ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
რატომ შეწყდა თამაში?
მეგონა 10მდე თამაშობდნენ
09 სექტემბერი 2023 00:06
0
უფ, კარგად მაცინე ამ მწარე მარცხის მერე.
ბექა
09 სექტემბერი 2023 02:34
0
პოლიტიკა და ფეხბურთი სანამ არ განცალკევდება, იქამდე არაფერი გამოვა.

არ შეიძლება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო და ამავდროულად პარლამენტის წევრი, მითუმეტეს ასეთი დაბალი ინტელექტის მქონე პერსონა.
ფეხბურთი
08 სექტემბერი 2023 22:49
10
რა დაბალი - საერთოდ სად ხედავ მთელს ფედერაციაში რაიმე ინტელექტის ნიშანს
?
08 სექტემბერი 2023 23:02
0
ხალხო, სანამ ფედერაცია არ გადადგება და ხიზან-სანიოლს არ წაიყოლიებს, არ წავიდეთ სტადიონზე!
გიორგი
08 სექტემბერი 2023 22:12
7
წაგებაცაა და წაგებაც. აქ ანგარიში მეასეხარისხოვანია, მთავარი მონდომება და ბრძოლაა რომელიც დღეს ვერავისგან დავინახეთ. ეს სამარცხვინო ისტორია უკვე დაწერილია და ვეღარ წაშლი. პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს მოედანზე გასულმა ყველა ფეხბურთელმა, სამწრთვნელო შტაბის ყველა წევრმა და ფეხბურთის ფედერაციის "ყველათა ყველამ". გულშემატკივარზე პრეტენზია რომ გააჟღერონ აწი ყველა დაკავებული სკამი მოხვდეთ უკან. კალათბურთელებმა მსოფლიოზე ითამაშეს, ხვალ მორაგბეები იწყებენ და ფეხბურთელები როცა გვეყოლება მერე ვისაუბრებ ფეხბურთზე. გაძლებას ვუსურვებ ყველა გულშემატკივარს.
გიგი
08 სექტემბერი 2023 22:51
1
16 წლის ღლაპს, როგორ გაატანინეთ ბურთი!? ხალხი არა ხართ! ყველანაირად როგორ მიეცით ეს თამაში!?
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 23:53
2
ისეთი თავმოყვარეები არიან ამ უვარგისი კობიაშვილის ხროვა, რომ უკვე გადამდგარნი იქნებიან და სანიოლი კი ალბათ უკვე აეროპორტშია წასული
dato
08 სექტემბერი 2023 22:10
4
ყველაზე ჯიგარი ესპანეთიდან მეკარე სიმონი აღმოჩნდა.
დავით 67
09 სექტემბერი 2023 02:01
1
კობახიძე იყო სტადიონზე?
ინტრიგანი
09 სექტემბერი 2023 00:04
7
წვიმა იყო და მოერიდა, თმები რომ არ დასველებოდა, მერე რა ფენი გააშრობდა მაგას
დავით 67
09 სექტემბერი 2023 00:38
7
იყო კი, მე დავინახე. ლოჟაში იჯდა, კალათბურთის ფორმა ეცვა.
დათა
09 სექტემბერი 2023 08:14
1
ჯერ სირბილი ისწავლონ და მერე იქნებ ფეხბურთის თამაშიც შეძლონ.
გუჯა
09 სექტემბერი 2023 00:00
0
გაამძვირეთ ბილეთის ფასი! მინიმუმ 200 ლარი, რომ უფრო მეტი შემოსავალი მიიღოთ! ფუ თქვენი!
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 23:39
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული