"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას ეხმაურება.

მან სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც თქვა, რომ სამწუხაროდ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა.

"ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეგ ძალიან არ მომეწონა.

საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის, ჩემი აზრით, უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს", - წერს ელისაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 153 /
ელისაშვილის ჭკუით ხვიჩას უნდა გამოეტოვა ნაპოლის პირველი შეკრება, ეთამაშა ახალგაზრდულში, მერე ეგრევე დაუსვენებლად წასულიყო მეორე შეკრებაზე და მერე მთელი სეზონი კიდევ ნაკრების თამაშებიანად, თან ეს ყველაფერი მაღალ დონეზე უნდა გაეკეთებინა და ადამიანი რომ არის ისიც გვავიწყდება?
რეზო
28 ივნისი 2023 19:29
7
როცა ადამიანი რაღაც სფეროზე წერს, ჯერ უნდა ერკვევოდეს მაინც ასე თუ ისე ამ სფეროს სამზარეულოში. ჩვენი უბედურება სწორად ეს არის, რომ ყველა ყოფს ცხვირს იქ სადაც არაფერი ესაქმება! რაც შეეხება ხვიჩას ამ პატარა კაფანდარა ბიჭმა ერთ წელში იმდენი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის, რამდენსაც ელისაშვილის ნაირი პოლიტიკოსები მთელი ცხოვრება ვერ შეძლებენ.
Sabagio13
28 ივნისი 2023 13:58
8
ალეკო! კომენტარები წავიკითხე და ჭკუა ისწავლე! დიდი ბიჭი ხარ უკვე...
გიორგი 11
28 ივნისი 2023 13:54
6
ლიჟბი სადმე რამე მოვიგოთ ძმაუ ხალხს უნდა მოგმართოთ. ხვიჩას კრიტიკას ვერავინ დამასწრებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მართალია. 21 წლამდე ნაკრების შექმნის და ტურნირების ისტორიას რომ გადახედოთ (დაგუგლეთ ვინც ინგლისური იცით ან გუგლ თრანსლეითი) აღმოაჩენთ რომ ეს ტურნირი მოიგონეს ახალგაზრდა მოთამაშეების გამოცდილების დასაგროვებლად რომლებიც ნაკრებში ვერ ხვდებიან. ტარდებოდა პირველი ნაკრებების თამაშების პარალელურად. როგორც რაგბის ნარებებშია ა და ბ ნაკრები ეგრე, ამ ტურნირს საერთოდ არ აქ დიდი მნიშვნელობა იმაზეც მეტყველებს რომ თბილისში რეკორდები მყარდება დასწრების და სხვა ქვეყნებში ამის ნახევარი ხალხი არ ესწრება. დამისახელეთ ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრების გარდა ერთი ნაკრები სადაც მთავარი გუნდის ძირითადის ფეხბურთელი თამაშობს! ვერცერთს ვერ დაასახელებთ!
semi
28 ივნისი 2023 16:18
12
როგორ გეკადრება, დიეგო მარადონა ეროვნული ნაკრების წევრი იყო, მას დასამტკიცებელი ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობისთვის არაფერი ჰქონდა, მაგრამ არგენტინის ნაკრების ახალგაზრდულ გუნდში იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. იმიტომ რომ პატრიოტი იყო თავისი ქვეყნის.
გია
28 ივნისი 2023 18:01
5
მარტო ჰოლანდიას ჰყავდა სამი მასეთი :) რამდენიც გინდა იმდენია
კრაზანა
28 ივნისი 2023 17:42
4
ერთმა ხვიჩამ ბევრად უფრო მეტი გააკეთა საქართველოსთვის ვიდრე ელისაშვილმა, ოპოზიციამ და პოზიციამ!!! წარმატებები ხვიჩას!!!
სალომე
28 ივნისი 2023 13:54
4
ნაკრებში თამაში ეზარება უკვე. Ყოველდღე ვუყურებ მის გოლებს და ის ცეცხლი არ აქვს თვალებში ნაკრების თამაშის დროს რაც ნეაპოლში. Ვერ შეცვლით ამ ფაქტს
ირაკლი ქუთაისელი
28 ივნისი 2023 16:20
11
ეს კვარას დაქლიავებული მხარდაჭერები ნელ - ნელა ქართველ ლიბერალებს რომ ემსგავსებით თუ ხვდებით?
რას ქვია კვარას კრიტიკის უფლება არავის აქვს.და ეგრევე ყველას ჩასაფრებულს რომ ეძახით,როგორც ვაი ლიბერალები ეგრევე პუტინისტს რომ იძახიან.
კი ბატონო დაიღალა და მართლა რთული სეზონი იყო ეს მისთვის,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს თუ ახალგაზრდულის გამო მასზე გული დაწყდა არ თქვას.
მესის სტვენით ხვდებოდნენ მეგობრებო მესის....
და ვინც მას უსტვენდა არგუმენტიც ქონდა ამის....
Lobotka
28 ივნისი 2023 19:03
13
დაქლიავებული და ცხოვრებაზე დაბოღმილი კვარას მაგინებლები ხართ. თავად 100 მეტრს ვერ გაირბენ და სხვისგან მთების გადადგმას ელოდები.
გიორგი
03 ივლისი 2023 22:14
0
ელისაშვილი, პოლიტიკაში ხომ აგვაყვავე და ახლა ფეხბურთს გადაწვდი, რომელშიც პოლიტიკაზე გაცილებით სტერილური ხარ. პირიქით, შემდგარმა ფეხბურთელებმა არ უნდა დაიკავონ ადგილი ახალგაზრდულებში, რადგან ეს არის სხვების შანსი. და საერთოდაც ასაკობრივები მათი ზრდისთვის, მაღალი დონის ტურნირების გამოცდილებისთვის, ზეწოლის ქვეშ თამაშის შეგუებისთვის გამოიყენება და შედეგიც თუ დაიდო ხომ საერთოდ მისასალმებელია. პ.ს. ეს კომენტარები საკითხ3ბზე რომლებშიც ვერ ერკვევით ჩვენს ჭაობ პოკიტიკაში შეიძინეთ თუ თანდაყოლილია.
???
28 ივნისი 2023 18:27
4
ეს ჩემპიონატი საქართველოში რომ არ ტარდებოდეს, ყურადღებას არავინ მიაქცევდა. საერთოდ, ასაკობრივი ნაკრებების ევროპის ჩემპონატები მეასეხარისხოვანი ღონისძიებაა და ფეხბურთის სფეროს წარმომადგენლების და ძალზე მცირე ოდენობის გულშემატკივრის გარდა არც არავინ ინტერესდება. ხვიჩა კჯვარაცხელიას დონის, თან ასაკით უფროსი ფეხბურთელი ასეთ ღონისძიებაში არც უნდა მიიწვიონ და თვითონაც არ უნდა ითამაშოს. ავტორიტეტი რაღაც "ჭ" კლასის ტურნირში 2 წლით უმცროსებთან თამაშით არ უნდა შეილახოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გადაღლილმა, ტრავმა რომ მიიღოს, ვის დაბრალდება. დიდი დავით ყიფიანი გაიხსენეთ, "კარაველას თასზე" თამაშის დროს საბედისწერო ტრავმა რომ მიიღო. ასე რომ, სიტუაცია რეალურად შეაფასეთ და სპორტსმენების მდგომარეობაც გაითვალისწინეთ. კარგით რა, რა ელისაშვილი.
თომა
28 ივნისი 2023 15:58
15
თომა ვერ დაგეთანხმები.არ არის ეს ტურნირი "ჭ" კლასის. ამ ტურნირზე გამორჩეული ფეხბურთელები მიდიან მთავარ ნაკრებში. კვარას კი ვამართლებ, რომ არ ითამაშა.
ALONZO
28 ივნისი 2023 16:41
8
არავინ არ იცის მას კონტრაქტში რა უწერია.ზოგს ისეთი შეზღუდვები აქ არც დაგვესიზმრება.
არ მივეკითვნები იმ ვარდისფერ სათვალეებიან ზომბირებულ გულშემატკივრებს რომ კრიტიკა და აზრის გამოთქმა არ შეიძლება თურმე.
რაც ვიცით ტიპის სარეკლამო აქტივობა ეკუთვნის თავიდან ბოლომდე ნაპოლის,ინტერვიუს მიცემაც კი მათი თანხმობის გარეშე არ შეუძლია.
და ეხლა დაფიქრდით რაც არ ვიცით?
იმედია ამდაგვარი მიზეზი იყო....
Lobotka
28 ივნისი 2023 13:22
6
ჰოდა გამოვიდეს თქვას კონტრაქტი მაქვს ასეთიო და გავიგებთ.დაღლილობას ნუ კი აბრალებს.
ტტტ
28 ივნისი 2023 13:50
13
როგორც ჩვევიათ ისე იმოქმედა. შესაძლებლობა მიეცა და მისი აზრით 'იმიჯისთვის' სასარგებლო აზრი დააფიქსირა პოტენციალური ამომრცეველის წინაშე. ფეხბურთი საერტოდ თუ უთამაშია და რამე თუ იცის ფეხბურთელობა რას ნიშნავეს? არა მგონია, ისეთი 'ვიწრო' აზრი დააფიქსირა კვარაცხელიას შესაძლო უარზე. 'ამაპარტავნობაო'?)))
გიორგი
28 ივნისი 2023 16:23
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული