაფად მოქმედება, მეტი ართმევა და ჩაჭრაა საჭირო.

"კვარას" საქართველოს ნაკრებში შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს და შორს არაა ის დრო, როცა მის შედეგებთან მიღწევა ყველასთვის ძალიან რთული იქნება. ამავდროულად, ხვიჩას მოქმედებები უფრო მეტია, ვიდრე გოლი, საგოლე პასი ან მოპოვებული პენალტი. პირველ რიგში, ის გუნდზე დადებით ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს, ჭეშმარიტი რწმენა და ჭეშმარიტი შეგრძნება ერთად მუშაობენ!..

alt"კვარაცხელიას დატვირთული სეზონი ჰქონდა... ივნისში ფორმის განსაზღვრა რთულია" - ვილი სანიოლი

altსანიოლის არჩევანი - იქნება რადიკალური ცვლილებები დაცვაში? მეტი დრო გაგნიძეს და მსჯელობა ორ ფორვარდზე...

altსანამ ხვიჩა და სხვები მოვლენ... - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობის განხილვა - პორტუგალიით ვიწყებთ!..

altქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი თვე, რომელიც ისტორიულად უნდა ვაქციოთ - ფსიქოლოგიური ბარიერები მოხსნილია!..

მკითხველის კომენტარები / 88 /
ახლა თუ არ მოვთხოვეთ და თუ არ ითამაშა რასაც ელის ხალხი აბა როდის უნდა ითამაშოს 5 წლის მერე?
ახლა უნდა დაამტკიცოს ზუსტად რომ ძლიერია თუ არადა დარჩება ნაპოლის ორბიტაზე კაი ხანს.
ჯუმბერი
14 ივნისი 2023 10:32
15
ჯერ-იძახიტ-ზეადამიანიაო-შემდეგ-მისგან-ადამიანის-შესაძლებლობაზე-მეტს-იტხოვტო-შენ-შიგ-ხო-არა-გაქვს-ამხანაგო!!!
svano magarski
13 ივნისი 2023 13:19
12
15 ქულააა საჭირო ჯგუფიდან გასასვლელად.
beqa
13 ივნისი 2023 11:28
1
კაცი 85 მილიონი ევრო ღირს და იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, რომელი ერთი ტოპვარსკვლავი ითამაშებდე ეგეთ რანგით დაბალ ტურნირზე, რომელზეც მაყურებელიც არ დადის... ასე რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო კვარამ
papai
16 ივნისი 2023 14:20
4
ჩვენი წამოყენებული პრეტენზია, არ არის გამამართლებელი არგუმენტი. ძირითადად ვთვლი მის გადაღლას. ხუმრობა ხომ არ არის, პირველად ითამაშო, ასეთი ფეხბურთის რანგის ქვეყანაში და მიაღწიო უმაღლეს მწვერვალს. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. ის დღეს გამოფიტულია. გადაღლილია. ასეთი დატვირთვა მანამდე არ ჰქონდა. ისიც ხომ ადამიანია. ნუ დავყრით ფარ/ხმალს. ნორვეგიაშიც შეიძლება მოგება. ყოჩაღ ბიჭებს! დაველოდოთ მოვლენებს, წინ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი გუნდის გასაძლიერებლად. მწამს რომ ბიჭები გაგვახარებენ.
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი, 1953 წლიდან.
22 ივნისი 2023 10:52
1
ექვთიმე რა ღირდა?! ქართველო?!
ქართველი
16 ივნისი 2023 19:20
1
ქეცბაიას უდიდესი პატივისცემის მიუხედავად სად კვიპროსი და სად ჩვენ?!
თუმცა არ უნდა მოვეშვათ და კარგია, რომ სკოტებზე შედარებით სუსტ მეტოქეს ვხვდებით, რომელიც ასე ვთქვათ მოთელვად უფრო გამოდგება შოტლანდიასთან შეხვედრამდე!
ლაშა
13 ივნისი 2023 10:39
11
ეჰ ეგ რომ 10 წლის წინ გეთქვა კიდე ხო.ქეცბა გვანახებს ბრძოლოის ჟინი რა არი
civi
13 ივნისი 2023 13:17
4
არა, მასხრად არ ვიგდებ, მაგრამ თუ რაიმეს პრეტენზია გვაქვს წინამოთელვით მატჩად გამოდგება, მაგრამ იმას კი არ ვგულისხმობ, მოედანზე გასეირნება საკმარისი იქნება... სპორტული ტერმინით რომ ვთქვათ, კვიპროსთან ფეხი უნდა გავშალოთ (გავიწელოთ), მოვითელოთ და მონღოლეთთან და ნორვეგიასთან რომ მეორე ტაიმი ვითამაშეთ, ისეთი სტილით უნდა გავაგრძელოთ ანუ მეორე ტაიმის მატჩის მსგავსი შეხვედრა უნდა ჩავატაროთ. არავითარი პირველი ტაიმის მაგვარი ბურთაობა. და კიდევ ერთი, რომ სანიოლმა მემგონი იპოვა ოპტიმალური ტაქტიკა, ვგულისხმობ 4 მცველი და 2 თავდამსხმელი და მეორე, რა შემადგენლობაც კვიპროსთან იქნება, იგივე შემადგენლობა უნდა იყოს შოტლანდიასთან და არა ისე, როგორც ნორვეგიასთან, 8 მოთამაშე რომ შეიცვალა. ეს ყველაფერი ვფიქრობ შენიშნეს...
ლაშა
13 ივნისი 2023 12:57
2
ყველა გამოხმაურება
ჰო რა)ნაპოლის რომ ეთხოვა 30 მატჩს ითამაშებდა,ნაკრებში ატკივდება ყველას ფეხები.ქეცბას სიტყვები მახსენდება ამისულაშვილს რომ უთხრა 26 წლის კაცი რამ დაგღალაო
გიუშა
16 ივნისი 2023 07:49
6
რამ დაღალა მარტის მერე არაფერი გაუკეტებია. და ახალგაზრულს კი დაეხმარებოდა სულ 2 ტამასი მოუწებდა. ისრ იძახიან ვითომ მსოფლიოზეც იყვნენ და ლიგაც კი მოიგეს.
არა რუსეთს
15 ივნისი 2023 19:51
15
როგორც ჩანს სანიოლმა არ დათმო და ფედერაციის ბოსობას კატეგორიულად მოუჭრა კვარა მე მჭირდებაო ამ ორი მატჩებისთვისო. და ხვიჩა ტერმინატორი კი არაა მის ფიზიკურ შესაძლებლობებს და მოთხოვნებსაც საზღვარი აქვს არა უშავს წარმატებები კვარას და ორივე ნაკრებებს.
Charley
15 ივნისი 2023 17:34
4
დაღლილი იქნება თუ სწრაფ აღდგენას არ ისწავლის და ისეთი მწვრთნელი უპოვეთ, ვინც მასაც და მთელ ნაკრებს ასწავლის სწრაფ აღდგენას!
1.2.3.4.5.6.
13 ივნისი 2023 09:53
5
ახალგაზრდულის ფუნქცია არის ეროვნულისთვის აღმოაჩინოს ტალანტები. კვარა და მიქაუტაძე ეროვნულის წევრები არიან და ახალგაზრდულში თავის წარმოჩენის შანსი სხვა ფეხბურთელებს უნდა მიეცეს, უბრალოდ თავიდანვე ყველაფერი ნათელი უნდა ყოფილიყო, ჯერ შემადგენლობაში შეიყვანეს მერე გადაიფიქრეს, მოკლედ არაკომპეტენტურობის ზეიმია
irakli81
16 ივნისი 2023 10:09
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული