კვარაცხელია კვიპროსთან დაამტკიცებს, რომ თავისი ნაკრების სახელით საუკეთესოდ თამაშობს - სანიოლი მატჩების წინ

AutoSharing Option
სანაკრებო მატჩები მოახლოვდა - 12 ოქტომბერს ტაილანდელებს "მიხეილ მესხზე" ამხანაგურ შეხვედრაში (20:00 სთ) დავუპირისპირდებით, 15-ში კი, ამავე არენაზე, თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებთან ოფიციალური მატჩი (17:00 სთ) გვაქვს. ეს ორი გუნდი შესარჩევ ეტაპზე ჯგუფის აუტსაიდერია. უახლოეს დღეებში მწვრთნელები შემადგენლობებს დაასახელებენ.ქ მანამდე საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცმა ვილი სანიოლმა "პირველ არხთან" ექსკლუზიურად ისაუბრა:

"ჩვენი ჯგუფის ნაკრებები სხვა სამყაროდან არიან, ძალიან გამოცდილები და ძლიერები. ვიცოდით, მათთან დიდი ბრძოლა გველოდა და მაქსიმუმი უნდა გაგვეკეთებინა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ შევძელით. შესაძლოა, უკანასკნელ პერიოდში პრობლემებს
წავაწყდით, თუმცა მოგეხსენებათ, ევოლუცია არასდროსაა სწორხაზოვანი. განვითარებისთვის თავდაუზოგავი მუშაობაა საჭირო. საუკეთესო შედეგს ყოველთვის ვერ მიაღწევ.

ესპანეთთან კატასტროფული მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა ნორვეგიაში შემართება აჩვენეს. ვიცი, რომ სწორ გზას ვადგავართ!..

შესაძლოა, ბურთი მუდმივად არ გქონდეს, თუმცა მის გამოყენებასთან
სტაბილური იყო. ნორვეგიაში ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მათზე მეტი. რაც შეეხება მათი მწვრთნელის ნათქვამს, რომ არ ვუტევდით, მის ადგილას კომენტარს საკუთარ გუნდზე გავაკეთებდი, რომელიც ასევე არაა სრულყოფილი. ამ კრიტიკას არ ვიღებ.

ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიამ ბევრი კარგი რამ აჩვენა და კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ დაამტკიცებს, რომ თავისი ნაკრების სახელით საუკეთესოდ თამაშობს.

ჩვენს გუნდში ბევრი ახალი მოთამაშეა, უნდა მივცეთ მათ დრო, რადგან "ერთა ლიგიდან" მონიჭებულ პლეი-ოფში უნდა ვითამაშოთ.

არ ვფიქრობ, რომ კანკავას წასვლის შემდეგ საყრდენი ზონა პრობლემურია. ამის მერე ტაქტიკა შევცვალეთ და აბსოლუტურად ახალი სისტემა გვაქვს. დიდი ხანი წაუგებლად ვასპარეზობდით.

ტაილანდთან და კვიპროსთან ბევრი ცვლილება იქნება. მაინტერესებს, ფეხბურთელები როგორ განვითარდნენ."

წყარო: პირველი არხი სპორტი

altსაქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში დაქვეითდა

altსაქართველოს ნაკრების შეფასება - ვინ იყო ნულთან ახლოს? - რაღაც უნდა შეიცვალოს!..

მკითხველის კომენტარები / 76 /
კი ხართ ღირსი მოგადგეთ ბულდოზერით და ეგ ხალხის გადასახადებიდან ,,მოპარული,, ძვირფასი ავტომობილები გაგიპრტყელოთ კაცმა
სვანსკი
11:05 11-10-2023
0
თუ ოდნავ მაინც შეგტკივათ გული ქართულ ფეხბურთზე, მოაშორეთ სანიოლი და დააბრუნეთ ცხადაძე!!! ვინც მიწუნებთ ცხადაძეზე კომენტარს, უყურეთ მისი მწვრთნელობის დროს გერმანიასთან გასვლით თამაშს, როცა ჩვენთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, გერმანიას კი ჰაერივით ჭირდებოდა მოგება, რა უქნეს ჩვენება - შეჭამეს გერმანიის ნაკრები. მატჩის შემდეგ ინტერვიუზე გერმანელი ფეხბურთელები გაფითრებულები იყვნენ - დიდი შანსი იყო წაგვეგოო.
ზურა
09:05 09-10-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული