სანიოლისა და ქეცბაიას დუელის შეფასება და მნიშვნელოვანი გამარჯვება ხარვეზებით...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა კვიპროსში უმნიშვნელოვანესი მატჩი (2:1) მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს, რაც სხვა შედეგის შემთხვევაში, შეუძლებელს დაემსგავსებოდა. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებით ტკბობა არაა. ამიტომ უნდა გამოვყოთ ის კრიტიკული ელემენტები, რაც შეხვედრამ გამოაჩინა.

შემადგენლობა

ნორვეგიასთან გამართლებული ტაქტიკური ცვლილებების მიუხედავად, ვილი სანიოლმა მაინც არ თქვა უარი 3-მცველიან ტაქტიკაზე და არც ორი გამოკვეთილი ფორვარდის დაყენებით გარისკა. შესაძლოა, მართლაც არ გვქონდეს ფუფუნება, სტრატეგიულ მრავალფეროვნებებს მივმართოთ და მთავარ მწვრთნელს ამაში უნდა გავუგოთ - მან მიაგნო სქემას, რითაც წარმატებულ პერიოდს მიაღწია.

ნორვეგიასთან მატჩის შემდეგაც
დავწერეთ - როცა ცვლილებები ამართლებს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ სასტარტო შემადგენლობა არასწორად იყო შერჩეული. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, სანიოლი აქტიურად ადევნებს თვალს შეფასებებსა და გამოხმაურებებს და ამან მასზე გარკვეული გავლენა მაინც მოახდინა. რამდენიმე მოთამაშის ძირითადში ხილვაზე გულშემატკივრებში, ექსპერტებსა თუ ჟურნალისტებში თანხვედრა არსებობდა და ფრანგმა სპეციალისტმა, მარტისგან განსხვავებით, მათ ახლა ნდობა გამოუცხადა. სამწუხაროდ, ეს ლუკა ლოჩოშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის შემთხვევაში არ გამართლდა, მათ კიდევ უფრო მეტის გაკეთება მოუწევთ, რათა ბევრი სათამაშო დრო მიიღონ.

ჰაერზე ნათქვამი რომ არ გამოგვივიდეს, მეტად ავხსნათ. ვიცით ლუკა ლოჩოშვილის სტილი და მისთვის დამახასიათებელი სიხისტე, თუმცა პენალტის "აკიდების" ეპიზოდში მას უფრო მეტი არჩევანი ჰქონდა - გადაეკეტა მეურვისთვის კარისკენ მისასვლელი გზები და ეცადა, ის პირითი ხაზისკენ წაეყვანა. ასეთი სარისკო თამაში აქ ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო. "კრემონეზეს" მცველი სხვა ვითარებაშიც დაიჩაგრა, როცა კვიპროსელებმა ხარიხა შეგვიზანზარეს...

Sportall.Ge

შემადგენლობის გამოცხადებისას ისე ჩანდა, გიორგი ჩაკვეტაძეს ან მარცხენა გარემარბად უნდა ეთამაშა, ანაც გამთამაშებლად, თუმცა ის იმ პოზიციაზე ვნახეთ, სადაც სანიოლი ზურიკო დავითაშვილს იყენებს (მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი). შეუძლებელია, "ჩაკვეს" სუსტი თამაში მხოლოდ ამას დაბრალდეს. გიორგის სათანადო მოძრაობა აკლდა, რაც სივრცეებს გიორგი გოჩოლეიშვილსაც გაუხსნიდა, პრესინგის განსახორციელებლად გუნდურ მექანიზმში მონაწილეობას ვერ იღებდა, ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან კარგი პასი გოლად ვერ აქცია, მეორე ტაიმიდან კი ჩაიკარგა...

კარგი იყო ოთარ კიტეიშვილის დაბრუნება. მას მეტი შეუძლია, თუმცა ჩვენი შუა ხაზი მის გარეშე წარმოუდგენელია!..

სახიფათო შეცდომები

თემურ ქეცბაიას გუნდს ბურთის ფლობის საშუალებას ასე თუ მივცემდით, ეს რთულად წარმოგვედგინა; მეორე მხრივ კი, ყველაფერი ეს კონტრშეტევებზე მეტოქის დასჯით უნდა დაგვესრულებინა, რასაც ვერ ვახერხებდით. ყველაფრის მიუხედავად, კვიპროსელთა მთავარი კოზირი მაინც სტანდარტული მდგომარეობის გამოყენება იყო. სამწუხაროდ, მათ ამის ყველა საფუძველი მივეცით. არ ვიცით, სანიოლის დავალება რა იყო და ბიჭებმა ის როგორ შეასრულეს, თუმცა ამ ასპექტზე მეტი ყურადღება რომ უნდა გამახვილებულიყო, ფაქტია. მოწინააღმდეგეს კარგ პოზიციებზე არაერთი ჯარიმის შესრულების უფლება მივეცით (ამას პენალტიც დაემატა), ხოლო კუთხურების დროს უსუსურად გამოვიყურებოდით, რაც კინაღამ მეორე გაშვებულ გოლად დაგვიჯდა...

Sportall.Ge

სანიოლი

ფრანგ მთავარ მწვრთველს გუნდთან ერთად ყოფნისთვის იმაზე ბევრად მეტი დრო ჰქონდა, ვიდრე ზოგადად აქვს ხოლმე. ამის მიუხედავად, პირველ ტაიმში ჩვენი ნაკრები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ისინი ერთად პირველად თამაშობდნენ, არ იყო გუნდური კომბინაციები, დაცვასა და შეტევაში თამაში. თითქოს არ ვიცოდით, მეტოქე მინდვრის ცენტრში როგორ შეგვეჩერებინა, გვაკლდა ტემპი და მრავალფეროვანი გადაწყვეტილებები. ყველაფერ ჩამოთვლილს მთავარ მწვრთნელთან მივყავართ. ქეცბაიამ შეძლო, სანიოლისთვის სიურპრიზი შეეთავაზებინა, რაც საპირისპიროდ არ ყოფილა, არადა, დაგვიანონსა.

ფრანგმა მისთვის ცოტა უცნაურად, ცვლილებები დააგვიანა, დაახლოებით 15 წუთით. არადა, ლუკა გაგნიძის შემოყვანამ მოედნის ცენტრში ჩვენი თამაში უფრო სწრაფი და მოძრავი გახადა და მწვავე იერიშებმაც იმატა, ლობჟანიძემ და დავითაშვილმა კი გოლი შექმნეს. ზურიკომ ერთხელაც დაამტკიცა, ამ ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია.

სანიოლს თავისი გადაწყვეტილებების რევიზია და თამამ ნაბიჯებზე ფიქრი ისევ დასჭირდება. საინტერესოა, კარგად მოთამაშე ირაკლი აზაროვს შოტლანდიაში როტაცია შეეხება თუ არა, ასევე, მიიღებს თუ არა შანსს გველესიანი...

Sportall.Ge

"მამარდა", "კვარა" და "ჟორჟი"

ჩვენი ნაკრების გამორჩეულ მოთამაშეებზე ცალკე უნდა ვთქვათ. გიორგი მამარდაშვილს გუნდის გადარჩენა რთულ სიტუაციებში შეუძლია, ამავდროულად კი, მას ისევ აქვს პრობლემები თამაშში ბურთის ფეხით შეყვანასა და გამოსვლებზე. რა თქმა უნდა, გუნდურობა აქაც მნიშვნელოვანია და მხოლოდ მეკარეზე გადაბრალება არ იქნება - იმის, ბურთი კვეკვესკირმა ცუდ ვითარებაში რომ დაუბრუნა და იმისაც, კუთხურების დროს მოწინააღმდეგეები ჩვენ დაჩაგვრას მუდმივად რომ ახერხებდნენ...

რაც შეეხება კვარაცხელიას - როცა მას შედეგიანი მოქმედება არ აქვს, თანაც ზუსტი დარტყმის შესრულება ვერ შეძლო, შესაძლოა, კრიტიკული ელემენტები იზრდება, თუმცა "კვარას" კარგი თამაში ჰქონდა - დაცვით ფუნქციებში თავის გამოჩენა, ბრძოლა, გუნდურობა, წარმატებული დრიბლინგები, თანაგუნდელების საგოლე პოზიციაზე გაყვანა. ყველაფერი იმის ფონზე, რომ მის წინააღმდეგ ძალიან ხშირად ჯარიმდებოდნენ.

Sportall.Ge

ხვიჩას ერთი პოტენციურად საგოლე პასი მიქაუტაძის მიმართაც იყო გაგზავნილი, "ჟორჟმა" კი კარგად ვერ დაარტყა, მცველი გადაეფარა. ისე კი, საქართველოს ნაკრებს ნამდვილად ჰყავს ფორვარდი, რომლის იმედიც შეიძლება გვქონდეს - იბრძოლებს, ბევრს იმუშავებს, ბურთს "მოიპარავს" და ცივსიხლიანად გაიტანს. კარგია, რომ მიქაუტაძე გუნდს ბოლომდე მოერგო...

საქართველოს ნაკრებს კვლავ უჭირს ისეთ მატჩებში გამარჯვება, სადაც ამას მისგან ელიან, შოტლანდიაში კი, წესით, კონტრშეტევებზე უნდა ვითამაშოთ, რაც სხვა ტიპის შანსებს გვიზრდის, მინიმუმ, ჯგუფში დაუმარცხებელი სერია გავაგრძელოთ!..

altსაქართველოს ნაკრებმა კვიპროსს მძიმე მატჩში სძლია [VIDEO]

altსანიოლი: გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი ვართ - თამაშით არა

მკითხველის კომენტარები / 82 /
Shansi gvelesians
Beso
18 ივნისი 2023 19:48
0
ყველაფერი ყველაფერი მარა მამარდაშვილზე როგორ უნდა დაწერო კარგი იყოო?!!! ყველა თამაშში მინიმუმ 2 უხეშ( საგოლე) შეცდომას უშვებს და ხო გსმენიათ მეკარე იმით კი არ ფასდება როგორი ბურყი აიღო არამედ იმით თუ როგორი შეცდომა დაუშვა( გოლი გაუშვა)-ოო. ასე რომ მის ქებას ჯობია დაწეროთ რო მოსამარებელი აქვს. შანსი გუგეშაშვილს!!!
მათრ
18 ივნისი 2023 19:47
5
თუ მამარდას ფეხით ნაკლებად ვათამაშებთ მინიმუმ არ წავაგებთ გლაზგოში.
თომა
18 ივნისი 2023 19:39
1
ჰოლანი ნორვეგიაში ცხელი ამინდის გამო გაიგუდა. თქვენ კი დისლაიკები არ დაზოგეთ, მე რომ კვიპროსში თამაშის დროს 27 გრადუსი ვახსენე, როგორც ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ თამაშის შეფასების დროს.
ქ. გ.
18 ივნისი 2023 19:26
4
მხოლოლ ყველაზე მთავარს ვიტყვი: 1)დაცვას ზევით არ წევენ და მინდვრის ცენტრს უთმობენ!? 2) ბურთს თავისუფლად აღებინებენ საკუთარი კარის მისადგომებთანაც კი, იმის მაგივრად ,რომ ბურთის მიღებისას შეუტიონ და დასწრებაზე ითამაშონ.3)პრესინგს საერთოდ არ თამაშობენ მოწინააღმდეგის ნახევარზე, მგონია საერთოდ არ იციან ეს რა არის,იშვიათად რასაც აკეთებენ ,იმას პრესინგი არ ჰქვია ტყუილა ენერგიის ხარჯვაა, არადა და სწორი პრესინგი დიდი ძალაა და მას ეპიზოდურად მაინც ყველა კლუბი და ნაკრები მიმართავს!
კვეკვესკვირი თამაშის ტემპს ვერ ჰყვება და მისი ადგილი ამ ეტაპზე მაინც ნაკრებში არაამითუმეტეს ,რომ გაგნიძე კარგი ბიჭი ჩანს.სამწუხაროდ არც ჩაკვეტაძეა მზად,მე მგონი ამ ბიჭს უფრო ფსიქოლოგიურად უჭირს(?)იმედია ეშველება.ლოჩოშვილი ზანტია და არც თავით და არც პოზიციურ თამაშში არ გამოირჩევა. მამარდაშვილი მთლიანობაში რბილად რომ ვთქვათ სუსტია(კარის ხაზზე თამაში არ კმარა) და ეს მარტო გუშინდელ თამაშს არ ეხება. მიმაჩნია, რომ ზივზივაძე ძირითადში უნდა იყოს:აზროვნებს ,მებრძოლია ,მეორე სართულზეც კარგია და რაც მთავარია გოლის გამტანია. რაც შეეხება სანიოლს, ბევრი ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზი მისი ბრალია, ოპტიმალურ შემადგენლობას ვერ აყენებს, შეცვლებსაც აგვიანებს, მაგრამ გაგეცინებათ და ყისმათიანი :) მწვრთნელია, თუმცა ეს ყოველთვის არ გვიშველის. თუ შოტლანდიელებს და მერე ნორვეგიელებს სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ასე თავისუფლად მივცემთ საჯარიმოში ჩაწოდების საშუალებას უშანსოდ წავაგებთ ორივესთან!
ვახო
18 ივნისი 2023 18:49
5
გაგნიძე, დვალი, დავითაშვილი ძირითადში. კიტეიშვილმა მეტი უნდა აიღოს თავისთავზე. ჩაკვეტაძე სპორტდარბაზში ფიზიკაზე.
ამო
18 ივნისი 2023 18:32
3
კვეკვესკირს, რატო ათამაშებს 11 კაცში ვერ ვხვდები..უამრავ შეცდომას უშვებს და მეტოქეც ხშირად ჯობნის..გაგნიზე უნდა დააყენოს, უკეთესად გამოსდის ყველაფერი და მოტივაციაც გაცილებით მეტი აქვს
giga
18 ივნისი 2023 17:44
2
ვერ მესმის რატომ ხდება რომ არაფერს ცვლის ვილი მოედნის ცენტრში? კვეკესკირი შეუცვლელი რატოა? იქნებ ცადოს და გაგნიძე ათამაშოს ძირითადში? ამ ბიჭმა თუ ვერ გაამართლა მერე შემოიყვანოს კვეკესკირი თუ სხვას ვერავის ენდობა. პირველი არეულობა კვეკესკირის უაზრო თამაშს მოყვა, რასაც მამარდამ დაუმატა შეცდომა. შეიძლება აქედან დაიწყო ის თავდაუჯერებლობა რამაც ასეთი უსუსრი გახადა დაცვა. ლოჩოშვილი ძალიან ტლანქია. გველესიანი გაცილებით გამოცდილია და უფრო უკეთესი იქნება ძირითადში დაიწყოს. კვიპროსთან გამიკვირდა შანსი რომ არ მისცა გველესიანს. ჩაკვე უკვე ძირითადს ვეღარ ქაჩავს სამწუხაროდ. სანიოლი მეორე თამაშია ცდება შემადგენლობის დაყენებაში. მე კი მომეწონა შემადგენლობა თავიდან რომ წავიკითხე, მაგრამ ვილი უნდა ხედავდეს ვინ რა ფორმაშია. თამაშის დროს ვერ ვხედავ ვერანაირ დამუშავებულ კომბინაციებს. შოტლანდიასთან თუ სწორი შემადგენლობას დააყენებს ვილი და ტაქტიკაც 7 კაციანი დაცვა არ იქნება, სიურპრიზის შეთავაზება შეგვიძლია ამ 2 უფერული თამაშის შემდეგ. მთავარია ვილი მარცხის შიშით არ ჩაჯდეს დაცვაში, თორემ მინიმუმ 2 ბურთით მოგვიგებენ. გველესიანი, გაგნიძე და დავითაშვილი ძირითადში. სამივენი თავიაანთ პოზიციებზე უკეთესები და სწრაფები არიან მათზე ვინც ითამაშეს მათ პოზიციებზე. ძირითადის ცვლილება აუცლებელი და ვფიქრობ 3-4 ცვლილება უნდა იყოს შემადგენლონაში.
G.LA
18 ივნისი 2023 17:28
2
ისე გულშემატკივრის აზრი მაინტერესებს.
რას ფიქრობთ გოჩოლეისვილის პოზიციის შეცვლა რას უკავშირდება. სულ მარცხნივ თამაშობს
ალბათ აზაროვი ვერ დასვეს სკამზე. ვინ ლობირებს მაგას? თავის გუნდში ძირითადში ვერ ხვდება და ნაკრებში რატომ არის სულ სარსტატოში? :)
las
18 ივნისი 2023 17:16
19
Ra sul marcxniv tamashobs??marjvena plangelia gocholeishvili
L.J .
18 ივნისი 2023 19:14
1
გოჩოლეიშვილი პოზიციით მარჯვენა(!) მცველია და არა მარცხენა! ფეხით მემარჯვენეა და არა ცაცია!
წინა თამაშებში მარცხნივ ითამაშა, მაგრამ არ იყო ეგ მისი პოზიცია. საბურთალოშიც მარჯვენა მცველი იყო და შახტარშიც.
შახტარში ახლახანს მივიდა და 13 მატჩი ითამაშა, აქედან 9 ძირითადში დაიწყო.
საქართველოს ნაკრებში კი სულ მეორედ იყო სასტარტოში.

რაც დაწერეთ, ყველაფერი არასწორი ინფორმაცია იყო, შესაბამისად დასკვნაც აბსურდულია.
las-ს
18 ივნისი 2023 18:38
1
დაცვის ხაზში გვწირდება სიახლეები და მეტი გამბედაობა. ყველა მაღალ ჩაწოდებულს სხვა არ უნდა იგებსეს. ეს კვიპროსმა ვერაფერი გამოიყენა მაგრამ ჰოლანდი რო ეყოლება ნორვეგიას ის რას გვიზამს. იმედია მაგ დროისთვის უმოტივაციო იქნებიან
არა რუსეთს
18 ივნისი 2023 16:59
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული