საქართველოს ნაკრების მარცხის მიზეზები, რასაც სათავე მანამდე დაედო...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შოტლანდიასთან (0:2) მარცხმა ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. რა თქმა უნდა, შეხვედრა უნდა გადადებულიყო (შესაძლოა, არც უნდა დაწყებულიყო) და პირველი გაშვებული გოლი უსამართლობის განცდას ტოვებს, თუმცა მხოლოდ ამ ფაქტორებზე ყველაფრის დაბრალებით თავს მოვიტყუებთ, პრობლემა კი უფრო სიღრმისეულია...

საკითხი უფრო გავშალოთ. დავუშვათ, არსებული მეტეოროლოგიური პირობები რომ არა, შეხვედრის სტარტზე საკუთარ კარში გოლი არ მიგვეღო, მაგრამ აბა, გავიხსენოთ, რა ხდებოდა წინა მატჩში და რაზე მივუთითებდით? - კუთხურების დროს თავის დაცვას ძალიან ცუდად ვახერხებთ. ეს კვიპროსთანაც კი საგრძნობი იყო და მით უმეტეს, ახლა.
როდემდე უნდა გვქონდეს ეს პრობლემა, სტანდარტულ მდგომარეობებს თავად ვერ ვიყენებდეთ, მეტოქე კი მაქსიმალურ ხეირს იღებდეს?!

Sportall.Ge

წვიმა წვიმად, თუმცა ის, რომ პოზიციური შეტევების წამოწყება გვიჭირს, სიახლე იყო? კი ბატონო, ახლა უფრო მეტად გაგვიჭირდა, თუმცა ამაზეც ხომ სულ ვუთითებთ, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ "მეორე ნომრად" წარმოგვიდგენია. არაა შოტლანდიის ნაკრები იმ კალიბრის გუნდი, რომელიც ბურთის ფლობით გაერთობა და თავისუფალ ზონებს დაგიტოვებს. ეს სამშაბათის საღამომდეც ვიცოდით. როცა ინგლისის პრემიერლიგის გუნდებით დაკომპლექტებულ ფეხბურთელებს ეთამაშები, ჩვენი მოძრაობა (თუ უმოძრაობა) უსუსურად გამოიყურება. გვაკლია იმის ტექნიკაც და საფეხბურთო აზროვნების სისხარტე, ფიზიკური მომზადების დაბალანსება შევძლოთ.

კომბინირება რომ გვიჭირს, არახალია. თითქოს სანიოლის გუნდი მოედანზე ნაწილ-ნაწილ თამაშობდა, ერთიანობა ვერ ხერხდებოდა, ფეხბურთელებს არაფერი ეტყობოდათ იმის, რომ რამდენიმე კვირაა ერთად ემზადებოდნენ...

Sportall.Ge

ლუკა გაგნიძესა თუ ოთარ კიტეიშვილს მონდომებას, სითამამესა და ეპიზოდებში ბურთის კარგად კონტროლს შევუქებთ, თუმცა, როცა მინდვრის ცენტრში შენი მეურვე "მანჩესტერის" ძალიან მაგარ სანაკრებო ფორმაში მყოფი ნახევარმცველი მაკტომინეია, რთულია, იქ რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს მეტი მოსთხოვო. ვწერთ ჩვენი ბიჭების საკლუბო პროგრესზე, თუმცა ეს ცოტაა, ძალიან ცოტა, რაოდენობრივადაც და ხარისხობრივად. "არსენალი", "ლივერპული", "ბრაიტონი" , "ასტონ ვილა" სულ სხვა ტემპი და გამოცდილებაა და რთულია, მას პოლონეთის, სლოვაკეთისა და სხვა საშუალოევროპული ჩემპიონატებით სათანადო წინააღმდეგობა გაუწიო.

იქნებ ვინმემ ისიც იფიქროს, მაშინ მთავარ მწვრთნელს რას ვერჩით, თუ შეუსრულებელი მისია გვქონდა, თუმცა ფეხბურთის არსი ისაა, კონკრეტულ მატჩში გამარჯვება ყველას რომ შეუძლია. გარდა ამისა, საქმე მხოლოდ მოგებაში ხომ არაა. ვილი სანიოლმა ახლა თქვა უარი 3 ცენტრალურ მცველსა და ფლანგების გაძლიერებაზე. ამით მეტოქეს მასიური იერიშების მეტი შანსი მივეცით, ამავდროულად კი, ფლანგზე ცენტრალური მცველის დაყენებით კონტრშეტევებზე თამაშის შანსებიც შევიმცირეთ. ფრანგ დამრიგებელს რატომაც ვაქებდით, მაქსიმალური ალტერნატივების ძიება დაიწყო. ეს ხომ ვაისის დროს ნანახი გვაქვს - ფრთის ნომინალურ მოთამაშეს არ დაეყრდნო და ვინმეს ამპლუა შეუცვალო. გარდა ამისა, შემადგენლობის შერჩევა ვილის პრობლემად იქცა, როცა გუნდთან ამდენდღიანი ურთიერთობა გაქვს, ვინ რა კონდიციებშია, უფრო ზუსტად უნდა გამოიცნო; ვინ იწყებს უკეთ და ვის შეუძლია სათადარიგოთა სკამიდან მეტად გაგაძლიეროს.

Sportall.Ge

კი, შეიძლებოდა ამ მატჩის გადარჩენაც, თუმცა, თუკი ვთქვით, რომ სანიოლი იღბლიანი მწვრთნელიცაა, სადღაც ესეც მთავრდება - ამინდი, მატჩის დელეგატი, დაუცველ კარში გოლის ვერგატანა თუ თერთმეტმეტრიანის გამოუყენებლობა ხელს გიშლის.

რა სურათი მივიღეთ ახლა? ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ისევ "ერთა ლიგას" უნდა "ჩამოვეკიდოთ", შესარჩევ ეტაპზე კი მაღალ მიზნებს ვერ ვისახავთ. არადა, მეტწილად, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორმა შექმნა განცდა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია. არაა ეს ასე მარტივი საქმე, სტაბილურობაა საჭირო. ძალიან არ გვინდა, გულშემატკივრების თვალში "ამ თაობის" მიმართაც სინანულის განცდა დაიწყოს, ისინი ამას არ იმსახურებენ, თუმცა, სანამ კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ, "საუკუნე გაივლის კიდევ", ყველაფრის ერთბაშად კომპენსირება მარტივად არ ხდება. ზუსტად ერთი წლის წინ, გასული წლის ივნისში, წერილი ასეთი სათაურით გამოვაქვეყნეთ - "კომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს" - ამის იმედი და შანსი კვლავ არსებობს!

altფეხბურთი იყო თუ წყალბურთი? - საათნახევრიანი პაუზა და საქართველოს ნაკრების მარცხი გლაზგოში [VIDEO]

altსანიოლი: მატჩის განახლებაზე გადაწყვეტილებას უეფა იღებდა - ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს

მკითხველის კომენტარები / 90 /
ნაკრები შეიძლება გააკრიტიკო წაგების შემდეგ და თუნდაც მოგებული მატჩის შემდეგ. მაგრამ რასაც აქ ზოგიერთ კომენტარებში ვკითხულობ ამას კრიტიკა არ ქვია. ზოგი კომენტარი დამამცირებელი და დაცინვაა. ამას არავითარი საერთო არა აქვს ნაკრების ქომაგობასთან. ასეთი ადამიანები ვითომ ქომაგები არიან, მათ მხოლოდ ახლა როცა ხვიჩას ასეთი დიდი ხმაურიანი წარმატება გაიგეს მერე დაიწყეს ფეხბურთის ვითომ ქომაგობა. მე და ჩემნაირებს ვისაც დიდებული დინამო გვახსოვს და უდიდესი სიხარული, ბედნიერება და სიამაყე განვიცადეთ, არასოდეს დაგვცდება ამ ბიჭებზე ასეთი ვიგინდარული სიტყვები. თქვენ ხართ უსირცხვილოები და არავითარი ნაკრების ქომაგები. ვიღაც პენსიონერი (დავითი67) ამ ახლაგაზდა ბიჭებს, თავის შვილიშვილების ხელებს უდიერად უწუდებს (ეს შემო''ისინი'' არც კი დარბიანიო) შენ მართლა შიბაქო ასე რომ მოიხსენიებ ახალგაზდა ბიჭებს თავის პატივისცემაც დაკარგული რომ გაქვს გასაგებია. თვალები მაინც გაახილეთ თქვე დაბრმავებულებო იმ თამაშს რომ უყურებდით და სხვებსაც რომ უყურებთ მაყურებლები ფეხზე დგანან თავისი ფეხბურთელების საპატივსაცემლოდ, თქვენნაირები კი დაწყებიდან 20-25 წუთის მერე მოდიხართ სტადიონზე. თქვენნაირები ვის თხოვთ ფეხბურთის თამაშს და რის საფუძველზე გინდათ თქვენ ვინმემ დაგაფასოდ ან თქვენი პატივისცემით თავები მოიკლან? მე ისეთი დროც მახსოვს ფეხბურთზე ლაპარაკი მცხვენოდა, ისეთ დღეში ვიყავით. ფეხბურთის ყურება აღარც მინდოდა და ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი თუ ისეთ დამცირებას განვიცდიდ ფეხბურთის ყურების დროს. ახლა ის წყეული დრო დიდი ხანია უკან დარჩა და თქვენ ვისაც ფეხბურთან არასოდეს არაფერი გქონიათ საერთო, მოგეცათ შესაძლებლობა თვენი @ლეობები აფრქვიოთ აქ და სხვა სოციალურ ქსელებში. ეს ჩემი ნაკრებია და ჩემნაირების, თქვენნაირმა შიბაქებმა შახმატს უყურეთ.
G.LA
22 ივნისი 2023 12:59
6
ეგ დავით 67, თუ 007 მაგარი ქლიბია. ვერც ერკვევა, არც ეშვება და ბოღმას ანთხევს მხოლოდ.
მგონი, ამბები.გე-ზეც ეგ წერს სისულელეებს კომენტარებში.
წლებია, რაც დავით 67-ის ნიკით წერს და კი იქნება უკვე 70-ს გადაცილებული. :)
კოლა
22 ივნისი 2023 21:32
0
დავითი67 არის 1967 წელს დაბადებული,ასე რომ გამოდის 55-56 წლის :-) .
ტვინიკოსა
23 ივნისი 2023 00:20
0
ჩვენი მთავარი უბედურება ისაა, რომ ურმის გადაბრუნების შემდეგაც ვერ ვხედავთ პრობლემებს. ესე იყო ვაისის დროსაც და ასეა დღესაც. ადრეც ვწერდი და ეხლაც გავიმეორებ, რომ პრესინგის ,მჭიდრო მეურვეობის გარეშე,ბურთის მიღების მომენტში ხელის შეშლის გარეშე , საჯარიმო მოედნამდე დაწეული დაცვით და მინდვრის ცენტრის დათმობით, მოწინააღმდეგისათვის ხშირად თავისუფლად ჩაწოდების საშუალების მიცემით შოტლანდიასთან უშანსოდ წავაგებთ მეთქი. პლუს (შოტლანდიასთან არასწორად დაყენებული შემადგენლობა)იგივე ,,ტაქტიქით" ნორვეგია საერთოდ დაგვანგრევს, რომელიც შოტლანდიაზე უკეთესი გუნდია და ამაში გლაზგოში ჩასვლისას დაგარწმუნებთ! შედეგი ლოგიკურია, არშეიძლება მუდმივად გაგიმართლოს, მაინტერესებს მერე მაინც თამაშს არ არჩევენ? სანიოლი გასაშვებია, მაგრამ რა უნდა მოსთხოვო ხალხს, რომლებმაც ვაისი ჩვენს ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს?!
ვახო
22 ივნისი 2023 12:29
1
... და ასეა ქვეყნის პოლიტიკასიც....,
ალიბაბა.
22 ივნისი 2023 22:48
0
საქართველოს ნაკრებმა თამასის პირველი 2/3 განმავლობაში აჩვენა მაგალითი კვარაცხელიას განეიტრალების--პასი არ უნდა მისცე და ყველაფერი რიგზე იქნება. ისე ხვიჩას ბოლო თამაშებში ეტყობოდა რომ ერთი სული ჰქონდა სეზონის დასრულების მაგრამ პროფესიონალია და პასუხისმეგებლობა აქვს ამიტომ ბოლომდე იხარჯებოდა უკანასკნელი ძალების მობილიზაციით. მართლა რომ ზღაპრული სეზონი ჰქონდა (ერთი წლის წინ ვინ იფიქრებდა ქართველი ფეხბურტელი სერია ა-ს საუკეტესო ფეხბურთელი, ოქროს ბურთის ნომინანტებშ სორის იქნებოდა ასე შემდეგ?) და ამიტომ ყველა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარისთვის საამაყოც, რასაც ყველას ვულოცავ. შემდეგი სეწზონი კიდევ უკეთესი ექნება.
გიორგი
21 ივნისი 2023 15:22
3
ვაკეთოთ ქართული საქმე….. ვითამაშოთ ქართული ფეხბურთი, ქართული სულისკვეთებით, ქართულ გენზე დაფუძნებული…. და თუ რაიმე ხარვეზი გამოვლინდა, შემდგომ მივხედოთ, ოღონდ ისევ იმ უნიკალური ქართული ფუნდამენტის გათვალისწინებით, რომელსაც მსოფლიო დონის ქართველი ფეხბურთელები (ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს) ქმნიდნენ.
ქართველი გულშემატკივარი
21 ივნისი 2023 15:35
5
წყალში დაიკარგა ჩვენი ლიდერების უპირატესობა. ასეთ პირობებში ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელი უფრო დაზარალდა, ვიდრე უნიჭო მოწინააღმდეგე. სად უფრო გაგიჭირდება ხვიჩას გაჩერება: კარგ მოედანზე თუ ჭაობში?
ქ. გ.
21 ივნისი 2023 15:00
1
ეს შესარჩევი ტურნირი რომ დასრულდება, ამ პროგნოზს შეგახსენებთ ↓
ქეცბაია კვიპროსში შოტლანდიას დაამარცხებს.
ესპანეთი და ნორვეგიაც შოტლანდიას დაამარცხებენ.
სახლში 3 თამაშიდან ორი მაინც რომ მოვიგოთ (შოტლანდიისა და კვიპროსის წინააღმდეგ), საქართველო შოტლანდიაზე მეტ ქულას დააგროვებს.
https://twitter.com/meekvse/status/1671493089230458880
ქ. გ.
21 ივნისი 2023 16:29
6
გველესიანს რატო არ ათამაწებენ, კრიშა არ ყავს?
მცველიც კარგია და გოლებსაც იტანს
ზურაბ
22 ივნისი 2023 11:27
3
ვეთანხმები, გუნდი ნაწილებად იყო დაშლილი და არ იყო ერთიანობა, ალბათ ეს მაინც ცენტრის ბრალია.
პ.ს. ნაპოლიში კვარაცხელიას პასს არ აძლევდნენო, ნაკრებშიც არ აძლევდნენ - კი არ აძლევდნენ, ვერ აძლევდნენ, კვარაცხელია სადღაც აუტის ხაზთან დგას ხშირად და თითქოს თავისთვის თამაშობს. მახსოვს ამასწინათ ერთმა იტალიელმა დაწერა, კვარაცხელია ეგოისტი ფეხბურთელია, გუნდისთვის არ თამაშობსო თუ რაღაც მსგავსი.
კვარაცხელია ჩემის აზრით არის ის ფეხბურთელი, რომელზეც თამაშს თუ ააწყობ შეიძლება შედეგი მიიღო, თუ მასზე გუნდი არ ააწყობს თამაშ, შედეგიც შეიხლება არ დადგეს...
დავამატებ იმას, რომ ჩვენ რაც არ უნდა იყოს ტექნიკა გვაქვს, იგივე კვარაცხელიას ტექნიკა, დავითაშვილის და სხვების, წვიმამ ამ შემთხვევაში ტექნიკის დემონსტრირებაზე უარყოფითი გავლენა იქონია, მოიგო იმან, ვინც ფიზიკურად უფრო ძლიერია - ეგეთ ამინდში იგებს ის ვინც ფიზიკურად კარგად არის მომზადებული
1212
21 ივნისი 2023 16:26
0
საყრდენი(ამრთმევი) ნახევარმცველი გვიჭირს ყველაზე უფრო!
უჩა
21 ივნისი 2023 15:23
0
სანიოლი უნდა წავიდეს და რაც შეიძლება მალე
ამირანი
21 ივნისი 2023 14:21
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული