ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
საინტერესოა რომელს ეყოფა ნამუსი და წავა ნაკრებიდან !!!
დათო
08 სექტემბერი 2023 22:09
0
სირცხვილიაააა...............

ერთი არ მესმის თამაშამდე ვინ ურჩია მაგ თერტმეტეულის შედგენა?!
წლებია ვიძახი აბურჯანიას რატო აყენებს სასტარტოშითქოო და ?! ტიპს ბურთი არ შეუხია და მორატა წააქცია მარტო, სღ ბრატ.......

ამ კვირკველია-კაშიას დუელს რა შე8ე8ც8ით, რაღადროს პენსიონერების თამაშია. მაგას ჯობდა საზანოვი და კალანდაძე ეთამაშათ(მიიღებდნენ დიდ გამოცდილებას). ახლა არ დამიწყოთ დიდი გამოცდილება უმაგრებთო ამათ დუელსო, გამოცდილება კიარა წაი სახლში ბიძია, ერთი არაბეთში გულაობს და მეორე სლოვანში წვალობს.


მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკოო რაა, სანიოლს ვინც დააბრალა მწვრთნელობა იმისდედამოვხან

wolf
08 სექტემბერი 2023 22:07
2
შენ კი არა ძმაო,მაგას მთელი საქართველო ვერ ხვდება.მგონი ვიღაცის ნათესავია არაა)
დათო
08 სექტემბერი 2023 22:15
1
კვირკველია რატო რეგბზე არ შეხვედი ჰა? ჩვენც გვეშველებოდა შენც და მამარდაშვილსაც
შეარჩიეთ პრაფესოა სწორადა რომ არ დადგეთ მერე კართან მორადა
08 სექტემბერი 2023 23:00
0
პაზორია ყველაფერი ეს !!!
ძველები უნა წავიდნენ , როგორც ჯაბა მოიქცა !!!
ჯონი
08 სექტემბერი 2023 23:27
2
ვინებიც უნდა წავიდნენ ისინი დღესაც მანდ არიან. ჯაბა კი აკლიაგუნდს
09 სექტემბერი 2023 12:26
0
Ქეცბაია ფედერაციის პრეზიდენტად უნდა აგინოს ამათ სხვა გზა არაა
vax
08 სექტემბერი 2023 22:41
1
კი იცის მერე სართულებიანი :), მერე ნახე რეკორდების დამყარება
ღინტუ შეაგინე მე შენ გელაპარაკები, შეაგინე ჩქარა :)
08 სექტემბერი 2023 23:16
2
კი იცის მერე სართულებიანი :), მერე ნახე რეკორდების დამყარება
ღინტუ შეაგინე მე შენ გელაპარაკები, შეაგინე ჩქარა :)
08 სექტემბერი 2023 23:15
2
წვიმაში ნუ გადიხართ სათამაშოთ თან დასველდით კიდეც ყველანაირად...
მეიცა
08 სექტემბერი 2023 23:01
0
ეს დღე და პაიჭაძე არენა არასდროს დაავიწყდა. 16 წლის იამალიკოს
სოსო
08 სექტემბერი 2023 22:46
2
ყაზაიშვილის ცოლის ძმამ შეადგინა სასტავი. დაანებეთ თავი ვილის, ის უბრალოდ მშვენიერი მსახიობია…
ვილი სანიოლის ბიძა
08 სექტემბერი 2023 22:32
3
ნორვეგიაში წიყვანეთ გუცაევი, ჩივაძე, ჩელებაძე, გაბელია, სულაქველიძე და იქნებ რამე გეშველოთ!
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 22:30
1
რა დონის მწვრთნელია სანიოლი რომ ლოჩოშვილს იწუნებს და კვირკველიას აყენებს. ასეთი რა ფორმაში არ არის ლოჩოშვილი რომ კვირკველიაზე (ბოლო წლებია სად თამაშობს საერთოდ) უარესია? ცენტრალური მცველების და საყრდენების გარეშე რაც არ უნდა გამქცევები დააყენო როგორ უნდა შეკრა თამაში? ან რა ტაქტიკა გვქონდა საერთოდ? რის მიხედვით შეადგინა შემადგენლობა?
???
08 სექტემბერი 2023 22:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული