შედგება ყაზახების გმირობა? - ასეთ შემთხვევაში თბილისში ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქედ აზერბაიჯანს ვიხილავთ...

AutoSharing Option
უახლოეს დღეებში ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ოფიციალურად გაირკვევა. დღევანდელი მოცემულობით, თბილისს ლუქსემბურგი უნდა ეწვიოს, საბერძნეთი კი ყაზახეთს დაუპირისპირდეს, თუმცა, შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს.

მოგეხსენებათ, ლუქსემბურგისა და საბერძნეთის ნაკრებების ჯგუფიდან პირდაპირ გასვლა უკვე ფანტასტიკის სფეროდანაა და ამაზე შეჩერება ალბათ აღარც ღირს, მაგრამ ყაზახები პრაქტიკულად თავის თავზე არიან დამოკიდებულნი და ევროპირველობაზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ.

მოგამედ ადიევის გაწვრთნილებმა ხვალ სახლში სან-მარინოს უნდა მოუგონ, რაც დაგვეთანხმებით, რომ ალბათ ადვილად მისაღწევი იქნება, სლოვენიამ კი გასვლაზე დანიაში ვერ იმარჯვოს, რაც ასევე მოსალოდნელია.  ამ ჯგუფში ახლა
დანიასა და სლოვენიას 19 ქულა აქვთ, ყაზახებს კი - 15.

ყაზახები ბოლო ტურში გასვლაზე ლიუბლიანაში სლოვენიასთან ითამაშებენ და თუ მოიგებენ, ევროპის ჩემპიონატზეც სწორედ ისინი გავლენ.

თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, ყაზახებმა მსგავსი გმირობა შემოგვთავაზეს, თბილისში ერთა ლიგის პლეი-ოფში არა ლუქსემბურგს, არამედ აზერბაიჯანს ვიხილავთ.
მკითხველის კომენტარები / 19 /
აქ მთავარი ის არის, ნახევარფინალში ვის უფრო მეტი შანსი აქვს, რომ საბერძნეთს მოუგოს - ყაზახეთს თუ ლუქსემბურგს? თუ ყაზახეთი მართლაც პირდაპირ გავიდა ევროზე, მაშინ ლუქსემბურგს მოუწევს ბერძნებთან თამაში ნახევარფინალში და ჩვენ - აზერბაიჯანთან. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა როგორც დღეს არის, მაშინ ნახევარფინალში ჩვენ ვეთამაშებით ლუქსემბურგს და ყაზახეთი საბერძნეთს. ისე, არ ვიტყოდი უარს ფინალზე: საქართველო - ლუქსემბურგი, ან საქართველო - ყაზახეთი, თან თბილისში :)
Gio
17 ნოემბერი 2023 00:20
1
მე ერთ თამაშს ვუყურე ყაზახების გასვლაზე მოუგეს ჩრდ.ირლანდიას-ტოტალიზატორის გამო,ისე რა მაყურებინებდა.
მაგარი საზიზღარი და უკლასო გუნდია,ბათუმის დინამო გააპობს შუაზე,მაგრამ ვერ ვხვდები როგორ აიღეს ქულები
Levani
16 ნოემბერი 2023 18:21
2
თურქეთი როგორაა გასული მაგრად მაინტერესებს? ბურთები ითვლება თუ ურთშეხვედრები? ხორვატიასთან უარყოფითი ბალანსი აქვს, ბოლო ტურში უელსში რომ წააგოს (3:0) თურქებს უელსთანაც უარყოფითი ბალანსი ექნება
Juve
17 ნოემბერი 2023 01:13
0
თურქეთი გასულია ურთიერთ შეხვედრებში ითვლება ქულები ხორვატიას მოიგო უელსსაც მოუგო, თეორიოლად არის შანსი სამივე გუნდმა დააგროვოს თანბარი ქულები ასეთ შემთხვევაში ჯამდება ამ სამ გუნდში(უელსი თურქეთი ხორვატია) ნათამაშები თამაშები,.უელსი ხორვატია 1 :1 დასრულდა.თურქეთს აქვს 6 ქულა უელსს აქვს შანსი დააგროვოს 7 ქულა ასეთ შემთხვევაში ხორვატია რჩება ჯგუფში
ბათუმი
17 ნოემბერი 2023 23:13
0

სიახლეები პოპულარული