ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
ქეცბა ქეცბა ქეცბა ქეცბა ქეცბა
kaka
08 სექტემბერი 2023 22:36
6
აის ინგლისელი რომ დაიმატეს სამწვრთნელო შტაბში, რაო, რა თქვეს, რა მიმართულებით იმუშავებსო?!...
დდდ
08 სექტემბერი 2023 22:30
0
ჩაის სმის მიმართულებით :)
:)
08 სექტემბერი 2023 23:06
0
ფიზკულტურის მასწავლებელი თავისით წავა, თუ დაელოდება ზარს?
ვილი სანიოლის ბიძა
08 სექტემბერი 2023 22:09
1
ეს რა პრესინგს თამაშობენ, უაზროდ დარბიან ამ დროს და მეტი არაფერი, პრესინგის დროს ახლოს რომ უნდა მიხვიდე მეტოქესთან მე თუ ვიცი ამათმა არ იციან?
გია
08 სექტემბერი 2023 22:06
0
მკითხავმა მითხრა,წვიმიან ამინდში,დათვები შეგჭამენო!გახსოვთ,დოდო აბაშიძე,ფილმში,"ყანწი"?ჯერ შოტლანდიაში დაგვჯენჯეს,წვიმიან ამინდში და ახლა,ძვლებიანად ჩაგვახრამუნეს!იმდენჯერ და იმდენად უსამართლოდ,მრავალჯერ დავამცირეთ,ჯაბა კანკავა,რომ უსიტყვოდ დაიხურა ქუდი და წავიდა.თავმოყვარე კაცია და რაც მრავალმა ვაიგულშემატკივარმა აკადრა,მის ხარჯზე,ნაკრები გაახალგაზრდავდა და მხოლოდ გაახალგაზრდავებით,აი ეს შედეგი მივიღეთ.სხვაობა კლასში,იმდენად დიდი იყო,რომ მაინც წავაგებდით,მაგრამ არა ასე უსასოოდ.ახალგაზრა ფეხბურთელი,გამოცდილის გვერდით,მის ფრთებქვეშ უნდა გაიზარდოს და არა მის გარეშე,მხოლოდ საკუთარი თავის ინაბარა.ლევან ასათიანი,მოსკოვის ლოკომოტივში,დაცვაში თამაშობდა,ნაკრებში კი,ნახევარდაცვაში დააყენეს და მაგრადაც გამოიყურებოდა.არ ვიცი,შესაძლოა უკვე დროა,მწვრთნელმა,ხვიჩა ცენტრში შემოსწიოს და გამთამაშებლის ფუნქცია დააკისროს.ფლანგზე უბურთოდ წვალებას,ცენტრში თამაშის ორგანიზება აჯობებს,მას ამის მონაცემები აქვს და ცდად შეიძლება ღირდეს.გინებას აზრი არა აქვს,რადგან ეს შემადგენლობა,,ფაქტობრივად საყკეთესოა და მისი მნიშვნელოვანი გაძლიერება,შეუძლებელია.არ გვყავს უკეთესი ფეხბურთელები.რაც ვართ,ეს ვართ და ბევრად ნეტი,ნამდვილად არ შეგვიძლია.ერთია,რომ გუნდს შემტევი თამაშის რაიმე წინასწაგანზრახული დაყენება,გუნდში არ ჩანს.არ იციან,ვინ სად უნდა წავიდეს,შეტევის განვითარებაში,ამიტომ ძალიან ხშირი იყო,ერთმანეთის ვერ გაგება და პირველი პასების უაზროდ დაკარგვა,მერე კი,არასწორი მიმართულების არჩევის გამო,შეტევის ჩაფუშვა.დაცვის და საყრდენი ზონის თამაშზე,არც არაფერია სათქმელი,7 გოლი საკუთარ კარში,ყველაფერზე მეტყველებს.ჩემი აზრით,ჩვენს ნაკრებში,საუკეთესო,მამარდაშვილი იყო და 7 გოლის გამშვები რომ გუნდში საუკეთესო იქნება,ამით ყველაფერია ნათქვამი.
სოსო
08 სექტემბერი 2023 23:09
8
ასათიანს მალხაზი ჰქვია.
მამუკა
09 სექტემბერი 2023 01:58
0
სანამ ნაკრებში დვალიშვილია იქნება წუმპეში, ისევე როგორც იყო ადრე. მიმხვედრი მიხვდება. აქ სპორტალი მბლოკავს, მოსწონთ ეტყობა სპორტალშიც ქაქში რომ ვზივართ ჩუმათ ყველანი.
G.LA
08 სექტემბერი 2023 22:43
4
ძალიან მიკვირს იმ ხალხის ვინც სხვა შედეგს ელოდა, რეალობას ვერ გაექცევი... ნაკრებში 3-4 ბიჭი მეცოდება ასეთ სუსტ ნაკრებში რომ უწევთ თამაში, გონებას არ შევეხები და პირველ რიგში ფიზიკური სისუსტე  და.ა.შ ამთავრებს ტაქტიკური განსწავლულობის დეფიციტი, რას ელოდები აბურჯანიას, კვირკველიას და საპენსიო კაშიას ნაკრებისგან, სხვებს აღარ ჩამოვთვლი, თუმცა სხვა ვინ უნდა ათამაშო? არა შეჯდა მწყერი ხესა არა იყო გვარი მისი.....მწარე რელობაა და საწყენი ისაა რომ ყველა ვითარდება ჩვენ კი დაწყევლილ წრეზე ვტრიალებთ, ნეტა ვისი და რისი ბრალია...?! სირაქლემის პოზაში არიან ჩვენი ,,საფეხბურთო ელიტა"..
გუსანი
08 სექტემბერი 2023 22:40
3
კობიაშვილის წასვლამდე სულ ასე იქბება.
ერთ ადერთი პრიზი რაც საქართველომ აიღო კობიაშვილის დროს - მრავალფეროვნების კაშიასთან ერთად!
გიგი
08 სექტემბერი 2023 22:39
4
ქეცბაიას განავ-ის ფასი არ არიან მთელი უვარგისი ფედერაცია ერთად
dato
08 სექტემბერი 2023 22:20
2
აზრიანი მწვრთნელი არ გვეღირსა! გული მტკივა!
Რაგბის ფანი
08 სექტემბერი 2023 22:07
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული