"სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩები წარუმატებლად დასრულდა. ამ ამბავს "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქპოსტი" მიუძღვნა:

"წინა დღეს გამოვდე სქრინები, რომ ჯერ კიდევ გიბრალტართან მატჩის მერე ვაკრიტიკებდი სანიოლს, მაგრამ მაშინ ბევრი არ მეთანხმებოდა, "ერთა ლიგაზე" კარგი შედეგი გვქონდა, ის მატჩიც მოვიგეთ და რა გინდა, რას ერჩიო?..

არადა, უკვე მაშინ ჩანდა, რომ "ერთა ლიგაზე" კარგი თამაშის მიუხედავად, გუნდს თამაშის ხარისხი არ უვარგოდა, არ იყო ხარისხში პროგრესი, არ იყო თანამედროვე ფეხბურთის ნიშნები.

ეს ყველაფერი მომდევნო თამაშებში გაღრმავდა და მივიდა კატასტროფამდე, რომელიც შოტლანდიაში დაიწყო. ის
მარცხი ბევრმა წვიმას დააბრალა, არადა, მაშინაც დავწერე, რომ სანიოლი უკვე გასაშვები იყო.

ბევრი პოსტი შემხვდა, ეს ქართველები სულ ილუზიებში რატომ ვართ, ცაში რატომ დავფრინავთ, რატომ გვგონია, რომ ესპანეთს ან ნორვეგიას უნდა მოვუგოთ; გადახედეთ მათ ფეხბურთელებს, სად თამაშობენ, ჩვენ მარტო "კვარა" და "მამარდა" გვყავს ნორმალურ ლიგაში და ა. შ. მოკლედ, ძველი სიმღერები.

თამაშის წინ გულშემატკივარი წაგებას ვერ მოითხოვს და წაგების საგულშემატკივროდ ვერ მივა სტადიონზე. ბუნებრივია, რომ თამაშის წინ მოგებას გულშემატკივრობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესპანეთთან წაგების გამო გუნდს აუცილებლად ზურგს აქცევ, ფეხბურთელებს გალანძღავ ან მწვრთნელის გაშვებას მოითხოვ, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც! არავინ ითხოვს, რომ ჩვენმა ნაკრებმა ესპანეთს ან რომელიმე სხვა გრანდს უეჭველი უნდა მოუგოს. აქ პრობლემა არა შედეგში, არამედ თამაშის ხარისხშია.

ესპანეთთან რომ კარგი ხარისხი გვეჩვენებინა, გვებრძოლა და ისე წაგვეგო, ვინ ამოიღებდა ხმას? აქ საუბარი იმაზეა, რომ საერთოდ არ ვთამაშობთ ფეხბურთს. ანგარიში არაფერ შუაშია. ნორვეგიასთან თითქოს საბრძოლო ანგარიში დაფიქსირდა 2:1, მაგრამ სადმე იყო იქ ბრძოლა? მხოლოდ პირველი და ბოლო ხუთი წუთი, დანარჩენი მთელი თამაში 11 კაცით საკუთარ ნახევარზე ვიდექით და ვიღაცებს ჰგონიათ, ავტობუსის ჩაყენება გვიშველის და ეს უნდა იყოს ჩვენი ფეხბურთი. არადა, სწორედ ავტობუსი გვეყენა, როცა ნორვეგიამ ორი გოლი გაგვიტანა; ხოლო, როცა მეტოქის ნახევარზე გადასვლა გავბედეთ, ეგრევე პრობლემები შევუქმენით და ბოლოს გოლიც გავიტანეთ.

მთელი მატჩიდან სულ 5-10 წუთი შევუტიეთ და ამ მცირე დროში სამი თუ ოთხი საგოლე მომენტი შევქმენით. რატომ არ შეგვეძლო შეგვეტია თუნდაც მატჩის ნახევარი დროის განმავლობაში?

ზოგი ამბობს, არ შევუტიეთ კი არა, ვერ შევუტიეთო, მეტოქემ არ მოგვცა საშუალებაო. სად ნახეთ მცდელობა? როცა ვცადეთ, კი შევუქმენით პრობლემები. ვიღაცები წერენ, ვერცერთი გუნდი ვერ ითამაშებს პრესინგს 90 წუთიო. ვინ ითხოვს 90 წუთი პრესინგს? 60 წუთი ითამაშეთ, 50 წუთი ითამაშეთ... ან ჩვენი ყველა მეტოქე როგორ ახერხებს თითქმის მთელი მატჩი გვეთამაშოს პრესინგი და ჩვენ ვერა? იმათ უცხოპლანეტელები ჰყავთ? ჩვენი ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი უცხოურ ლიგაში თამაშობს და თუ ვერ დარბიან, იქ როგორ აჩერებენ?

ორით ნულს რომ ვაგებდით, ვიფიქრე, მეორე ტაიმის დასაწყისში მაინც ვეცდებით მეტოქის ნახევარზე გადასვლას-მეთქი და ისევ საკუთარ ნახევარზე არ დავდექით?! ანუ ისევ არგაშვებაზე ვზრუნავდით. ვის უნდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც აგებს და გუნდს ავალებს, იმაზე იზრუნეთ, რომ ორზე მეტი გოლი არ გაუშვათო (თავად სანიოლმა გუშინდელი თამაშის შემდეგ თქვა, ამჯერად კარგად ვითამაშეთო)?

ჩვენ აქ ესპანეთის და ნორვეგიის უეჭველ დამარცხებას კი არა, თამაშის ხარისხში პროგრესს ვითხოვთ. არავინ არ დავფრინავთ ცაში. ხარისხი და პროგრესი კი არა, რეგრესია სახეზე.

სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი, თორემ "ერთა ლიგაზეც" იგივე დაგვემართება, რაც წინა ჯერზე. კობიაშვილმა ვერც ნაკრებს მიხედა და ვერც ეროვნულ ჩემპიონატს. ის კი არა, როდესაც ისტორიული შანსი გვქონდა ევროპაზე გასვლის და თბილისში "ერთა ლიგის" ფინალი იმართებოდა, ის ვერ მოახერხა, მთავრობას მისწოლოდა, რომ სტადიონზე გულშემატკივრები დაეშვათ. "ოვნების“ დეპუტატია და ესეც ვერ გააკეთა, რომ მათთვის აეხსნა, არ შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარება.

სანიოლი ახლა თუ არა, მალე წავა ალბათ და ახალი მწვრთნელი ერთი კრიტერიუმით უნდა შევარჩიოთ: შეუძლია თუ არა მას გუნდს ასწავლოს თანამედროვე ფეხბურთის და პრესინგის თამაში. მას ამოცანად ეს უნდა დავუსახოთ და არა რომელიმე კონკრეტული ადგილი ჯგუფში."

altსაქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

altნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

მკითხველის კომენტარები / 108 /
სანამ კობიაშვილი ორ სკამზე ერთდროულად იჯდება, ფეხბურთს ამ ქვეყანაში არაფერი ეშველება!!!
SOS
13 სექტემბერი 2023 17:44
2
კითხვა მაქვს : საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშებს უნდა ესწრებოდეს თუ არა? მითუმეტეს, ევროპის ჩემპიონატს? ეს
ბიჭები ხვალ-ზეგ ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავენ და მწვრთნელმა კარგად უნდა იცოდეს მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. სანიოლი რომ ცუდი სტრატეგია და კიდევ უფრო ცუდი ტაქტიკოსი, ეს კარგად ჩანს მის სათამაშო სქემებში - ესპანელებმა და ნორვეგიელებმა პრესინგით ისე ჩაგვკეტეს საკუთარ ნახევარზე, ლამის ცალ კარში იყო თამაში. ზედიზედ მატჩებში მწვრთნელი რომ ამის წინააღმდეგ საშუალებას ვერ იპოვის, იმას რა უნდა ელაპარაკო? ცალკე საუბრის თემაა გუნდი. უბურთოდ თამაში ნახევარ მოგებას უდრის! ვიცით? არა! დროული და ზუსტი პასი ვიცით? არა! ფიზო გვაქვს? არა! აბა, მარტო გულშემატკივრის იმედად ვართ? კობიაშვილმა არ იცის, რომ ფეხბურთის განვითარება ბავშვთა ფეხბურთით იწყება? რატომ ვეღარ თუ აღარ ყალიბდებიან
ფეხბურთელებად იმედისმომცემი ბავშვები? მოკლედ, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა და სანამ ცუდი შედეგის გამომწვევი მიზეზები არ მოგვარდება, ქართული ფეხბურთი სულ ამ დღეში იქნება...
ბესო
13 სექტემბერი 2023 17:43
1
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ძირეულად არის შესაცვლელი! გასაშვებია ყველა ფედერაციის პრეზიდენტიდან დაწყებული!!!
!!!
13 სექტემბერი 2023 16:53
3
ჯერ კომენტარი არ გამოქვეყნებულა ჩემი კომენტარის ჩათვლით იმიტომ რომ ყველა ხვდება რომ დილეტანტის შეფასებაა და კომენტარებიც შესაბამისია მოეშვით ბატონი მერაბიას უაზრო პიარს
ნიკა
13 სექტემბერი 2023 16:31
63
და ტყუილი თქვა რამე?
გულშემატკივარი
13 სექტემბერი 2023 17:32
2
მართალია!
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
13 სექტემბერი 2023 15:32
3
არიან მწვრთნელები რომლებიც მარტო ნაკრებებში მუშაობენ,დე ნიაზი,ედუარდო რეია და ასე შემდეგ,გამოცდილი ბევრი მწვრთნელია და ჩვენ მაინც და მაინც გამოუცდელს ჩავაბარეთ,რა თქმა თამაშის ხარისხი კატასტროფაა,თითქოს შიშით თამაშობენ,დიდი სამუშაოა გასაწევი და ბოლოს და ბოლოს ეს უნდა გავაკეთოთ, სირცხვილო ყველას აქვს პროგრესი,ჩვენ კიდე 30წელია ერთ და იგივეს ვუყურებთ
არჩილ
13 სექტემბერი 2023 20:29
1
მერაბ, შენ ხომ პოლიტიკის გაგებაში არა ხარ. 2 კვირით შეხვედი პარტიაში და მერე ისევ ჟურნალისტობას დაუბრუნდი. მოდი გაგანათლებ. ის, რომ ოცნებამ არ დაუშვა მაყურებელი სტადიონზე იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მათ შორის, იმიტომ რომ იქნებოდა lose lose სიტუაციაში, ისევ თქვენნაირი დესტრუქციული და ყველაფრის უაზროდ გამკრიტიკებელი, გვამების და ცუდი ამბების მაძიებელი ხალხის გამო. გავიდოდით და ყველაფერს მაინც ხელისუფლებას და მაგ თამაშს დააბრალებდით: ხალხი გაწირეს და ქვეყანაში ეპიდემია გამოიწვიესო. ვერ გავიდოდით და უარესს იზამდით. უკვე შენისთანა ინტრიგნები გამოხტებოდნენ და ორმაგ ტრაგედიაზე ილაპარაკებდით, დილეტენტურ და სრულიად უაზრო განცხადებებს გააკეთებდით, როგორიც დღეს გამოაცხე.
odala
13 სექტემბერი 2023 18:50
31
ეს ფედერაციის ტროლობა არ გიტყდებათ
odalas
13 სექტემბერი 2023 19:27
6
რატომ ამდენი დისლაიქი?!რა,ვინმეს ეჭვი ეპარება,რომ ასე არ იქნებოდა?
სოსო
13 სექტემბერი 2023 19:59
12
მეტი არა ჩემი მტერი ჩვენ ამათ ხელში სადმე გავიდეთ! მოაშორეთ ყველა მუქთახორა ნაკრებს და მერე ვნახოთ რა მოხდება! სსფ ვერ მუშაობს სათანადოდ უკვე სახეზეა აშკარად! ვეტერანი ფეხბურთელებიც ხმას არ იღებენ ამათ უნამუსობაზე და ასე გადის წლები! სანიოლი, რომელიც არ ესწრებოდა არცერთ თამაშს ევრო-21-ის თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რაღა უნდა ილაპარაკო! სანიოლი, რომელიც აგერ უკვე წელიწადია არც ინტერვიუს იძლევა და მარტო კომენტარებით შემოიფარგლება რაღა უნდა შეეკითხო! ასე იყო ფედერაციის მონახაზში და ასე აკეთებენ დახურულად ფულს! ფედერაცია არ თხოვდა არც ვაისს და არც სანიოლს კატეგორიულად ღიად არაფერს და ერთიც და მეორეც მიხვდენ, რომ საქართველოში შეიძლება ფულის კეთება იმაში რაშიც პასუხს არავინ მოგთხოვს! ერთ-ერთ კომენტარში იყო კარგად აღნიშნული,"ჩაის მოსახარშად" დანიშნეს ვიღაც ინგლისელი დევიდ უებიო სამწვრთნელო სტაფში! ნაკრების მწვრთნელი უნდა იყოს ღია ფედერაციასთან ერთად გულშემატკივარის წინაშე მორჩა და გათავდა!
მწვრთნელი
13 სექტემბერი 2023 18:11
2
სანიოლი გასაშვებია გეთანხმებით და დაბალბიუჯეტიანი მწვრთნელია საჭირო გინდ ქართველი იყოს გინდ უცხოელი, მე მგონია რომ შედეგი არიქნება ჯერჯერობით! ქეცბაიაო რომიძახით რასიზავს იყო ერთჯერ და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ქართველმა ვითომ ჟურნალისტებმა!. ისე ფეხბურთის ყურებას მართლა შეგაზარებენ კომენტატორები ფეხბურთელებიანათ!.. რეებს ბოდიალებენ დაგეძინება. გასაშვებია სანიოლი, გასაშვებები არიან კომენტატორები ალბათ ნაცნობობით არიან ისინიც ტელევიზიაში!!!
ბაჩო
13 სექტემბერი 2023 18:04
1
არავითარი უცხოელი. დევდარიანი ვითომ არ არსებობს ისე გაქვთ ჩახვეული ეს უცხოელი მწვრთნელი. უცხოელი აზრზე არ არის რა ხდება არც ენა ესმის და აზრზე არ არის ვინ უნდა ათამაშოს ვინ არა ან საერთოდ რა უნდა გააკეთოს და ვერასდროს ვერ დადებს ოპტიმალურ შედეგს. მამუჩაშვილები მექვაბიშვილები ჩაბრაძეები აბურჯანიები რომ შეუყარა მოედანზე ნორვეგიას თან რომ კიდია შედეგი რადგან არასაფეხბურთო ერი ვგონივართ და არ იცის წესივრად რა მიზანი უნდა ქონდეს და რა პოტენციალი აქვს ქართულ ფეხბურთს. აი ეგ არის უცხოელი დაუნი მწვრთნელი. საჭირო არის წესიერი და ძლიერი ქართველი მწვრთნელი ჯერ ცხადაძე დააბრუნონ როგორც გააგდეს და მერე მივხედავთ დანარჩენს. ყველაზე მაგრად ცხადაძის დროს თამაშობდა ნაკრები ჟილკითაც იბრძოდნენ და აზროვნებდნენ ყველაფერი
Mgeli.
13 სექტემბერი 2023 20:38
3
საქართველოში რამე კეთდება არანაცნობობით? ვართ იმ უკანალში, სადაც ყოფნასაც ვიმსახურებთ.
გოგია
14 სექტემბერი 2023 08:22
2
100%
Givi
13 სექტემბერი 2023 15:28
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული