"სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩები წარუმატებლად დასრულდა. ამ ამბავს "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქპოსტი" მიუძღვნა:

"წინა დღეს გამოვდე სქრინები, რომ ჯერ კიდევ გიბრალტართან მატჩის მერე ვაკრიტიკებდი სანიოლს, მაგრამ მაშინ ბევრი არ მეთანხმებოდა, "ერთა ლიგაზე" კარგი შედეგი გვქონდა, ის მატჩიც მოვიგეთ და რა გინდა, რას ერჩიო?..

არადა, უკვე მაშინ ჩანდა, რომ "ერთა ლიგაზე" კარგი თამაშის მიუხედავად, გუნდს თამაშის ხარისხი არ უვარგოდა, არ იყო ხარისხში პროგრესი, არ იყო თანამედროვე ფეხბურთის ნიშნები.

ეს ყველაფერი მომდევნო თამაშებში გაღრმავდა და მივიდა კატასტროფამდე, რომელიც შოტლანდიაში დაიწყო. ის
მარცხი ბევრმა წვიმას დააბრალა, არადა, მაშინაც დავწერე, რომ სანიოლი უკვე გასაშვები იყო.

ბევრი პოსტი შემხვდა, ეს ქართველები სულ ილუზიებში რატომ ვართ, ცაში რატომ დავფრინავთ, რატომ გვგონია, რომ ესპანეთს ან ნორვეგიას უნდა მოვუგოთ; გადახედეთ მათ ფეხბურთელებს, სად თამაშობენ, ჩვენ მარტო "კვარა" და "მამარდა" გვყავს ნორმალურ ლიგაში და ა. შ. მოკლედ, ძველი სიმღერები.

თამაშის წინ გულშემატკივარი წაგებას ვერ მოითხოვს და წაგების საგულშემატკივროდ ვერ მივა სტადიონზე. ბუნებრივია, რომ თამაშის წინ მოგებას გულშემატკივრობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესპანეთთან წაგების გამო გუნდს აუცილებლად ზურგს აქცევ, ფეხბურთელებს გალანძღავ ან მწვრთნელის გაშვებას მოითხოვ, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც! არავინ ითხოვს, რომ ჩვენმა ნაკრებმა ესპანეთს ან რომელიმე სხვა გრანდს უეჭველი უნდა მოუგოს. აქ პრობლემა არა შედეგში, არამედ თამაშის ხარისხშია.

ესპანეთთან რომ კარგი ხარისხი გვეჩვენებინა, გვებრძოლა და ისე წაგვეგო, ვინ ამოიღებდა ხმას? აქ საუბარი იმაზეა, რომ საერთოდ არ ვთამაშობთ ფეხბურთს. ანგარიში არაფერ შუაშია. ნორვეგიასთან თითქოს საბრძოლო ანგარიში დაფიქსირდა 2:1, მაგრამ სადმე იყო იქ ბრძოლა? მხოლოდ პირველი და ბოლო ხუთი წუთი, დანარჩენი მთელი თამაში 11 კაცით საკუთარ ნახევარზე ვიდექით და ვიღაცებს ჰგონიათ, ავტობუსის ჩაყენება გვიშველის და ეს უნდა იყოს ჩვენი ფეხბურთი. არადა, სწორედ ავტობუსი გვეყენა, როცა ნორვეგიამ ორი გოლი გაგვიტანა; ხოლო, როცა მეტოქის ნახევარზე გადასვლა გავბედეთ, ეგრევე პრობლემები შევუქმენით და ბოლოს გოლიც გავიტანეთ.

მთელი მატჩიდან სულ 5-10 წუთი შევუტიეთ და ამ მცირე დროში სამი თუ ოთხი საგოლე მომენტი შევქმენით. რატომ არ შეგვეძლო შეგვეტია თუნდაც მატჩის ნახევარი დროის განმავლობაში?

ზოგი ამბობს, არ შევუტიეთ კი არა, ვერ შევუტიეთო, მეტოქემ არ მოგვცა საშუალებაო. სად ნახეთ მცდელობა? როცა ვცადეთ, კი შევუქმენით პრობლემები. ვიღაცები წერენ, ვერცერთი გუნდი ვერ ითამაშებს პრესინგს 90 წუთიო. ვინ ითხოვს 90 წუთი პრესინგს? 60 წუთი ითამაშეთ, 50 წუთი ითამაშეთ... ან ჩვენი ყველა მეტოქე როგორ ახერხებს თითქმის მთელი მატჩი გვეთამაშოს პრესინგი და ჩვენ ვერა? იმათ უცხოპლანეტელები ჰყავთ? ჩვენი ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი უცხოურ ლიგაში თამაშობს და თუ ვერ დარბიან, იქ როგორ აჩერებენ?

ორით ნულს რომ ვაგებდით, ვიფიქრე, მეორე ტაიმის დასაწყისში მაინც ვეცდებით მეტოქის ნახევარზე გადასვლას-მეთქი და ისევ საკუთარ ნახევარზე არ დავდექით?! ანუ ისევ არგაშვებაზე ვზრუნავდით. ვის უნდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც აგებს და გუნდს ავალებს, იმაზე იზრუნეთ, რომ ორზე მეტი გოლი არ გაუშვათო (თავად სანიოლმა გუშინდელი თამაშის შემდეგ თქვა, ამჯერად კარგად ვითამაშეთო)?

ჩვენ აქ ესპანეთის და ნორვეგიის უეჭველ დამარცხებას კი არა, თამაშის ხარისხში პროგრესს ვითხოვთ. არავინ არ დავფრინავთ ცაში. ხარისხი და პროგრესი კი არა, რეგრესია სახეზე.

სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი, თორემ "ერთა ლიგაზეც" იგივე დაგვემართება, რაც წინა ჯერზე. კობიაშვილმა ვერც ნაკრებს მიხედა და ვერც ეროვნულ ჩემპიონატს. ის კი არა, როდესაც ისტორიული შანსი გვქონდა ევროპაზე გასვლის და თბილისში "ერთა ლიგის" ფინალი იმართებოდა, ის ვერ მოახერხა, მთავრობას მისწოლოდა, რომ სტადიონზე გულშემატკივრები დაეშვათ. "ოვნების“ დეპუტატია და ესეც ვერ გააკეთა, რომ მათთვის აეხსნა, არ შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარება.

სანიოლი ახლა თუ არა, მალე წავა ალბათ და ახალი მწვრთნელი ერთი კრიტერიუმით უნდა შევარჩიოთ: შეუძლია თუ არა მას გუნდს ასწავლოს თანამედროვე ფეხბურთის და პრესინგის თამაში. მას ამოცანად ეს უნდა დავუსახოთ და არა რომელიმე კონკრეტული ადგილი ჯგუფში."

altსაქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

altნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

მკითხველის კომენტარები / 108 /
არიან მწვრთნელები რომლებიც მარტო ნაკრებებში მუშაობენ,დე ნიაზი,ედუარდო რეია და ასე შემდეგ,გამოცდილი ბევრი მწვრთნელია და ჩვენ მაინც და მაინც გამოუცდელს ჩავაბარეთ,რა თქმა თამაშის ხარისხი კატასტროფაა,თითქოს შიშით თამაშობენ,დიდი სამუშაოა გასაწევი და ბოლოს და ბოლოს ეს უნდა გავაკეთოთ, სირცხვილო ყველას აქვს პროგრესი,ჩვენ კიდე 30წელია ერთ და იგივეს ვუყურებთ
არჩილ
13 სექტემბერი 2023 20:29
1
მერაბამ ყველაფერი იცის დოუჯერეთ
gzp
13 სექტემბერი 2023 20:13
18
მწვრთნელიც გასაგდებია და მთელი ფედერაციაა გასაშვები,მარა აქ კომენტარებია ზოგი დემჩენკოს ითხოვს ზოგი ქეცბაიას და ზოგი სვანაძეს და ასე შემდეგ.არ დაიღალეთ ეს 30 წელი?ვინმე წარმატებული მწვრთნელი უნდა ინახოს უმუშევარი,რომელსაც სტაბილურად კარგი შედეგები აქვს სანაკრებო დონეზე,რომ იყოს მისი დანიშვნა რაღაც ნაწილობრივ მაინც გარანტია პროგრესის.გუუს ჰიდინგის ნაირი დაახლოებით სადაც კი მივიდა რომელ ნაკრებშიც ყველგან ჰქონდა შედეგი.კიდე ექსპერიმენტები გინდათ???ჯობია გადავუხადოთ წესიერად და მივიღოთ შედეგი
oto777
13 სექტემბერი 2023 20:11
5
ამას ესმის თუარა ფეხბურთი საერთოდ არ მაინტერესებს, მთავარს ამბობს მართალს და ვეთანხმები სრულიად ფედერაცია და მწვრთნელი სასწრაფოდ მოსაშორებელია. ფეხბურთის ცოდნა კიდევ მწვრთნელს მოვთხოვოთ თუ მაინცდამაინც...
რუსთავი
13 სექტემბერი 2023 19:33
2
თევზი თავიდან ყროლდება, გარჩევას კი ბოლოდან იწყებენ. კობიაშვილი თავი არ არის. ქვეყანას პატრონი რომ ჰყავდეს, გამოიძიებდა არა მარტო კობიაშვილის ფედერაციის საქმეს, არამედ წინა ხელმძღვანელების საქმიანობასაც. მათ შორის არველაძეების, ასე რომ აპიარებთ სპორტული გამოცემები თუ გადაცემები
ზურაბ
13 სექტემბერი 2023 19:23
4
ამას ფეხბურთი ისე ესმის როგორც ჟურნალისტიკა
ყველა პროფესორია
13 სექტემბერი 2023 19:07
41
დემჩენკო კარგი იქნებოდა ნაკრებში, დილას კარგ ფეხბურთს ათამაშებდა, ასევე იცნობს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს და ახლოს არის ქართულ ფეხბურთთან
Anti
13 სექტემბერი 2023 19:07
4
ომარი თეთრაძემ უფრო კარგად აათამაშა გუნდი. დემჩენკო თავის ქვეყანაში
ზურაბ
13 სექტემბერი 2023 19:26
14
თევზი თავიდან მყრალდება, ფედარაციაა გასაუქმებელი საერთოდ და ეს ფული მილიონები, ბავშთა ფეხბურთს უნდა მოხმარდეს. ამ შემთხვევაში მივიღებთ ახალ კვარაცხელიებს.
ირაკლი
13 სექტემბერი 2023 18:57
4
გასაშვები? მერედა ვინ მოერევა მაფიას, ჟურნალისტების გუნდი?
კ ო მ ბ ლ ე
13 სექტემბერი 2023 18:54
4
მერაბ, შენ ხომ პოლიტიკის გაგებაში არა ხარ. 2 კვირით შეხვედი პარტიაში და მერე ისევ ჟურნალისტობას დაუბრუნდი. მოდი გაგანათლებ. ის, რომ ოცნებამ არ დაუშვა მაყურებელი სტადიონზე იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მათ შორის, იმიტომ რომ იქნებოდა lose lose სიტუაციაში, ისევ თქვენნაირი დესტრუქციული და ყველაფრის უაზროდ გამკრიტიკებელი, გვამების და ცუდი ამბების მაძიებელი ხალხის გამო. გავიდოდით და ყველაფერს მაინც ხელისუფლებას და მაგ თამაშს დააბრალებდით: ხალხი გაწირეს და ქვეყანაში ეპიდემია გამოიწვიესო. ვერ გავიდოდით და უარესს იზამდით. უკვე შენისთანა ინტრიგნები გამოხტებოდნენ და ორმაგ ტრაგედიაზე ილაპარაკებდით, დილეტენტურ და სრულიად უაზრო განცხადებებს გააკეთებდით, როგორიც დღეს გამოაცხე.
odala
13 სექტემბერი 2023 18:50
31
რატომ ამდენი დისლაიქი?!რა,ვინმეს ეჭვი ეპარება,რომ ასე არ იქნებოდა?
სოსო
13 სექტემბერი 2023 19:59
12
ეს ფედერაციის ტროლობა არ გიტყდებათ
odalas
13 სექტემბერი 2023 19:27
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული