საქართველოს ნაკრების მარცხის მიზეზები, რასაც სათავე მანამდე დაედო...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შოტლანდიასთან (0:2) მარცხმა ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. რა თქმა უნდა, შეხვედრა უნდა გადადებულიყო (შესაძლოა, არც უნდა დაწყებულიყო) და პირველი გაშვებული გოლი უსამართლობის განცდას ტოვებს, თუმცა მხოლოდ ამ ფაქტორებზე ყველაფრის დაბრალებით თავს მოვიტყუებთ, პრობლემა კი უფრო სიღრმისეულია...

საკითხი უფრო გავშალოთ. დავუშვათ, არსებული მეტეოროლოგიური პირობები რომ არა, შეხვედრის სტარტზე საკუთარ კარში გოლი არ მიგვეღო, მაგრამ აბა, გავიხსენოთ, რა ხდებოდა წინა მატჩში და რაზე მივუთითებდით? - კუთხურების დროს თავის დაცვას ძალიან ცუდად ვახერხებთ. ეს კვიპროსთანაც კი საგრძნობი იყო და მით უმეტეს, ახლა.
როდემდე უნდა გვქონდეს ეს პრობლემა, სტანდარტულ მდგომარეობებს თავად ვერ ვიყენებდეთ, მეტოქე კი მაქსიმალურ ხეირს იღებდეს?!

Sportall.Ge

წვიმა წვიმად, თუმცა ის, რომ პოზიციური შეტევების წამოწყება გვიჭირს, სიახლე იყო? კი ბატონო, ახლა უფრო მეტად გაგვიჭირდა, თუმცა ამაზეც ხომ სულ ვუთითებთ, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ "მეორე ნომრად" წარმოგვიდგენია. არაა შოტლანდიის ნაკრები იმ კალიბრის გუნდი, რომელიც ბურთის ფლობით გაერთობა და თავისუფალ ზონებს დაგიტოვებს. ეს სამშაბათის საღამომდეც ვიცოდით. როცა ინგლისის პრემიერლიგის გუნდებით დაკომპლექტებულ ფეხბურთელებს ეთამაშები, ჩვენი მოძრაობა (თუ უმოძრაობა) უსუსურად გამოიყურება. გვაკლია იმის ტექნიკაც და საფეხბურთო აზროვნების სისხარტე, ფიზიკური მომზადების დაბალანსება შევძლოთ.

კომბინირება რომ გვიჭირს, არახალია. თითქოს სანიოლის გუნდი მოედანზე ნაწილ-ნაწილ თამაშობდა, ერთიანობა ვერ ხერხდებოდა, ფეხბურთელებს არაფერი ეტყობოდათ იმის, რომ რამდენიმე კვირაა ერთად ემზადებოდნენ...

Sportall.Ge

ლუკა გაგნიძესა თუ ოთარ კიტეიშვილს მონდომებას, სითამამესა და ეპიზოდებში ბურთის კარგად კონტროლს შევუქებთ, თუმცა, როცა მინდვრის ცენტრში შენი მეურვე "მანჩესტერის" ძალიან მაგარ სანაკრებო ფორმაში მყოფი ნახევარმცველი მაკტომინეია, რთულია, იქ რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს მეტი მოსთხოვო. ვწერთ ჩვენი ბიჭების საკლუბო პროგრესზე, თუმცა ეს ცოტაა, ძალიან ცოტა, რაოდენობრივადაც და ხარისხობრივად. "არსენალი", "ლივერპული", "ბრაიტონი" , "ასტონ ვილა" სულ სხვა ტემპი და გამოცდილებაა და რთულია, მას პოლონეთის, სლოვაკეთისა და სხვა საშუალოევროპული ჩემპიონატებით სათანადო წინააღმდეგობა გაუწიო.

იქნებ ვინმემ ისიც იფიქროს, მაშინ მთავარ მწვრთნელს რას ვერჩით, თუ შეუსრულებელი მისია გვქონდა, თუმცა ფეხბურთის არსი ისაა, კონკრეტულ მატჩში გამარჯვება ყველას რომ შეუძლია. გარდა ამისა, საქმე მხოლოდ მოგებაში ხომ არაა. ვილი სანიოლმა ახლა თქვა უარი 3 ცენტრალურ მცველსა და ფლანგების გაძლიერებაზე. ამით მეტოქეს მასიური იერიშების მეტი შანსი მივეცით, ამავდროულად კი, ფლანგზე ცენტრალური მცველის დაყენებით კონტრშეტევებზე თამაშის შანსებიც შევიმცირეთ. ფრანგ დამრიგებელს რატომაც ვაქებდით, მაქსიმალური ალტერნატივების ძიება დაიწყო. ეს ხომ ვაისის დროს ნანახი გვაქვს - ფრთის ნომინალურ მოთამაშეს არ დაეყრდნო და ვინმეს ამპლუა შეუცვალო. გარდა ამისა, შემადგენლობის შერჩევა ვილის პრობლემად იქცა, როცა გუნდთან ამდენდღიანი ურთიერთობა გაქვს, ვინ რა კონდიციებშია, უფრო ზუსტად უნდა გამოიცნო; ვინ იწყებს უკეთ და ვის შეუძლია სათადარიგოთა სკამიდან მეტად გაგაძლიეროს.

Sportall.Ge

კი, შეიძლებოდა ამ მატჩის გადარჩენაც, თუმცა, თუკი ვთქვით, რომ სანიოლი იღბლიანი მწვრთნელიცაა, სადღაც ესეც მთავრდება - ამინდი, მატჩის დელეგატი, დაუცველ კარში გოლის ვერგატანა თუ თერთმეტმეტრიანის გამოუყენებლობა ხელს გიშლის.

რა სურათი მივიღეთ ახლა? ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ისევ "ერთა ლიგას" უნდა "ჩამოვეკიდოთ", შესარჩევ ეტაპზე კი მაღალ მიზნებს ვერ ვისახავთ. არადა, მეტწილად, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორმა შექმნა განცდა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია. არაა ეს ასე მარტივი საქმე, სტაბილურობაა საჭირო. ძალიან არ გვინდა, გულშემატკივრების თვალში "ამ თაობის" მიმართაც სინანულის განცდა დაიწყოს, ისინი ამას არ იმსახურებენ, თუმცა, სანამ კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ, "საუკუნე გაივლის კიდევ", ყველაფრის ერთბაშად კომპენსირება მარტივად არ ხდება. ზუსტად ერთი წლის წინ, გასული წლის ივნისში, წერილი ასეთი სათაურით გამოვაქვეყნეთ - "კომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს" - ამის იმედი და შანსი კვლავ არსებობს!

altფეხბურთი იყო თუ წყალბურთი? - საათნახევრიანი პაუზა და საქართველოს ნაკრების მარცხი გლაზგოში [VIDEO]

altსანიოლი: მატჩის განახლებაზე გადაწყვეტილებას უეფა იღებდა - ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს

მკითხველის კომენტარები / 90 /
სწრაფად ამოსვლას დაცვიდან შეტევაში ჭირდება წინსსწარ კარგად დამუშავებული კომბინაციები. რაიმე მსგავსი დაინახეთ ვინმემ? და არ გვინდა ახლა "პრემიერლიგის ფეხბურთელებს ვეთამაშებოდით" და ასე შემდეგ- კვიპროსთანაც ეგრე იყო და მანამდეც. დაცვით ფაზაშიბთამაშისას კი - კარგი ბატონო მაღალ პრესინგს არ ათამაშებს, რადგან ვერ რისკავს, მაგრამ სადღაც ხომ უნდა დააპრესინგო?! თავისუფლად ღებულობს მოწინააღმდეგე ბურთს შენი საჯარიმოს მისადგომებთანაც კი, იმის დროც აქვს სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და კარგი პასი გააკეთოს სანამ მასზე ჩვენი ფეხბურათელი ავა ნელა-ნელა! ეს რომელი საუკუნის ფეხბურთია და რად უნდა ამას უმაღლესი კლასის მცველები?! შემადგენლობა სწორდ ვერცერთხელ ვერ დააყენა, მერე გზადაგზა ასწორებს, მაგრამ აქაც აგვიანებს. მოკლედ რომელი ერთი ჩამოვთვალო. არ არის ეს ადამიანურად სიმპატიური კაცი თუნდაც საშუალო დობის მწვრთნელი!
არტ
22 ივნისი 2023 11:03
1
წესიერ მოედანზე სხვა სურათი იქნებოდა, ბიჭები უსამართლობის განცდის ქვეშ თამაშობდნენ, ნაწყენები.
ეს უაზრო მოედანი და უაზრო ფედერაცია.
დავივიწყოთ
თენგო
22 ივნისი 2023 10:59
6
ვერსად მოვიძიე და ძალიან საინტერესოა ვილი სანიოლი თბილისში დაბრუნდა ევროპის ჩემპიონატზე, თუ სახლში წავიდა საფრანგეთში?
mvx
22 ივნისი 2023 10:56
1
უეჭველი აქაა დარწმუნებული ვარ, ქეცბაიაზე ცოტა ნამუსიანი კია, ეგრევე რო მირბოდა მშობლიურ კვიპროსში. ისე კი ქართველი მწვრთნელი გვჭირდება, ვინმე სპორტსმენი, მასწავლებელი, ჭკუადამჯდარი, კაი კაცი. სვანაძე დავაბრუნოთ ალბათ ჯობია ან სოსო ფრუიძე დავაბრუნოთ ფეხბურთში ან გიგა ნორაკიძე გავაცოცხლოთ ან რამე ვქნათ.
უვიცი
23 ივნისი 2023 01:30
0
მეორე თამაშში არ იქნება წვიმა და ვნახოთ როგორ ვითამაშებთ.
ფეხბურთის გულშემატკივარი.
22 ივნისი 2023 10:28
1
დროა მეტი ყურადღება მიქცეს ეროვნულ ჩემპიონატს.
ხუმრობის გარეშე საბურთალო-ბათუმი უფრო მაგარი საყურებელია ხშირად ვიდრე არგენტინის კლაუსურას ტიგრე-კორდობა,
ოღონდ იქ 30 000 კაცი ავსებს სტადიონს და იმ სვარკას 10ტელევიზია 40კამერით იღებს.
აქ კიდე ფედერაცია თვითონ აკეთებს რეპორტაჟებს და ერთ ტელევიზიასა არ მოსდის აზრად ეროვნული ჩემპიონატი შეფუთოს,რეკლამა გაუკეთოს.თამაშისწინა გადაცემები და ტურის მიმოხილვები გააკეთოს.
მარტო კვარაცხელიას თამაშზე კომენტარების გაკეთებით წინ ვერ წავალთ.
არ მიჰყავს პრემიერლიგას და სერია Aს მთელი ჩვენი ნაკრები და რამდენი წელი ველოდოთ.
როცა ბათუმისნაერი გუნდი გაკეთდება ფოთში და ზუგდიდში,როცა ტორპედო მოძლიერდება და ჩემპიონატი რაღაცას დაემსგავსება მაშინ შეიძლება შესეგი გვქონდეს.
მთავარი როლი ამჯერად ტელევიზიებზეა
ნუთუ კარგად შეფუთულ ფეხბურთს ნაკლები ხალხი უყურებს ვიდრე სერიალებს ან თოქ-შოუებს?
Levani
22 ივნისი 2023 05:00
0
ასე უჯიგროდ ნაკრებში არ უნდა თამაშობდა... ყველაზე ვიძახი.
ზოლა
21 ივნისი 2023 23:59
4
*კომბინირება რომ გვიჭირს, არახალია. თითქოს სანიოლის გუნდი მოედანზე ნაწილ-ნაწილ თამაშობდა, ერთიანობა ვერ ხერხდებოდა, ფეხბურთელებს არაფერი ეტყობოდათ იმის, რომ რამდენიმე კვირაა ერთად ემზადებოდნენ..*ესაა ჩვენი ნაკრების ძირითადი პრობლემა,ერთიან,გუნდურ თამაშს ვერ თამაშობენ,არა აქვთ საკუთარი სტილი და ხელწერა,რაც გამოარჩევს სხვა ნაკრებებისგან,ნაწილ ნაწილ თამაშობენ,ეპიზოდებად და ვერც ერთმა მწვრთნელმა ვერ შეძლო გუნდური თამაშის დადგმა.ასე იყო ქეცბაია-არველაძეების დროსაც და ასეა ეხლაც.ცალცალკე ყველა კარგია,გუნდურად კი არცერთი არაფერი.ჯერჯერობით ამის გასაღები არ ჩანს.
მირო
21 ივნისი 2023 23:28
0
უთავმოყვარეო ბიჭები არიან როგორ ეღადავებოდნენ სკოტები ეხლა იწერება... აქ თუ წვიმს წამოდი საქართველოში გეთამაშებით და იქაც დაგადუღებთო აქ რო მასე ვინმეს უთხრა ხელჩართული ჩხუბი ატყდება და ამათ რა ჭირთ სირბილი ამათ ეზარებათ ტაქტიკას ესენი ვერ აყენებენ შემადგენლობას ესენი ვერ აყალიბებენ რჩევა დარიგება ამათ არ ესმით... გაგნიძე კიტეიშვილის წინ ბურთის ამტანად ჩაკვე დააყენოს ფლანგებზე კვარა და ზურიკო წინ ჟორჟიკა. გუშინ კაი ხანი მეგონა ნაპოლის თამაში იყო და მარიო რუის ვეძებდი კვარას ბურთს ცოცხალი თავით არ აძლევდნენ... ან ხედავ რო ჭაობია შენ ფლანგზე და ვერაფერს აკეთებ პატიმარი ხარ? ვინმემ მიგაჯაჭვა მარცხენა ფლანგზე??? გადადი მეორე ფლანგზე და იქიდან გაამწვავე მაგრამ მაგას მოფიქრება და ერთი ადგილის აწევა ხო უნდა??? ჭილკის გარეშე დღეს მოედანზე რეალიც წააგებს ბავარიაც და ბარსაც მოგების წყურვილი და თვალებში ცეცხლი არავის უჩანდათ დასაკლავი ბატკნის თვალებით იყურებოდნენ. მოიყვანეთ წესიერი მწვრთნელი..... მალე აზერებიც გავლენ დიდ ტურნირზე სომხებიც და ჩვენ ვუყუროთ შორიდან... მაღალი დონის ფეხბურთელები არ გვყავსო აქ რო იძახოს ზოგი სომხეთს ვინ ყავს კვარას დონის? ეხლა ხო გახვედით შვებულებაში ასე რო გინდოდათ დაისვენეთ ძალიან დაღლილები ხართ
Robi
21 ივნისი 2023 20:56
4
არ არის თავდადება, არ არის მოგება და ქულები. ნაკრებში მოხვედრა უზენაესი მადლია ნებისმიერისთვის, ამათ კი უბრალოდ პრესინგი ეზარებათ. მოკლედ უჯიგრო მთხლეები არიან სამწუხაროდ
123
21 ივნისი 2023 19:53
4
სანიოლი ბრწყინვალე კაცია, მაგრა ვერაა მკაცრი და ვაუ ხარისხის მწვრთნელი. საერთოდ სერიოზული ბარდაკია ფედერაციასა და მის ირგვლივ
esea es
21 ივნისი 2023 19:50
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული