საქართველოს ნაკრების მარცხის მიზეზები, რასაც სათავე მანამდე დაედო...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შოტლანდიასთან (0:2) მარცხმა ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. რა თქმა უნდა, შეხვედრა უნდა გადადებულიყო (შესაძლოა, არც უნდა დაწყებულიყო) და პირველი გაშვებული გოლი უსამართლობის განცდას ტოვებს, თუმცა მხოლოდ ამ ფაქტორებზე ყველაფრის დაბრალებით თავს მოვიტყუებთ, პრობლემა კი უფრო სიღრმისეულია...

საკითხი უფრო გავშალოთ. დავუშვათ, არსებული მეტეოროლოგიური პირობები რომ არა, შეხვედრის სტარტზე საკუთარ კარში გოლი არ მიგვეღო, მაგრამ აბა, გავიხსენოთ, რა ხდებოდა წინა მატჩში და რაზე მივუთითებდით? - კუთხურების დროს თავის დაცვას ძალიან ცუდად ვახერხებთ. ეს კვიპროსთანაც კი საგრძნობი იყო და მით უმეტეს, ახლა.
როდემდე უნდა გვქონდეს ეს პრობლემა, სტანდარტულ მდგომარეობებს თავად ვერ ვიყენებდეთ, მეტოქე კი მაქსიმალურ ხეირს იღებდეს?!

Sportall.Ge

წვიმა წვიმად, თუმცა ის, რომ პოზიციური შეტევების წამოწყება გვიჭირს, სიახლე იყო? კი ბატონო, ახლა უფრო მეტად გაგვიჭირდა, თუმცა ამაზეც ხომ სულ ვუთითებთ, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ "მეორე ნომრად" წარმოგვიდგენია. არაა შოტლანდიის ნაკრები იმ კალიბრის გუნდი, რომელიც ბურთის ფლობით გაერთობა და თავისუფალ ზონებს დაგიტოვებს. ეს სამშაბათის საღამომდეც ვიცოდით. როცა ინგლისის პრემიერლიგის გუნდებით დაკომპლექტებულ ფეხბურთელებს ეთამაშები, ჩვენი მოძრაობა (თუ უმოძრაობა) უსუსურად გამოიყურება. გვაკლია იმის ტექნიკაც და საფეხბურთო აზროვნების სისხარტე, ფიზიკური მომზადების დაბალანსება შევძლოთ.

კომბინირება რომ გვიჭირს, არახალია. თითქოს სანიოლის გუნდი მოედანზე ნაწილ-ნაწილ თამაშობდა, ერთიანობა ვერ ხერხდებოდა, ფეხბურთელებს არაფერი ეტყობოდათ იმის, რომ რამდენიმე კვირაა ერთად ემზადებოდნენ...

Sportall.Ge

ლუკა გაგნიძესა თუ ოთარ კიტეიშვილს მონდომებას, სითამამესა და ეპიზოდებში ბურთის კარგად კონტროლს შევუქებთ, თუმცა, როცა მინდვრის ცენტრში შენი მეურვე "მანჩესტერის" ძალიან მაგარ სანაკრებო ფორმაში მყოფი ნახევარმცველი მაკტომინეია, რთულია, იქ რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს მეტი მოსთხოვო. ვწერთ ჩვენი ბიჭების საკლუბო პროგრესზე, თუმცა ეს ცოტაა, ძალიან ცოტა, რაოდენობრივადაც და ხარისხობრივად. "არსენალი", "ლივერპული", "ბრაიტონი" , "ასტონ ვილა" სულ სხვა ტემპი და გამოცდილებაა და რთულია, მას პოლონეთის, სლოვაკეთისა და სხვა საშუალოევროპული ჩემპიონატებით სათანადო წინააღმდეგობა გაუწიო.

იქნებ ვინმემ ისიც იფიქროს, მაშინ მთავარ მწვრთნელს რას ვერჩით, თუ შეუსრულებელი მისია გვქონდა, თუმცა ფეხბურთის არსი ისაა, კონკრეტულ მატჩში გამარჯვება ყველას რომ შეუძლია. გარდა ამისა, საქმე მხოლოდ მოგებაში ხომ არაა. ვილი სანიოლმა ახლა თქვა უარი 3 ცენტრალურ მცველსა და ფლანგების გაძლიერებაზე. ამით მეტოქეს მასიური იერიშების მეტი შანსი მივეცით, ამავდროულად კი, ფლანგზე ცენტრალური მცველის დაყენებით კონტრშეტევებზე თამაშის შანსებიც შევიმცირეთ. ფრანგ დამრიგებელს რატომაც ვაქებდით, მაქსიმალური ალტერნატივების ძიება დაიწყო. ეს ხომ ვაისის დროს ნანახი გვაქვს - ფრთის ნომინალურ მოთამაშეს არ დაეყრდნო და ვინმეს ამპლუა შეუცვალო. გარდა ამისა, შემადგენლობის შერჩევა ვილის პრობლემად იქცა, როცა გუნდთან ამდენდღიანი ურთიერთობა გაქვს, ვინ რა კონდიციებშია, უფრო ზუსტად უნდა გამოიცნო; ვინ იწყებს უკეთ და ვის შეუძლია სათადარიგოთა სკამიდან მეტად გაგაძლიეროს.

Sportall.Ge

კი, შეიძლებოდა ამ მატჩის გადარჩენაც, თუმცა, თუკი ვთქვით, რომ სანიოლი იღბლიანი მწვრთნელიცაა, სადღაც ესეც მთავრდება - ამინდი, მატჩის დელეგატი, დაუცველ კარში გოლის ვერგატანა თუ თერთმეტმეტრიანის გამოუყენებლობა ხელს გიშლის.

რა სურათი მივიღეთ ახლა? ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ისევ "ერთა ლიგას" უნდა "ჩამოვეკიდოთ", შესარჩევ ეტაპზე კი მაღალ მიზნებს ვერ ვისახავთ. არადა, მეტწილად, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორმა შექმნა განცდა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია. არაა ეს ასე მარტივი საქმე, სტაბილურობაა საჭირო. ძალიან არ გვინდა, გულშემატკივრების თვალში "ამ თაობის" მიმართაც სინანულის განცდა დაიწყოს, ისინი ამას არ იმსახურებენ, თუმცა, სანამ კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ, "საუკუნე გაივლის კიდევ", ყველაფრის ერთბაშად კომპენსირება მარტივად არ ხდება. ზუსტად ერთი წლის წინ, გასული წლის ივნისში, წერილი ასეთი სათაურით გამოვაქვეყნეთ - "კომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს" - ამის იმედი და შანსი კვლავ არსებობს!

altფეხბურთი იყო თუ წყალბურთი? - საათნახევრიანი პაუზა და საქართველოს ნაკრების მარცხი გლაზგოში [VIDEO]

altსანიოლი: მატჩის განახლებაზე გადაწყვეტილებას უეფა იღებდა - ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს

მკითხველის კომენტარები / 90 /
სპალეტი გვჭირდება. ვინც თავს არ მოიკლავს და შეუპოვრად არ ითამაშებს, ახეხინებს სკამს. პრესინგი ამათ არ შეუძლიათ და ჟილკა ნულზე აქვთ. ვერ ხვდებიან, რომ ერის ნაკრებში თამაშობენ.............
gio
21 ივნისი 2023 19:47
4
ერთი ტყემალაძე ფეხბურთსაც ჭირდება როგორც თავის დროზე რაგბს დაჭირდა
beso
21 ივნისი 2023 19:09
2
1. ფიზიკური მონაცემები და კონდიცია.
2. გამოუცდელობა თუ როოგორ უნდა ითამაშონ წვიმიან ამინდში
3. პასის კულტურის არ ქონა.
4.პრესინგის თამაშის არ ცოდნა
5. პენლები მიქაუტაძემ უნდა დაარტყას, თუ მოედანზეა.

1.. ფიზიკურად გუნდი შოტლანდიას ვერ გაუმკლავდა. ნატურალურად ფიზიკურად ზომებითაც ჩამოვრჩებით და ასევე ნავარჯიშები ფიზიკური კონდიიებითაც.
2. წვიმაა და ზნელია პატარ პატარა პასებით წინ სვლა, ამსა გარდა საჯარიმოს გარედან მგონი მარტო ორჯერ გაისროლეს, ამ დროს ბრტი სველია და ძნელი დასაჭერი. გუნდი შეტევაში ბურთის უკან გორებით ასეთ ამინდში არ უნდა თამაშობდეს და სისწრაფე უნდა გამოეყენებინათ და პირველივე შანსი კარში დარტყმით უნდა დამთავრებელიყო. განსაკუთრებით მეორე ტაიმში იყი შანსები და ბერი აღოღიალეს, საჯარიმოში და ახლო მახლო.
3. პასის კულტურა ბურთის უკან გორებაში არ გამოისახება. დროულაცდ გახსნილი მოთამაშის დანახვა და კონტრშეტევაში გადასვლაც აქედან მოიკოჭლებს რადგან ზუსტი პასი როცა საჭიროა ვერ კეთდება. მოედანზე ბურთის გამანაწილებელი მოთამაშე არ არის და კვეკვესკირი მაგ ამპლუაში ვერ ქაჩავს. ასევე შუა ხაზი. მოწყვეტილია დაცვას და თავდასხმასაც. გაგნიზე და კიტეიშვილი ცოტა ჩანდნენ მაგრამ სხვა არავინ. გაგნიძე უფრო დაცვისკენ უკეთ გამოიყურებოდა და კიტე შეტევისას, მაგრამ ორივე ცალკე გუნდს მოწყვეტილი.
4. პრენსიგის თამაში საერთოდ არ იცის გუნდმა. პირველი ის რომ თუ შემტევები პრესინგს თამაშობენ შუა ხაზი ჩავარნილია უკან და პირველივე შანსით შოტლანდია მოგრძო პასებით შეტეეავაში გადადიოდა. პრესინგი მთელმა გუნდა უნდა ითამაშოს, კვარაცხელიას ჩათვლით. ძალიან ძოვა ბალახი მარცხენა ფლანგზე მთელი თამაში.
ესეც ფიზიკის ბრალია. და რაც მთავარია პრესინგის დროს ბურთი არ უნდა მიაღებინონ მოწინაარმდეგეს ასე ადვილად. უფრო ახლოს უნდა ეთამაშონ, ხელი შეუშალონ ბურთის მიღების დროს და თუ მისარტყამია ან კიდევ ჯარიმა ასაღები უნდა აიღონ და მაგასაც ცოდნა უნდა.
5. პენლები მიქაუტაზემ უნდა დაარტყას ნაკრებში. თავის გუნდში მე მგონი ყველა გაიტანა ან შეიძლება ერთი გააცუდა. ამ დროს კვარაცხელია, როგორც კვარაცხელიას ჯიშის ძროხა ბალახს ძოვდა მთელი თამაში მარცხენა ფლანგზე და ორკჯერ გაიქცა,, თან დაცვაშიც არ ჩამოსულა ბევრჯერ დასახმარებლად თავის თავზე იღებს პენალის დარტყმას თითქოს ეკუთვნის... არ შეიძლება ასე... თუ ასე გააგრძელა არა მგონია წინა სეზონზე უკეთესი ჩაატაროს.
და ბოლოს დავამატებდი რომ გუნს გააჩნია ტალანტი მაგრამ არის დაუმუშავებელი. სამწვრთნელო შტაბი თითქოს გაიყინა ანუ როგორც ეხლა იტყვიან ჩაიციკლა როგორც წინები შვებოდნენ. ხშირად მწვრთნელის გამოცვლას აზრი არ აქვს მაგრამ სანიოლის დამხმარეებმა უფრო უკეთ უნდა იცოდნენ ქართველი ფეხბურთელების ხასიათიც და ვის რა როგორ შეუძლია. მეტოქიდან გამომდინარე გუნდი უნდა ყენდდებოდეს მთავარი ბირთვის გარშემო მაგრამ არც ნორვეგიასთან არც კვიპროსთან და არც შოტლანდიასთან არ იქნა სწორი არჩევნები სამწუხაროდ. დაცვა აუცილებლად უნდა იყოს შეკრული და ძლიერი. ასე ცენტრების ცვლა თამაშიდან თამაშამდე არ არის სასარგებლო ცენტრალურო ორი აცუილებლად უნდა იყოს ტანმაღალი და ყველზე უფრო მეტად შეთამაშებული.
საერთოდ კარებში. დარტყმა საჯარიმოს გარედან უფრო მეტი უნდა შესრულდეს ყველა თამაშში ...
simartle
21 ივნისი 2023 18:13
4
ფეხბურთელები ყველანი კარგები არიან. (ხვიჩა, ჩაკვე და მამარდა, უალტერნატივოები, რომლებიც მხედველობაში არა მყავს) მწვრთვნელმა ამათგან ვერ შეჰქმნა, ტაქტიკურად ჩამოყალიბებული, ძლიერი გუნდი. რას თამაშობენ, ძნელი გასაგებია. ბურთის ცენტრალურ ხაზამდე მიტანა და მერე გაუთავებელი, უკან მეკარემდე გორება, რა დროსაც მოწინააღმდეგე დალაგებას და მოედანზე დასვენებას ასწრებს, ეს უკვე უტაქტო თამაშია, განწირული წაგებაზე.
ასეა ეს.
22 ივნისი 2023 23:35
0
90% მართალი ხარ, მაგრამ კვარას მიმართ ასეთი ღვარძლი შენს პირად პრობლემებზე უფრო მეტს გვეუბნება. ცოტა გამხიარულდი, ქართველო!
გიორგი
22 ივნისი 2023 15:21
1
ობიექტური რეალობა-მინდორი ტექნიკური ფეხბურთის სადუალებას არ იძლეოდა,აგრეთვე იბიექტურად-სანიოლი ბოლო დროს ვერც ოპტიმალურ ვერ შემადგენლობას ირჩევს და ვერც ტაქტიკას. ფაქტია,ცვლილებების შემდეგ გაუმჯობესება სახეზეა. ხვიჩას ფლანგზე უკან რომ დვალს დაუყენებ,საერთოდ უზღუდავ ყველაფერს,როდესაც აზარო ი ჰყავს უკან,კვარას გაცილებით მეტის კეთების საშუალება ეძლევა. გასაგებია,რომ სტანდარტულების შიშით ტანმაღალი მცველი არჩია,სამაგიეროდ შეტევის პოტენციალი ათმაგად შეამცირა. აქ ჩემი თამადობიყ ყველა პროფესირები ვართ,მაგრამ ამ შემთხვევაში მგონი არ ვცდები :)
ადამიანი
21 ივნისი 2023 17:35
3
Mtavaria rwmena da mushaobis gagrdzaleba sworad da am shemtxvevashi warmateba mova megolea sachiro gundshi iseti rogoric ramaz shengelia iyo torem mataoba chven genshi gvaqvs ra gamodis amit torem
გოჩა
21 ივნისი 2023 17:23
1
წაგება ან მოგება,რა მნიშვნელი აქვს? მთავარი შედეგი არ არის ყოველთვის,თუმცა თუ შედეგი გაქვს,ხარისხს იმდენად არ უყურებ. ასე იყო კიპრთან თამაშის მერე,გამოსწორებას დაგვპირდა მწვრთნელი,მარა წვიმამ მოუსწრო. აშკარად,წვიმის ბრალი იყო) აბა,ჩვენ ისეთი გუნდი გვყავს,გამორიცხულია კლასის ან პროფესიონალიზმის ნაკლებობა. თამაშის მერე გაბრაზებული ვიყავი,ეხლა დავმშვიდდი ცოტა და ცივ გონებაზე აღარ ვბრაზობ. ან რატომ უნდა გავბრაზდე? რაც არ არიან იმას ხო არ მოვთხოვ? ვუყურებ რობერსტონს,ვინც ყველაფერი მოიგო ლივერპულში და მგელივით იყო,ერთი წუთი არ გაჩერებულა,ეს არის პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა ფანების მიმართ. არადა,ეს ბიჭი ახლოს იყო კარიერის დასრულებასთან და ჰალში თამაშობდა,პრემირლიგიდანაც გავარდა,თუმცა პროფესიონალი არსად არ იკარგება და წაიყვანა ლივერპულმა.მაშინ გაუგებარი იყო ეს ამბავი,თუმცა ახლა ყველამ ნახა,რატომ მოხვდა იქ. ჩვენები კი,ხასიათის ხალხია და საკალელი ბიჭები,თუ არ გაწვიმდა,ქე ითამაშებენ კარგად და თუ არა,კი ჩამოყრიან ყურებს. წნეხს ეს ხალხი ვერ უძლებს და რას ვითხოვთ? ეს ამ ბიჭების ბრალი არ არის,ერის ბრალია ზოგადად,მენტალიტეტი არ გვაქვს და წარმატებებაზე ფიქრი ზედმეტია. მაიცა,ევროპაზე რო გავიდეთ და გაგვიწვიმდეს,რას ვშვებით მერე? წაგება კი არ არის პრობლემა,დამოკიდებულებაა პრობლემა. წვიმის გამო რო ფეხბურთელი ყურებს ყრის,რაზეა სალაპარაკო. წაით ბიძი და ბალეტზე შედით,იქ არ გაგიწვიმდებათ და იქნებით სიმშრალეში.
თუ არ წვიმს...
21 ივნისი 2023 17:17
3
Კვარას სერიოზული ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემები აქვს, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ესე არ არისო... Აშკარად გამოფიტულია.ფიზიკურადაც დასუსტებულია, კარში ზუსტად ბოლოს როდის დაარტყა აღარც მახსოვს, პენალტის აცილებას არ ვთვლი, ამიტომ დასვენება და კარგი რეაბილიტაცია სჭირდება, მიზეზების დადგენა და შემდეგ მათი აღმოფხვრა, თორემ იმის ძახილი, რომ მას პრობლემები არ აქვს და საგანგაშო არაფერია, კარგს არაფერს არ მოგვიტანს.
Დათო
21 ივნისი 2023 17:11
1
პენსიონერი ფეხბურთელები, მიხედავად ძველი დამსახურებისა, უნდა წავიდნენ... მადლიერებით გავაცილოთ... როცა ბურთი ჩვენ გვქონდა კუს რეჟიმში გადადიოდა კადრი, ხოლო როცა მეტოქეს- თანამედროვე სხარტი ფეხბურთი იწყებოდა...
გიორგი 50
21 ივნისი 2023 16:30
0
ეს შესარჩევი ტურნირი რომ დასრულდება, ამ პროგნოზს შეგახსენებთ ↓
ქეცბაია კვიპროსში შოტლანდიას დაამარცხებს.
ესპანეთი და ნორვეგიაც შოტლანდიას დაამარცხებენ.
სახლში 3 თამაშიდან ორი მაინც რომ მოვიგოთ (შოტლანდიისა და კვიპროსის წინააღმდეგ), საქართველო შოტლანდიაზე მეტ ქულას დააგროვებს.
https://twitter.com/meekvse/status/1671493089230458880
ქ. გ.
21 ივნისი 2023 16:29
6
yana da svarka ertad!!! ara mondomeba ara sirbili ara jilka, saertod araperi!! sanioli ristvis xar treneri! kvaras kide ar umartlebs da mokled magas jobda ar gasuliyvnen da pirdapir wageba chaetvalad!!
სანდრო
21 ივნისი 2023 16:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული