საშინელება "დინამო არენაზე" - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ნადგურდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:4 მარცხდება.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კაშია, კვირკველია, აზაროვი, აბურჯანია, კიტეიშვილი, გაგნიძე, ლობჟანიძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი, ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი, ოლმო (იამალი 44), მორატა

მკითხველის კომენტარები / 76 /
ცენტრალური დაცვა და ჩამშლელი - კაშია, კვირკველია, აბურჯანია, ჯამური ასაკი 100 წელი, ჯამური სიჩქარე 9 კმ/სთ, ჯამური შედეგიც შესაბამისია.... ვინ ასწავლა ამ სანიოლს ასეთი ტაქტიკა, ნახევრად ავტობუსი, ნახევრად პრესინგი....ვააჰ, გასკდა გული....თავმოყვარეობა მაინც არ გაქვთ, შეაკვდით მეორე ტაიმში...სანიოლ, საზონოვი შემოიყვანე, გამოცდილებას მაინც მიიღებს და ასე არ ჩაისვრის
zaz197
08 სექტემბერი 2023 20:58
0
რით იყო უკეთესი ხვიჩა ამ "ნახირზე" ?
აწის
08 სექტემბერი 2023 22:03
2
ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ, ზატო ფედერაცია პარლამენტშია საკნის მაგივრად
გიო
08 სექტემბერი 2023 21:52
1
არ გინდათ ლანძღვა - გინება ძმებო, რაც არის ეგ არის.
ვთვლი, რომ სანიოლი შესაცვლელია
ხომ ერა
08 სექტემბერი 2023 20:57
5
Ფაჩულია ეუბნებოდა ახალგაზრდა კალათბურთელებს-თუ თქვენი წარმატება თქვენზე ძალიან თქვენ მშობლებს უნდა,იცოდეთ თქვენგან არაფერი გამოვაო.
Ბევრჯერ დავწერე აქ და კიდევ დავწერ-სანამ ფეხბურთზე ვარჯიში ხელმისაწვდომი არ იქნება ბავშვებისთვის ნაკლებად შეძლებული ოჯახებიდან,არაფერი გვეშველება!!!იქნება რაღაც გამონათებები,დავაბრალებთ წაგებებს მწვრთნელებს,მსაჯებს,მინდვრის საფარს,ამინდს და ვიქნებით ასე...
Სანამ ფეხბურთი საქართველოში იქნება მდიდრების სპორტი და სანამ ფეხბურთში არ მოვლენ ბექაურის,სულამანიძის,გრიგალაშვილის,ზვიდაურების და ჩვენი მორაგბეებისნაირი ,, მშიერი" ფეხბურთელები ტყუილად ველოდებით გამარჯვებებს.
Ფეხბურთი უნდა გახდეს ,,ღარიბების" თამაში,იმიტომ რომ მგელი მშიერი ნადირობს და,,ღარიბებს" მეტი ,,დუხი" აქვთ!!!!
Არა გჯერათ? Ალილო და ხვალეო!
jordan beli
08 სექტემბერი 2023 22:08
1
მაგას ვამბობ და დისლაიკებს წერენ არაკაცები, ბავშვს რომ ფეხბურთზე ვარჯიშზე მერსედესით მიიყვანს მამიკოს მძღოლი მისგან არაფერი გამოვა. აბურჯანია რომ ვნახე ნაკრებში გამოძახებული გული წამიხდა. ესენი ვერ ეშვებიან საძმაკაცოს შვილების მიმართ ნეპოტიზმს და რა შედეგი უნდა დადო. ხოჭოლავა გააგდო ხიზანიშვილმა იმიტომ რომ სიმართლე უთხრა, დავითაშვილი და წიტა არ ათამაშე, ლობჟანიძე არაა ძირითადის კაცი - რამდენი ითამაშა ძირითადში იმდენი არ ივარგა ზამენაზე კი მაგარია ცეცხლივითაა, ლოჩოშვილი არ გამოიძახე წადით რა გააწყალეთ გული პოლიტიკაც გინდათ, ფეხბურთის ფედერაციაც, ამდენ ლანძღვას როგორ უძლებთ უსურცხვილოებო
suxumchsnin
08 სექტემბერი 2023 23:13
2
7:1 ანგარიშზე თავმოყვარე ადამიანი უნდა გადადგე( როგორც ოთარ გაბელიამ გააკეთა , ახალგაზრდულში ესპანეთთან წავაგეთ 7:2 კვირკველიაც იყო ნაკრებში მაშინ და გაბელია გადადგა! იმ ესპანეთმა მერე ყველაფერი მოიგო.). სანიოლი და ფედერაცია თუ სხვანაირად ფიქრობს, მაშინ ქეცბას კვიპროსმა ჩვენზე მეტი ქულა თუ მოაგროვა, ქეცბაია დავაბრუნოთ!
დიმო
08 სექტემბერი 2023 22:04
1
ქეცბაია მხოლოდ ზონდერად მთავარ მწვრთნელად არა, იმენა ზონდერად!.
Geubnebi Ra
08 სექტემბერი 2023 22:09
9
ბურთის ფლობას რატომ არ აცხადებთ, გრცხვენიათ?

zurab
08 სექტემბერი 2023 20:56
2
თამაში დაუმალეს ნორვეგიას. იქ უნდათ მოგება. დანიშნეთ ხიზანიშვილი მწვრთნელად ბარემ. აბა ასე უცოდინარია ვილიკო? კვირკველია, კაშია, აბურჯანია არ უნდა იყოს ნაკრებში საერთოდ. გაგნიძეც არ უნდა ყოფილიყო სასტარტოში, უთამაშებლობის გამო. და ზოგადად აქ ყველაფერს ვერ დაწერ. არაბიძეს 20 წუთი არ ეკუთვნის?
ლევან მაღლაკელიძე
08 სექტემბერი 2023 22:57
0
სანიოლი კი არა, ვინც მოიყვანა ისინია მოსაკვეთი ფეხბურთიდან და საერთოდ არავინ არ ახსენებეს მაგის ჩამომთრევს, რა მისით ჩამოვიდა აქ? სანილი კიდევ თუ დარჩა აქ ნუ არ ყოფილა საშველი მაშინ...მაგარია შვიდი ბურთი გავუშვით 72 წუთში. რას იტყვიან ჩვენი ფედერაციის ბოსები?
Maximus
08 სექტემბერი 2023 21:41
0
მხოლოდ ერთს დავწერ - ხიზანას თავური.
ირაკლი
08 სექტემბერი 2023 21:37
0
100% დემეს მაზები კიდევ
Გიო
08 სექტემბერი 2023 22:08
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული