ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
გაგვანადგურეს არ ქვია... ცივი წყალი გადაგვავლო ესპანეთმაც და ბუნებამაც... კვირკველიას კიდე პრემიერი სავარძელი ელოდება რაც მაგან დღეს აკეთა მაგის ადგილზე ნაკრებს შევეშვებოდი... მადლობა კვირკველია ჩატარებული მატჩებისთვის მარა დროა დატოვო ნაკრები... სანიოლი ყოჩაღ ძმაო ... მსაჯი გასაგებია ესპანეთია შე პატრონ ... მარა გადაგვიარეს და კიდე ყვითლებს არიგეშე მადლიანო შენა... კობი შენც ჩაალაგე ბარგი... რავი კარგი ბიჭებო მიაწექით ეგ არაფერი ხან წააგებ ხან განადგურდები იშვიათად მოიგებ მარა ბურთი მრგვალია ...
Mitro
08 სექტემბერი 2023 22:06
0
პირველი 7წუთისმერე 3-0 უნდა ყოფილიყო ...ხალხო გადავჩით კიდე კარგიანგარიშით დამთავდა თამაში ??რეალურად 10 ბურთიაი სხვაობით არუნდაწაგვეგო ან მეტით ???ბრაზილიას იმთამაში გერმანიამ მაქსიმუმი გაუტანა და მინიმუმიი მიიღო რომადრის აქ ზოგიერთი ...დღეს ჩვენ მაქსიმუმი გავიტანეთ და მინიმუმზე მინიმუმი გაუშვით
შალვა
08 სექტემბერი 2023 22:43
1
ოცდაათი წელია ამას ვუყურებ ერთი და იგივე სცენარი თითქოს იმედი ჩაგესახება ისეთს ჩაისვრიან ფეხბურთს შეგაზიზღებენ .საქმე მოგებაშიბარ არის უბრალოდ ახალგაზრდა ბიჭებმა თუ პატრიოტი ხარ ან ღირსება გაქვს ასე როგორ უნდა ითამაშო შეხედეთ რაგბისტებს აგებენ თუ იგებენ გული არასოდეს მტკენია ისინი ბოლომდე იხარჯებიან ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშოთ ან ნაპოლში წარმატება ან სხვა კლუბებში როგორ უნდა აღნიშნოთ არ გრცხვენიათ ?
vvvvv
08 სექტემბერი 2023 22:22
0
აბა კვარაცხელიაო, ოქროს ბურთიო და სუპერმენიო,,
არაბიძე ჯერ მზად არ არისო, დანარჩენები ხომ იყვნენ :)
...
08 სექტემბერი 2023 22:10
10
Არაბიძე ამ ბინძირუ მაზავშიკი და ნარკამანი სასტავის ჭკუაზე არ დადის და მიტომაც არ ევასებათ.გაიხსენე ქეცბას დრო ვინც ქეცბამ მოიცილა ნაკრებიდან და აგინებდა დღეს ყველა ფედერაციაშია..შედეგი სახეზეა
.
08 სექტემბერი 2023 22:17
2
ერთი თხოვნა მაქვს, ჩემო ძვირფასო ადამიანებო. მეც თქვენსავით ძალიან ნირწამხდარი ვარ. თუმცა მოდით, ჩვენს ფეხბურთელებს ნუღარ დავამუნათებთ, ჩვენზე ბევრად უარეს დღეში არიან. ესპანეთი ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდია, თუმცა ეს ანგარიში მაინც არ ასახავს რეალურ სხვაობას. უბრალოდ, რაღაცეები ვერ აეწყო დღეს. ხომ გახსოვთ წინა თამაშები, უახლოეს წარსულში! ხომ ბევრად უკეთ გამოიყურებოდნენ ჩვენები, ვიდრე დღეს! არ ხდება გუნდების ასე უცებ ჩამოშლა! ეხლა საჭიროა დამშვიდება, ყველაფრის მაქსიმალურად გაანალიზება და მდგომარეობის შეძლებისდაგვარად გამოსწორება. რაც მთავარია, ბიჭებს თანადგომა ჭირდებათ დღეს ისე, როგორც არასდროს აქამდე!
Gio
08 სექტემბერი 2023 23:34
34
შენ სერიოზულად იძახი ამას? ჩაგვაფურთხეს სახეში, შევეცდებით საქვეყნოთ, ანგარიშს თავი რომ დაანებო არცერთი ორთაბრძოლა არ მოუგიათ, სად იყო გუნდის ლიდერი კვარა? რა თქმა უნდა მთავარი ტრენერების ბრალია - აყენებენ შემტევ შემადგენლობას და თამაშობენ ყრუ დაცვიდან 0-2 ძეც, მაგრამ კაი ვთქვათ და აუკრძალეს პრესინგი ..ორთაბრძოლაც აგიკრძალეს? სირბიილიც აუკრძალეს კვარას და მიქაუტაძეს? სამარცხვინოები არიან. მამარდაშვილი შემეცოდა მარტო. და ის გულშემატკივრები სამარცხვინოები ხართ ტაშს რომ უკრავდით თამაშის მერე..
Gambler
09 სექტემბერი 2023 00:15
1
დამშვიდებაში იმას კი არ ვგულისხმობ, რომ მოდუნდნენ-თქო. პირიქით, მშვიდი, გაწონასწორებული და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი გაცილებით მეტს მიაღწევს, ვიდრე შეშინებული, განერვიულებული და დათრგუნული.
Gio
09 სექტემბერი 2023 00:33
3
ყველა გამოხმაურება
მეწყერი ჩამოწვა დინამოზეც... წაგვლეკეს!!!
მადრიდისტი
08 სექტემბერი 2023 23:27
2
რეალურად თამაშით ყველა წავაგეთ მათ შორის კვიპროსში, არ გვქონდა მოსაგები თამაში, შესაბამისად უნდა თქვან რა ხდება რატომ წააგო ნაკრებმა ყველა თამაში, ნორვეგიას უნდა გავენადგურებინეთ, კვიპროსმა გვაჯობა შოტლანდიამაც და აგერ დღეს ხომ საერთოდ, ეს 4 ქულა არ უნდა გვქონდეს ეს შემთხვევითია.
ნიკო
08 სექტემბერი 2023 22:59
0
კვარაცხელიაზე საერთოდ არაა ფორმაში ...და ავარდნილიაქ თავში ...მიეცით შანსი ჩაკვეს ვინც ერთითავით უფრო ნიჭიერია ვიდრე კვარაცხელია და დაუბრუნეთ მას 10 იანი
შალვა
08 სექტემბერი 2023 22:04
19
ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო! ქართული ანდაზა .
A.K.
09 სექტემბერი 2023 01:45
3
წავაგეთ მეგობრებო! აბა ახლა ყველა ვამჟღავნებთ ნამდვილ ქართველობას და გადავდივართ მოწინააღმდეგის მხარეს. ვამცირებთ ჩვენებს და ვინც მოგვერია იმას ბაბაიას ვეძახით.
სადღაც წავიკითხე, მოსკოვის სპარტაკი შეხვედრია თურმე ადრე მადრიდის რეალს (იქნებ უფროსებს ახსოვდეს) და მთელი მოსკოვის სტადიონი რეალის მხარეს ყოფილა. მადრიდელები გაკვირვებული დარჩენილან, ჩვენ ვთამაშობთ სახლში თუ ესენიო.
ნეტა საიდან მოგვყვება ეს მენტალიტეტი, როცა საკუთარს ამცირებ და ვინც მოგიგო იმისკენ გადადიხარ აღფრთოვანებული.
ვინ დამოუკიდებელ ქვეყანაში დავიბადეთ და გავიზარდეთ, ის ხალხი დავამარცხებთ არ სიბნელეს აუცილებლად.
მე არსად მინახავს მსოფლიოში, ადამიანები, ვისაც დამოუკიდებელი ქვეყანა აქვთ ასე დაგეშილი ელოდებოდეს საკუთარ წაგებას, რომ მერე საკუთარს ნაკრებს აგინოს. ისევ ის რუსული მენტალიტეტი მოგყვებათ და ეგაა სიმართლე. მოსკოვის და რეალ მადრიდის მაგალითი უკვე მოვიყვანე...
უკვე გავლილი გვაქვს ლანძღვა-გინება და ყოველი წაგების მერე კარტოფილის დათესვაზე ლაპარაკი. გავიარეთ ეგ და არ მოიტანა შედეგი.
მე და ჩემი მეგობრები წაგების დროსაც მხარს დავუჭერთ და ეგ გამოიღებს მხოლოდ სამომავლოდ შედეგს. ამაში ვარ დარწმუნებული.
თქვენ როგორც გინდათ ისე მოიქეცით მაგრამ იცოდეთ, თუ ოდესმე სადმე საქმე გაკეთებულა, ყოვეთვის მხარში დგომით გაკეთდა და არა გინებით.

მადლობა იმათ, ვინც ბოლომდე დარჩა სტადიონზე და ვინც აქ ყველაფრის მიუხედავად მაინც გულშემატკივრობთ. აუცილებლად შეიცვლება შემადგენლობა და მწვრთნელი. არ მინდა ვინმეს სახელები ჩამოვთვალო მაგრამ დაცვა საერთოდ შესაცვლელია, მთლიანად.
ჩანაცვლდება ეს ხალხი მალე.
ხვიჩას და მამარდას დონის ფეხბურთელები მართლა მეცოდებიან ამ ნაკრებში ამ ეტაპზე მაგრამ ერთა ლიგაზე როგორც ითამაშეს იმას გავიხსენებ. მაკედონიასთან ულმაზეს გოლებს გავიხსენენ, ბულგარეთის განადგურებას, შვედეთთან უმაგრეს თამაშს და ასე შემდეგ. ბოლო პერიოდში საკმაოდ გვქონდა ნაკრების კარგი თამაშები.
ამ ჯგუფიდან გასვლის შანსი მაინც არ იყო და შეგუებული ვიყავი ესპანეთთან წაგებას. მეტიც ნორვეგიასთანაც წავაგებთ მაგრამ არაუშავს. ეს ჯგუფი დაივიწყეთ.
მოკლედ მჯერა ამ ბიჭების და აქ იგინეთ რამდენიც გინდათ და გინდ სტაფილო მოიყვანეთ, გინდ კარტოფილი.
ნელ-ნელა ნამდვილი გულშემატკივარი უფრო მეტი ვიქნებით❤️
Skeleton
08 სექტემბერი 2023 22:49
53
არავის არაქართველობას არ ვაკნინებ მაგრამ, თუ რამით ამაყი ვარ ეს ჩემი ქართველობა და ნამდვილი ქართველების ქართველობაა. მანკიერს, ღვარძლიანს და უსინდისოს თავისი საქციელის გამო ნურც ირონიულად დავუძახებთ ნაღდ ქართველებს და ნურც მათ საქციელს ნამდივ ქართველობას. დღეს ბევრი გაბრაზდა და უსაბაბოდ არცერთი.
გიგი
08 სექტემბერი 2023 23:14
2
ყოჩაღ შენ ჩემო ძმაო - ამ კომენტარებში რუსული მენტალიტეტის ამოცნობა ადვილი საქმე არაა.. ეგ კი არა, ის პატარა ბიჭიც უეჭველად პუტინის დარიგებული იყო, ბუცებს რომ უკოცნიდა შვაინშტაიგერს... ისე, რუსები იქით იყვნენ, თავისი გასჭირვებიათ და მე თუ მკითხავ, ბედი უნდა ყველაფერს - ის შვიდი ბურთი რომ არ გაეტანათ ესპანელებს, ხომ ვიგებდით ამ თამაშს?!...
დდდ
08 სექტემბერი 2023 23:11
3
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული