ვილი სანიოლის არჩევანის პროგნოზირება რთული კატეგორიი
მეკარე
გიორგი მამარდაშვილს უნარი აქვს, წარუმატებელი შეხვედრები მალე დაივიწყოს და უკეთესი დაბრუნდეს. მადრიდის "რეალთან" დაპირისპირების შემდეგ მას კვლავ ამის გაკეთება მოუწევს. შემადგენლობაზე მსჯელობისას მუდმივად ვუთითებთ, რომ მნიშვნელოვანია, გუნდის შიგნით რა ატმოსფეროა. თუკი ფრანგი სპეციალისტი ჩათვლის, რომ "მამარდას" ახლა დასვენება უფრო სჭირდება, მაშინ არც ლუკა გუგეშაშვილისთვის შანსის მიცემას გამივრიცხავთ, რომელიც იერარქიით მესამე მეკარეა.
დაცვა
რა თქმა უნდა, სანიოლი 3-მცველიან ტატქიკას არცერთ მოცემულობაში არ შეცვლის. ახლა მსჯელობა იმაზე შეიძლება, მიეცემათ თუ არა დრო ივა გელაშვილსა და სანდრო კალანდაძეს. იმ ფონზე, როცა საზონოვი 21-წლამდელთა ნაკრებშია, ხოჭოლავა კი ტრავმირებულია, კვირკველია-კაშია-ლოჩოშვილის ტრიო ამ ეტაპზეც და გაზაფხულზეც სასტარტოში ყველაზე რეალურ კანდიდატად იკვეთება.
ფლანგები
ოთარ კაკაბაძე გასულ თვეში გუნდს ძალიან დააკლდა, რადგან სხვა კვალიფიციური მარჯვენა მცველი, რომელიც დაცვით ფაზაში წარმატებული იქნება, სიაში არ იყო. ეს გვაფიქრებინებს, რომ გამოცდილი ფეხბურთელი ახლა პირველივე წუთებიდან ითამაშებს. ამავდროულად, ნაკრებში დაბრუნდა გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელიც "ბარსელონას" წინააღმდეგ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, მშვენიერი იყო. სანიოლს, წესით, მოაზრებული უნდა ჰქონდეს, ამ ორი ფეხბურთელის დროს როგორ გადაანაწილებს.
რაც შეეხება მარცხენა ფრთას, ვილის ლევან შენგელიას თამაში მოსწონს, გასულ სანაკრებო შეხვედრებში მან გაიტანა კიდეც. იმ ფონზე, როცა კარგ სათამაშო ფორმაში მყოფ აზაროვს ბოლოს ტრავმის გამო ცოტა გაუცდა, წინ კი ესპანეთთან სტუმრობაცაა, სქოთებთან შენგელია რომ ვიხილოთ, სავსებით რეალურია.
ნახევარდაცვა
კიტეიშვილი ტრავმირებულია. ბოლო მომენტში სიგუას თამაშიც გამოირიცხა, რაც გვაფიქრებინებს, რომ კვეკვესკირს ახლა ძირითად შემადგენლობაში ვნახავთ. ნიკას აქვს უნარები, რაც ჩვენ ნაკრებს სჭირდება, თუმცა მისი საუკეთესო წლები უკვე გავლილია, ფაქტია. თუკი "კვეკვე" ითამაშებს, სათამაშო კომპონენტებიდან გამომდინარე, მასთან შეწყვილების შანსი ალთუნაშვილს უფრო უნდა ჰქონდეს, ვიდრე ქოჩორაშვილს. ეს დეტალები სავარჯიშო პროცესში გამოჩნდება.
შეტევა
გიორგი ჩაკვეტაძე ტაილანდსა და კვიპროსთან ახალ ამპლუაში ვნახეთ, რამაც გაამართლა - ის ნახევარდაცვასა და შეტევას შორის მოძრაობდა. წესით და რიგით, ახლაც 3-4-1-2 ტაქტიკა უნდა ვიხილოთ, შეტევაში კი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად რომელიმე ცენტრფორვარდი ითამაშებს. ფორმის მიხედვით, ეს დავით ვოლკოვი უნდა იყოს, თუმცა ვიცით, რომ გიორგი მიქაუტაძესა და ბუდუ ზივზივაძეს ცუდი საკლუბო პერიოდის დროს "ჯვაროსნებში" მაქსიმალურად ეხმარებიან. სანიოლმა კი თქვა, რომ "კვარა" წინა ხაზზე უკეთესია, თუმცა ტაილანდელებთან ამ პოზიციაზე ზურიკო დავითაშვილი მოგვეწონა, რომელიც ამ რეალობაში ძირითად თერთმეტეულში ვერ ითამაშებს, კვარაცხელიას კი მინდვრის სიღრმეში თამაშის, დრიბლინგებისა და სისწრაფის ხარჯზე უპირატესობის საშუალება ნაკლებად ექნება!..
მაგრამ კარგით რა მეგობრებო... მამარდა მიუხედავად თავისი ასაკისა (ჩემი მოსაზრებით) დამოუკიდებელი საქართველოს საუკეთესო მეკარეა, გაუფრთხილდით მის ახალგაზრდა ფსიქოლოგიას, ზოგიერთი უტაქტო გამონათქვამებით, დარწმუნებული იყავით რომ ჩემზე და თქვენზე კარგად იციან და ესმით მისი ტალანტი და პროფესიონალიზმი ვალენსიასა და ლარი ლიგაში და არა მარტო მანდ.
რაც შეეხება ლორიას, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, საუკეთესო იყო მამარდამდე, მაგ წლებმაც ჩაიარა, მაგრამ რომ იძახით გამოცდილებაო და მაგდენი შეცდომა თავის კარიერაში არ დაუშვიაო რაც მამარდამ ორ თამაშში, ვფიქრობ ლორიას მაგდენი გამოცდილება თავის კარიერაში არ მიუღია რაც მამარდამ ბოლო ორ წელიწადში და მერე მისი უაზრო შეცდომების გამო რამდენი თამაში და ქულა დავთმეთ... მარტო ერთ ფაქტს გავიხსენებ,უეჭველ მოსაგებ მატჩს რომ ვეძახით, ჩვენზე ბევრად სუსტ მოლდოვას ვეთამაშებოდით როცა თითქმის მოედნის ცენტრიდან გადაუგდეს თავზე ბურთი, საჯარიმოს ხაზთან მოსეირნე ლორიას, აი მანდ დავკარგეთ ჯგუფიდან გასვლის ბოლო შანსები. Ps. წარმატება ნაკრებს და ბიჭებს.
დიდება საქართველოს!