"სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩები წარუმატებლად დასრულდა. ამ ამბავს "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქპოსტი" მიუძღვნა:

"წინა დღეს გამოვდე სქრინები, რომ ჯერ კიდევ გიბრალტართან მატჩის მერე ვაკრიტიკებდი სანიოლს, მაგრამ მაშინ ბევრი არ მეთანხმებოდა, "ერთა ლიგაზე" კარგი შედეგი გვქონდა, ის მატჩიც მოვიგეთ და რა გინდა, რას ერჩიო?..

არადა, უკვე მაშინ ჩანდა, რომ "ერთა ლიგაზე" კარგი თამაშის მიუხედავად, გუნდს თამაშის ხარისხი არ უვარგოდა, არ იყო ხარისხში პროგრესი, არ იყო თანამედროვე ფეხბურთის ნიშნები.

ეს ყველაფერი მომდევნო თამაშებში გაღრმავდა და მივიდა კატასტროფამდე, რომელიც შოტლანდიაში დაიწყო. ის
მარცხი ბევრმა წვიმას დააბრალა, არადა, მაშინაც დავწერე, რომ სანიოლი უკვე გასაშვები იყო.

ბევრი პოსტი შემხვდა, ეს ქართველები სულ ილუზიებში რატომ ვართ, ცაში რატომ დავფრინავთ, რატომ გვგონია, რომ ესპანეთს ან ნორვეგიას უნდა მოვუგოთ; გადახედეთ მათ ფეხბურთელებს, სად თამაშობენ, ჩვენ მარტო "კვარა" და "მამარდა" გვყავს ნორმალურ ლიგაში და ა. შ. მოკლედ, ძველი სიმღერები.

თამაშის წინ გულშემატკივარი წაგებას ვერ მოითხოვს და წაგების საგულშემატკივროდ ვერ მივა სტადიონზე. ბუნებრივია, რომ თამაშის წინ მოგებას გულშემატკივრობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესპანეთთან წაგების გამო გუნდს აუცილებლად ზურგს აქცევ, ფეხბურთელებს გალანძღავ ან მწვრთნელის გაშვებას მოითხოვ, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც! არავინ ითხოვს, რომ ჩვენმა ნაკრებმა ესპანეთს ან რომელიმე სხვა გრანდს უეჭველი უნდა მოუგოს. აქ პრობლემა არა შედეგში, არამედ თამაშის ხარისხშია.

ესპანეთთან რომ კარგი ხარისხი გვეჩვენებინა, გვებრძოლა და ისე წაგვეგო, ვინ ამოიღებდა ხმას? აქ საუბარი იმაზეა, რომ საერთოდ არ ვთამაშობთ ფეხბურთს. ანგარიში არაფერ შუაშია. ნორვეგიასთან თითქოს საბრძოლო ანგარიში დაფიქსირდა 2:1, მაგრამ სადმე იყო იქ ბრძოლა? მხოლოდ პირველი და ბოლო ხუთი წუთი, დანარჩენი მთელი თამაში 11 კაცით საკუთარ ნახევარზე ვიდექით და ვიღაცებს ჰგონიათ, ავტობუსის ჩაყენება გვიშველის და ეს უნდა იყოს ჩვენი ფეხბურთი. არადა, სწორედ ავტობუსი გვეყენა, როცა ნორვეგიამ ორი გოლი გაგვიტანა; ხოლო, როცა მეტოქის ნახევარზე გადასვლა გავბედეთ, ეგრევე პრობლემები შევუქმენით და ბოლოს გოლიც გავიტანეთ.

მთელი მატჩიდან სულ 5-10 წუთი შევუტიეთ და ამ მცირე დროში სამი თუ ოთხი საგოლე მომენტი შევქმენით. რატომ არ შეგვეძლო შეგვეტია თუნდაც მატჩის ნახევარი დროის განმავლობაში?

ზოგი ამბობს, არ შევუტიეთ კი არა, ვერ შევუტიეთო, მეტოქემ არ მოგვცა საშუალებაო. სად ნახეთ მცდელობა? როცა ვცადეთ, კი შევუქმენით პრობლემები. ვიღაცები წერენ, ვერცერთი გუნდი ვერ ითამაშებს პრესინგს 90 წუთიო. ვინ ითხოვს 90 წუთი პრესინგს? 60 წუთი ითამაშეთ, 50 წუთი ითამაშეთ... ან ჩვენი ყველა მეტოქე როგორ ახერხებს თითქმის მთელი მატჩი გვეთამაშოს პრესინგი და ჩვენ ვერა? იმათ უცხოპლანეტელები ჰყავთ? ჩვენი ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი უცხოურ ლიგაში თამაშობს და თუ ვერ დარბიან, იქ როგორ აჩერებენ?

ორით ნულს რომ ვაგებდით, ვიფიქრე, მეორე ტაიმის დასაწყისში მაინც ვეცდებით მეტოქის ნახევარზე გადასვლას-მეთქი და ისევ საკუთარ ნახევარზე არ დავდექით?! ანუ ისევ არგაშვებაზე ვზრუნავდით. ვის უნდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც აგებს და გუნდს ავალებს, იმაზე იზრუნეთ, რომ ორზე მეტი გოლი არ გაუშვათო (თავად სანიოლმა გუშინდელი თამაშის შემდეგ თქვა, ამჯერად კარგად ვითამაშეთო)?

ჩვენ აქ ესპანეთის და ნორვეგიის უეჭველ დამარცხებას კი არა, თამაშის ხარისხში პროგრესს ვითხოვთ. არავინ არ დავფრინავთ ცაში. ხარისხი და პროგრესი კი არა, რეგრესია სახეზე.

სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი, თორემ "ერთა ლიგაზეც" იგივე დაგვემართება, რაც წინა ჯერზე. კობიაშვილმა ვერც ნაკრებს მიხედა და ვერც ეროვნულ ჩემპიონატს. ის კი არა, როდესაც ისტორიული შანსი გვქონდა ევროპაზე გასვლის და თბილისში "ერთა ლიგის" ფინალი იმართებოდა, ის ვერ მოახერხა, მთავრობას მისწოლოდა, რომ სტადიონზე გულშემატკივრები დაეშვათ. "ოვნების“ დეპუტატია და ესეც ვერ გააკეთა, რომ მათთვის აეხსნა, არ შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარება.

სანიოლი ახლა თუ არა, მალე წავა ალბათ და ახალი მწვრთნელი ერთი კრიტერიუმით უნდა შევარჩიოთ: შეუძლია თუ არა მას გუნდს ასწავლოს თანამედროვე ფეხბურთის და პრესინგის თამაში. მას ამოცანად ეს უნდა დავუსახოთ და არა რომელიმე კონკრეტული ადგილი ჯგუფში."

altსაქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

altნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

მკითხველის კომენტარები / 108 /
ყველაფერჩიკი
oto
14 სექტემბერი 2023 09:09
1
პირადად მე ნაკრებს კაი ხანია აღარ ვგულშემატკივრობ სხვადასხა მიზეზების გამო არ ჩამოვთვლი. სამაგიეროდ ცალკე აღებულ ფეხბურთელებს ენაცვალოთ შემი თავი. წარმატებები სადაც თავს გამოიჩენენ.
დათო
14 სექტემბერი 2023 18:53
7
ეეჰ! მერაბ, მერაბ!ავტობუსი რომ ჩავაყენეთ მიტომ გავუშვით გოლებიო.როცა შევუტიეთ მომენტები შევქმენითო.ჩვენი ,დღევანდელი ფორმაციის გუნდი კლასით მაღლა მდგომ მოწინააღმდეგესთან სწორედაც ავტობუსით ,რომ უნდა ცდილობდეს ფონს გასვლას,მაგრამ აბტობუსსაც გააჩნია რომელი წლის გამოშვებაა და როგორ ვაყენებთ.ავტობუსი უნდა იყოს კარგად შეკრული და "ტექნიკურ დათვალიერება" გავლილი.,თანაც კარის პარალილურად უნდა იდგეს და ხურავდეს კარისკენ დასარტყმელ სივრცეს და არა ვერტიკალურად როცა ჩვენი კარის მხოლოდ მცირე ნაწილს იცავს.ანუ გუნდმა უნდა ითამაშოს ზონური პრესინგი მაღალ დონეზე ორგანიზებულად და დალაგებულად.წინ კი უნდა ვიყოთ კონტრშეტევაში ჩვენი სწრაფი ფორვარდების იმედად.სანიოლის ბრალი სწორედაც ეს არის,რომ გუნდი ამას ვერ აკეთებს .რაც შეეხება შეტევის ორგანიზებას და მასზე ორიენტირებას,ამ გუნდისაგან,[მითუმეტეს როცა მეტოქე კლასით ბევრად აგღემატება] ,ყოვლად შეუძლებელია.როგორ უნდა შეუტიო როცა მოწინააღმდეგე ფიზიკურადაც გჯაბნის ,სისწრაფითც და შენზე უკეთესადაც მოძრაობს? რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა [თუნდაც გუშინდელ მატჩში]ჯგუფურ ორთაბრძოლაშიც კი,როცა ჩვენ რაოდენობით მეტნი ვიყავით,ბურთი მუდმივად,მაინც მეტოქეს რჩებოდა? ის 5-10 წუთი, როდესაცჩვენ თითქოსდა შევუტიეთ ხომ მხოლოდ და მხოლოდ იმ მომენტებში მეტოქის მოდუნების შედეგად მივიღეთ?თავიდანვე გამოჩნდა რომ ჩვენი მარჯვენა ფრთა მუდმივად ირღვეოდა.გოჩალეიშვილი და დავითაშვილი რჩებოდნენ ,კლასით ისედაც მაღალ და სწრაფ 3 და 4 მეტოქის წინააღმდეგ.მათ ამ დროს უნდა დახმარებოდნენ[რომ რიცხობრივი უპირატესობა დაებალანსებინათ]დაცვის და ნახევარდაცვის ცენტრიდან.ეს არ გაკეთდა ვერ მოახერხეს და ჩაწოდებების მთელი ბუკეტიც მივიღეთ.საჯარიმოში ჩაგდებული ბურთი კი 50|50 -ზეა მოასწრებს მცველი გამოიტანს,ვერ მოასწრებს და გოლია.და მივიღეთ კიდეც 2 გოლი[იქ ხომ მხოლოდ ერთი შეხებაა საჭირო].გამოცდილი მწვრთნელები სულელები კი არ არიან როდესაც ფლანგებს ციხის კედლებივით ამაგრებენ[მარტო კვარაცხელიას მაგალითიც კმარა,როგორ უზღუდავენ მას სათამაშო არეალს].ჩვენი დაცვის ფრთები კი კალმახელიძეების ღობესავით არის მორღვეული.ეს რაღა თქმა უნდა ისევ და ისევ მწვრთნელის დაბალ კვალიფიკაციაზე მიუთითებს.გამოსავალი ,მოკლე პერიოდისათვის ,ისეთი მწვრთნელის დანიშვნაა,რომელიც შესძლებს არსებული რესურსების შესაძლებლობების მაქსიმალურ შედეგში გარდასახვას.
ეეჰ!
13 სექტემბერი 2023 17:26
1
1000% გაუშვით ეს უმაქნისები!
გიორგი
05 ოქტომბერი 2023 11:47
0
აუჰ..... სანიოლის გაშვება ძალიან დიდ შედეგს მოგვიტანს რააა.
დევდარიანი
15 სექტემბერი 2023 16:00
5
წინა მთავრობის დროინდელი ფედერაციის "სასტავი" ნავარდობს აქ მე მგონი...
გიორგი 11
15 სექტემბერი 2023 10:51
12
წადიტ წადიტ დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
o o n
14 სექტემბერი 2023 08:17
2
Სანიოლს შეეშვით.... Კობიაშვილი გასაშვებია ქართული ფეხბურთიდან!
Ზაზა
20 სექტემბერი 2023 12:19
3
უემოციოდ.. რა დონის და გამოცდილების არის მწვრთვნელი, თამაშის იმ დონეს აჩვენებს მისი გაწვრთვნილი გუნდი. რომელი თამაში გახსენდებათ, ოდნავ მაღალი დონის გუნდთთან, სადაც მაღალი ტემპი შევთავაზეთ მეტოქეს..??
დავით
16 სექტემბერი 2023 11:10
3
ვინა თქვა ბერია მოკვდაო,ეგე
ადამიანი
14 სექტემბერი 2023 13:44
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული