საქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორიგმა წაგებამ (ნორვეგიასთან 1:2) ნამდვილად არ დატოვა ისეთი თავზარდამცემი შთაბეჭდილება, როგორიც ესპანელებთან მარცხმა. როგორც ჩანს, მთავარმა მწვრთნელმა მოკლე დროში ფეხბურთელებთან საფუძვლიანი საუბარი მოახერხა. ვილი სანიოლმა მათ, ვინც წინა მატჩში პირწმინდად ჩააგდო, თავის გამოჩენის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მისცა და ადამიანურად ეს გასაგებია. სხვა საქმეა, თუ ეს შანსი ვინ როგორ გამოიყენა...

ამასობაში, მთავარი არ იცვლება. ვილი სანიოლის ტაქტიკა, რომელიც კონტრშეტევებში შანსის პოვნას და ბურთის ნაკლებად ფლობას ეფუძნებოდა, ეფექტური და შედეგიანი აღარაა. ფრანგი სპეციალისტი ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ძლიერ გუნდებთან აღარაა, თორემ
ყაზახეთის ნაკრებთან პლეი-ოფის ეიმედება. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ იმავე აზრზეა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება იოლი მისაღები არაა. ვლადიმირ ვაისის პოსტზე დატოვებამ არ გაამართლა, ჩრდ. მაკედონიასთან დავმარცხდით, ახლა კი სანიოლის შემცვლელის ჯერ ძიება, მერე შერჩევა - ქართველი უნდა იყოს თუ უცხოელი, მისი მხრიდან საქმეში ჩართვა გაზაფხულისთვის უფრო დამაზიანებელი არ იყოს. არადა, საქართველოს ნაკრები ახლა რეგრესის გზაზეა, ივნისიდან მოყოლებული ეს უფრო საგრძნობი ხდება და ასეთ დროს მწვრთნელები იცვლებიან. ლოგიკურად, "ჯვაროსნების" მომავალ დამრიგებლად რამაზ სვანაძის განხილვა შეგვიძლია, თუმცა მან 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ახალი შესარჩევი დაიწყო და შუა გზაზე მიტოვებაც არ გამოვა.

Sportall.Ge

ყველაფერთან ერთად, სანიოლი იღბლიანი მწვრთნელიც იყო, ახლა კი შედეგი არც ამ მხრივ გვაქვს. აი, ბოლო წამებზე ხვიჩა კვარაცხელიას რომ გაეტანა, მაშინ ვიტყოდით, რომ მნიშვნელოვანი ფრე წამოვიღეთ, ცოტას ვიამაყებდით კიდეც და ცოტათი თავს შევიქებდით...

რაც შეეხება თამაშს - საწყის და ბოლო წუთებში კარგად გამოვიყურებოდით. ამის მიზეზი ყველაზე მეტად ის იყო, რომ ამ პერიოდში მეტოქე პრესინგში ნაკლებად გვაქცევდა და გვავიწროებდა. ჩვენი ნაკრები ამ პრობლემას ვერა და ვერ უმკლავდება. უბრალოდ, ვერ ვიწყებთ შეტევას და რგოლებს შორის კავშირი არაა. ამას კიდევ ერთი, რაც მოჰყვება, ფეხბურთელების რესურსს სათანადოდ ვერ ვიყენებთ. მაგალითად, თუკი გიორგი მიქაუტაძის ნაკრებში ინტეგრაცია გვახარებდა, არსებული თამაშით მისი უპირატესობების გამოყენებას ვერ ვახერხებთ. ამ ტაქტიკას ბუდუ ზივზივაძე უფრო ერგება, რომელსაც მაღალ ბურთებზე ბრძოლა შეუძლია. მეორე ტაიმიდან ფორვარდის პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელია ვნახეთ. ამანაც ბევრი არაფერი შეგვძინა, რადგან ამ დროს მთავარი იყო, სწრაფ შეტევებში გადასვლა მოგვეხერხებინა.

ცალკეული ფეხბურთელების უფრო მეტ მონდომებასა და სხვებზე უკეთეს თამაშს გამოვარჩევდით, მათ შორის, კვარაცხელიას. კარგი მატჩი ჰქონდა ირაკლი აზაროვს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნორვეგიელები უფრო ჩვენი მარჯვენა ფლანგიდან გვიტევდნენ. მალე ჩემპიონთა ლიგა დაიწყება და იმედია, გიორგი გოჩოლეიშვილი მანამდე ფორმაში შესვლას შეძლებს. როცა ჩვენი ნაკრები ბურთის გარეშეა, მისი თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მატჩის წინ ვარაუდის დონეზე დავწერეთ, რომ იქნებ ვლადიმერ მამუჩაშვილის თამაშს გაემართლებინა. მეორე ტაიმმა დაგვარწმუნა, რომ ეს ასეც იყო. მართალია, ნორვეგიელები უკვე დამშვიდებულები იყვნენ, მაგრამ მათი თინეიჯერი ფლანგელის ნეიტრალიზება როგორც იქნა, მოხერხდა.

Sportall.Ge

როგორც ჩანს, სანიოლს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ მომავალში, მათ შორის, "ერთა ლიგიდან" ბოძებული შანსისას, წარმატებას გამოცდილი და უკვე ძალიან ბევრი შეცდომით მოთამაშე დაცვის ცენტრით მიაღწიოს. საერთოდ ვერ ვნახეთ საბა საზონოვი. სამომავლოდ ივა გელაშვილის იმედი გვაქვს. რაც შეეხება მარცხენა ცენტრალურ მცველს, ხოჭოლავას არყოფნაში მას ალბათ კალანდაძე უფრო დაიკავებს, ვიდრე დვალი. ახალბედა მცველი ახლა ცოტა დაძაბული იყო და პრესინგის პირობებში პასები უჭირდა. მთავარია, ალექსანდრემ პროგრესი არ შეწყვიტოს. ნორვეგიელთა მხრიდან 18 წლის ფეხბურთელის "აწიოკებამ" ერთ საკითხზე უფრო დაგვაფიქრა - რატომ არ ვაძლევთ სანაკრებო შანსს უფრო მეტ ახალბედას, იქნებ მოულოდნელობის ეფექტმა კარგი შედეგები მოგვიტანოს. თუნდაც, გიორგი კვერნაძე ან "ტვენტეში" მოთამაშე ირაკლი ეგოიანი.

პოზიტივზე - ერლინ ჰოლანი ბურთს ხშირად ვერ იღებდა და ეს პოზიტივად უნდა ჩავთვალოთ; დებიუტანტ გიორგი ქოჩორაშვილზე - თანამედროვე ფეხბურთს ალღოს კარგად უღებს, პოზიციის შერჩევაც იცის, ორთაბრძოლაც და პასიც აქვს. კლასში სხვაობაზე აქცენტი კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ - "არსენალის" კაპიტან მარტინ ოდეგორის "დირიჟორობისას" რთულია შენი სიტყვა თქვა; მოგვწონს გიორგი ჩაკვეტაძის საქმისადმი დამოკიდებულება და ამას საკლუბო პროგრესშიც ველით. რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა ოთარ კიტეიშვილმა და იმედია, მას ტრავმიანობა აღარ შეაწუხებს...

წინ ოქტომბერია, ორი თბილისური მატჩი: ტაილანდთან ამხანაგური და ჩვენზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი თემურ ქეცბაიას კვიპროსელებთან - ოფიციალური.

altგოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

altვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება

მკითხველის კომენტარები / 62 /
ასეთი შეკითხვა მიჩნდება-რას მოგვცემს ამ ფინალურზე გასვლა?
ეგრევე ვიქცევით თუნდაც პოლონეთის ან დანიის დონის გუნდად?
ევროპაზე გასული მაკედონია არ იყო სტუმრად 3-0 რო დაადუღა საქართველომ?
არაფერი,ევროპაზე როცა გავიდეთ ერთი კვირა 3თამაში გავერთობით გულშემატკივრობით,სხვა არაფერი არ შეიცვლება.
მე წინააღმდეგი კი არა ვარ,მაგის ოცნებებში ვარ უკვე 1994 წლიდან თამაში არ გამომიტოვებია,
მაგრამ რა შეგვიძლია ვაჩვენოთ იმ ევროპაზე?არც არაფერი.
წარმოდგენაც არ მინდა რა ელის ამ გუნდს ფინალურზე-იქ გასვლა მე ჩემი ქვეყნის საამაყოდ მინდა და არა ჩემი ქვეყნის სახალხოდ შესარცხვენად.
Levani
13 სექტემბერი 2023 18:08
0
ხასიათის ხალხი ვართ, რაც სტადიონზეც აისახება. როცა ხასიათზე არიან თამაშობენ. სამწუხაროდ ესეთი მიდგომა არ არის საკმარისი ოლიმპზე ასასვლელად, სადაც პერმანენტული სტაბილურობაა საჭირო მთელი ციკლის განმავლობაში.
ფეხბურთი
13 სექტემბერი 2023 17:49
0
რჩევა ნაკრებს: გაიტანეთ სანიოლი, გაიტანეთ კობიაშვილი და მათ ნაცვლად გ ო ლ ე ბ ი გაიტანეთ!
გოჩა
13 სექტემბერი 2023 17:48
0
ახლა ნამდვილად რთულია მწვრთნელის შეცვლა და რთული გადასაწყვეტი....რეალურად ის ჩანს რომ ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი მაკედონიასთან მოგებაზე გადის.მეტი უბრალოდ არ შეგვიძლია.უშანსოდ წავაგეთ,ესპანეთთანაც,ნორვეგიასთანაც და შოტლანდიასთანაც.საშინაო ქულა ნორვეგიასთან კი მხოლოდ გამართლებით მოვიპოვეთ,თორემ ნორვეგიამ პირველ ტაიმში გადაგვიარა მაშინაც.და რომც გავიდეთ იმ ევროზე,იქ რა იქნება ასეთი გუნდით და ასეთი მწვრთნელით?გუნდი რომელიც უშანსოდ,უსუსურად,უბრძოლველად აგებს შოტლანდიის და ნორვეგიის დონის გუნდებთან ესაქმება რამე ევროპის ჩემპუონატზე?
Master
13 სექტემბერი 2023 17:45
1
ერთი რამე მართლა მაინტერესებს ეს ხალხი მწვრთნელის შეცვლას რომ ითხოვს მუდმივად, ახალ მწვრთნელს ჯადოსნური ჯოხი ექნება და ერთი დაქნევით ამ მკვდრებს გააცოცხლებს თუ რისი იმედი გაქვთ?მამარდაშვილმა ფეხით ბურთის ამოტანა ვერ ისწავლა, კაშია და კვირკველია პოზიციებს ვერ არჩევენ მაღალი ჩაწოდების დროს, მარცხენა ფლანგი იყო და ჯერ ნიკო უილიამსმა აიკლო და ეხლა კიდე ნუსამ, ორი კაცი ტყუილად დასდევდა, ნახევარდაცვა საერთოდ თუ გვყვავს გუნდში საკითხავია, ბურთს ვერ იჭერენ და ორ პასს ვერ აკეთებენ ზუსტად, კვარას იმედი გვაქვს და მგონი ეგეც უკვე წარსულს ჩაბარდა, ბოლოს გოლი მგონი 6 თვის წინ გაიტანა, რა აზრი აქვს მითხარით მწვრთნელების ცვლას, მწვრთნელს ნაკრებში ფეხბურთელი უნდა ჰყავდეს მომზადებული და არა შეკრებების დროს ასწავლოს როგორ მისცეს პასი და სად უნდა გაეხსნას
მამუკა
13 სექტემბერი 2023 17:35
1
დაიცადეთ, ვინმეს მართლა სჯეროდა რომ ამ ჯგუფიდან გავიდოდით მე-2 ადგილიდან თუ საერთოდ პირველზე გვქონდა პრეტენზია ???
ნიკა
13 სექტემბერი 2023 16:47
12
თამაშის ხარისხზე, ამ ხარისხის გაუმჯობესებაზე, და პროგრესის და პერსპექტივის დანახვაზე გვქონდა პრეტენზია. ეს გუნდი ვაისის გუნდზე უარეს ფეხბურთს თამაშობს, იმას მინიმალური სამწვრთნელო კვალიფიკაცია მაინც ქონდა. სანიოლი საერთოდ არაა მწვრთნელი!
ან
13 სექტემბერი 2023 17:52
0
გაათავისუფლეთ... გაუშვით რამდენი ანტირეკორდი უნდა მოხსნას კიდე რომ მოხვდეს ვინმე
912
13 სექტემბერი 2023 16:45
1
ზოგიერთი რას აკომენტარებსო ვერ ვხვდები, უკვე არაერთხელ გარკვევით დაიწერა, რომ სანიოლის წასვლის დროა. ისე კი, ფედერაცია და თავად ვილი ამ აზრზე არაა და ნაკრებს აღარ ვუგულშემატკივროთ?რა გადადგომა და პეტიცია ხალხო, სისულელეა მაგაზე ფიქრი
ზვიადი
13 სექტემბერი 2023 16:32
9
მეკარე და მცველები სანამ პირველ პასს ( ზუსტს) არ გააკეთებენ და არა ორთაბრძოლაში ან მოშორებაზე , იქამდე დიდი შედეგი ვერ მოვა
სხვა რამე
13 სექტემბერი 2023 16:30
1
მეტი არა ჩემი მტერი ჩვენ ამათ ხელში სადმე გავიდეთ! მოაშორეთ ყველა მუქთახორა ნაკრებს და მერე ვნახოთ რა მოხდება! სსფ ვერ მუშაობს სათანადოდ უკვე სახეზეა აშკარად! ვეტერანი ფეხბურთელებიც ხმას არ იღებენ ამათ უნამუსობაზე და ასე გადის წლები!
მწვრთნელი
13 სექტემბერი 2023 16:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული