საქართველოს ნაკრების მარცხის მიზეზები, რასაც სათავე მანამდე დაედო...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შოტლანდიასთან (0:2) მარცხმა ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. რა თქმა უნდა, შეხვედრა უნდა გადადებულიყო (შესაძლოა, არც უნდა დაწყებულიყო) და პირველი გაშვებული გოლი უსამართლობის განცდას ტოვებს, თუმცა მხოლოდ ამ ფაქტორებზე ყველაფრის დაბრალებით თავს მოვიტყუებთ, პრობლემა კი უფრო სიღრმისეულია...

საკითხი უფრო გავშალოთ. დავუშვათ, არსებული მეტეოროლოგიური პირობები რომ არა, შეხვედრის სტარტზე საკუთარ კარში გოლი არ მიგვეღო, მაგრამ აბა, გავიხსენოთ, რა ხდებოდა წინა მატჩში და რაზე მივუთითებდით? - კუთხურების დროს თავის დაცვას ძალიან ცუდად ვახერხებთ. ეს კვიპროსთანაც კი საგრძნობი იყო და მით უმეტეს, ახლა.
როდემდე უნდა გვქონდეს ეს პრობლემა, სტანდარტულ მდგომარეობებს თავად ვერ ვიყენებდეთ, მეტოქე კი მაქსიმალურ ხეირს იღებდეს?!

Sportall.Ge

წვიმა წვიმად, თუმცა ის, რომ პოზიციური შეტევების წამოწყება გვიჭირს, სიახლე იყო? კი ბატონო, ახლა უფრო მეტად გაგვიჭირდა, თუმცა ამაზეც ხომ სულ ვუთითებთ, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ "მეორე ნომრად" წარმოგვიდგენია. არაა შოტლანდიის ნაკრები იმ კალიბრის გუნდი, რომელიც ბურთის ფლობით გაერთობა და თავისუფალ ზონებს დაგიტოვებს. ეს სამშაბათის საღამომდეც ვიცოდით. როცა ინგლისის პრემიერლიგის გუნდებით დაკომპლექტებულ ფეხბურთელებს ეთამაშები, ჩვენი მოძრაობა (თუ უმოძრაობა) უსუსურად გამოიყურება. გვაკლია იმის ტექნიკაც და საფეხბურთო აზროვნების სისხარტე, ფიზიკური მომზადების დაბალანსება შევძლოთ.

კომბინირება რომ გვიჭირს, არახალია. თითქოს სანიოლის გუნდი მოედანზე ნაწილ-ნაწილ თამაშობდა, ერთიანობა ვერ ხერხდებოდა, ფეხბურთელებს არაფერი ეტყობოდათ იმის, რომ რამდენიმე კვირაა ერთად ემზადებოდნენ...

Sportall.Ge

ლუკა გაგნიძესა თუ ოთარ კიტეიშვილს მონდომებას, სითამამესა და ეპიზოდებში ბურთის კარგად კონტროლს შევუქებთ, თუმცა, როცა მინდვრის ცენტრში შენი მეურვე "მანჩესტერის" ძალიან მაგარ სანაკრებო ფორმაში მყოფი ნახევარმცველი მაკტომინეია, რთულია, იქ რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს მეტი მოსთხოვო. ვწერთ ჩვენი ბიჭების საკლუბო პროგრესზე, თუმცა ეს ცოტაა, ძალიან ცოტა, რაოდენობრივადაც და ხარისხობრივად. "არსენალი", "ლივერპული", "ბრაიტონი" , "ასტონ ვილა" სულ სხვა ტემპი და გამოცდილებაა და რთულია, მას პოლონეთის, სლოვაკეთისა და სხვა საშუალოევროპული ჩემპიონატებით სათანადო წინააღმდეგობა გაუწიო.

იქნებ ვინმემ ისიც იფიქროს, მაშინ მთავარ მწვრთნელს რას ვერჩით, თუ შეუსრულებელი მისია გვქონდა, თუმცა ფეხბურთის არსი ისაა, კონკრეტულ მატჩში გამარჯვება ყველას რომ შეუძლია. გარდა ამისა, საქმე მხოლოდ მოგებაში ხომ არაა. ვილი სანიოლმა ახლა თქვა უარი 3 ცენტრალურ მცველსა და ფლანგების გაძლიერებაზე. ამით მეტოქეს მასიური იერიშების მეტი შანსი მივეცით, ამავდროულად კი, ფლანგზე ცენტრალური მცველის დაყენებით კონტრშეტევებზე თამაშის შანსებიც შევიმცირეთ. ფრანგ დამრიგებელს რატომაც ვაქებდით, მაქსიმალური ალტერნატივების ძიება დაიწყო. ეს ხომ ვაისის დროს ნანახი გვაქვს - ფრთის ნომინალურ მოთამაშეს არ დაეყრდნო და ვინმეს ამპლუა შეუცვალო. გარდა ამისა, შემადგენლობის შერჩევა ვილის პრობლემად იქცა, როცა გუნდთან ამდენდღიანი ურთიერთობა გაქვს, ვინ რა კონდიციებშია, უფრო ზუსტად უნდა გამოიცნო; ვინ იწყებს უკეთ და ვის შეუძლია სათადარიგოთა სკამიდან მეტად გაგაძლიეროს.

Sportall.Ge

კი, შეიძლებოდა ამ მატჩის გადარჩენაც, თუმცა, თუკი ვთქვით, რომ სანიოლი იღბლიანი მწვრთნელიცაა, სადღაც ესეც მთავრდება - ამინდი, მატჩის დელეგატი, დაუცველ კარში გოლის ვერგატანა თუ თერთმეტმეტრიანის გამოუყენებლობა ხელს გიშლის.

რა სურათი მივიღეთ ახლა? ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ისევ "ერთა ლიგას" უნდა "ჩამოვეკიდოთ", შესარჩევ ეტაპზე კი მაღალ მიზნებს ვერ ვისახავთ. არადა, მეტწილად, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორმა შექმნა განცდა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია. არაა ეს ასე მარტივი საქმე, სტაბილურობაა საჭირო. ძალიან არ გვინდა, გულშემატკივრების თვალში "ამ თაობის" მიმართაც სინანულის განცდა დაიწყოს, ისინი ამას არ იმსახურებენ, თუმცა, სანამ კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ, "საუკუნე გაივლის კიდევ", ყველაფრის ერთბაშად კომპენსირება მარტივად არ ხდება. ზუსტად ერთი წლის წინ, გასული წლის ივნისში, წერილი ასეთი სათაურით გამოვაქვეყნეთ - "კომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს" - ამის იმედი და შანსი კვლავ არსებობს!

altფეხბურთი იყო თუ წყალბურთი? - საათნახევრიანი პაუზა და საქართველოს ნაკრების მარცხი გლაზგოში [VIDEO]

altსანიოლი: მატჩის განახლებაზე გადაწყვეტილებას უეფა იღებდა - ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს

მკითხველის კომენტარები / 90 /
მე ამ თაობის ფეხბურთელებით ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგი ნაკრები გვყავს, და მომავალში უფრო კარგად ითამაშებენ. მოემზადეთ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის.
ქ. გ.
22 ივნისი 2023 11:39
3
სანიოლი ბრწყინვალე კაცია, მაგრა ვერაა მკაცრი და ვაუ ხარისხის მწვრთნელი. საერთოდ სერიოზული ბარდაკია ფედერაციასა და მის ირგვლივ
esea es
21 ივნისი 2023 19:50
5
ობიექტური რეალობა-მინდორი ტექნიკური ფეხბურთის სადუალებას არ იძლეოდა,აგრეთვე იბიექტურად-სანიოლი ბოლო დროს ვერც ოპტიმალურ ვერ შემადგენლობას ირჩევს და ვერც ტაქტიკას. ფაქტია,ცვლილებების შემდეგ გაუმჯობესება სახეზეა. ხვიჩას ფლანგზე უკან რომ დვალს დაუყენებ,საერთოდ უზღუდავ ყველაფერს,როდესაც აზარო ი ჰყავს უკან,კვარას გაცილებით მეტის კეთების საშუალება ეძლევა. გასაგებია,რომ სტანდარტულების შიშით ტანმაღალი მცველი არჩია,სამაგიეროდ შეტევის პოტენციალი ათმაგად შეამცირა. აქ ჩემი თამადობიყ ყველა პროფესირები ვართ,მაგრამ ამ შემთხვევაში მგონი არ ვცდები :)
ადამიანი
21 ივნისი 2023 17:35
3
წაგება ან მოგება,რა მნიშვნელი აქვს? მთავარი შედეგი არ არის ყოველთვის,თუმცა თუ შედეგი გაქვს,ხარისხს იმდენად არ უყურებ. ასე იყო კიპრთან თამაშის მერე,გამოსწორებას დაგვპირდა მწვრთნელი,მარა წვიმამ მოუსწრო. აშკარად,წვიმის ბრალი იყო) აბა,ჩვენ ისეთი გუნდი გვყავს,გამორიცხულია კლასის ან პროფესიონალიზმის ნაკლებობა. თამაშის მერე გაბრაზებული ვიყავი,ეხლა დავმშვიდდი ცოტა და ცივ გონებაზე აღარ ვბრაზობ. ან რატომ უნდა გავბრაზდე? რაც არ არიან იმას ხო არ მოვთხოვ? ვუყურებ რობერსტონს,ვინც ყველაფერი მოიგო ლივერპულში და მგელივით იყო,ერთი წუთი არ გაჩერებულა,ეს არის პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა ფანების მიმართ. არადა,ეს ბიჭი ახლოს იყო კარიერის დასრულებასთან და ჰალში თამაშობდა,პრემირლიგიდანაც გავარდა,თუმცა პროფესიონალი არსად არ იკარგება და წაიყვანა ლივერპულმა.მაშინ გაუგებარი იყო ეს ამბავი,თუმცა ახლა ყველამ ნახა,რატომ მოხვდა იქ. ჩვენები კი,ხასიათის ხალხია და საკალელი ბიჭები,თუ არ გაწვიმდა,ქე ითამაშებენ კარგად და თუ არა,კი ჩამოყრიან ყურებს. წნეხს ეს ხალხი ვერ უძლებს და რას ვითხოვთ? ეს ამ ბიჭების ბრალი არ არის,ერის ბრალია ზოგადად,მენტალიტეტი არ გვაქვს და წარმატებებაზე ფიქრი ზედმეტია. მაიცა,ევროპაზე რო გავიდეთ და გაგვიწვიმდეს,რას ვშვებით მერე? წაგება კი არ არის პრობლემა,დამოკიდებულებაა პრობლემა. წვიმის გამო რო ფეხბურთელი ყურებს ყრის,რაზეა სალაპარაკო. წაით ბიძი და ბალეტზე შედით,იქ არ გაგიწვიმდებათ და იქნებით სიმშრალეში.
თუ არ წვიმს...
21 ივნისი 2023 17:17
3
ერთი ფეხის დაცდენა და წამოესიეთ ნაკრეს ტურებივით, არაა ეს გულშემატკივრობა, ესაა ჩასაფრებული პოზიცია. თუ გულშემატკივარი ხარ, გამარჯვება უნდა მიულოცო, მარცხის შემთხვევაში კი უნდა ანუგეშო და თუ რამე შეცდომა იყო თანაგრძნობით უნდა მიუთითო და შეურაწყოფა არ მიაყენო. გულშემატკივარი ვარ და ანალიტიკოსობაზე თავს ვერ დავდებ, დილეტანტი ვარ, მაგრამ, მიქაუტაძეს რომ გაეტანა და თამაში შემოებრუნებინათ, რისი შანსიც ნამდვილად იყო, წყალი დაშრა და ბურთი შედარებით უკეთესად მოძრაობდა, მაშინ ყველა გმირები იქნებოდნენ და სანიოლი დიდი სტრატეგოსი, მაგრამ როგორც ვხედავ აქ სანაიას მრევლს აქვს თავი მოყრილი და ელოდებიან ფეხის დაცდენას რო მერე ბოღმა ანთხიონ და წუმპეში ამოსვარონ ყველა განურჩევლად. არაა ეს სწორი საქციელი... ბიჭებს მივმართავ: არა უშავს,ვინც არ მარცხდება იმან გამარჯვების გემო არ იცის, მთავარია შეცდომები გაითვალიწინეთ, მარცხი წარსულს ჩააბარეთ და ახალი გამარჯვებებისთვის მოემზადეთ, ძალიან მაგრები ხართ, ქართული ფეხბურთი ახალ სიმაღლეზე აიყვანეთ და ისტორის წერთ! ნამდვილ გულშემატკივარს უყვარხათ, სჯერა და თქვენი იმედი აქვს! ძაღლებმა კი იყეფონ... აბა ულა!!!...
ელგუჯა
22 ივნისი 2023 11:42
12
გეთანხმები !

ერთი იმას დავამატებდი, რომ ორი უკიდურესობაში გადავარდნა იციან -
მოიგებენ და გაღმერთებას იწყებენ, წააგებენ და მაშინვე ტალახის სროლას აქვს ადგილი . .


არ შეიძლება ეგრე ! უნდა უქომაგო ისეც და ასეც. თუ რამე არ მოგწონს გაიარე/შეეშვი/რას იშლი ნერვებსსს და რას უშლი სხვებსაც ნერვებს ?? წადი ბიძია და ბარსელონებს და რეალებს უქომაგე !
nk
22 ივნისი 2023 11:55
2
ჩვენი გუნდი ჯერ არ არის იმ დონის, რომ თქვა უეჭველი გავა ჯგუფიდანო. შანსი გვქონდა, თუმცა ვინ იფიქრებდა რომ შოტლანდია ესპანეთს და ნორვეგიას მოუგებდა. დიდი დიდი 1 ქულა უნდა აეღო მაგ 2 თამაშში. გარდა ამისა, რა წესია ეს ხელების ჩამოშვება? აუცილებლა უნდა მოვიგოთ სახლში კვიპროსთან და შოტლანდიასთან. გვრეჩება ორი თამაში ესპანთთან და ერთი ნორვეგიათან. მიზანი სამი ქულის აღება უნდა იყოს. ჯამურად რომ 9 ავიღოთ პლიუს უკვე აღებული 4, მესამე ადგილზე უეჭველი გავალთ. რეიტინგში წავიწევთ, ახალგაზრდების კლასი, ფსიქოლოგიური მომზადება გაიზრდება. ცოტააა? კრიტიკას მივესალმები, მაგრამ ეხლა ტრენერის შეცვლა რომელ ლოგიკაში ჯდება. დარჩენილი თამაშები თუ ისე წავიდა, როგორც ვთქვი, ეს ხომ ერთა ლიგისთვის მზადებაც გამოდის. მოკლედ, ძირს პანიკა და გავაგრძელოთ ის პროგრესი რაც უკვე გვაქვს.
პ.ს. აგე, ახალგაზრდებიც წამოვლენ.
პ.ს.ს. ჩემი ღრმა რწმენით-წვიმა შოტლანდიელებს აშკარად მიეხმარა.
ვერგავიგე
22 ივნისი 2023 11:37
2
ასე უჯიგროდ ნაკრებში არ უნდა თამაშობდა... ყველაზე ვიძახი.
ზოლა
21 ივნისი 2023 23:59
4
წყალსაც წაუღია ეს წაგება ეხლა მთავარი ესპანეთთან გასამართი თამაშია და იმაზე უნდა ვკონცერტირდეთ ესეთი თამაში კატასტროფის ტოლფასიაჩვენ თქვენი გვჯერავს და თქვენს გვერდით ვართ . წინ გამარჯვებისაკენ
გიო9
21 ივნისი 2023 15:55
9
გაიხარე გიო, მართალი ბრძანდებით.
გიზოგ
21 ივნისი 2023 16:25
1
პენსიონერი ფეხბურთელები, მიხედავად ძველი დამსახურებისა, უნდა წავიდნენ... მადლიერებით გავაცილოთ... როცა ბურთი ჩვენ გვქონდა კუს რეჟიმში გადადიოდა კადრი, ხოლო როცა მეტოქეს- თანამედროვე სხარტი ფეხბურთი იწყებოდა...
გიორგი 50
21 ივნისი 2023 16:30
0
სპალეტი გვჭირდება. ვინც თავს არ მოიკლავს და შეუპოვრად არ ითამაშებს, ახეხინებს სკამს. პრესინგი ამათ არ შეუძლიათ და ჟილკა ნულზე აქვთ. ვერ ხვდებიან, რომ ერის ნაკრებში თამაშობენ.............
gio
21 ივნისი 2023 19:47
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული