"ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება" - უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის წარმატებით ჩატარების გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სამადლობელი წერილი გამოუგზავნა.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობას უხდის.

ალექსანდერ ჩეფერინი პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილში წერს, რომ ქართველების ხედვა და მათ მიერ გამოვლენილი ზრუნვა ორკესტრირებულად განაპირობებდა ღონისძიების უდიდეს წარმატებას, რამაც სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ატმოსფერო შექმნა ყველა მონაწილისთვის, მათ შორის ფეხბურთელებისთვის, ადმინისტრაციული თანამშრომლებისა და ქომაგებისთვის.

უეფა-ს პრეზიდენტის თქმით, ეს ჩემპიონატი
ისტორიაში ჩაიწერება როგორც ყველაზე მაღალი დასწრების მქონე ღონისძიება.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო!

წინამდებარე წერილით მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება პირადად თქვენდამი იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელმაც საოცარი წარმატება მოუტანა ამ ჩემპიონატს.

გულთბილი ქართული მასპინძლობა, ულამაზესი ქალაქები და გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც თქვენი ეროვნული ნაკრების მომნუსხველი თამაშის სტილი, დაგვირგვინდა ქართული გუნდის მატჩებზე მასშტაბური დასწრებით. ერთი მეორის მიყოლებით, სამ მატჩზე მოიხსნა გადაჭედილი სტადიონების რეკორდი, რაც 21 წლამდე ფინალურ თამაშებზე გვინახავს უეფა-ს მასშტაბით. ყოველივე ამის შედეგად, ეს ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება როგორც ყველაზე მაღალი დასწრების მქონე ღონისძიებად.

ამაღელვებელი თამაში, რომელიც მრავლად ვიხილეთ ამ ჩემპიონატზე ჩვენს მეხსიერებაში დიდი ხნით დარჩება ულამაზეს მოგონებად. თან, ეს ღონისძიება უფრო ხანგრძლივი ეფექტის მქონე იქნება იმ მნიშვნელოვანი ინვესტიციის გამო, რომელიც დროისა და ფინანსური რესურსით გამოიხატა და რაც არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და ახლების მშენებლობას მოხმარდა.

სახელდობრ, ორი არსებული სტადიონით - თბილისში მიხეილ მესხის სახელობისა და ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის - ისევე, როგორც ხუთი ახალი უმაღლესი დონის სამწვრთნელო ბაზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვანი წვლილი იქნა შეტანილი ევროპის ჩემპიონატის საერთო წარმატებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფრასტრუქტურული ობიექტები კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ქართულ ფეხბურთს.

თქვენი ხედვა და ზრუნვა, ისევე როგორც თანამასპინძელი რუმინეთისა, ორკესტრირებულად განაპირობებდა ამ ღონისძიების უდიდეს წარმატებას, რამაც სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ატმოსფერო შექმნა ყველა მონაწილისთვის, მათ შორის ფეხბურთელებისთვის, ადმინისტრაციული თანამშრომლებისა და ქომაგებისთვის“, - აღნიშნავს ალექსანდერ ჩეფერინი ირაკლი ღარიბაშვილისთვის გამოგზავნილ წერილში.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
და რა უპასუხა ღარიბაშვილმა? ჩ/ლიგის ფინალის ჩატარება პაიჭაძეზე არ თხოვა?
ქორ-პარიკმახერი
16 ივლისი 2023 14:05
1
რუსეთუმე ხარ გია, გამოდი გიცანით.ასე რომ არ იყოს, ევროპის ხსენებაზე ასე არ ავარდებოდი. რა კავკასია, რის კავკასია, იქნებ კონფედერაციის შექმნა გაქვს ოცნებაში ჰა? ცოტა ნელა დაეშვი მიწაზე და თვალი კარგად გაახილე. რაც შეეხება კავკასიის ნაწილობას, კავკასიის ნაწილი ისედაც ვართ და ვიქნებით კიდეც, გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას ვერავინ შეცვლის და არც კავკასიის მთები წავა სადმე აქედან!
კავკასიელ გიას
15 ივლისი 2023 21:44
5
რატომ, არის ,რო როცა კავკასიას ახსენებ და უხსენებ "ევროპათუმეებს" ეგრევ ავარდებიან და ყალყზე დადგებიან ორივე ფეხით და მოგაკერებენ რუსეთუმეობას, უბრალოდ ამ იარლიყებზე უნდა იცინო მაგრად. კავკასიის მთები არსად წავაო კი ბატონო კავკასია ყოველთვის თავის ადგილზე იდგა და იდგება, მაგრამ რა ვუყოთ იმ აღვირ ახსნილ პროპაგანდას ევროკავშირიდან და ამერიკიდან რომელსაც ყველანაირად თავს გვახვევენ? შეხედეთ თავხედ ამერიკის ელჩს, რომელიც ყველანაირად ერევა ჩვენს შიდა საქმეებში, თავმოყვარე ერი, არ უნდა ითმენდეს ასეთ დამოკიდებულებას! აქედან გამომდინარე, ვის რა ჩემს ფეხებად უნდათ ეგეთი სოდომური ევროპაც და მის იქით კიდევ!
კავკასიელი, ქართველი გია!
16 ივლისი 2023 14:56
1
ევროპას და მასთან სიახლოვეს ყველა გაგებით, ალტერნატივა არ გააჩნია!კურსი ევროპისკენ არც ჩემი და არც ზოგიერთი ვინმეს მიზანია, ეს იყო ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, ასეა დღესაც და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეცვლის.ეხლა რაც შეეხება ამ წერილს:კარგია რომ ასე მაღალ დონეზე ჩატარებულ ჩემპიონატს სათანადოდ აფასებენ უეფაში და დროა, ეს მადლობა სხვა კუთხით გადაგვიხადონ და მოგვცენ შესაძლებლობა თუნდაც ევროპის ლიგის ფინალს ვუმასპინძლოთ, ამის ძალა და გამოცდოლება ნამდვილად გვაქვს.
ქობულეთიდან
15 ივლისი 2023 16:49
3
დიახ,საქართველო,ყოველთვის მიისწრაფოდა ევროპისაკენ,რადგან მათ თითქმის ერთნაირი ფასეულობებით ვცხოვრობდით და ჩვენი ფასეულობები,ძირეულად განსხვავდებოდა ჩვენს გარშემო გაბატონებული ქვეყნების ფასეულბებს.ჩვენ მაჰმადიანურ ზღვაში ჩაკარგული,პატარა ქრისტიანული კუნძული ვიყავით და ვცდილობდით მათთან,ქრისტიანულ ევროპასთან ხიდი გაგვედო.სწორედ ამ მზინით დავუკავშირდით რუსეთსაც,ერთმორწმუნე ქვეყანას,რადგან ჩვენი მთავარი ღირებულება,სწორედ ქრისტიანული რწმენა იყო.კი,დღესაც მივისწრაფით ამ ღირებულებისაკენ და კვლავაც ვთვლით,რომ ეს ევროპული ღირებულებებია,მაგრამ არის კი,დღევანდელი ევროპა,ქრისტიანული ღირებულებების მხარე?ჩვენ მივისწრაფით ევროპისაკენ და არის კი,ეს ევროპა,ის ევროპა?რასაც დასავლეთი ჩვენგან პირველ რიგში მოითხოვს,ეს ნამდვილად არ არის ქრისტიანული,ესე იგი ევროპული ღირებულება.სოდომიზმი,არც ქრისტიანული და არც საერთოდ ბიბლიური ღირებულება არ არის.უფრო მეტიც,სოდომი და გომორი,სწორედ ამის გამო გადაწვა და გაანადგურა,ღმერთმა.ქრისტიანობა ევროპაში,დღესაც ძლიერია,მაგრამ დღეს სწორედაც რომ სოდომისტური ძალები ბატონობენ ევროპულ პოლიტიკაში და ამის დავიწყება არ შეიძლება.
ეს რაც შეეხება საქართველოს მისწრაფებებს,რაც შეეხება დანარჩენს,ჩვენ შესანიშნავად ჩავატარეთ ეს ჩემპიონატი,რაგბის ასაკობრივი მსოფლიოს ჩემპიონატი და კიდევ რამდენიმე სხვა,მსხვილი სპორტული ღონისძიება.როდესაც ჩვენი თვალით ვნახეთ,რა მოედნებზე ჩაატარა მსოფლიოს სარაგბო ჩემპიონატი,სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ და როგორ ჩვენ,შედარება,აშკარად ჩვენს სასარგებლოდაა.ამიტომ სრული მორალური უფლება გვაქვს,მოვითხოვოთ,უფრო მსხვილი ტურნირების ჩატარება და უფრო ხშირადაც.ფაქტია,რომ ორგანიზაცია კარგად გამოგვდის!
სოსო
16 ივლისი 2023 12:52
4
გენაცვალე, კავკასიელო ქართველო გია! ჩვენს საქართველოს გაუმარჯოს და დანარჩენების დე**დაც.
levana
15 ივლისი 2023 19:46
6
ყველა გამოხმაურება
საქართველოში რაც აქამდე ჩატარდა ყველა სპორტული ღონისძიება მაღალ დონეზე ჩატარდა. ევროპის სუპერ თასი ბარსა-სევილია. U20 მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში, U17 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში და ახლა U21 ჩემპიონატი ფეხბურთში. რაც არ ხდება სხვაგა. მაგალითად რაგბს რომ ვუყურებდი ჩევნი ბიჭები როგორ ზელავდნენ ტალახს უელსთან და მინდა ავღნიშნო ერთი ლელოც მოედნის უვარგისობის დაგვიდეს. ასევე წინა U20 ნსოფლიო ჩემპიონატი ვისაც ახსოვს, უარესი ტალახი სტადიონზე მინდვრის ნაცვლად. იქნებ დაფიქრდნენ მომავლისთვის კიდევ რამე დიდი ღონისძიება ჩაგვატარებინონ? მაგალითად ევროპის ჩემპიონატი სამ-სამი ჯგუფის გადანაწილებით ჩვენ და აზერები. მახსოვს ასეთი იდეა არსებობდა ადრე. ჩვენმა ფედერაციამ უნდა ითანამშრომლონ აზრებეის ფედარაციასთან. მთავრობებზე არ მგონია პრობლემა იყოს და ჩეფერინმა ცარელა მადლობას საქმე მოაყოლოს.
G.LA
15 ივლისი 2023 15:50
0
ვინც ეს სტატია დაამუნუსა, იმას ქონდეს მთელი ცხოვრება დიდი მინუსი გაყრილი
ტიმო
15 ივლისი 2023 15:47
3
დამსახურებული შექება და გულწრფელად მადლიერების გამოხატვა კეთილშობილთა ხვედრია.ზიზღ-ბოღმიანი ნაძირლები ამას ვერასდროს გაიგებენ...
წინ,ჩვენო საქართველო,ყველგან და ყველაფერში!!!
მინდია
15 ივლისი 2023 15:39
1
სამადლობელო სადღეგრძელოს ამონარიდი "ეროვნული ნაკრების მომნუსხველი თამაშის სტილი" - ოოოოოოოო!
ოოოოოოოოოოო
15 ივლისი 2023 15:01
9
პატარა სანაცეთს ემსგავსება ეს საიტი კომენტარებს რომ ვკითხულობ.
Ioseb
15 ივლისი 2023 14:58
7
გარყვნილი ევროპის მილოცვა კაიაა იკუნა?
beqa
15 ივლისი 2023 14:07
30
რუსების შედგენი წერილია მგონი, ჩეფერინი პუწინის კაცია, ხაბემ თქვა..
givi
15 ივლისი 2023 13:31
9
შენ ხაბეს დაუჯერე.
გიორგი
15 ივლისი 2023 16:11
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული